შიში და სიყვარული ღვთისა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
შიში და სიყვარული ღვთისა |
მნათე |
Oct 16 2007, 04:39 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
საინტერესო თემად მეჩვენება, ალბათ ცნობილია რომ არაერთი წმიდა მამა საუბრობს, შემდეგზე -"შიში ღვთისა არს დასაბამი სიბრძნისა" ამავდროულად იგივე მამები საუბრობენ, რომ სიყვარული ეს არის სამყაროს შემამტკიცებელი ძალა და რომ მის გარეშე ყველაფერი 'არრარაა'...
მაინტერესებს რას ფიქრობთ თემასთან დაკავშირებით, მე ცოტა არ იყოს უცნაურად მეჩვენება სიყვარულისა და შიშის თანხვედრა.. თუ ღვთის შიში სიბრძნის დასაბამია, გამოდის რომ ის არ ყოფილა თავად სიბრძნე (?) მაშ რა არის მასში ფასეული? გმარკვიეთ, ცოტა არ იყოს დავიბენი, აი სახარების მაგალითი ავიღოთ, გაწითლებულ მონაკვეთზე გაამახვილეთ ყურადღება: (1 იოანე 4, 7-21) საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღვთისგან არის სიყვარული. ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს. ვისაც არ უყვარს, ის არ იცნობს ღმერთს, რადგან ღმერთი სიყვარულია. ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა სოფელში თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ვიცოცხლოთ მისი მეშვეობით. ამაში გამოჩნდა სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების გამომსყიდველ მსხვერპლად. საყვარელნო, თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც გვმარეთებს ერთმანეთის სიყვარული. ღმერთი არასოდეს არავის უხილავს, თუ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში რჩება და მისი სიყვარული ჩვენში სრულყოფილია. ჩვენ რომ მასში ვრჩებით და ის ჩვენში, იმით ვგებულობთ, რომ მან თავისი სულისგან მოგვცა. ჩვენც ვიხილეთ დავამოწმებთ, რომ მამამ მოავლინა ძე სოფლის მაცხოვრად. ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში რჩება, ის კი - ღმერთში. ჩვენ ვცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომლიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი არის სიყვარული და, ვინც სიყვარულში რჩება, ღმერთში რჩება, და მასში რჩება ღმერთი. ამიტომ გახდა სრულყოფილი ჩვენ შორის სიყვარული, რომ სითამამე გვქონდეს განკითხვის დღეს, რადგან როგორც ის არის, ჩვენც ისეთები ვართ ამ სოფელში. შიში არ არის სიყვარულში, არამედ სრულყოფილი სიყვარული გარეთ სდევნის შიშს, რადგან შიშს სასჯელთან აქვს საქმე, ხოლო შეშინებული არ არის სიყვარულში სრულყოფილი. ჩვენ იმიტომ გვიყვარს, რომ პირველად მან შეგვიყვარა ჩვენ. თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო თავისი ძმა კი სძულს, რომელსაც ხედავს, არ ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს. და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღვთის მოყვარულს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
G_saxva |
Nov 19 2014, 10:12 AM
პოსტი
#2
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
sanfol
ციტატა რა თქმა უნდა სრულად არ უნდა ვუარყოთ, მაგრამ რაც მაშინ დაშვებული და აუცილებელი იყო (საკლავის დაკვლას ვგულისხმობ) ახლა მე ცოდვათ მიმაჩნია იგივე გავაკეთო ქრისტიანობაში. სიტყვაზე დავწერე შენ რომ თქვა საჭიროა და მე ვთქვა არაა საჭირო თქო შენ შენი გააკეთო და მე ჩემი დავიჯერო რა მოხდება ამ დროს? ის რომ შენ ცოდვად მიგაჩნია ფაქტს არ ცვლის. შენ ფიქრობ ძველ აღთქმაში ისეთ რამეს აკეთებდნენ რაც დღეს ცოდვაა ? ანუ დღევანდლი გადმოსახედიდან სცოდავდნენ? ციტატა ადამიანს შეუძლია საკუთარი სინდისის მოტყუება? სინდის რომ მოატყუებს მერე ამით ღმერთიც მოტყუვდება თუ? ანუ ასეთი პასუხია ადმაინი თუ უსინდისო და უნამუსოა საკადრისს მიიღებს კიდეც. საერთოდ რატომ ვდარდობთ იმ ადამიანებზე ვისაც ღმერთი მიხედავს? დავიჯერო ჩვენი სულიერი ცხოვრება იმდენად მოწესრიგებულია უკვე სხვაზე დარდიც უნდა ვიტვირთოთ? რატომ არ ვცდილობთ ჯერ საკუთარ თავე ვიზრუნოთ? მკურნალო განიკურნე თავი შენი? თუ თავად არ ვიქნებით განკურნებული სხვის მკურნალობაზე როგორ ვიზრუნებთ? უფალმა უკეთ იცის ვის და როგორ მოკითხოს. ციტატა ანუ თუ სამშობლოსათვის კაცს მოკლავ ომში მაინც უნდა მოინანიო? მაგრამ თუ ვერ მოასწრებ მონანიებას მერე? ზუსტად არ ვიცი ამ კითხვაზე პასუხი მაგრამ ჩემ აზრს დავწერ. ალბათ ნორმალურირ ადმაინს სინდისის ქნეჯნა არ მოასვნებს და ვერ შეძლებს სხვ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის შემდეგ მშვიდად გააგრძელოს ცხოვრება, თუ არ მოინანია და სულიერი ცხოვრებით არ იცხოვრა. ციტატა ანუ შეიძლება არსებობდეს უცოდველი კარგი ტყუილიც? საერთოდ მე ვფიქრობ ტყუილი ყოველთვის ტყუილია, მაგრამ ის ფაქტი რომ ამით მან ბევრი უდანაშაულო ადმიანის სიცოცხლე იხსნა და ბევრი ოჯახი დანგრევისა და გაუბედურებისგან იმდენად აღმატებულა, თან არ დაგვავიწყდეს საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე, რომ სთვალავში მისაღებადაც არ ღირს. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:25 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი