პ ა ტ რ ი ო ტ ი ზ მ ი, “სამშობლო ჩემი იმოდენა ბუმბერაზია” |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პ ა ტ რ ი ო ტ ი ზ მ ი, “სამშობლო ჩემი იმოდენა ბუმბერაზია” |
marine |
Nov 19 2013, 01:29 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„პატრიოტიზმი (ბერძნ. πατρίς, სამშობლო) — დადებითი განწყობა საკუთარი სამშობლოს მიმართ, სამშობლოს სიყვარული.“
ჩემი სამშობლო გაგიჟებით მიყვარს... ეს მძაფრი განცდა ყველაზე მეტად მაშინ დამუფლებია, როცა სხვა ქვეყნიდან ჩამოვსულვარ და პირველ რიგში ქართული ჰაერი ჩამისუნთქავს... უსიტყვოდ, დაუფიქრებლად დავთმობდი მისთვის სიცოცხლეს... ყველა დაკარგული კუთხე-კუნჭული ისე ძალიან, ისე ძალიან მტკივა, რომ მათზე უბრალო სტატიის წაკითხვაც კი მეძნელება... ჩემი აზრით, პატრიოტიზმის განცდა ადამიანთან ერთად იბადება და გარდაცვალების მერე იმ სამყაროშიც მიყვება... თავად ქრისტესაც უზომოდ უყვარდა თავისი სამშობლო და ამით მაგალითი მოგვცა... რას ნიშნავს თქვენთვის პატრიოტიზმი და როგორ ფიქრობთ, რა დოზით გაქვთ? ვისაუბროთ ამ თემაზე... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
sanfol |
Oct 28 2014, 02:50 PM
პოსტი
#2
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
marine
ციტატა მე მაინც ვფიქრობ, რომ ადამიანმა თავისი პოტენციალი სამშობლოს უნდა მოახმაროს... გეთანხმები რადგან მე აქ დავიბადე ესეიგი ასე იყო საჭირო. ბევრი რამეა ქვეყანაში შესაცვლელი შემთხვევით არაფერი ხდება ყველამ უნდა ვიღვაწოდ. დღეს დღეობით იდეალური გარემოა ვისაც დახმარების სურვილი აქვს ამ ქვეყანაში ბევრ კარგ რამეს გააკეთებს არა მარტო მატერიალურად სტერეოტიპების დანგრევითაც რითაც სავსეა საქართველო. ციტატა პატრიოტიზმთან რა შუაშია? ხშირად მსმენია/წამიკითხავს როგორიცაა ისეთი უნდა გვიყვარდეს სამშობლო, ადამიანი, საკუთარი თავი და ასე შემდეგ არადა არაა ასე ბევრი რამეა გამოსასწორებელი არ შეიძლება შეგუება ამ მდგომარეობასთან. მაინტერესებს ამ კითხვაზე პასუხი ქვეყნიერება სატანასთვისაა გადაცემული თუ არა? წუთისოფლის სიყვარული/პატრიოტიზმი ვერ მექნება თუ ამ კითხვას არ გავცემ პასუხს გამარკვიეთ თუ შეიძლება ციტატა სულიერი სიბრმავისგან ღმერთმა დაგიფაროს გაიხარეთ -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 09:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი