ადამიანი - კითხვა ღვთიური ბუნების შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ადამიანი - კითხვა ღვთიური ბუნების შესახებ |
Molen |
Jan 12 2010, 11:35 AM
პოსტი
#1
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 |
მოგესალმებით.
მაპატიეთ, ცოტა რთულ საკითხს ვეხები, მაგრამ იმდენად სერიოზული კამათი მქონდა ამასთან დაკავშირებით, რომ პასუხის ძიებაში ლამის შევიშალე. ის ხომ სწორედ ისეა, რომ ღვთიური გარეგნობა, თვისებები და ძალა ღმერთმა ადამიანს უბოძა, ანუ მოხდა სწორედ ისე რომ უფალმა ადამიანებს მისცა სწორედ იგივე უნარები რაც აქვს ტვიტონ, რაც ჩანს იქიდანაც რომ ვიცით უფალმა ადამიანი შექმნა თავის ხატად. სწორეა? აქედან გამომდინარე შეიდზლება ვივარაუდოთ, რომ ადამიანებს არ აქვთ "გაცოცხლებული" აღნიშნული თვისებები. ასეა? იესო დედამიწაზე იყო თუ არა ადამიანი?! ანუ იგი აქ, როგორც ღმერთი კი არა, როგორც მხოლოდ ადამიანური საწყისის მქონე ისე მოგვევლინა. მაგრამ მას ჰქონდა ყველა ის ადამიანური თვისებები რაც ადამიანს აქვს და ის ღვტიურიც რაც ასე ილუზიურად და მიუღწევლად ჩანს ჩვენი გადასახედიდან. ხომ ასეა? მაგალითად იესოს შეეძლო წალზე გაეარა, განეკურნა ავადმყოფები, აღედგინა მკვდრეთით გარდაცვლილები და ასე შემდეგ. ანუ ამ ყევალფრიდან გამომდინარე, ადამიანს, როგორც იესოს შეუძლია აკეთოს ის რასაც აკეთებდა უფალი, როცა მას ადამიანური სახე ჰქონდა. ასეა? და ბოლოს, როცა მიდგება საქმე იმაზე თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი, ჩვენ ვიცით რომ პასუხი არის მხოლოდ და მოხოლოდ რწმენაში, თუნდაც მარცვლისოდენაში. ასეა? რა მოიაზრება რწმენაში? და როგორ მიიღწევა იგი? შეუძლია კი ადამიანმა გააცოცხლოს თავის თავში ღვთიური ბუნება რწმენისა და უფლის მეშვეობით? -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
sanfol |
Nov 2 2014, 02:34 PM
პოსტი
#2
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
იოანეს მოწაფეთა შეკითხვაზე - ნამდვილად ის ხარ, აღთქმული მესია - ქრისტე, ვისაც ჩვენ მოველოდებითო, იესომ თავის მიერ აღსრულებულ სასწაულებზე მიუთითა (ლუკა 7,18-22). იესო ქრისტეს სასწაულები, გვიდასტურებენ რა, რომ იგი ნამდვილად აღთქმული მესიაა, ამასთანავე ცხადად მოწმობენ მის ღვთაებრივობასაც. რამეთუ ჭეშმარიტი მესია - ქრისტე - ღმერთი უნდა იყოს და არის! თუმცა სასწაულები, ცხადყოფენ რა საღმრთო ძალის მუნმყოფობას და მოქმედებას, უსათუოდ არ ავლენენ საღმრთო პირს სასწაულთმოქმედში, რადგან ისინი შეიძლება ადამიანთა მიერაც იყვნენ აღსრულებულნი, ღმერთის ნებითა და ძალით. ამიტომ, იესო ქრისტეს ღვთაებრივობაში დასარწმუნებლად აუცილებელი იყო რომელიმე ყოვლად საკვირველი და არაჩვეულებრივი სასწაული. ამგვარ სასწაულად მოგვევლინა მისი მკვდრეთით აღდგომა. არასდროს არ ყოფილა, და ამის წარმოდგენაც შეუძლებელი იყო, რომ ადამიანს, გარდაცვლილს, საკუთარი თავი მკვდრეთით აღედგინოს. ამიტომაც უფალ იესო ქრისტეს მიერ აღსრულებულმა მკვდრეთით აღდგინებამ საკუთარი თავისა, საკუთარი ნამდვილად მომკვდარი ადამიანური ბუნებისა, ყოვლად სრულყოფილი დადასტურება-დამტკიცება მოგვმადლა იმისა, რომ იგი არის ჭეშმარიტი ღმერთი, მეუფე სიცოცხლისა და სიკვდილისა; რომ იგი არის ჭეშმარიტი მაცხოვარი, რომელსაც ძალუძს თავისი საღმრთო ყოვლადძლიერებით მკვდრეთით აღადგინოს ყოველნი ადამიანნი, მოკვდინებულნი ცოდვებით.
ამრიგად, იესო ქრისტე, „რომელი-იგი ხატი ღმრთისაი იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა“ (ფილიპ. 2,6), ანუ უფალ იესო ქრისტესათვის ღმერთის თანასწორად ყოფნა და ასეთად პატივ-დება არ ყოფილა სხვისი ღირსების მიტაცება, რამეთუ იგი იყო და არის არსისმიერი ხატი ღშრთისა, ჭეშმარიტი ღმერთი. - See more at: http://www.orthodoxy.ge/tserili/diachenko/...h.1PivZ9cE.dpuf მეთვითონაც მოვიძიე რაღაც. ასეთი რამ წავიკითხე კიდევ კარგი და ცოტა დავმშვიდდი თუ ვინმე განმარტავს კიდე არ დამეზარება წავიკითხავ -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 07:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი