შიში და სიყვარული ღვთისა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
შიში და სიყვარული ღვთისა |
მნათე |
Oct 16 2007, 04:39 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
საინტერესო თემად მეჩვენება, ალბათ ცნობილია რომ არაერთი წმიდა მამა საუბრობს, შემდეგზე -"შიში ღვთისა არს დასაბამი სიბრძნისა" ამავდროულად იგივე მამები საუბრობენ, რომ სიყვარული ეს არის სამყაროს შემამტკიცებელი ძალა და რომ მის გარეშე ყველაფერი 'არრარაა'...
მაინტერესებს რას ფიქრობთ თემასთან დაკავშირებით, მე ცოტა არ იყოს უცნაურად მეჩვენება სიყვარულისა და შიშის თანხვედრა.. თუ ღვთის შიში სიბრძნის დასაბამია, გამოდის რომ ის არ ყოფილა თავად სიბრძნე (?) მაშ რა არის მასში ფასეული? გმარკვიეთ, ცოტა არ იყოს დავიბენი, აი სახარების მაგალითი ავიღოთ, გაწითლებულ მონაკვეთზე გაამახვილეთ ყურადღება: (1 იოანე 4, 7-21) საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღვთისგან არის სიყვარული. ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს. ვისაც არ უყვარს, ის არ იცნობს ღმერთს, რადგან ღმერთი სიყვარულია. ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა სოფელში თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ვიცოცხლოთ მისი მეშვეობით. ამაში გამოჩნდა სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების გამომსყიდველ მსხვერპლად. საყვარელნო, თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც გვმარეთებს ერთმანეთის სიყვარული. ღმერთი არასოდეს არავის უხილავს, თუ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში რჩება და მისი სიყვარული ჩვენში სრულყოფილია. ჩვენ რომ მასში ვრჩებით და ის ჩვენში, იმით ვგებულობთ, რომ მან თავისი სულისგან მოგვცა. ჩვენც ვიხილეთ დავამოწმებთ, რომ მამამ მოავლინა ძე სოფლის მაცხოვრად. ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში რჩება, ის კი - ღმერთში. ჩვენ ვცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომლიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი არის სიყვარული და, ვინც სიყვარულში რჩება, ღმერთში რჩება, და მასში რჩება ღმერთი. ამიტომ გახდა სრულყოფილი ჩვენ შორის სიყვარული, რომ სითამამე გვქონდეს განკითხვის დღეს, რადგან როგორც ის არის, ჩვენც ისეთები ვართ ამ სოფელში. შიში არ არის სიყვარულში, არამედ სრულყოფილი სიყვარული გარეთ სდევნის შიშს, რადგან შიშს სასჯელთან აქვს საქმე, ხოლო შეშინებული არ არის სიყვარულში სრულყოფილი. ჩვენ იმიტომ გვიყვარს, რომ პირველად მან შეგვიყვარა ჩვენ. თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო თავისი ძმა კი სძულს, რომელსაც ხედავს, არ ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს. და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღვთის მოყვარულს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
sanfol |
Nov 12 2014, 02:38 PM
პოსტი
#2
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
G_saxva
ციტატა ეს არასწორი მაგალითია. რადგან საკლავის დაკვლა ძველ აღთქმაში ღვთის შეწირვას ნიშნავდა ამიტომ დღეს ეს ძველი აღთქმის გადმონაშთია. შესაბმისად მაგალითად ნაკლებად გამოდგება ეს. მერე ჩვენ ძველი აღთქმით უნდა ვიცხოვროთ თუ ახლით? ხომ იცი, რომ ღმერთს ჩვენთვის ქრისტეს შემდგომ სისხლიანი მსხვერპლის მიღება აღარ დაუვალებია? და კვირას წირვა იმიტომ არ ხდება, რომ ჩვენი არსი მივუძღვნათ/შევწიროთ ღმერთს და არა საკლავი? მაგრამ აქ მთავარი რა არის იმედია გამიგებთ მე ვამბობ არაა საჭირო სისხლიანი მსხვერპლი თქო შენ ამბობ საჭიროაო ანუ საბოლოოდ ყველა თავისი რწმენით გამართლდება თუ ორივენი მართალნი როგორ ვიქნებით? ვიღაცა აფრიკელი კანიბალი რომელსაც არაფერი სმენია ქრისტიანობის შესახებ ის თავისი რწმენით განიკითხება? (აუცილებელი არაა ყველა გამართლდეს). თუ კი არ იცი, რომ რაიმე საქციელით ცოდვას ჩადიხარ ეს ცოდვად ითვლება თუ არა? და რაიმე შეიცვლება შემდეგ თუ გათვიცნობიერდი ამ საქციელის ავკარგიანობაში? ციტატა ვერ მივხვდი რისი კითხვა გინდა. რას ნიშნავს ტყუილს გამართლება? მაგალითად თევდორე მღვდელმა მტერი მოატყუა და სხვა გზა აჩვენა, მან შეცდომა დაუშვა ამით? -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი