![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ეს ეპოქა ყველაზე წმიდაა და ყველაზე სათუთი, ახალდაბადებული და თავგანწირული, ეს არის ღვთის სასწაულის ისტორია, ჭეშმარიტების ქადაგების ისტორია... შევეცადოთ დავუბრუნდეთ ფესვებს, ვისწავლოთ მათგან, გავიგოთ მათი ისტორიები, მათი ცხოვრება, აქ მოვყვეთ მოწამეთა ისტორიები, მოციქულთა ღვაწლი, აქვე დავდოთ წიგნები და სტატიები ( რომელიც შესაბამისად იქნება ასევე ღვთისმეტყველების ბიბლიოთეკაში) რომლებიც პირველი ოთხი საუკუნის ქრისტიანობაზე ისაუბრებს... აბა გთხოვთ იაქტიუროთ, მოძებნოთ და აქ თავი მოვუყაროთ ყველა ინფორმაციას, რომელიც ამ საუკუნეებზე მოგვიყვება: აქ ახლა პირველ საეკლესიო ისტორიკოსს გთავაზობთ: ევსები კესარიელს http://www.4shared.com/file/13075045/3d408...KL_ISTORIA.html ეს კი პირველ ქრისტიანულ ღვთისმსახურებას შეეხება: http://www.4shared.com/file/11631280/d93f2...__LITURGIA.html აბა, გელით ![]() პატივისცემით, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
მე გამახსენდა სტეფანე მოციქული , რომელიც პირველი იყო ვინც ეწამა ქრისტეს და მისი ეკლესიის გულისთვის! წარმოიდგინეთ_ ქრისტეს ეკლესია სულ რამდენიმე წელია რაც ჩამოყალიბებულია , მოწაფეებს ჯერ რწმენაც კი არ აქვთ განმტკიცებული და მათგან ერთ_ერთი _ სტეფანე _ ხდება საშინელი წამების მსხვერპლი!
ის მიყავთ და ჩაქოლვას უპირებენ .,, სტეფანემ იცოდა რომ მას თავი უნდა გაეწირა და თითქოს გამოსავალი აღარსად იყო ! მაგრამ ჰოი საოცრებავ რომ სტეფანე ხედავს ყველაზე დიად სანახაობას! სტეფანემ იხილა ის , რაც არასოდეს არცერთ ღვთის მსახურს არ უნახავს! სტეფანეზე გარდამოდის სულიწმიდა და ის პირდაპირ ხედავს მამა ღმერთის დიდებას ! არა მარტო ამას არამედ ის ხედავს თავის უფალსაც იესოსაც! საოცარი კი ის არის რომ_ ბიბლიაში უმეტეს შემთხვევებში იესო ზის მამის მარჯვნივ , მაგრამ ამ შემთხვევაში სტეფანე ხედავს უფალ იესოს , რომელიც ფეხზე დგას ! რამდენად დიდებულია ეს სანახაობა , როცა უფალი იესო ქრისტე ფეხზე დგომით ქომაგობს თავის ერთგულ მსახურს , სტეფანეს , რომელმაც თავი უნდა შესწიროს მას! მე ბევრჯერ გამოვცადე საკუთარ თავზე და მერწმუნეთ რომ უფალი იესო ქრისტე ყოველთვის , თავისი მსახურის გვერდით დგას ! არ არსებობს სიტუაცია , რომ მას შენი დახმარება არ შეეძლოს! დიდება იესოს!!! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 02:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი