ზეციური იერარქია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ზეციური იერარქია |
mr_morrison |
Feb 10 2007, 02:13 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 376 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 164 |
ალბათ იცით ყველამ უსხეულოთა იერარქია. მე მაინტერესებს ერთი რამ მთავარანგელოზნი უქვემოესთა რიგებშია და როგორ მიეკუთვნება ზოგი მთავარანგელოზი ქერუბიმებს, შეგიძლიათ ამიხსნათ?
-------------------- მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
|
afxazi |
Nov 27 2014, 06:27 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
sanfol
ციტატა პავლე მოციქულის ეპისტოლე თავი მეორე 12. და ამბობს: „ვაუწყებ შენს სახელს ჩემს ძმებს, და შუა საკრებულოში გიგალობ შენ“. 13. ან კიდევ: „მე ვიქნები მისი მოსავი“. ანდა: „აჰა, მე და შვილები, რომლებიც მომცა მამამ“. 14. და რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით განექარებინა ის, ვისაც აქვს ხელმწიფება სიკვდილისა, ანუ ეშმაკი, 15. და დაეხსნა ისინი, ვისაც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლის მანძილზე მონობის უღელი ედგა. ვერ გავიგე ეშმაკს ქონდა ქრისტემდე სიკვდილის ხელმწიფება და ახლა აღარ აქვს? ეშმაკს არ აქვს ხელმწიფება ადამიანზე, რომ მისი ნებასურვილის გარეშე რაიმე სახის გავლენა იქონიოს მასზე, მითუმეტეს სიკვდილის კუთხით. პავლე მოციქულის მითითებული სიტყვები სხვას არაფერს ნიშნავს თუ არა იმას, რომ სწორედ უკეთური ძალაა, რომელმაც ცოდვისმიერ გაუკუღმართებაში ჩააგდო ადამიანი (ცხადია არა მძლავრებითად) და მანამდე უხრწნელი და უკვდავი ხრწნადი და მოკვდავი გახდა. ანუ მიზეზი სიკვდილისა ცოდვაა და რამდენადაც ამ ცოდვის მოთავე ბოროტია, იმ ცოდვის, რომელიც სიკვდილს იწვევს, ამიტომაა ნათქვამი, რომ ეშმაკს, როგორც ცოდვის მოქმედს, ხელმწიფება აქვს სიკვდილზე. თავად სიკვდილი, როგორც ფაქტი, არის არა ეშმაკის მოგონილი, არამედ გარდაუვალი, კანონზომიერი შედეგი ადამიანის ცოდვით დაცემისა (უფლისმიერი განგებულებით), რითაც საზღვარი ედება პიროვნების მიერ ცოდვის აღსრულებას. ასე რომ ითითებული სიტყვები მხოლოდ იმ აზრით უნდა გავიგოთ, რომ სიკვდილის გამომწვევი არის ცოდვა, ცოდვის მოთავე კი არის ეშმაკი. სწორედ ამ უკანასკნელის ხელშეწყობით შემოვიდა კაცობრიობაში სიკვდილი. მაგრამ აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ფიზიკურ სიკვდილს ძველი აღთქმის ეპოქაში სულიერი სიკვდილიც თანხვდევბოდა, რადგან ცოდვით დასნეულებულ ადამიანს სამოთხის კარი დახშული ქონდა. უფრო მეტად სწორედ ამ მომენტზეა გამახვილებული ყურადღება პავლე მოციქულისგან. სწორედ ეს სიკვდილი განაქარვა უფალმა, გამოიხსნა რა ცოდვისგან კაცობრიობა და მისცა შესაძლებლობა ცხონებისა -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 10:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი