ID-ბარათები და სახელმწიფოს როლი, ეკლესიის ოფიციალური პოზიცია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ID-ბარათები და სახელმწიფოს როლი, ეკლესიის ოფიციალური პოზიცია |
nk44 |
Jan 17 2012, 12:18 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 185 რეგისტრ.: 2-June 09 წევრი № 7,069 |
სულ ცოტა ხნის ინ სინოდის სხდომაზე გადწყდა რომ შეიმნებოდა კომისია რომელიც იმუშავებდა ID-ი ბარათების შესახებ, რადგან მრევლში რეალურად გაჩნდა უამრავი კითხვა თუ მოსაზრება რომელიც საჭიროებს ჩვენი სამოციქულო ეკლესიის მაღალიერარქების მიერ ამ თემის განხილვას სახელმწიფოსთან.
არსებობს მსოფლიოში უამრავი სახელმწიფო რომლის მოსახლეობამ უარი ტქვა მსგავს ბარათებზე და ერთ-ერთი ასეთი გახლავთ დიდი ბრიტანეთი, ასევე ათონის მთა გმობს ამ მოწმობებს როგორც ადამიანის ტავისუფლების შეზღუდვისკენ გადადგმულ დიდი ნაბიჯს. მოკლედ კომისია შექმნილია თუმცა მას მერე ძალიან დიდი დრო გავიდა და კონკრეტული საკითხები რაც მრევლში არსებობს კვლავაც პასუხგაუცემელია, საინტერესოა რა ვადებში მოხდება გადაწყვეტილების მიღებადა პოზიციის დაფიქსირება? ფაქტი ერთია რომ ერთ დოკუმენტში უამრავი სხვა ადამიანისთვის საჭირო დოკუმეტის გაერთიანება ავტომატურად იწვევს ერთ კონკრეტულ საბუთზე დამოკიდებულებას, რაც აშკარაა რომ ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას და ჩნდება საუკეთესო საშუალება ადამიანი იქნეს მართული მავანის მიერ. იქნებ მეტი აქტიურობით და მაქსიმალურად მცირე დროში მოხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა, გადაწყვეტაში ვგულისხმობ პირველ რიგში ჩვენი სამოციქულო ეკლესიის მაღალიერარქების ოფიციალურ პოზიციის დაფიქსირებას და მგონია რომ ეს უახლოეს დროში უნდა მოხდეს რადგან ამის დროში გაწელვა გააჩენს კიდევ უფრო ბევრ კითხვას. ინგლისის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა ქვეყანაში ელექტრონულ ID საბუთებზე კანონპროექტი გააუქმა - ”ათასი გზა არსებობს ელექტრონული სივრცე რომ შევავსოთ. პიროვნების საიდენტიფიკაციო რეგისტრაცია სხვა მრავალი გზით არის შესაძლებელი. თანხები სჯობს უფრო მნიშვნელოვან სფეროებზე დაიხარჯოს. ჩვენთან არ საჭიროებს ეს ბარათები. თუ უნდათ ამერიკაში - იქ იმუშაოს”. და რაც ყველაზე მთავარია ელექტრონულ მმართველობასთან და “მოქალაქის ელექტრონულ ბარათთან” დაკავშირებით ათონის მთის წმიდა კინოტის გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა კარიესი 22.4/5.5.2011 ΚΑΡΥΑΙ ΤΗ 22.4/5.5.201 ათონის მთის წმიდა კინოტმა, საბერძნეთის პარლამენტში წარმოდგენილ კანონპროექტის - “ელექტრონული მმართველობის შედეგად შემოღებული ელექტრონული მოქალაქის ბარათებთან” დაკავშირებით გააკეთა განცხადება და ხაზი გაუსვა შემდეგს: “მოქალაქის ელექტრონული ბარათი” ახდენს მოქალაქის პიროვნების იდენტიფიცირებას, რთავს მას რიცხვით სისტემაში და აქცევს თავის ელექტრონულ მფლობელობაში. უფრო მეტიც, ამის შედეგად ყველა ასეთი ბარათის მქონე მოქალაქე ერთვება კომპიუტერულ სისტემაში, რომელიც მუდმივად კონტროლს გაუწევს ადამიანების ქმედებას და დაამუშავებს მონაცემებს მათი პირადი ცხოვრების შესახებ (ეკონომიური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამუშაო, სოციალურ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა, ურთიერთობა...) რაც თავისი არსით ფაქტიურად აუქმებს ადამიანის მთავარ ღირებულებას - პიროვნულ თავისუფლებას. რადგანაც ამ სისტემაში ყოველთვის შესაძლებელია ინფორმაციის ადვილად შეცვლა, ვფიქრობთ რომ ის წარმოადგენს ქრისტიანებისთვის რეალურ საშიშროებას, არღვევს მათი რელიგიური სინდისის თავისუფლებას, ართმევს მათ უფლებას დაბრკოლების გარეშე იქადაგონ თავიანთი სარწმუნოება და სახარება. გარდა ამისა ძალაუფლება, რომელიც იყენებს ამ სისტემას, გადადის გაურკვეველი ხელმძღვანელებისა და პირების ხელში, როგორც სახელმწიფო მოხელეების, ასევე კერძო პირების მხრიდან. მათ საშუალება ეძლევათ შეიტანონ ან წაშალონ მათთვის სასურველი ნებისმიერი ინფორმაცია ბარათიდან, გაუცნობიერებელ ადამიანებს შეატყუონ მორწმუნეთათვის სასტიკად მიუღებელი და ანტიქრისტიანული სიმბოლოები. ყოველივე ზემოთ აღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით ათონის წმიდა მთის წმიდა კინოტი გამოხატავს თავის სერიოზულ შეშფოთებას და მიმართავს მხურვალე თხოვნით საბერძნეთის მთავრობას არ დაუშვან მოქალაქის ელექტრონული მოწმობის გამოშვება და მორწმუნეებს ურჩევენ გამოიყენონ ჩვეულებრივი საიდენტიფიკაციო საშუალებები. ამ ტიპის ბარათების ძალადობრივი დანერგვა ჩვენს საზოგადოებაში, აუცილებლად ჰპოვებს ხალხის წინააღმდეგობას. ჩვენ, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანებს გვწამს, რომ ქრისტემ სძლია ამა სოფელს. არ უნდა დავეთანხმოთ იძულებით და თავისუფლების შემზღუდველ მოქმედებებს. ჩვენ მთელი სულითა და გულით ვლოცულობთ ზეციური დედოფალის წინაშე, რომელიც მფარველია წმიდა მთისა, რათა მოჰმადლოს ნიჭი ღვთისმოსავ ხალხს, მოთმინებით გაუძლონ ცხოვრებისეულ განსაცდელებს იმ გარემოში, სადაც დღეს უწევთ არსებობა, რომელსაც ყველა განვიცდით. კრებაში მონაწილეობას იღებდა ათონის წმიდა მთის ოცივე მონასტერი. -------------------- "ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი |
G_saxva |
Nov 17 2014, 09:29 AM
პოსტი
#2
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
sanfol
ციტატა რა არის ძველი შეგიძლია ამიხსნა? კითხვებს რო ვსვავ შენ გგონია მართლმადიდებლობას ვებრძვი ამით? თვალდახუჭული მრევლის კატეგორიას არ განვეკუთნები მე და კეთილი ინებეთ და კითხვას გაეცით ხოლმე პასუხი, ღმერთს რომ შეხვდები და გკითხავს რატომ არ დაეხმარე მოყვასს სიმართლის გარკვევაშიო რას უპასუხებ? ერთი ის დავწეროთ რომ მსგავსი პოსტები სახელმწიფო ეკლსიას ებრძვის მასზე ზეწოლას ახდენს და მსგავსი რამ მართლა მოძველდა. ადრ იყო მაგის ბუმი და ყველა მაგას იძახდა. უბრალოდ ასეთი ზედაპირული საუბარი მაში როდესაც ამ სტრუქტურას (ეკლესიას) შიგნიდან კარგად არ იცნობ და მხოლოდ მრევლის დონეზე იცი არაობიექტურია. ახლა ის დავწეროთ რატომ გვავალდებულებ კითხვაზე გაგცეთ პასუხი? აქ არავინ არაფრის ვალდებული არაა და თუ გპასუხობს მხოლოდ საკუთარი სურვილით. ჩემი კეთილი რჩევა იქნება ასე აღარ მოგვმართო და ღმერთს რომ შეხვდები რას უპასუხებო მაგას მე მივხედავ რას ვუპასუხებ -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
sanfol |
Nov 17 2014, 12:58 PM
პოსტი
#3
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
sanfol ერთი ის დავწეროთ რომ მსგავსი პოსტები სახელმწიფო ეკლსიას ებრძვის მასზე ზეწოლას ახდენს და მსგავსი რამ მართლა მოძველდა. ადრ იყო მაგის ბუმი და ყველა მაგას იძახდა. უბრალოდ ასეთი ზედაპირული საუბარი მაში როდესაც ამ სტრუქტურას (ეკლესიას) შიგნიდან კარგად არ იცნობ და მხოლოდ მრევლის დონეზე იცი არაობიექტურია. ახლა ის დავწეროთ რატომ გვავალდებულებ კითხვაზე გაგცეთ პასუხი? აქ არავინ არაფრის ვალდებული არაა და თუ გპასუხობს მხოლოდ საკუთარი სურვილით. ჩემი კეთილი რჩევა იქნება ასე აღარ მოგვმართო და ღმერთს რომ შეხვდები რას უპასუხებო მაგას მე მივხედავ რას ვუპასუხებ ახალ აღთქმაში წერია ანტიქრისტე უფლის სახლში დაიდგამს ტახტსო დაახლოებით ამ შინაარსის და ნუ გაგიკვირდება თუ ეჭვები გამიჩნდება არაფერი უნდა გამოვრიცხოთ როცა საქმე სულის გადარჩენას ეხება და ვისაც დახმარება არ შეუძლია მინიმუმ რაღაც ბრალდებები მაინც არ უნდა წამოაყენოს 2ად არის გაყოფილი ეკლესია ერთნი იძახიან შეიძლებაო ერთნი არაო გაიგე ეხლა უბრალო მოკვდავმა რომელია მართალი არ უნდა დაუფიქრდე? ადამიანები არიან წმინდა სინოდშიც და ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო შეუცდომელი არავინაა, მითუმეტეს აგერ მინიშნება მოუციათ ალტერნატიული ბარათების თაობაზე რამე სხვა რო დაეწერათ დიდი ალბათბით ვერც წავიკითხავდით დაბლოკავდნენ ეგრევე დაფიქრდით აბა რა გზა უნდა განვლოს წმინდა სინოდის გადაწყვეტილების შინაარსმა, რომ ჩვენამდე მოაღწიოს. შენ გამორიცხავ, რომ არცერთი სასულიერო პირია სახელმწიფოსგან მართული? -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი