ადამიანი - კითხვა ღვთიური ბუნების შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ადამიანი - კითხვა ღვთიური ბუნების შესახებ |
Molen |
Jan 12 2010, 11:35 AM
პოსტი
#1081
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 |
მოგესალმებით.
მაპატიეთ, ცოტა რთულ საკითხს ვეხები, მაგრამ იმდენად სერიოზული კამათი მქონდა ამასთან დაკავშირებით, რომ პასუხის ძიებაში ლამის შევიშალე. ის ხომ სწორედ ისეა, რომ ღვთიური გარეგნობა, თვისებები და ძალა ღმერთმა ადამიანს უბოძა, ანუ მოხდა სწორედ ისე რომ უფალმა ადამიანებს მისცა სწორედ იგივე უნარები რაც აქვს ტვიტონ, რაც ჩანს იქიდანაც რომ ვიცით უფალმა ადამიანი შექმნა თავის ხატად. სწორეა? აქედან გამომდინარე შეიდზლება ვივარაუდოთ, რომ ადამიანებს არ აქვთ "გაცოცხლებული" აღნიშნული თვისებები. ასეა? იესო დედამიწაზე იყო თუ არა ადამიანი?! ანუ იგი აქ, როგორც ღმერთი კი არა, როგორც მხოლოდ ადამიანური საწყისის მქონე ისე მოგვევლინა. მაგრამ მას ჰქონდა ყველა ის ადამიანური თვისებები რაც ადამიანს აქვს და ის ღვტიურიც რაც ასე ილუზიურად და მიუღწევლად ჩანს ჩვენი გადასახედიდან. ხომ ასეა? მაგალითად იესოს შეეძლო წალზე გაეარა, განეკურნა ავადმყოფები, აღედგინა მკვდრეთით გარდაცვლილები და ასე შემდეგ. ანუ ამ ყევალფრიდან გამომდინარე, ადამიანს, როგორც იესოს შეუძლია აკეთოს ის რასაც აკეთებდა უფალი, როცა მას ადამიანური სახე ჰქონდა. ასეა? და ბოლოს, როცა მიდგება საქმე იმაზე თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი, ჩვენ ვიცით რომ პასუხი არის მხოლოდ და მოხოლოდ რწმენაში, თუნდაც მარცვლისოდენაში. ასეა? რა მოიაზრება რწმენაში? და როგორ მიიღწევა იგი? შეუძლია კი ადამიანმა გააცოცხლოს თავის თავში ღვთიური ბუნება რწმენისა და უფლის მეშვეობით? -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
afxazi |
Nov 28 2014, 09:16 PM
პოსტი
#1082
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
sanfol
ციტატა ქრისტე ხო იგივე ღმერთი იყო თავისი ადამიანური ბუნებით. ანუ გამოდის, რომ ღმერთმა შეიძინა ადამიანური ოღონდ პირვანდელი უცოდველი ადამიანის ბუნებაც? შეიძლება გაურკვევლად ვწერ მაგრამ იმედია გაიგებთ და გამცემთ პასუხს რაღაც ვერ აყალიბებ კარგად. ისე კი ქრისტოლოგიური დოგმატი, მართლმადიდებლურ გაგებით, მდგომარეობს შემდეგში: პირველრიგში გასათვალისწინებელია ის, რომ სახელი "ქრისტე" ეწოდება განკაცებულ ძე ღმერთს, ანუ როდესაც ვამბობთ ქრისტეს, მოვიაზრებთ აუცილებლად განკაცებულ ღმერთს. სწორედ განკაცების შემდეგ ეწოდა ქრისტე ძე ღმერთს კონკრეტულ სახელად და არა ვთქვათ მანამდე ეწოდებოდა. რაც შეეხება განკაცებას. ვაღიარებთ, რომ განკაცდა ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასი, ძე ღმერთი, განკაცდა ანუ მიიღო ადამიანური ბუნება და ერთ, საღვთო ჰიპოსტასში (პიროვნებაში) შეერთდა საღვთო და ადამიანური ბუნება, შეურევნელად და განუყოფელად. არ ვამბობთ, რომ პიროვნება ძე ღმერთი შეუერთდა პიროვნება ადამიანს, არამედ ვამბობთ იმას, რომ პიროვნება ძე ღმერთმა მიიღო ადამიანური ბუნება და თავად ეს პიროვნება (საღვთო) გახდა პიროვნება ადამიანური ბუნებისა, ანუ გამომხატველი ადამიანური ბუნების თვისებებისა. რადგან ახსენე აქვე უნდა ითქვას ის, რომ ძე ღმერთმა მიიღო არა ცოდვამდელი ადამიანური ბუნება, არამედ ცოდვის შედეგად დასნეულებული (ცოდვის გარეშე), რასაც რეალურად ესაჭიროებოდა განახლება, ანუ თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნება, რაც აღსრულდა კიდეც აღდგომის შემდეგ. იგივე ბუნებით ამახლდა ზეცად და დაჯდა მარჯვენით მამისა. ეს მარჯვენა კი ცხადია პირობითია, რადგან ღმერთს მარჯვენა და მარცხენა მხარე არ გააჩნია, ის მხოლოდ აღმატებული პატივის გამომხატველია, რაც ადამიანურ ბუნებას მიენიჭა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
esre ars cheshmariteba |
Nov 29 2014, 11:04 PM
პოსტი
#1083
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
sanfol რაღაც ვერ აყალიბებ კარგად. ისე კი ქრისტოლოგიური დოგმატი, მართლმადიდებლურ გაგებით, მდგომარეობს შემდეგში: პირველრიგში გასათვალისწინებელია ის, რომ სახელი "ქრისტე" ეწოდება განკაცებულ ძე ღმერთს, ანუ როდესაც ვამბობთ ქრისტეს, მოვიაზრებთ აუცილებლად განკაცებულ ღმერთს. სწორედ განკაცების შემდეგ ეწოდა ქრისტე ძე ღმერთს კონკრეტულ სახელად და არა ვთქვათ მანამდე ეწოდებოდა. რაც შეეხება განკაცებას. ვაღიარებთ, რომ განკაცდა ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასი, ძე ღმერთი, განკაცდა ანუ მიიღო ადამიანური ბუნება და ერთ, საღვთო ჰიპოსტასში (პიროვნებაში) შეერთდა საღვთო და ადამიანური ბუნება, შეურევნელად და განუყოფელად. არ ვამბობთ, რომ პიროვნება ძე ღმერთი შეუერთდა პიროვნება ადამიანს, არამედ ვამბობთ იმას, რომ პიროვნება ძე ღმერთმა მიიღო ადამიანური ბუნება და თავად ეს პიროვნება (საღვთო) გახდა პიროვნება ადამიანური ბუნებისა, ანუ გამომხატველი ადამიანური ბუნების თვისებებისა. რადგან ახსენე აქვე უნდა ითქვას ის, რომ ძე ღმერთმა მიიღო არა ცოდვამდელი ადამიანური ბუნება, არამედ ცოდვის შედეგად დასნეულებული (ცოდვის გარეშე), რასაც რეალურად ესაჭიროებოდა განახლება, ანუ თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნება, რაც აღსრულდა კიდეც აღდგომის შემდეგ. იგივე ბუნებით ამახლდა ზეცად და დაჯდა მარჯვენით მამისა. ეს მარჯვენა კი ცხადია პირობითია, რადგან ღმერთს მარჯვენა და მარცხენა მხარე არ გააჩნია, ის მხოლოდ აღმატებული პატივის გამომხატველია, რაც ადამიანურ ბუნებას მიენიჭა. თუ იესო ქრისტე ჭეშმარიტად არ მომკვდარა და არაარსში არ გასულა , მაშინ ყველაფერი წყალში იყრება და ქრისტიანობაც მთლიანად კვდება! როგორ კაცო რანაირად დავიჯერო რომ ცარიელა ფიტული განიგმირა კაცობრიობისთვის ?! პასტორი რასელი არ მომკვდარა , მისი მოძღვრება დღესაც ცოცხალია და მე მას განვამტკიცებ!!!!!!! საზოგადოება საგუშაგო კოშკს ყველაფერზე აქვს პასუხი დიახ ყველაფერზე და ნურავის ეგონება რომ მისი დამარცხება შესაძლებელია |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 05:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი