ID-ბარათები და სახელმწიფოს როლი, ეკლესიის ოფიციალური პოზიცია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ID-ბარათები და სახელმწიფოს როლი, ეკლესიის ოფიციალური პოზიცია |
nk44 |
Jan 17 2012, 12:18 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 185 რეგისტრ.: 2-June 09 წევრი № 7,069 |
სულ ცოტა ხნის ინ სინოდის სხდომაზე გადწყდა რომ შეიმნებოდა კომისია რომელიც იმუშავებდა ID-ი ბარათების შესახებ, რადგან მრევლში რეალურად გაჩნდა უამრავი კითხვა თუ მოსაზრება რომელიც საჭიროებს ჩვენი სამოციქულო ეკლესიის მაღალიერარქების მიერ ამ თემის განხილვას სახელმწიფოსთან.
არსებობს მსოფლიოში უამრავი სახელმწიფო რომლის მოსახლეობამ უარი ტქვა მსგავს ბარათებზე და ერთ-ერთი ასეთი გახლავთ დიდი ბრიტანეთი, ასევე ათონის მთა გმობს ამ მოწმობებს როგორც ადამიანის ტავისუფლების შეზღუდვისკენ გადადგმულ დიდი ნაბიჯს. მოკლედ კომისია შექმნილია თუმცა მას მერე ძალიან დიდი დრო გავიდა და კონკრეტული საკითხები რაც მრევლში არსებობს კვლავაც პასუხგაუცემელია, საინტერესოა რა ვადებში მოხდება გადაწყვეტილების მიღებადა პოზიციის დაფიქსირება? ფაქტი ერთია რომ ერთ დოკუმენტში უამრავი სხვა ადამიანისთვის საჭირო დოკუმეტის გაერთიანება ავტომატურად იწვევს ერთ კონკრეტულ საბუთზე დამოკიდებულებას, რაც აშკარაა რომ ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას და ჩნდება საუკეთესო საშუალება ადამიანი იქნეს მართული მავანის მიერ. იქნებ მეტი აქტიურობით და მაქსიმალურად მცირე დროში მოხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა, გადაწყვეტაში ვგულისხმობ პირველ რიგში ჩვენი სამოციქულო ეკლესიის მაღალიერარქების ოფიციალურ პოზიციის დაფიქსირებას და მგონია რომ ეს უახლოეს დროში უნდა მოხდეს რადგან ამის დროში გაწელვა გააჩენს კიდევ უფრო ბევრ კითხვას. ინგლისის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა ქვეყანაში ელექტრონულ ID საბუთებზე კანონპროექტი გააუქმა - ”ათასი გზა არსებობს ელექტრონული სივრცე რომ შევავსოთ. პიროვნების საიდენტიფიკაციო რეგისტრაცია სხვა მრავალი გზით არის შესაძლებელი. თანხები სჯობს უფრო მნიშვნელოვან სფეროებზე დაიხარჯოს. ჩვენთან არ საჭიროებს ეს ბარათები. თუ უნდათ ამერიკაში - იქ იმუშაოს”. და რაც ყველაზე მთავარია ელექტრონულ მმართველობასთან და “მოქალაქის ელექტრონულ ბარათთან” დაკავშირებით ათონის მთის წმიდა კინოტის გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა კარიესი 22.4/5.5.2011 ΚΑΡΥΑΙ ΤΗ 22.4/5.5.201 ათონის მთის წმიდა კინოტმა, საბერძნეთის პარლამენტში წარმოდგენილ კანონპროექტის - “ელექტრონული მმართველობის შედეგად შემოღებული ელექტრონული მოქალაქის ბარათებთან” დაკავშირებით გააკეთა განცხადება და ხაზი გაუსვა შემდეგს: “მოქალაქის ელექტრონული ბარათი” ახდენს მოქალაქის პიროვნების იდენტიფიცირებას, რთავს მას რიცხვით სისტემაში და აქცევს თავის ელექტრონულ მფლობელობაში. უფრო მეტიც, ამის შედეგად ყველა ასეთი ბარათის მქონე მოქალაქე ერთვება კომპიუტერულ სისტემაში, რომელიც მუდმივად კონტროლს გაუწევს ადამიანების ქმედებას და დაამუშავებს მონაცემებს მათი პირადი ცხოვრების შესახებ (ეკონომიური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამუშაო, სოციალურ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა, ურთიერთობა...) რაც თავისი არსით ფაქტიურად აუქმებს ადამიანის მთავარ ღირებულებას - პიროვნულ თავისუფლებას. რადგანაც ამ სისტემაში ყოველთვის შესაძლებელია ინფორმაციის ადვილად შეცვლა, ვფიქრობთ რომ ის წარმოადგენს ქრისტიანებისთვის რეალურ საშიშროებას, არღვევს მათი რელიგიური სინდისის თავისუფლებას, ართმევს მათ უფლებას დაბრკოლების გარეშე იქადაგონ თავიანთი სარწმუნოება და სახარება. გარდა ამისა ძალაუფლება, რომელიც იყენებს ამ სისტემას, გადადის გაურკვეველი ხელმძღვანელებისა და პირების ხელში, როგორც სახელმწიფო მოხელეების, ასევე კერძო პირების მხრიდან. მათ საშუალება ეძლევათ შეიტანონ ან წაშალონ მათთვის სასურველი ნებისმიერი ინფორმაცია ბარათიდან, გაუცნობიერებელ ადამიანებს შეატყუონ მორწმუნეთათვის სასტიკად მიუღებელი და ანტიქრისტიანული სიმბოლოები. ყოველივე ზემოთ აღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით ათონის წმიდა მთის წმიდა კინოტი გამოხატავს თავის სერიოზულ შეშფოთებას და მიმართავს მხურვალე თხოვნით საბერძნეთის მთავრობას არ დაუშვან მოქალაქის ელექტრონული მოწმობის გამოშვება და მორწმუნეებს ურჩევენ გამოიყენონ ჩვეულებრივი საიდენტიფიკაციო საშუალებები. ამ ტიპის ბარათების ძალადობრივი დანერგვა ჩვენს საზოგადოებაში, აუცილებლად ჰპოვებს ხალხის წინააღმდეგობას. ჩვენ, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანებს გვწამს, რომ ქრისტემ სძლია ამა სოფელს. არ უნდა დავეთანხმოთ იძულებით და თავისუფლების შემზღუდველ მოქმედებებს. ჩვენ მთელი სულითა და გულით ვლოცულობთ ზეციური დედოფალის წინაშე, რომელიც მფარველია წმიდა მთისა, რათა მოჰმადლოს ნიჭი ღვთისმოსავ ხალხს, მოთმინებით გაუძლონ ცხოვრებისეულ განსაცდელებს იმ გარემოში, სადაც დღეს უწევთ არსებობა, რომელსაც ყველა განვიცდით. კრებაში მონაწილეობას იღებდა ათონის წმიდა მთის ოცივე მონასტერი. -------------------- "ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი |
ikanosi |
Nov 11 2014, 10:00 PM
პოსტი
#2
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ციტატა რათ უნდა კითხვა მაგას, ხორცში, რომ შეგიყვანონ არც ეგ შეგიშლის ხელს ეკლესიაში სიარულში, მაგრამ ფაქტი დარჩება ფაქტად მიღებული გექნება ანტიქრისტეს ბეჭედი და შენს ხორცში იქნება ის რასაც ვეღარ მოიშორებ ერიჰაა ანტიქრისტეს ბეჭედი გარეგნულ გამოვლინებას არ ნიშნავს მხოლოდ. ადამინები ისედაც ვცხოვრბთ ბეჭდის გარეშე არაქრისტიანულად. -------------------- ფარით ან ფარზე
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 09:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი