პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
Oct 12 2014, 03:03 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ილია მეორე - აღვირახსნილობა, რომელიც კაცობრიობას დღეს ახასიათებს, ადამიანის გონებას აჩლუნგებს
13:52 12-10-2014 ილია მეორე - აღვირახსნილობა, რომელიც კაცობრიობას დღეს ახასიათებს, ადამიანის გონებას აჩლუნგებს აღვირახსნილობა, რომელიც კაცობრიობას დღეს ახასიათებს, ადამიანის გონებას აჩლუნგებს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. "ადამიანი ღმერთმა შექმნა ხატად და მსგავსად თვისა, ადამიანი შეიქმნა იმ მიზნით, რომ მუდმივად განვითარდეს მისი გონება, მისი გული, მისი სხეული. ცოდნა უნდა განავითაროს და ეს განვითარება, ეს მიღწევები სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს. მაცხოვარი ამბობს: "იყავით სრულყოფილნი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი სრულყოფილ არს". მაგრამ ადამიანი ვერასდროს მიაღწევს იმ სრულყოფილებას. ეს მიგვითითებს იმაზე, რომ ადამიანის განვითარება დაუსრულებელია. ჩვენ ძალიან ხშირად ვფიქრობთ, რა პირობები უნდა იყოს იმისთვს, რომ ადამიანი განვითარდეს. უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა თვითონ უნდა იმუშაოს თავის თავზე, თვითონ უნდა იფიქროს, რა მიიყვანს განვითარებამდე. შეიძლება რომ აღვირახსნილობამ განავითაროს ადამიანი?! აღვირახსნილობა, რომელიც ახასიათებს კაცობრიობას დღეს, თრგუნავს გონებას, ჩლუნგდება ადამიანის გონება, იღლება, დაიღალა ადამიანი ამ უწესობისგან, ცოდვისგან, მაგრამ ამისთვის ღმერთმა მოგვცა ჩვენ სინანული და აღსარება. აღსარებაზე უნდა მივიდეს ადამიანი და თავისი ცოდვები მოინანიოს", - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. მისივე თქმით, არის კიდევ ერთი საშუალება, ეს არის წიგნიერება, წიგნის კითხვა და მრევლს წიგნების კითხვისკენ მოუწოდა. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...achlungebs.html -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი