ჩვენი თვალით დანახული პატრიარქი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩვენი თვალით დანახული პატრიარქი |
afxazi |
Jun 28 2011, 03:50 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ასეთი თემა მინდა გავხსნა.
ეს თემა შეიძლება ბევრს არ მოეჩვენოს დადებითი შინაარსისა, მაგრამ ვარწმუნებ ეს ასე არ არის. ზოგადად როდესაც პიროვნების შესახებ მეორე ადამიანს უნდა პატივისცემა გამოხატოს, მას არც ის უნდა მიაწეროს რაც არ არის და არც ის უნდა უარყოს, რაც მას ახასიათებს. საინტერესო იქნება როგორ ვუყურებთ ამ ბუმბერაზ პიროვნებას. რა იყო და არის მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში, რა გააკეთა მან ისეთი, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ერის ცხოვრებაში. კვლავ ვიმეორებ, ეს თემა არ ისახავს პატრიარქის შეფასებას (ეს ისტორიის საქმეა), მე მინდა უბრალოდ ვისაუბროთ მის მოღვაწეობაზე. რა მხოდა მისი პატრიარქობის პერიოდში. ვფიქრობ მავანთა მხრიდან მისი უწმინდესობის დაუფასებლობისა სწორედ იმ პერიოდის არ ცოდნაა, როდესაც პატრიარქი ილია II მოღვაწეობდა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
A.V.M |
Sep 9 2014, 10:09 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
"რა იყო, დაგვაჩმორეს ამ ჩმორებმა?" - ირმა ინაშვილი პატრიარქს ექომაგება
მედია-კავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი პატრიარქის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება. "ზოგი პატრიარქის დაჭერას ითხოვს, ზოგი - ჩამოგდებას, მიდის ყოვლად უზნეო კამპანია და ჩვენ... ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ხმასაც ვეღარ ვიღებთ... რა იყო, დაგვაჩმორეს ამ ჩმორებმა? ითვლება, რომ თუ პოლიტიკოსი ხარ, ან საჯარო პირი ხარ, პატრიარქის დასაცავად ხმა არ უნდა ამოიღო... ლიბერალები შემოგიტევენ, თურმე... რომელი კრეტინი ადგენს თამაშის ამ წესს?! არჩევნების წინ ხომ კარგად დარბიხართ საპატრიარქოში, ა?! ზღვარს სცდება ჩემი ეკლესიის წინამძღოლის საჯარო შეურაცხყოფა. ეს ჩემი შეურაცხყოფაა... თქვენი... ნებისმიერი სხვა ეკლესიის წინამძღოლის დასაცავადაც ამოვიღებ ხმას, თუ მას თავს დაესხმებიან, მაგრამ ჩემთვის ჯერ ჩემია... თან, ჩემსას ერჩიან... ქუჩაში გინდათ, რომ გამოგვიყვანოთ? არა, ამას ქუჩა არ სჭირდება. ისე მოგერევით. თქვენი ფეხით მიხვალთ ტაძარში და ცხარე ცრემლით იტირებთ. თქვენნაირებს ასე ემართებათ ხოლმე. მიწაზე რომ დინგით ერჭობიან, ღმერთს მერე ხედავენ", - წერს ინაშვილი. წყარო/Source: http://www.ambebi.ge/faceambebi/110651-qra...l#ixzz3CqL89qq1 -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი