ისტორიის ფურცლებიდან, დოკუმენტები, ჩანაწერები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ისტორიის ფურცლებიდან, დოკუმენტები, ჩანაწერები |
ვალერი |
Jan 18 2007, 07:06 PM
პოსტი
#41
|
ვაკო გელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 395 რეგისტრ.: 2-August 06 მდებარ.: Tbilisi, Georgia წევრი № 35 |
ამ თემაში დავდოთ ის საინტერესო დოკუმენტები თუ ჩანაწერები რომელიც ჩვენი ქვეყნის წარსულს, ისტორიას ეხება და არა მარტო ჩვენ ისტორიას, საერთოდ მსოფლიო ისტორიას.
”ქართლის ცხოვრებაში” დაცული გადმოცემით ქართლი თავდაპირველად ეწოდებოდა ქართველთა ლეგენდარული წინაპრის, ქართლოსის მიერ მცხეთის პირდაპირ მთაზე აშენებულ სიმაგრეს და რეზიდენციას. აქედან მისი სახელი ეწოდა ჯერ მთას და შემდეგ-მთელ ქვეყანას, რომლის ცენტრიც ეს ადგილი იყო: ”ერქვა მთასა მას ქართლი. და ამის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი”. მართლაც, ძველად ქართ-ი(ქართა) ეწოდებოდა შემოზღუდულ, გამაგრებულ ადგილს. მეგრულში და ზოგიერთ დასავლურ ქართულ დიალექტში(მაგ.: იმერულში, გურულში) დღესაც ქართა აღნიშნავს შემოფარგლულ ადგილს, რომელშიც ათავსებენ შინაურ ცხოველებს. სავსებით შესაძლებელია, რომ ადრე სიმაგრის, გამაგრებული ადგილის აღმნიშვნელმა ამ სიტყვამ მოგვიანებით მხოლოდ ცხოველთათვის შემოზღუდული ნაგებობის მნიშვნელობა შეინარჩუნა, ე.ი. ქვეყნის ცენტრს ერქვა ქართლი ანუ გამაგრებული ადგილი და შემდეგ ეს სახელწოდება მთელ ქვეყანაზე გავრცელდა. ო.ჯაფარიძე, რ. მეტრეველი, მ. ლორთქიფანიძე და სხვ.-საქართველოს ისტორია X კლასისათვის. გამომც. ”ცისარტყელა”. -------------------- დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან! |
A.V.M |
Sep 12 2014, 05:51 PM
პოსტი
#42
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
კიდევე რთი იდიოტური ფურცელი და ტრადიცია , საქართველოს ისტორიაში ...
(კრეტინიზმი , სიბნელე და.ა.შ. კიდევ რა შეიძლება ეწოდოს ამ მარაზმს...) ----------- მშობიარობა ყველასგან შორს, სრულიად მარტო - როგორ მშობიარობდნენ ხევსური ქალები მშობიარობა ყველასგან შორს, სრულიად მარტო - როგორ მშობიარობდნენ ხევსური ქალები 10.09.2014 მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მშობიარობის სხვადასხვაგვარი ტრადიცია არსებობს. საქართველოშიც ტრადიციებით ბევრი ცხოვრებისეული მოვლენაა დახუნძლული. თითოეულ კუთხეში განსაკუთრებულია ქორწინების, დღესასწაულების, შვილების აღზრდის თუ სხვა წეს-ჩვეულებები. ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და დაუჯერებელი ხევსურეთში არსებული ზოგიერთი ტრადიციაა. განსაკუთრებულად ქალის მშობიარობის. ცნობილია, რომ ხევსური ქალები სრულიად მარტო მშობიარობდნენ. ხევსურული ადათის მიხედვით, მშობიარე ქალს შვილის გაჩენა შეეძლო სოფლის გარეთ აშენებულ ფარღალალა ქოხში – რომელსაც საჩეხს ეძახდნენ. მშობიარეს წინასწარ შეჰქონდა ქოხში საჭირო ჭურჭელი, ტანსაცმელი, საჭმელი. როცა მუცელი ასტკივდებოდა, უფროსი დედაკაცი ქოხამდე გააცილებდა, შემდეგ კი მას აღარავინ ეკარებოდა და თავად უძღვებოდა ყველაფერს. მშობიარე საწოლს გამართავდა, თავქვეშ ხანჯალს დაიდებდა, რომ მავნე არ გაკარებოდა. ბავშვს ჭიპლარსაც თვითონ მოსჭრიდა დუქარდით. "რაც უნდა მძიმე მშობიარე იყოს, ხევსური ქალი არ დაიკვნესებს, ეს ქალისათვის სირცხვილია", - ჰყვებიან ძველი ხევსურები. mshoblebi თუ მშობიარეს ძალიან გაუჭირდებოდა, გამოცდილ დიაცს მიუყვანდნენ და ის მიეშველებოდა მას, საჩუქრად აძლევდნენ ერთ ძროხას. თუ ძალიან მძიმე მშობიარობა ექნებოდა ქალს, ხახმატის ჯვარს შეევედრებოდნენ. თუ მელოგინე გადარჩებოდა, ხახმატში მიდიოდნენ და საკლავს კლავდნენ. თუ მშობიარე მოკვდებოდა, მას თავისი სახლის მახლობლად დაასვენებდნენ 3 დღე, დაიტირებდნენ და განცალკევებით დაასაფლავებდნენ. ვინც მშობიარობას ქოხში გადაიტანდა, ოთხი დღის შემდეგ სამრელოში გადავიდოდნენ. სამრელო იყო განცალკევებული შენობა, რომელიც სიპი ქვით იყო ნაგები.სამრელოში ქალი 4 კვირა რჩებოდა. ოჯახიდან მას ისევ არავინ ეკარებოდა, საჭმელ-სასმელს შორიდან, გრძელ ჯოხზე ჩამოკიდებულს, კარებიდან აწვდიდნენ. მელოგინეს რომ არ შეშინებოდა, სამრელოს მახლობლად თვითონ ქმარი ან ახლობელი მამაკაცი წვებოდა და დარაჯობდა. თუ ვაჟი დაიბადებოდა, მშობიარეს დიდი პატივით ეპყრობოდნენ და ქალებს უგზავნიდნენ. თუ ქალი გაჩნდებოდა, დაღონდებოდნენ და მშობიარეს გამხმარი ქერის პურით კვებავდნენ... საბედნიეროდ, ეს მავნე წესი ხევსურეთში დღეს სრულად დავიწყებულია. (მომზადებულია სერგი მაკალათიას წიგნ "ხევსურეთის" მიხედვით) http://mshoblebi.ge/sa-mkithkhvel-o/mtserl...uri-qalebi.html -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 09:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი