![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
აკაკი |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
ასეთი შინაარსის თემა ვერ ვნახე ფორუმზე... ამ თემამ ისე უნდა იმოქმედოს, რომ რომელიმე ჩვენგანმა (ფორუმელმა) დღის განმავლობაში ერთი ციტატა უნდა დადოს ამ თემაში (თუ უკვე არ აქვს დადებული სხვას).
უნდა იყოს ერთი ციტატა, საღვთო წერილიდან (ბიბლიიდან), ძველი ან ახალი აღთქმიდან (შეიძლება ძველი ქართული და ახალი ქართუ თარგმანები). თუ გაფორმებული იქნება ტექსტი (გასქელება, ფერის მიცემა) კარგი იქნება, სასურველი. ყურადღება!!! - ამ თემაში იკრძალება ყველანაირი, სხვა შინაარსის მქონე გამოხმაუება (პოსტები). განთავსდება მხოლოდ ციტატა... - ვფიქრობ ეს თემაც ხელს შეუწყობს იმას, რომ წმ. წერილი უკეთესად ვისწავლოთ, დავიხსომოთ და გულისხმავყოთ - " თქუენ, ძმანო, არა ხართ ბნელსა შინა, რაჲთა დღე იგი ვითარცა მპარავი გეწიოს თქუენ. რამეთუ თქუენ ყოველნი შვილნი ნათლისანი ხართ და შვილნი დღისანი, და არა ვართ ღამისანი, არცა ბნელისანი. აწ უკუე ნუმცა გუძინავს, ვითარცა-იგი სხუათა, არამედ მღჳძარე ვიყვნეთ და განვიფრთხოთ. რამეთუ რომელთა-იგი სძინავნ, ღამე სძინავნ, და რომელნი-იგი დაითრვნიან, ღამე დაითრვნიან. ხოლო ჩუენ, რამეთუ დღისანი ვართ ნაშობნი, განვიფრთხოთ, შევიმოსოთ ჯაჭჳ იგი სარწმუნოებისაჲ და სიყუარულისაჲ და ჩაფხუტი იგი სასოებისაჲ და ცხოვრებისაჲ. [I თესალონიკელთა მიმართ 5:4-8, წმიდისა და ყოვლად ქებულისა, მოციქულისა პავლესი.] * * * |
![]() ![]() |
mekaje |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 25-December 08 წევრი № 6,158 ![]() |
5. გავიდა ქალაქიდან იონა და ქალაქის აღმოსავლეთით გაჩერდა; იქ ერთი ჩარდახი გაიკეთა, დაჯდა მის ქვეშ, ჩრდილში, და დაელოდა, რა მოუვიდოდა ქალაქს.
6. მოავლინა უფალმა ღმერთმა აყირო და იგი იონას თავსზემოთ აიზარდა, რომ დაეჩრდილებინა მისთვის და წყენა გაექარვებინა. დიდად გაახარა ამ აყირომ იონა. 7. მოავლინა ღმერთმა მეორე დღეს, განთიადისას, მატლი, გამოაჭმევინა აყირო და გახმა იგი. 8. მზე რომ ამოვიდა, მოავლინა ღმერთმა აღმოსავლეთის ცხელი ქარი; მზემ ისე დააცხუნა თავზე იონას, რომ მან, ღონემიხდილმა, სიკვდილი ინატრა, თქვა: ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია. 9. უთხრა ღმერთმა იონას: მაგრად გამწარდი იმ აყიროს გამო? მიუგო: მაგრად გავმწარდი, ლამის მოვკვდე. 10. უთხრა უფალმა: შენ ერთი აყირო დაგენანა, თუმცა შენ არ დაგირგავს და არც გაგიზრდია. ერთი ღამის შვილი იყო და ერთ ღამეში გახმა. 11. აბა, მე როგორ არ დამენანოს დიდი ქალაქი ნინევე, სადაც ასოციათასზე მეტი კაცია, ერთმანეთისგან რომ ვერ გაურჩევია მარჯვენა და მარცხენა, და სადაც უთვალავი პირუტყვია. იონა წინასწარმეტყველი. თავი IV, 5-11 -------------------- ღმერთი სიყვარული არს
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 03:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი