ადამიანი - კითხვა ღვთიური ბუნების შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ადამიანი - კითხვა ღვთიური ბუნების შესახებ |
Molen |
Jan 12 2010, 11:35 AM
პოსტი
#101
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 |
მოგესალმებით.
მაპატიეთ, ცოტა რთულ საკითხს ვეხები, მაგრამ იმდენად სერიოზული კამათი მქონდა ამასთან დაკავშირებით, რომ პასუხის ძიებაში ლამის შევიშალე. ის ხომ სწორედ ისეა, რომ ღვთიური გარეგნობა, თვისებები და ძალა ღმერთმა ადამიანს უბოძა, ანუ მოხდა სწორედ ისე რომ უფალმა ადამიანებს მისცა სწორედ იგივე უნარები რაც აქვს ტვიტონ, რაც ჩანს იქიდანაც რომ ვიცით უფალმა ადამიანი შექმნა თავის ხატად. სწორეა? აქედან გამომდინარე შეიდზლება ვივარაუდოთ, რომ ადამიანებს არ აქვთ "გაცოცხლებული" აღნიშნული თვისებები. ასეა? იესო დედამიწაზე იყო თუ არა ადამიანი?! ანუ იგი აქ, როგორც ღმერთი კი არა, როგორც მხოლოდ ადამიანური საწყისის მქონე ისე მოგვევლინა. მაგრამ მას ჰქონდა ყველა ის ადამიანური თვისებები რაც ადამიანს აქვს და ის ღვტიურიც რაც ასე ილუზიურად და მიუღწევლად ჩანს ჩვენი გადასახედიდან. ხომ ასეა? მაგალითად იესოს შეეძლო წალზე გაეარა, განეკურნა ავადმყოფები, აღედგინა მკვდრეთით გარდაცვლილები და ასე შემდეგ. ანუ ამ ყევალფრიდან გამომდინარე, ადამიანს, როგორც იესოს შეუძლია აკეთოს ის რასაც აკეთებდა უფალი, როცა მას ადამიანური სახე ჰქონდა. ასეა? და ბოლოს, როცა მიდგება საქმე იმაზე თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი, ჩვენ ვიცით რომ პასუხი არის მხოლოდ და მოხოლოდ რწმენაში, თუნდაც მარცვლისოდენაში. ასეა? რა მოიაზრება რწმენაში? და როგორ მიიღწევა იგი? შეუძლია კი ადამიანმა გააცოცხლოს თავის თავში ღვთიური ბუნება რწმენისა და უფლის მეშვეობით? -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
afxazi |
Nov 30 2014, 12:40 PM
პოსტი
#102
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
esre ars cheshmariteba
ციტატა თუ იესო ქრისტე ჭეშმარიტად არ მომკვდარა მე სადმე ვთქვი, რომ ის ჭეშმარიტად არ მომკვდარა. იგივეს აგრძელებ, რაც ადრე იყო? ციტატა არაარსში არ გასულა ნეტა თუ გესმის საკუთარი სიტყვების? რას ნიშნავს არარსში გასვლა? sanfol ციტატა ანუ ძე ღმერთმა მიიღო ადამიანური ბუნება თავის თავში? და შესაბამისად ძე ღმერთი მამა ღმერთშია და გამოდის ადამიანური ბუნებაც შეემატა 3 ჰიპოსტასს? თუ მხოლოდ ძე ღმერთს შეემატა ეს ადამიანური ბუნება? შემატება არ მომხდარა, ეს ლოგიკურად, მეტაფიზიკურად, ცხადია, შეუძლებელია. ძე მამაშია და მამა ძეშია, მაგრამ ეს ურთიერთდამტევნელობა არ გულისხმობს ჰიპოსტასთა თვითმდგომობის არარსებობასაც. ანუ მამა მამაა ჰიპოსტასურად და არა ძე და მისი ჰიპოსტასური თვისებაა სწორედ მამობა, ანუ მშობლობა, იგივე დასაბამობა. ძე ძეა და არა მამა და მისი ჰიპოსტასური თვისებაა ძეობა ანუ შობილობა. შესაბამისად თითოეული ჰიპოსტასი ამ ერთი თვისებით თვითმდგომია, მაგრამ ერთარსია საღვთო ბუნებით. ჩვენ არ ვსაუბრობთ სამზე იმიტომ, რომ ყოვლაწმინდა სამების მოქმედება ერთია და შესაბამისად თაყვანს ვცემთ სამების ერთ მოქმედებას. ანუ არ ვამბობთ, რომ მამამ იმოქმედა და ძემ არა, ყოვლადწმინდა სამება ერთმოქმედია. მაგრამ როგორც ვთქვი თითოეული ჰიპოსტასი ერთი თვისებით სხვაობს მეორისგან, მამობით (მამა), ძეობით (ძე) და გამომავლობით (სულიწმინდა). აქედან გამომდინარე, როდესაც ვსაუბრობთ, რომ განკაცდა ძე ღმერთი, ვგულისხმობთ ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასს - ძეს და არა მამას, ანდა სულიწმინდას. არ განკაცებულა ყოვლადწმინდა სამება, ჯვარს არ ცმულა ყოვალდწმინდა სამება. თუმცა ვამბობთ, რომ განკაცება იყო ყოვლადწმინდა სამების ერთი მოქმედება, აღსრულებული ძეზე. ისევე როგორც სულთმოფენობა იყო ყოვალდწმინდა სამების ერთი მოქმედება, აღსრულებული სულიწმინდის (ჰიპოსტასის) მიერ. ანუ ქრისტე, განაკცებული ღმერთი არის ჰიპოსტასურად ძე, ძე ღმერთი, რომელიც გახდა ჰიპოსტასი ადამიანური ბუნებისა. ანუ განაკცებამდე ერთი, საღვთო ბუნების მქონე, განკაცების შემდეგ გახდა ორი საღვთო და ადამიანური ბუნების მქონე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი