ადამიანი - კითხვა ღვთიური ბუნების შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ადამიანი - კითხვა ღვთიური ბუნების შესახებ |
Molen |
Jan 12 2010, 11:35 AM
პოსტი
#1
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 |
მოგესალმებით.
მაპატიეთ, ცოტა რთულ საკითხს ვეხები, მაგრამ იმდენად სერიოზული კამათი მქონდა ამასთან დაკავშირებით, რომ პასუხის ძიებაში ლამის შევიშალე. ის ხომ სწორედ ისეა, რომ ღვთიური გარეგნობა, თვისებები და ძალა ღმერთმა ადამიანს უბოძა, ანუ მოხდა სწორედ ისე რომ უფალმა ადამიანებს მისცა სწორედ იგივე უნარები რაც აქვს ტვიტონ, რაც ჩანს იქიდანაც რომ ვიცით უფალმა ადამიანი შექმნა თავის ხატად. სწორეა? აქედან გამომდინარე შეიდზლება ვივარაუდოთ, რომ ადამიანებს არ აქვთ "გაცოცხლებული" აღნიშნული თვისებები. ასეა? იესო დედამიწაზე იყო თუ არა ადამიანი?! ანუ იგი აქ, როგორც ღმერთი კი არა, როგორც მხოლოდ ადამიანური საწყისის მქონე ისე მოგვევლინა. მაგრამ მას ჰქონდა ყველა ის ადამიანური თვისებები რაც ადამიანს აქვს და ის ღვტიურიც რაც ასე ილუზიურად და მიუღწევლად ჩანს ჩვენი გადასახედიდან. ხომ ასეა? მაგალითად იესოს შეეძლო წალზე გაეარა, განეკურნა ავადმყოფები, აღედგინა მკვდრეთით გარდაცვლილები და ასე შემდეგ. ანუ ამ ყევალფრიდან გამომდინარე, ადამიანს, როგორც იესოს შეუძლია აკეთოს ის რასაც აკეთებდა უფალი, როცა მას ადამიანური სახე ჰქონდა. ასეა? და ბოლოს, როცა მიდგება საქმე იმაზე თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი, ჩვენ ვიცით რომ პასუხი არის მხოლოდ და მოხოლოდ რწმენაში, თუნდაც მარცვლისოდენაში. ასეა? რა მოიაზრება რწმენაში? და როგორ მიიღწევა იგი? შეუძლია კი ადამიანმა გააცოცხლოს თავის თავში ღვთიური ბუნება რწმენისა და უფლის მეშვეობით? -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
sanfol |
Nov 1 2014, 02:38 AM
პოსტი
#2
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
A.V.M
როგორ არ იყო, მაგრამ მთავარი არსი მისი უცოდველობის არის ის, რომ ადამიანური ბუნებით არ ჩადიოდა ცოდვებს და იგივე მოთხოვნილებები აწუხებდა რაც ყველა ჩვენგანს ასე არაა? მას, რომ 40 დღე მართლა არ ემარხულა და თავისი ღვთიური ბუნება გამოეყენებინა რა აზრი ექნებოდა? ღმერთი ხომ ისედაც არ ჭამს საჭმელს და ჩვენ ვიცით, რომ მარხვის გასვლის შემდეგ მოშივდა, ასევე მოსწყურდა როცა ძალიან დაიღალა და სამარიტელ ქალს სთხოვა წყალი. ანუ მთავარი კითხვა რაცაა იყენებდა თუ არა ის თავის ღვთიურ ბუნებას? ანუ რასაც ის აკეთებდა იგივეს მიღწევა შეუძლია თუ არა ადამიანს პერსპექტივაში ღმერთის დახმარებით როგორც ქრისტემ შეძლო? თუ არასწორად ვმსჯელობ მომიტევეთ -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
marine |
Nov 1 2014, 02:16 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ანუ რასაც ის აკეთებდა იგივეს მიღწევა შეუძლია თუ არა ადამიანს პერსპექტივაში ღმერთის დახმარებით როგორც ქრისტემ შეძლო? რათქმაუნდა შეუძლია... სახარებაში ხომ წერია, როცა უფალი მოციქულებს ეუბნება, ჩემზე მეტ სასწაულებს მოახდენთო... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
sanfol |
Nov 1 2014, 03:39 PM
პოსტი
#4
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
რათქმაუნდა შეუძლია... სახარებაში ხომ წერია, როცა უფალი მოციქულებს ეუბნება, ჩემზე მეტ სასწაულებს მოახდენთო... გასაგებია და წინა კითხვა? იყენებდა თუ არა ქრისტე თავის ღვთიურ ძალას? -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
marine |
Nov 1 2014, 07:08 PM
პოსტი
#5
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გასაგებია და წინა კითხვა? იყენებდა თუ არა ქრისტე თავის ღვთიურ ძალას? მაგას კითხვა არც უნდა. რათქმაუნდა უფალი ღვთიურ ძალას იყენებდა, მაგრამ ამავე დროს ის იყო სრული კაცი, ყოველგვარი ადამიანური განცდით, ემოციით, ტკივილით... რაც შეეხება ღვთიურ ძალას, სახარებიდან გვახსოვს, როცა სისხლმდინარე ქალი მისი სამოსლის ფესვს შეეხო, უფალმა იგრძნო ძალა როგორ გავიდა მისგან... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
sanfol |
Nov 1 2014, 08:55 PM
პოსტი
#6
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
მაგას კითხვა არც უნდა. რათქმაუნდა უფალი ღვთიურ ძალას იყენებდა, მაგრამ ამავე დროს ის იყო სრული კაცი, ყოველგვარი ადამიანური განცდით, ემოციით, ტკივილით... რაც შეეხება ღვთიურ ძალას, სახარებიდან გვახსოვს, როცა სისხლმდინარე ქალი მისი სამოსლის ფესვს შეეხო, უფალმა იგრძნო ძალა როგორ გავიდა მისგან... ერთია ქონდა, მაგრამ თავისი ინიციატივით თუ იყენებდა? რატომ სთხოვდა მამა ღმერთს პურის კურთხევას ხომ შეეძლო თვითონაც გაეკეთებინა ეს და ისე დაეპურებინა 5000 კაცი? ან ლაზარეს გაცოცხლების ჟამს რატომ გადაუხადა უფალს მადლობა, რომ შეისმინა მისი თხოვნა? ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ განსაცდელის ჟამს თუ გამოუყენებია ოდესმე თავისი ღვთიური ბუნება? თუ ადამიანურად იტანდა ამ ყოველივე ტანჯვას? ადამიანი თუ ქრისტეს ხორცსა და სისხლს მიიღებს ხომ მისი ნათესავი ხდება მისი სისხლი და ხორცი და ამ დროს რა ხდება ცოდვების მოტევების გარდა ჩვენ შეგვიძლია სასწაულები ჩავიდინოთ? ქრისტეს სახელით ნებისმიერ რამეს გავაკეთებთ კარგსა თუ ცუდს? -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
marine |
Nov 1 2014, 09:06 PM
პოსტი
#7
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მადლობა და მნიშვნელოვანია ასევე ვიცოდეთ განსაცდელის ჟამს თუ გამოუყენებია ოდესმე თავისი ღვთიური ბუნება? თუ ადამიანურად იტანდა ამ ყოველივე ტანჯვას? ადამიანი თუ ქრისტეს ხორცსა და სისხლს მიიღებს ხომ მისი ნათესავი ხდება მისი სისხლი და ხორცი და ამ დროს რა ხდება ცოდვების მოტევების გარდა ჩვენ შეგვიძლია სასწაულები ჩავიდინოთ? ქრისტეს სახელით ნებისმიერ რამეს გავაკეთებთ კარგსა თუ ცუდს? 1. ქრისტემ, როგორც ადამიანმა, ყველა ტანჯვა განიცადა და დაითმინა... მას ისევე სტკიოდა, როგორც ნებისმიერ ჩვენთაგანს გვეტკინებოდა... 2. ქრისტეს სისხლსა და ხორცს თუკი ღირსეულად მივიღებთ, მაშინ ის ხდება საკურნებელი სულისა და ხორცის, ის გვიხელს სულიერ თვალს და გვაძლიერებს რწმენაში, გვმატებს სულიერ ძალას... 3. სასწაულების ჩადენას რაც შეეხება, ეს ნიჭი მხოლოდ იმ ადამიანებს ენიჭებათ, ვინც უდიდესი სიწმინდით ცხოვრობენ, ვინც აბსოლუტურად მართალნი არიან უფლის წინაშე... 4. ქრისტეს სახელის მოხმობით მხოლოდ სიკეთე უნდა ვაკეთოთ. ცუდის გაკეთება უფლის სახელით, ჩემი აზრით, გამორიცხულია, ბოროტებას ხომ მხოლოდ ბოროტი ძალის ჩაგონებით აკეთებს ადამიანი... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
sanfol |
Nov 1 2014, 09:16 PM
პოსტი
#8
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
1. ქრისტემ, როგორც ადამიანმა, ყველა ტანჯვა განიცადა და დაითმინა... მას ისევე სტკიოდა, როგორც ნებისმიერ ჩვენთაგანს გვეტკინებოდა... 2. ქრისტეს სისხლსა და ხორცს თუკი ღირსეულად მივიღებთ, მაშინ ის ხდება საკურნებელი სულისა და ხორცის, ის გვიხელს სულიერ თვალს და გვაძლიერებს რწმენაში, გვმატებს სულიერ ძალას... 3. სასწაულების ჩადენას რაც შეეხება, ეს ნიჭი მხოლოდ იმ ადამიანებს ენიჭებათ, ვინც უდიდესი სიწმინდით ცხოვრობენ, ვინც აბსოლუტურად მართალნი არიან უფლის წინაშე... 4. ქრისტეს სახელის მოხმობით მხოლოდ სიკეთე უნდა ვაკეთოთ. ცუდის გაკეთება უფლის სახელით, ჩემი აზრით, გამორიცხულია, ბოროტებას ხომ მხოლოდ ბოროტი ძალის ჩაგონებით აკეთებს ადამიანი... თუ კი არ ვიცით, რომ ცუდს ვითხოვთ და სინამდვილეში გვგონია კარგს ვაკეთებთ ამ დროს რა ხდება? და ასევე თუ შეძლებთ წინა პოსტში პატარა შესწორება შევიტანე და იმ კითხვაზეც მიპასუხეთ დაბნეული ვარ ცოტა არ იყოს -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
marine |
Nov 2 2014, 02:12 PM
პოსტი
#9
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
თუ კი არ ვიცით, რომ ცუდს ვითხოვთ და სინამდვილეში გვგონია კარგს ვაკეთებთ ამ დროს რა ხდება? მასეთ შემთხვევაში ღმერთი არ ისმენს იმ ლოცვას, რომელიც ჩვენთვის საზიანოა ყველა ადამიანის ახირება რომ აასრულოს უფალმა დიდი ქაოსი იქნებოდა დედამიწაზე "საბერძნეთის ყველა მოქანდაკეს შორის პოლიკლეტი ყველაზე სახელოვანი, ნიჭიერი და თავისი ხელოვნებით გასაოცარი იყო. მაგრამ მას კიდევ უფრო დიდი ხელოვნება ბრბოს აზრის დასაკმაყოფილებლად სჭირდებოდა. და გადაწყვიტა პოლიკლეტმა ერთდროულად დაეკმაყოფილებინა და ემხილებინა ხალხის სურვილი. მან ორი ქანდაკება დაამზადა - ერთი ყველასაგან მალულად და ხელოვნების ყველა წესის დაცვით, მეორე კი ღიად, ყველას სურვილის გათავლისწინებით. ვიდრე ქვას ტეხდა, გვერდით ჩავლილები ჩერდებოდნენ, ყველა თავის აზრს გამოთქვამდა: თავი ასე გაუკეთე, ხელები ასე, მკერდი, მთელი სახე ასე. და ისიც თითოეულის სურვილს ემორჩილებოდა. როცა შრომა დაასრულა, მან ორივე ქანდაკება გამოფინა, რათა ხალხს ორივე დაენახა. "ამ ორიდან რომელი გგონიათ უფრო ლამაზი?" ყველამ იმ ქანდაკებაზე მიუთითა, რომელიც ყოველი წესის დაცვით იყო გამოქანდაკებული. მეორე კი, მათი სურვილით ნაქანდაკევი, რაღაც უსწორმასწორო, შეუსაბამო, არასრულყოფილი გამოვიდა. "ის, რასაც თქვენ აქებთ - განაგრძობდა მოქანდაკე - ხელოვნების ყველა მოთხოვნით გავაკეთე და ამიტომ სრულყოფილია; მეორე კი თქვენ გამოაქანდაკეთ, რამეთუ მე მას თქვენი სურვილისამებრ ვაქანდაკებდი, ამიტომაც ის არაფრად ღირს". ეს ფაქტი იმაზე მიგვითითებს, რომ ადამიანების სურვილები და გემოვნება სხვადასხვაა და ფრიად უცნაური. დავუშვათ, რომ ღმერთმა ყველაფერი შეასრულა, რასაც ადამიანები სთხოვენ. ერთს ერთი უნდა, მეორეს - მეორე, სრულიად განსხვავებული და საპირისპიროც კი. ჯარისკაცს ომი უნდა, ვაჭარს - მშვიდობა, მეზღვაურს - ზურგის ქარი, მაგრამ ერთს აღმოსავლეთისა, მეორეს - დასავლეთის. მიწადმოქმედი მიწაზე წყნარ ამინდს ითხოვს, მაგრამ ერთს წვიმით უნდა, მეორეს - მზით. მოკლედ, რამდენი თავიცაა, თითოეულის სურვილის შესრულება რომ ინებოს, რად გადაიქცევა ჩვენი სამყარო, ცხოვრება, საზოგადოება? - უფსკრულად, ქაოსად. დაე, ღმერთმა ისე აკეთოს, როგორც იცის - თავისი სიბრძნის ხელოვანებით და არა ჩვენი აზრით!" /ეპისკოპოსი ილია მინიატისი "მე გიხმობთ დღეს! ქადაგებები" გვ. 184-185/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
sanfol |
Nov 2 2014, 02:19 PM
პოსტი
#10
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
მასეთ შემთხვევაში ღმერთი არ ისმენს იმ ლოცვას, რომელიც ჩვენთვის საზიანოა ყველა ადამიანის ახირება რომ აასრულოს უფალმა დიდი ქაოსი იქნებოდა დედამიწაზე მადლობთ პასუხებისთვის, გთხოვთ წინა კითხვებშიც გამარკვიეთ ნუ მიმატოვებთ სულიერი გასაჭირის დროს -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
marine |
Nov 2 2014, 02:38 PM
პოსტი
#11
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მადლობთ პასუხებისთვის, გთხოვთ წინა კითხვებშიც გამარკვიეთ ნუ მიმატოვებთ სულიერი გასაჭირის დროს რომელ კითხვებში? გთხოვ, გამიმეორე... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი