შიში და სიყვარული ღვთისა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
შიში და სიყვარული ღვთისა |
მნათე |
Oct 16 2007, 04:39 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
საინტერესო თემად მეჩვენება, ალბათ ცნობილია რომ არაერთი წმიდა მამა საუბრობს, შემდეგზე -"შიში ღვთისა არს დასაბამი სიბრძნისა" ამავდროულად იგივე მამები საუბრობენ, რომ სიყვარული ეს არის სამყაროს შემამტკიცებელი ძალა და რომ მის გარეშე ყველაფერი 'არრარაა'...
მაინტერესებს რას ფიქრობთ თემასთან დაკავშირებით, მე ცოტა არ იყოს უცნაურად მეჩვენება სიყვარულისა და შიშის თანხვედრა.. თუ ღვთის შიში სიბრძნის დასაბამია, გამოდის რომ ის არ ყოფილა თავად სიბრძნე (?) მაშ რა არის მასში ფასეული? გმარკვიეთ, ცოტა არ იყოს დავიბენი, აი სახარების მაგალითი ავიღოთ, გაწითლებულ მონაკვეთზე გაამახვილეთ ყურადღება: (1 იოანე 4, 7-21) საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღვთისგან არის სიყვარული. ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს. ვისაც არ უყვარს, ის არ იცნობს ღმერთს, რადგან ღმერთი სიყვარულია. ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა სოფელში თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ვიცოცხლოთ მისი მეშვეობით. ამაში გამოჩნდა სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების გამომსყიდველ მსხვერპლად. საყვარელნო, თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც გვმარეთებს ერთმანეთის სიყვარული. ღმერთი არასოდეს არავის უხილავს, თუ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში რჩება და მისი სიყვარული ჩვენში სრულყოფილია. ჩვენ რომ მასში ვრჩებით და ის ჩვენში, იმით ვგებულობთ, რომ მან თავისი სულისგან მოგვცა. ჩვენც ვიხილეთ დავამოწმებთ, რომ მამამ მოავლინა ძე სოფლის მაცხოვრად. ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში რჩება, ის კი - ღმერთში. ჩვენ ვცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომლიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი არის სიყვარული და, ვინც სიყვარულში რჩება, ღმერთში რჩება, და მასში რჩება ღმერთი. ამიტომ გახდა სრულყოფილი ჩვენ შორის სიყვარული, რომ სითამამე გვქონდეს განკითხვის დღეს, რადგან როგორც ის არის, ჩვენც ისეთები ვართ ამ სოფელში. შიში არ არის სიყვარულში, არამედ სრულყოფილი სიყვარული გარეთ სდევნის შიშს, რადგან შიშს სასჯელთან აქვს საქმე, ხოლო შეშინებული არ არის სიყვარულში სრულყოფილი. ჩვენ იმიტომ გვიყვარს, რომ პირველად მან შეგვიყვარა ჩვენ. თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო თავისი ძმა კი სძულს, რომელსაც ხედავს, არ ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს. და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღვთის მოყვარულს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
G_saxva |
Nov 20 2014, 09:36 AM
პოსტი
#2
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
esre ars cheshmariteba
ციტატა როცა ჩვენ ვსაუბრობთ შიშსა და სიყვარულზე რათქმაუნდა ეს ორი ერთმანეთის საპირისპიროა , მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ზოგადად არის ადამიანთა ორი კატეგორია 1) ადამიანები რომელთაც შეგნებული აქვთ ღვთის სიდიადე და შესაბამისად თავიანთი მაღალზნეობრივი ცხოვრებით და ღვთისმოსაობით სრულყოფილად უყვართ ღმერთი და 2) ადამიანები რომლებიც არ იცნობენ ღმერთს და შესაბამისად არც იცავენ მის მცნებებს . 1) კატეგორიის ადამიანების შემთხვევაში შიში ქრება და მთლიანად იდევნება სიყვარულის მიერ , რადგან თუ შენ სრულყოფილად შეიყვარებ ღმერთს და გაიაზრებ რომ შენ ვალდებული ხარ , რომ მისი მცნებები დაიცვა , შენ უკვე ისეთ მდგომარეობაში ხარ რომ თითქოს გაბედულებაც კი გაქვს , როგორც იოანე მოციქული ბრძანებს ! სწორედ ასეთი მდგომარეობის ადამიანებს ეუბნება უფალი_ თუ გიყვარვართ დაიცავით მცნებანი ჩემნი! ანუ უფალს არ უთქვია თუ ჩემი გეშინიათ , მაშ დაიცავით კიდეც ჩემი მცნებები. უფალი ასეთი სიტყვებით ესაუბრება მოწაფეებს რომლებიც უკვე საკმაოდ კარგად იცნობენ უფალს , და ისინი ხვდებიან კიდეც რომ მათი ვალდებულებაა რომ მეგობრის თხოვნა შეასრულონ! გაიხსენე უფალი რას ეუბნება მათ_ მე აღარ გიწოდებთ მონებს , არამედ მეგობრებს გიწოდებთ თქვენ! ანუ როცა შენ კარგად შეიცნობ ღმერთს და ის გახდება შენი მეგობარი და შენ მისი, ამ შემთხვევაში შიში მთლიანად ქრება რადგან შენ უკვე ენდობი შენს მეგობარს. ახლა მეორე _ მეორე კატეგორიის ადამიანებს უნდა ეშინოდეთ ღვთისა , რადგან ისინი ურწმუნონი და უცხონი არიან ღვთის წინაშე და შესაბამისად არც ღმერთს იცნობენ და რანაირად ეყვარებათ ღმერთი?! ასეთი კატეგორიის ადამიანებზე სოლომონი ბრძანებს _ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი , რადგან ესაა კაცის თავი და თავი!. თუ შენ არ იცნობ ღმერთს და არ ხარ მასთან ახლოს , მაშინ მისი უნდა გეშინოდეს და რატომ უნდა გეშინოდეს ? იმიტომ რომ დაიწყო მისი ძიება , დაუახლოვდე და ცხონდე ! ხედავთ ღვთის კაცთმოყვარებას? მას სურს რომ ყველა ცხონდეს და მას დაუახლოვდეს ! დიდება მას ამენ! იესოს ბოლო ჟამის ეკლესია სხვაგან ავრცელე შენი პროპაგანდა. ან დავითი გამოიწვი კიდევ ერთხელ რომ დაამარცხო საუბარში -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
esre ars cheshmariteba |
Nov 20 2014, 10:57 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი