ID-ბარათები და სახელმწიფოს როლი, ეკლესიის ოფიციალური პოზიცია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ID-ბარათები და სახელმწიფოს როლი, ეკლესიის ოფიციალური პოზიცია |
nk44 |
Jan 17 2012, 12:18 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 185 რეგისტრ.: 2-June 09 წევრი № 7,069 |
სულ ცოტა ხნის ინ სინოდის სხდომაზე გადწყდა რომ შეიმნებოდა კომისია რომელიც იმუშავებდა ID-ი ბარათების შესახებ, რადგან მრევლში რეალურად გაჩნდა უამრავი კითხვა თუ მოსაზრება რომელიც საჭიროებს ჩვენი სამოციქულო ეკლესიის მაღალიერარქების მიერ ამ თემის განხილვას სახელმწიფოსთან.
არსებობს მსოფლიოში უამრავი სახელმწიფო რომლის მოსახლეობამ უარი ტქვა მსგავს ბარათებზე და ერთ-ერთი ასეთი გახლავთ დიდი ბრიტანეთი, ასევე ათონის მთა გმობს ამ მოწმობებს როგორც ადამიანის ტავისუფლების შეზღუდვისკენ გადადგმულ დიდი ნაბიჯს. მოკლედ კომისია შექმნილია თუმცა მას მერე ძალიან დიდი დრო გავიდა და კონკრეტული საკითხები რაც მრევლში არსებობს კვლავაც პასუხგაუცემელია, საინტერესოა რა ვადებში მოხდება გადაწყვეტილების მიღებადა პოზიციის დაფიქსირება? ფაქტი ერთია რომ ერთ დოკუმენტში უამრავი სხვა ადამიანისთვის საჭირო დოკუმეტის გაერთიანება ავტომატურად იწვევს ერთ კონკრეტულ საბუთზე დამოკიდებულებას, რაც აშკარაა რომ ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას და ჩნდება საუკეთესო საშუალება ადამიანი იქნეს მართული მავანის მიერ. იქნებ მეტი აქტიურობით და მაქსიმალურად მცირე დროში მოხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა, გადაწყვეტაში ვგულისხმობ პირველ რიგში ჩვენი სამოციქულო ეკლესიის მაღალიერარქების ოფიციალურ პოზიციის დაფიქსირებას და მგონია რომ ეს უახლოეს დროში უნდა მოხდეს რადგან ამის დროში გაწელვა გააჩენს კიდევ უფრო ბევრ კითხვას. ინგლისის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა ქვეყანაში ელექტრონულ ID საბუთებზე კანონპროექტი გააუქმა - ”ათასი გზა არსებობს ელექტრონული სივრცე რომ შევავსოთ. პიროვნების საიდენტიფიკაციო რეგისტრაცია სხვა მრავალი გზით არის შესაძლებელი. თანხები სჯობს უფრო მნიშვნელოვან სფეროებზე დაიხარჯოს. ჩვენთან არ საჭიროებს ეს ბარათები. თუ უნდათ ამერიკაში - იქ იმუშაოს”. და რაც ყველაზე მთავარია ელექტრონულ მმართველობასთან და “მოქალაქის ელექტრონულ ბარათთან” დაკავშირებით ათონის მთის წმიდა კინოტის გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა კარიესი 22.4/5.5.2011 ΚΑΡΥΑΙ ΤΗ 22.4/5.5.201 ათონის მთის წმიდა კინოტმა, საბერძნეთის პარლამენტში წარმოდგენილ კანონპროექტის - “ელექტრონული მმართველობის შედეგად შემოღებული ელექტრონული მოქალაქის ბარათებთან” დაკავშირებით გააკეთა განცხადება და ხაზი გაუსვა შემდეგს: “მოქალაქის ელექტრონული ბარათი” ახდენს მოქალაქის პიროვნების იდენტიფიცირებას, რთავს მას რიცხვით სისტემაში და აქცევს თავის ელექტრონულ მფლობელობაში. უფრო მეტიც, ამის შედეგად ყველა ასეთი ბარათის მქონე მოქალაქე ერთვება კომპიუტერულ სისტემაში, რომელიც მუდმივად კონტროლს გაუწევს ადამიანების ქმედებას და დაამუშავებს მონაცემებს მათი პირადი ცხოვრების შესახებ (ეკონომიური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამუშაო, სოციალურ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა, ურთიერთობა...) რაც თავისი არსით ფაქტიურად აუქმებს ადამიანის მთავარ ღირებულებას - პიროვნულ თავისუფლებას. რადგანაც ამ სისტემაში ყოველთვის შესაძლებელია ინფორმაციის ადვილად შეცვლა, ვფიქრობთ რომ ის წარმოადგენს ქრისტიანებისთვის რეალურ საშიშროებას, არღვევს მათი რელიგიური სინდისის თავისუფლებას, ართმევს მათ უფლებას დაბრკოლების გარეშე იქადაგონ თავიანთი სარწმუნოება და სახარება. გარდა ამისა ძალაუფლება, რომელიც იყენებს ამ სისტემას, გადადის გაურკვეველი ხელმძღვანელებისა და პირების ხელში, როგორც სახელმწიფო მოხელეების, ასევე კერძო პირების მხრიდან. მათ საშუალება ეძლევათ შეიტანონ ან წაშალონ მათთვის სასურველი ნებისმიერი ინფორმაცია ბარათიდან, გაუცნობიერებელ ადამიანებს შეატყუონ მორწმუნეთათვის სასტიკად მიუღებელი და ანტიქრისტიანული სიმბოლოები. ყოველივე ზემოთ აღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით ათონის წმიდა მთის წმიდა კინოტი გამოხატავს თავის სერიოზულ შეშფოთებას და მიმართავს მხურვალე თხოვნით საბერძნეთის მთავრობას არ დაუშვან მოქალაქის ელექტრონული მოწმობის გამოშვება და მორწმუნეებს ურჩევენ გამოიყენონ ჩვეულებრივი საიდენტიფიკაციო საშუალებები. ამ ტიპის ბარათების ძალადობრივი დანერგვა ჩვენს საზოგადოებაში, აუცილებლად ჰპოვებს ხალხის წინააღმდეგობას. ჩვენ, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანებს გვწამს, რომ ქრისტემ სძლია ამა სოფელს. არ უნდა დავეთანხმოთ იძულებით და თავისუფლების შემზღუდველ მოქმედებებს. ჩვენ მთელი სულითა და გულით ვლოცულობთ ზეციური დედოფალის წინაშე, რომელიც მფარველია წმიდა მთისა, რათა მოჰმადლოს ნიჭი ღვთისმოსავ ხალხს, მოთმინებით გაუძლონ ცხოვრებისეულ განსაცდელებს იმ გარემოში, სადაც დღეს უწევთ არსებობა, რომელსაც ყველა განვიცდით. კრებაში მონაწილეობას იღებდა ათონის წმიდა მთის ოცივე მონასტერი. -------------------- "ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი |
sanfol |
Nov 18 2014, 04:22 PM
პოსტი
#2
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
G_saxva
ციტატა მეეჭვება შენ იქ ყოფილიყავ რა როგორ და რანაირად მოხდა მოხლოდ ისტორიის ფურცლებს შემორჩა ამიტომ რამოდენიმე საუკუნის წინანდელზე დავას რაზეც ვერც შენ და ვერც მე სათანადო მაგალითს ვერ მოვიყვანთ უშედეგოა. საქმეც მაგაშია, სახელმწიფო ძალადობას როცა ვერ აჩერებს ეკლესია და ისტორიაში ფიქსირდება ეს მოვლენა ეჭვი მაქვს, რომ ხვალ მე რომ დამიჭირონ და მაწამონ ვერც მე დამიცავს ან მე რომ ძალით მიმაღებინონ აიდი ბარათი, აქ უკვე ჩემი ნება ირთვება რომელიც არაფერ შუაშია ვნებებულია თუ არა მართლაც ის ბარათი არ მინდა და მაინც მაძალებს სახელმწიფო, ეკლესია კი ვერ მიცავს. ციტატა ველოდები შენს პასუხს შენი რწმენის შესახებ რა და როგორ გესმის. თუ შენ ეკლესიას ქრისტეს სხეულად არ მიირჩევ და მის მმართველ ქრისტეს შეუცდომლად სასაუბრო არაფერი ყოფილა. ეკლესია მართლაც ქრისტეს სხეულია და 2 ან მეტი ადამიანის ერთობაა, მაშინ გეკითხები რა დააშავა ჩემი უბნის ეკლესიამ სადაც მე დავდივარ რატომ მისი არ უნდა დავიჯერო და მხოლოდ წმინდა სინოდის? უცბად რომ გაქრეს ყველაფერი საინფორმაციო. სად უნდა მივიდეს ხალხი ვის უნდა კითხოს როგორ მოვიქცეო ყველას ხომ ვერ დაიტევს სამების ეკლესია ან სხვა რომელიმე. და მართლმადიდებლურ ეკლესიის ოფიციალურ აზრს ყველა ხო ვერ მოისმენს? გეკითხები ეკლესია არ არის ყველა არსებული ფიზიკური ეკლესია? ანუ გამოდის ანალოგიურად ისიც შეუცდომელია ყველა შეუცდომელია ქრისტე სადაცაა, მაგრამ მაინც 2 ან მეტი სიმართლე არსებობს. ციტატა საერთოდ როდესაც გაუკვევლობაა უნდა დაეყრდნო უპრატეს ამ შემთხვევაში სინოდზე უპირატესი არ ცერთი მღვდელი და ხვთისმსახური თუნდაც პატრიარქი არ არის. სინოდის წევრებს ცოდვა არ ჩაუდენიათ არასდროს? ან მომავალში შეუცდომლები იქნებიან მუდამ? ჯერ ამაზე მიპასუხე და მერე გავაგრძელოთ ციტატა 14 წლის ბავშვისთვის შეიძლება მართლაც ბუნდოვანი იყოს მაგრამ მგონი სავსებით გასგები უნდა იყოს ეს წინადადება რომლის პერიფრაზსაც მოვახდენ: "სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია." მაგას არ ვიძახი მეეც? ეგ არ არის ის რაზეც მოთხრობილია წმინდა წერილებში, მაგრამ ვფიქრობ წინასახეა მისი. ვერ ხვდები რომ სხვა გზას აღარ გვიტოვებენ და რასაც დაადგენს წესად სახელმწიფო იმას მიიღებს ხალხი? მათ თავისი მისია აქვთ შესასრულებელი ანტიქრისტეს გამეფებაში მთელ მსოფლიოში. მე ვფიქრობ ყველაზე დიდი საფრთხე ნებით მისი ბეჭდის მიღებაშია საქმე და არა ძალით. ყველა იმპერია ინგრეოდა და როგორ შეინარჩუნებს ის ძალით 3,5 წელი(თუ რამდენიცაა) ერთიან მსოფლიოს? ციტატა აი ზუსტად მთავარ პრობლემას მივადექით ჩემო კარგო. ის რომ არ ვიცით ბევრი რამ და მაინც თავს ვდებთ ამ თემაში განსავლულობაზე. როდესაც ელემენტარული განსხვავება ან მსგავსება არ ვიცით ძველ და ახალ აიდი ბარათებს შორის არ ვიცით სახლეფასო თუ მეტრომანისგან რითი განსხვავდება, ვხდებით ბრდამორწმუნე და ფანატიკოსი მრევლი. მოდი მოკლედ გავარვკიოთ ძველი და ახლაი აიდი ბარათი რით განსხვავდება. ერთადერთი იმით რომ აიდი ბარათს აქვს ჩიპი (მიკრო სქმეა) რომელზეც დატანილია ჩვენს შესახებ ინფორმაცია ვინ ვართ და რას წარმოვადგენთ. ახლა რა მსგავსებაა აიდი ბარათსა და მეტრომანს შორის. აიდი ბარათზე თუ ჩვენი იდენტურობის შესახებ არის ინფორმაცია ჩიპზე (მიკრო სქემაზე) ჩაწერილი, მეტრომანსაც გააჩნია ასეთივე ჩიპი (მიკრო სქემა) რომელზეც არა ჩვენი მონაცემები არამედ მიმდინარე ბალანსი არის წარმოდგენი თუ რა თანხა გვაქ მოცემულ მომენტში ბარათზე. ანუ ეს ბარათებია რაფრით განსხვავდებიან რეალურად გარდა იმისა თუ რა წერია მასზე. უბრალოდ ბრამა ფანატიკოსები გამოვდივართ თორემ მიპასუხეთ. ეშმაკის ნიშანი სად ჩანს აიდი ბართზე? მე როგორც ადამინს ეს აიდი ბარათი რატომ მიშლის ხელს ვილოცო და ვცხონდე? ვინც აიდი ბარათს აიღებს წარწყმდება და დანარჩენი ცხონდება? მარტო აიდი ბარათის არ ააღებით შეიძლება ცხონება? კაცთათვის შეუძლებელია ცხონება, მაგრამ ღმერთს შეუძლია ეს. მაშინ მე გეკითხები რა არის ანტიქრისტეს ბეჭედი? და რა განსხვავება იქნება მის მიმღებთა და მიუღებელთა შორის? თუ ფიქრობ რომ მარჯვენა ხელსა და შუბლზე მიაღებინებენ ხალხს რაშიც გეთანხმები რაში შეუშლის ანტიქრისტეს ბეჭედი მაშინაც ხო ჩვეულებრივად ივლიან ეკლესიაში და ილოცებენ? -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი