ადამიანი - კითხვა ღვთიური ბუნების შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ადამიანი - კითხვა ღვთიური ბუნების შესახებ |
Molen |
Jan 12 2010, 11:35 AM
პოსტი
#101
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 |
მოგესალმებით.
მაპატიეთ, ცოტა რთულ საკითხს ვეხები, მაგრამ იმდენად სერიოზული კამათი მქონდა ამასთან დაკავშირებით, რომ პასუხის ძიებაში ლამის შევიშალე. ის ხომ სწორედ ისეა, რომ ღვთიური გარეგნობა, თვისებები და ძალა ღმერთმა ადამიანს უბოძა, ანუ მოხდა სწორედ ისე რომ უფალმა ადამიანებს მისცა სწორედ იგივე უნარები რაც აქვს ტვიტონ, რაც ჩანს იქიდანაც რომ ვიცით უფალმა ადამიანი შექმნა თავის ხატად. სწორეა? აქედან გამომდინარე შეიდზლება ვივარაუდოთ, რომ ადამიანებს არ აქვთ "გაცოცხლებული" აღნიშნული თვისებები. ასეა? იესო დედამიწაზე იყო თუ არა ადამიანი?! ანუ იგი აქ, როგორც ღმერთი კი არა, როგორც მხოლოდ ადამიანური საწყისის მქონე ისე მოგვევლინა. მაგრამ მას ჰქონდა ყველა ის ადამიანური თვისებები რაც ადამიანს აქვს და ის ღვტიურიც რაც ასე ილუზიურად და მიუღწევლად ჩანს ჩვენი გადასახედიდან. ხომ ასეა? მაგალითად იესოს შეეძლო წალზე გაეარა, განეკურნა ავადმყოფები, აღედგინა მკვდრეთით გარდაცვლილები და ასე შემდეგ. ანუ ამ ყევალფრიდან გამომდინარე, ადამიანს, როგორც იესოს შეუძლია აკეთოს ის რასაც აკეთებდა უფალი, როცა მას ადამიანური სახე ჰქონდა. ასეა? და ბოლოს, როცა მიდგება საქმე იმაზე თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი, ჩვენ ვიცით რომ პასუხი არის მხოლოდ და მოხოლოდ რწმენაში, თუნდაც მარცვლისოდენაში. ასეა? რა მოიაზრება რწმენაში? და როგორ მიიღწევა იგი? შეუძლია კი ადამიანმა გააცოცხლოს თავის თავში ღვთიური ბუნება რწმენისა და უფლის მეშვეობით? -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
sanfol |
Oct 31 2014, 06:02 PM
პოსტი
#102
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
ჩვენი მიზანი ხომ არის ქრისტესავით ცხოვრება? ანუ ჩვენ უნდა დავუწესოთ ზღვარი მივაღწიოთ ქრისტეს და მასთან მიახლოების შემდეგ პერსპექტივაში შევძლებთ იმავეს გაკეთებას რასაც ქრისტე აკეთებდა ღმერთის დახმარებით?
-------------------- მშვიდობა თქვენდა
|
marine |
Oct 31 2014, 09:18 PM
პოსტი
#103
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩვენი მიზანი ხომ არის ქრისტესავით ცხოვრება? ანუ ჩვენ უნდა დავუწესოთ ზღვარი მივაღწიოთ ქრისტეს და მასთან მიახლოების შემდეგ პერსპექტივაში შევძლებთ იმავეს გაკეთებას რასაც ქრისტე აკეთებდა ღმერთის დახმარებით? რათქმაუნდა ყოველი ქრისტიანი უნდა ცდილობდეს რომ სრულყოფილების საფეხურებზე ავიდეს, ქრისტეს მიემსგავსოს და როგორც წმინდა მამათა ცხოვრებაში ვხედავთ, ისინი ისეთივე სასწაულებს აღასრულებდნენ და დღესაც აღასრულებენ, როგორსაც ქრისტე... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი