სიყვარული, ბრწყინვალების უფსკლული და მარადიულის გამარჯვება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიყვარული, ბრწყინვალების უფსკლული და მარადიულის გამარჯვება |
თათარაშვილი |
Jul 7 2007, 02:03 PM
პოსტი
#1
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
სიყვარული ღმრთისა და მოყვასისა არის ყოველთა უდიდესი მცნება,საძირკველი და წყარო ყოველთა სხვა მცნებათა. ჩვენი სულიერი ღირსება და მოყვასის სიყვარულით განიზომება.ყოველი ნიჭი და სათნოება გქონდეს,მაგრამ ღმერთის და მოყვასის სიყვარული არ გაგაჩნდეს,ქრისტიანი ვერ იქნები.
წმ.გაბრიელ ეპისკოპოსი თუ ღმერთუ გიყვარს,აუცილებლად უნდა გვიყვარდეს მისი ხატიც - ადამიანი.ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის შიში და დაბრკოლება. ეპ.ლეონიდე ოქროპიდიძე სიყვარული სათავეა წინასწარმეტყველებისა;სიყვარ ლი სასწაულთა მომცემელია;სიყვარული ბრწყინვალების უფსკლულია;სიყვარული ცეცხლის წყაროა,რამდენადაც აღმოცენდება,იმდენად აღანთებს წყურვილს;სიყვარული ანგელოზთა სიმტკიცეა;სიყვარული მარადიულის გამარჯვებაა. წმ.იოანე სინელი ყველაზე და ყველაფერზე მეტად ღმერთი გიყვარდეს.უფლის შემდეგ მოყვასის სიყვარული საკუთარი თავისას გაუტოლე,ხოლო თუ სრულყოფილება გსურს,მაშინ უკანასკნელი პირველს მიუტანე მსხვერპლად და მიწიერი ბედნიერება,რომელსაც საკუთარ თავში მოიპოვებ ამის შედეგად,იქნება დასაწყისი და წინდი შენი მარადიული ბედნიერებისათვის ზეცაში. ნუ იქნები თავის მოყვარე და ღვთისმოყვარე იქნები;ნუ იქნები საკუთარი თავისთვის გამორჩენის მოსურნე და ძმისმოყვარე იქნები. სიყვარული იბადება უბიწოებით,უბიწოება - ღვთის სასოებით,სასოება - მოთმინებითა და სულგრძელებით,ეს უკანასკნელი კი - ყველაფერში თავშეკავებით,თავშეკავებულობ - ღვთის შიშით,შიში - ღვთის რწმენით. წმ.მაქსიმე აღმსარებელი |
marine |
Oct 17 2014, 09:48 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„როდესაც მძიმე სიტყუაციაში მოხვდება ადამიანი, გამოცდას აბარებს.
ქმედითი სიყვარული, თავგანწირვა, ასეთ წუთებში მჟღავნდება. როდესაც ვამბობთ, ესა თუ ის ადამიანი თავგანწირულიაო, ცხადია, ხიფათის ჟამს ის საკუთარ თავს არაფრად აგდებს და სხვებზე ფიქრობს. ...ანდაზაც ხომ გვეუბნება, „მეგობარი ჭირში იცნობაო“. თუ ახლა, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგალითად, ჭურვები დაიწყებს ცვენას, მაშინვე აშკარა გახდება, ვინ ფიქრობს სხვებზე და ვინ - საკუთარ თავზე. ვინც მიჩვეულია მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრს, მძიმე წუთებში ისევ საკუთარ თავზე იფიქრებს და ღმერთიც აღარ იფიქრებს მასზე. და თუ ვინმე მიჩვეულია სხვებზე ფიქრს, ის ხიფათის დროსაც სხვებზე იფიქრებს. მაშინ აშკარა გახდება, ვის აქვს ჭეშმარიტი თავგანწირვის უნარი და ვინ - თავისმოყვარეა“. /მამა პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი