მოთმინება, წმინდა მამათა გამონათქვამების მიხედვით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოთმინება, წმინდა მამათა გამონათქვამების მიხედვით |
marine |
Nov 27 2009, 04:27 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ყოველი წმინდანისა და მართლის ცხოვრება მოთმინებითაა გამშვენებული.
გვიყვარდეს მოთმინება, როგორც ამას ფსალმუნი გვასწავლის: "დაუთმე უფალსა, დაიცვენ გზანი მისნი" (ფს. 36,34). პავლე მოციქული შეგვაგონებს: "მწუხარებასა შინა მოთმინებაჲ" (რომ. 5,3) როცა მოთმინებას მოიპოვებ, მაშინ იპოვი სიცოცხლის წყაროს - სასოებას." /წმ. იოანე ოქროპირი/ "წარმავალ მწუხარებებს მარადიული ნეტარებისაკენ მიჰყავს ამ მწუხარებათა უდრტვინველად დამთმენელნი." /წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ "რამეთუ მან ვინც ისწავლა მოთმინება, ისწავლა თითქმის ყველაფერი." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 4 2014, 02:13 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„ითმენ არაფრის გამო კი არა, არამედ იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ეს შენ პიროვნულად გიცავს, რადგანაც ვნებებზე აყოლა ანადგურებს ადამიანს და მერე ძალიან ძნელი ხდება აქედან თავის დაღწევა, მთელ ცხოვრებას გიუკუღმართებს; მეორეც, თუ დაითმენ, ეს შენი დათმენილობა უფლის ყოვლისმხედველობის წინაშე არ იქნება წარხოცილი და იმედი გაქვს, რომ უფალი შენს პიროვნებას არ მიატოვებს, შენთან იქნება ყოველთვის, რადგანაც ამ დათმენილობით რაღაცნაირად უფალს განუკუთვნებ თავს.
ყველაზე უფრო მძიმე წუთებში გწამს, რომ უფალი არ მიგატოვებს, თუნდაც იმ განვლილ დათმენილობათა გამო, და შენს გვერდით იქნება მარადის, მაგრამ უფრო სხვა სიბრტყეზე, დავუშვათ, პაექრობის დროს, ყველაზე რთულ პაექრობაშიც კი, ეს მოთმინების ნიჭი, ვნებების მოთოკვის უნარი ზოგ შემთხვევაში მართლაც გადამრჩენელია - საკმარისია ვნებებს აჰყვე, რომ არა ოდენ პიროვნულად და სულიერად დაინგრევი, არამედ ფიზიკურად შეიძლება დასნეულდე, რაღაც აბსურდული, მცდარი დებულების უარყოფას ძალიან დიდი ენერგია შეალიო“. /ედიშერ ჭელიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი