IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რა განსხვავებაა სულსა და სამშვინველს შორის?
izo
პოსტი Sep 2 2007, 09:24 PM
პოსტი #81


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 91
რეგისტრ.: 13-September 06
წევრი № 187



რა განსხვავებაა სულსა და სამშვინველს შორის? და სიკვდილის მერე სად მიდის სამშვინველი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი Dec 5 2014, 12:56 PM
პოსტი #82


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



G_saxva

ჯობს ედიშერ ჭელიძის ლექცია დავდო, კარგად აქვს ჩამოყალიბებული რა არის სამშოვნელი და რა არის სული, რამდენ ბუნებოვანია ადამიანი დ ა.შ. ცოტა დიდია, მაგრამ სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ:

"ეკლესიური სწავლების მხრივ ჯერ დოგმატი უნდა წარმოვაჩინოთ და დოგმატი გახლავთ ის, რომ ადამიანი არის ორ ბუნებოვანი, ორ ნაწილედი, ორ არსებოვანი, რომელთაგან ერთია სულიერი ბუნება, ხოლო მეორე სხეულებრივი, ხორციელი ბუნება. ასეთ შემთხვევაში, როდესაც ადამიანის ორბუნებოვნებას ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რა თქმა უნდა, შეიძლება დაისვას კითხვა, რომ იმ მამათა, კანონიზებულ წმინდანთა, მოძღვრება ნუთუ არ არის მართლმადიდებლური, სადაც გამოკვეთილია სამნაწილედობა და არა ორნაწილედობა ადამიანისა (ე.წ. ტრიქოტომია), რომ არსებობს, თუ კვლავ ბერძნულ ტერმინებს მოვუხმობთ, “პნევმა”, “ფსიხე” და სხეული (სხეულთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში არაა აუცილებელი ბერძნული ტერმინის მოხმობა). სულიერ ბუნებასთან დაკავშირებით ცალკეულ საღვთისმეტყველო შრომებში ჩვენ ვხვდებით გამიჯვნას “ფსიხე”-სას და “პნევმა”-სას ანუ რუსულ “დუშა”-სა და “დუხ”-ის შორის. სხვაგვარად რომ ვთქვათ არის მამათა მთელი კრებული, რომლებიც ამბობენ, რომ ადამიანი არის ორნაწილედი (ე.წ. დიქოტომია), რომ ადამიანი შედგება სულისა და სხეულისაგან, მაგრამ არის მამათა მეორე ნაწილი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ადამიანი შედგება სამი ნაწილისგან, ესენია “პნევმა”, “ფსიხე” და სხეული. “პნევმად” და “ფსიხედ” როდესაც იყოფა ადამიანის სულიერი ბუნება, ასეთ შემთხვევაში თვითონ ტერმინი სული რომელს უნდა მივუსადაგოდ? ამ შემთხვევაში მრავალი პრობლემა იჩენს თავს და ამიტომ ვამბობთ, რომ არავითარი განსხვავება ეკლესიის მამათა მოძღვრებაში იოტისოდენაც არ არსებობს და ეს კარგა ხანია განმარტებულია, უბრალოდ ეს ვინც არ იცის ჰგონია, რომ რაღაც სხვაობაა ეკლესიის მამათა მოძღვრებაში, შესაბამისად ის ამ საკითხს დოგმატად არ თვლის (მაშინ როცა ეს დოგმატია) და თავისი არჩევანით ან “დიქოტომიას” უჭერს მხარს ან “ტრიქოტომიას”. მაშინ როცა უკვე VI ს-ში ისეთი დიდი მოძღვრისგან, როგორიც ოლიმპიოდორე ალექსანდრიელი იყო, უკვე საბოლოოდაა შეჯამებული, გამოკვეთილი და ჩამოყალიბებული ეკლესიური სწავლება ადამიანის ნაწილედობის შესახებ, ადამიანის აგებულების შესახებ და სრული უცდომელობით გახლავთ მოცემული სწავლება იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანი არის ორბუნებოვანი, რომ თავისი რაობით, თავისი ყოფიერებით, თავისი არსებობის ნიშნით ადამიანი გახლავთ ორ ბუნებოვანი, ორ არსებოვანი, ორ თვისებოვანი, ეს გახლავთ სული, სულიერი ბუნება და ხორცი, ხორციელი ბუნება. მაგრამ როგორია თვით ეს ადამიანის სული? ვიდრე ამას ვიტყოდეთ ჯერ იმას ავღნიშნავთ, რომ როდესაც ჩვენ ბუნებითად ვმსჯელობთ ადამიანზე, როცა მის ბუნებათა შესახებ ვმსჯელობთ და ვამბობთ, რომ უეჭველად ორბუნებოვანია ადამიანი, ასეთ შემთხვევაში სულიერი ბუნება ბერძნულად გამოითქმის ტერმინით “ფსიხე” და ყველა ასეთ შემთხვევაში ხსენებული “ფსიხე” ქართულად ითარგმნება როგორც სული. ე.ი. ორბუნებოვნების ასპექტით როდესაც მოიხმობა ტერმინი “ფსიხე” და სხეულთან დაკავშირებული ტერმინები, იქნება ეს “სარქს” თუ სხვა, საკუთრივ სულიერი ბუნების აღმნიშვნელი “ფსიხე” ორ ნაწილედობის შემთხვევაში ქართულად ყოველთვის გადმოდის როგორც სული. მაგრამ როგორია ეს ადამიანის სული თავისი ასევე რაობით, ყოფიერებით, არსებობის თვისებით? უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ცხოველიც ორბუნებოვანია და ისიც “ფსიხესა” და სხეულისგან შედგება, მაგრამ ადამიანსა და ცხოველს შორის განსხვავება არის არა სხეულებრივი ბუნების მხრივ (ამ მხრივ მათი თვისებები აბსოლუტურად ერთი და იგივეა), არამედ სწორედ იმ “ფსიხეს” მიხედვით, რაზეც ჩვენ ეხლა ვსაუბრობთ. ცხოველური “ფსიხე” შინაგანად არის ორნაწილედი, ხოლო ადამიანური “ფსიხე” შინაგანად არის სამნაწილედი თავისი ყოფიერებით, თავისი არსებობის წესით. ეს ორივე ნაწილი, რაც ცხოველურ “ფსიხეს” აქვს, არის ადამიანში, მაგრამ ადამიანში ემატება მას მესამე ნაწილიც, რაც არა აქვს ცხოველს და ამით განსხვავდება ადმამიანი ცხოველისგან, ამით არის ადამიანი ადამიანი. რა ნაწილებია ეს? ცხოველური “ფსიხეს” ნაწილებია, ძველი ქართული ტერმინებით, “გულისწყრომითი” და გულისთქმითი” ნაწილები. გულისწყრომითი (ბერძნ. “ეპითიუმეტიკონ”, ანდა “თიუმოდეს”) ნაწილი, ლათინურად ირასციბილური, ნიშნავს გაღიზიანებითი, რეაგირების უნარის მქონე თვისებას, რომ სული რეაგირებს გაღიზიანებებზე, ისიც თავისი უკუ მოქმედებით, რეაგირებითი მოქმედებით ადასტურებს, რომ მან განიცადა, შეიგრძნო რაღაც და საპასუხო მოქმედებას ახორციელებს. აი ძირითადად ეს შინაარსი ჩაიდება ამ თვისებაში, ირასციბილური ანუ გაღიზიანებითი, რისხვითი ანუ ძველ ქართულად გულისწყრომითი. და მეორე თვისება, რასაც ქართულად, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ეწოდება გულისთქმითი ანუ ნდომითი, როცა ადამიანს სწყურია რაღაც, უნდა, თავისი სურვილი აქვს (ძველ ქართულად სურვილს ერქვა სწორედ გულისთქმა, გულისთქმითი ნაწილი. თუ ბერძნული “თიუმოდეს” არის გულისწყრომითი ნაწილი, “ეპითიუმეტიკონ” გახლავთ გულისთქმითი ნაწილი ანუ სურვილობითი ნაწილი, იმიტომ, რომ ძველ ქართული გულისთქმა ბერძნულად გადმოიცემოდა ტერმინით “ეპითიუმეა”). ორივე ეს ნაწილი ერთი მეორეს უკავშირდება ამქვეყნიური გრძნობადობის ნიშნით და სწორედ ეს ორი ნაწილია სხეულისთვისაც გრძნობადობის მიმნიჭებელი. როცა სხეულს გრძნობადად უნდა რაიმე და როცა სხეული გრძნობადად რეაგირებს რაიმეზე, სწორედ ეს ორი ნაწილი “ფსიხესი” იჩენს თავს, ეს ორი ნაწილი მოქმედებს სხეულის გზით, ფიზიკური ორგანოების მხრივ. ამით იფარგლება ცხოველური “ფსიხე” და ამიტომაა, რომ ცხოველურ “ფსიხეს” როდესაც ჩვენ ქართულად ვთარგმნით ის უნდა ითარგმნოს არა როგორც სული, არამედ როგორც სამშვინველი, იმიტომ, რომ მხოლოდ გრძნობითი ნაწილების მომცველია ცხოველური “ფსიხე”, მაგრამ ადამიანურ “ფსიხეში”, გარდა ამ ორი ნაწილისა, რაც უკვე ვთქვით, არის მესამე ნაწილიც, რომელიც ეკლესიის მამებთან რამდენიმე ტერმინით შეიძლება იქნეს გამოხატული, ერთი ესაა “პნევმატიკოს” ანუ პნევმური ნაწილი, სხვანი მას იხსენიებენ როგორც გონებითი ნაწილი (დიანოეტიკონ), ან გონითი ნაწილი, აზროვნებითი ნაწილი ანუ ბერძნულად “ლოგისტიკონ”. აი ესაა ის ნაწილი რითაც ადამიანი აზროვნებს, რითაც ადამიანს თავის შესაბამისად თავისუფალი ნება აქვს, რითაც ადამიანი თავის თავზე და თავის ბუნებაზე მეუფებს და ძალუძს ვნებები დაძლიოს და სათნოებითი მოღვაწეობა აღასრულოს. ანუ სწორედ ესაა ის ნაწილი, რითაც ადამიანი ადამიანია, რითაც ადამიანი ექვემდებარება გაკიცხვასაც, თუკი იგი თავისი ღირსების შესაფერისად ვერ მოიქცევა, და ექვემდებარება, რა თქმა უნდა, ქებასაც, თუკი ის აღემატება თავისი ბუნებით კნინობით ნაწილებს, ქვენა ნაწილებს, სხეულებრივ მოთხოვნილებებს, და ძლევს მას და სწორედ “პნევმას” გააბატონებს. ადამიანის მოვალეობაა სწორედ ეს მხარე, რომ “პნევმა” გააბატონოს თავისივე “ფსიხეს” ორ დანარჩენ ნაწილზე, ანუ თავისი გრძნობები მართოს. ეს გახლავთ ადამიანური სულის აღნაგობა, რომ “პნევმა” ბუნებითად შედის ფსიხეში, “პნევმა” ცალკე არ არსებობს, ადამიანში არ არის ორი სულიერი საწყისი, ერთი სულიერი ნაწილია და ამ სულიერ ნაწილში მოიაზრება პნევმაც. მაგრამ რამდენადაც პნევმა ასეთი ღირსეული ნაწილია ადამიანის ფსიხესი და როგორც ავღნიშნეთ სწორედ ეს ნაწილი არ აქვს ცხოველს, შესაბამისად ზოგჯერ ადამიანის შესახებ მსჯელობისას ანუ ანთროპოლოგიური სწავლების გადმოცემისას, ეკლესიის მამები ამ “პნევმას” ღირსების ნიშნით მხოლოდ და არა ბუნებითად ცხადია, ცალკე გამოჰყოფენ, თეორიულად, აზროვნების გამო, მსჯელობის დროს. ბუნებითად, კვლავ ავღნიშნავთ, “პნევმა” ისევეა შერთული “ფსიხეში” და ჩართული მასში, როგორც სხვა ორი ნაწილი, გულისწყრომითი და გულისთქმითი ნაწილები, მათგან განუყრელია, მაგრამ ჩვენ რომ ვმსჯელობთ რაიმე მოვლენაზე, შეგვიძლია ჩვენს მსჯელობაში ეს მოვლენა დავყოთ, დავაცალკეოთ, ცალკე გამოვყოთ რაღაც ასპექტი, რაც თავისთავად განუყოფელია ბუნებითი არსებობის მიხედვით. აი ასე ხდება ეკლესიის მამათა ნაწილში, როდესაც ისინი მხოლოდ და მხოლოდ ღირსების ნიშნით, ღირსებითად და არა არსებითად და არა მყოფობითად, ცალკე გამოჰყოფენ “პნევმას”, რომ უფრო მეტად დაახასიათონ იგი, მეტ ყურადღებას სწორედ “პნევმას” განუკუთვნებენ, იმიტომ, რომ ყველაზე ღირსეული ნაწილი ადამიანში სწორედ ისაა და აი ამ დროს ისინი თითქოსდა სამნაწილედობაზე საუბრობენ, რომ ფსიხესგან ცალკე გამოიყოფა პნევმა და რადგან ფსიხეში პნევმას გარდა სხვა ნაწილებიცაა ფსიხეც მსჯელობაში რჩება (მსჯელობის დონეზეა ეს ყველაფერი) და სხეულიც თავისთავად ცხადია რჩება. ასე რომ მსჯელობის დროს როდესაც გამოცალკევდება ცალკე პნევმა, ადამიანი თითქოსდა სამი ნაწილის მქონედ წარმოჩნდება - პნევმა, ფსიხე და სხეული. მაგრამ ასეთ დროს ეს ფსიხე, თუნდაც მხოლოდ მსჯელობის დონეზე პნევმასაგან განშორებული, უკვე ორ ნაწილედია და მთლიანად იგივეობრივია ცხოველური ფსიხესი. თუ ჩვენ ადამიანური ფსიხესგან ჩვენს მსჯელობაში პნევმას გამოვაცალკევებთ, დარჩენილი ფსიხე ესაა მთლიანად იდენტური ცხოვეულ ფსიხესთან და უკვე ასეთ შემთხვეავში, როდესაც პნევმა ცალკეა გამოყოფილი და ფსიხე ორ ნაწილედად არის დარჩენილი, ქართულად უკვე ფსიხე ითარგმნება არა როგორც სული, არამედ როგორც სამშვინველი, იმიტომ, რომ ეს ცხოველური ფსიხეს ტოლფასია და როგორც ცხოველური ფსიხე სამშვინველად უნდა გადმოიცეს, ასევე ადამიანური ფსიხეც ასეთ შემთხვევაში, მსჯელობის გზით მისგან პნევმა გამოშორებული, იდენტურია ცხოველური ფსიხესი და ქართულად უნდა ითარგმნოს როგორც სამშვინველი, ხოლო სულად ითარგმნება სწორედ ის პნევმა. კვლავ ვიტყვით დასკვნის სახით, რომ თუ პნევმას, როგორც ეს ბუნებითად მართლაც ასეა, ადამიანური ფსიხეს შიგნით ვიგულისხმებთ, მაშინ ეს ტერმინი ფსიხე ქართულად ყოველთვის ითარგმნება როგორც სული, ე.ი. თუ ჩვენთვის სათარგმნელი ტერმინი ფსიხე სამნაწილედობას გულისხმობს და მასში თავისთავად შედის პნევმა, ასეთ შემთხვევაში ფსიხე ქართულად ითარგმნება როგორც სული, იმიტომ, რომ სწორედ ეს პნევმა ანიჭებს იმ ღირსებას ფსიხეს, რომ ის ქართულად სულად ითარგმნოს. მაგრამ თუ ამ პნევმას ჩვენს მსჯელობაში გამოვაცალკევებთ ფსიხესგან, მაშინ ფსიხეში ეს ღირსება უკვე აღარაა დარჩენილი და საკუთრივ პნევმა ითარგმნება უკვე ქართულად სულად (სულობის მიმნიჭებელი ფსიხესთვის სწორედ პნევმაა. სანამ ის ფსიხეში იყო, ფსიხე სულია და სულად ითარგმნება, მაგრამ თუ ცალკე გამოვყოფთ პნევმას იგი წამოიღებს თავისთვის სულობას და ასეთ შემთხვევაში სულად ითარგმნება სწორედ პნევმა) ხოლო პნევმას გარეშე დარჩენილი ფსიხე ითარგმნება როგორც სამშვინველი.

აი ეს გახლავთ შეჯამებული სახით ეკლესიური მოძღვრება ადამიანის სულიერი ბუნების აღნაგობის შესახებ და თუ ზოგ მამასთან ჩვენ სამნაწილედობას ვხვდებით, ხოლო ზოგ მამასთან ორ ნაწილედობას, აქ განსხვავება კი არაა მათ შორის, არამედ აქაა სხვადასხვა კუთხით ერთიდაიმავე მოძღვრების გამოთქმა, ანუ ვინც ბუნებითად მსჯელობს ის ადამიანის ორნაწილედობას ასაბუთებს და ეს უეჭველად ასეა, ხოლო ვინც ღირსებითად, აქსიოლოგიურად მსჯელობს ის სამ ნაწილს გამოყოფს. ყველაზე ღირსეულს აცალკევებს ფსიხესგან, პნევმაზე ცალკე საუბრობს და პნევმას გარეშე ფსიხეზე ცალკე საუბრობს და სხეულზეც, რა თქმა უნდა, ცალკე საუბრობს, რითაც ადამიანი თითქოსდა სამნაწილედი წარმოჩნდება. ადამიანი არ გახლავთ სამნაწილედი, ისაა ორნაწილედი არსება - სულიერი და სხეულებრივი, რითაც ის ცხოველს ემსგავსება, მაგრამ განსხვავება მათ შორის ისაა, რომ ადამიანური ფსიხე ცხოველურ ფსიხეს აღემატება ყველაზე ძვირფასი ნაწილით, მისი პნევმით, მისი გონითი, აზროვნებითი ნაწილით და ამ ნიშნით ადამიანური ფსიხე არის სწორედ ის ნაწილი ადამიანისა, რომელსაც ადამიანისთვის განღმრთობის მოტანა შეუძლია. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანის ის ნაწილები, რაც თანხვედრია ცხოველთან, ემსგავსება მას (გულისწყრომითი, გულისთქმითი და თუნდაც სხეულებრივი ნაწილით) და იდენტურიცაა თავისი თვისებით, ყველა დონეზე მათ იგივეობას ეს მაინც არ ნიშნავს, იმიტომ, რომ ცხოველს მთლიანად შეადგენს ცხოველური ფსიხე, ანუ ცხოველური სამშვინველი თავისი ორ ნაწილედობით და ცხოველური სხეული, მაგრამ ადამიანში არის პნევმური ნაწილიც და ამ პნევმურ ნაწილს აქვს არა მხოლოდ საკუთარი ღირსების გამოვლენის თვისება, არამედ ამ თვისებათა სხვათათვის, სხვა ნაწილებისათვის შთანერგვის უნარიც. თუ ჩვენს ბუნებაში პნევმა ბატონობს, ეს ბატონობა ნიშნავს იმას, რომ პნევმას დამორჩილებული ჰყავს გულისწყრომითი და გულისთქმითი ნაწილები ანუ ემოციური ნაწილები და აგრეთვე დამორჩილებული ჰყავს სხეულიც. შესაბამისად ის თავის განმაღმრთობელობას მათაც ანიჭებს და ამ გაგებით ადამიანის სხეული, რა თქმა უნდა, უდიდესწილად და უსასრულოდ ემიჯნება და აღემატება ცხოველურ სხეულსა და ცხოველურ ფსიხეს, იმიტომ, რომ ცხოველისგან განსხვავებით ადამიანის ფსიქიკური ნაწილები, გულისწყრომითი და გულისთქმითი და მისი ხორციელი ნაწილიც, განღმრთობილი ხდება პნევმასგან. სწორედ ამიტომ ხდება შესაძლებელი ჩვენ ვისაუბროთ ადამიანის ხორციელ განღმრთობაზე, რომ ადამიანი მხოლოდ სულიერად კი არ განიღმრთობა, არამედ იგი უხრწნელი სხეულითაც დაიმკვიდრებს განღმრთობის ადგილას, ცათა სასუფეველში და ეს ყველაფერი ადამიანის ფსიხესაც და ადამიანის სხეულსაც ენიჭებათ სწორედ პნევმური ნაწილის შესაბამისად და მისი ძალით. ასე რომ პნევმურ ნაწილს ასეთი განსაკუთრებული ღირსება როდესაც აქვს, ცხადია ჩვენს მსჯელობაში მართლაც შეგვიძლია ის ცალკე გამოვყოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს ადამიანის არსობრივი ორბუნებოვნების გაუქმებას, ეს მხოლოდ მსჯელობაში პირობითად შეიძლება სამნაწილედად წარმოვსახოთ ადამიანი, რომ უფრო დეტალურად ვიმსჯელოთ ამა თუ იმ ნაწილზე, ხოლო კვლავ ავღნიშნავთ, ბუნებითად ადამიანი გახლავთ ორნაწილედი".


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
izo   რა განსხვავებაა სულსა და სამშვინველს შორის?   Sep 2 2007, 09:24 PM
abo   ძალიან რთულ საკითხ...   Sep 3 2007, 12:13 AM
izo   მაინტერესებს..   Sep 3 2007, 12:20 AM
abo   რაღაცეები ვიცი, მა...   Sep 3 2007, 12:22 AM
xornabujeli   რაღაცეები ვიცი, მა...   Sep 10 2007, 05:01 AM
მეხელი   რა განსხვავებაა ს...   Sep 10 2007, 11:37 AM
afxazi   მეხელი ასეთი რაღა...   Sep 10 2007, 11:50 AM
მეხელი   მეხელი ასეთი რაღა...   Sep 10 2007, 07:48 PM
miss_kartveli   როგორც ჩემმა მოძღვ...   Sep 10 2007, 08:25 PM
zeppelin   სამშვინველი ე.წ ფს...   Oct 23 2007, 12:23 AM
solomony   - რას ნიშნავს სული დ...   Oct 23 2007, 01:50 AM
mr_morrison   ე.ი. სამშვინველი არ...   Oct 24 2007, 03:37 PM
marine   "სამშვინველი არი...   Dec 3 2014, 09:44 PM
esre ars cheshmariteba   სამშვინველი ესაა გ...   Dec 3 2014, 11:26 PM
G_saxva   დავით ადრე ხალხს დ...   Dec 4 2014, 09:31 AM
afxazi   G_saxva ჯობს ედიშერ ჭელ...   Dec 5 2014, 12:56 PM
G_saxva   afxazi გაიხარე დავით მ...   Dec 5 2014, 04:19 PM
G_saxva   დავით სჯობს აქ მიპ...   Dec 9 2014, 03:09 PM
esre ars cheshmariteba   დავით სჯობს აქ მიპ...   Dec 9 2014, 08:13 PM
afxazi   G_saxva უყურადღებოდ და...   Dec 9 2014, 11:10 PM
G_saxva   afxazi მოუთმენლად ველ...   Dec 10 2014, 09:25 AM
afxazi   G_saxva რაც შეეხება შენ...   Dec 10 2014, 08:24 PM
G_saxva   afxazi გასაგებია ეს ყო...   Dec 11 2014, 09:50 AM
lasha1995   მოკლედ გადავიკითხ...   Dec 11 2014, 01:06 PM
A.V.M   ეუჰ...   Dec 12 2014, 02:03 AM
sanfol   მოკლედ ჩემი მოძღვა...   Dec 12 2014, 01:14 PM
G_saxva   კითხვების რა გითხ...   Dec 12 2014, 01:57 PM
sanfol   G_saxva არ ვიცი მემგონი ...   Dec 12 2014, 02:26 PM
sanfol   RE: რა განსხვავებაა სულსა და სამშვინველს შორის?   Dec 14 2014, 09:14 PM
G_saxva   sanfol ეგ კითხვები სხვ...   Dec 15 2014, 09:26 AM
sanfol   G_saxva სამშვინველი ხო ...   Dec 15 2014, 11:33 AM
sanfol   რა არის სამშვინველ...   Dec 15 2014, 11:54 AM
G_saxva   sanfol ჯერ წინა პოსტებ...   Dec 15 2014, 12:09 PM
sanfol   G_saxva სამწუხაროდ ვერ...   Dec 15 2014, 02:21 PM
G_saxva   sanfol მარტი ენით მე არ ...   Dec 15 2014, 02:24 PM
sanfol   G_saxva კარგი დაველოდე...   Dec 15 2014, 03:31 PM
esre ars cheshmariteba   G_saxva კარგი დაველოდე...   Dec 16 2014, 03:17 AM
G_saxva   :lol: :lol: :lol: ამ ფრაზით ...   Dec 16 2014, 09:07 AM
esre ars cheshmariteba   :lol: :lol: :lol: ამ ფრაზით ც...   Dec 16 2014, 11:55 AM
esre ars cheshmariteba   მკვდარი ვიყავი და ...   Dec 16 2014, 12:05 PM
G_saxva   esre ars cheshmariteba თემას აოფ...   Dec 16 2014, 12:26 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba თემას აოფ...   Dec 16 2014, 02:54 PM
G_saxva   esre ars cheshmariteba კაი თავს ჩ...   Dec 16 2014, 03:39 PM
marine   "თავად სამშვინვე...   Jan 11 2015, 08:52 PM
marine   "წმინდა ირინეოს ლ...   Jan 21 2015, 07:19 PM
marine   "წმინდა მამებს, ა...   Feb 3 2015, 07:06 PM
sanfol   სინდისი სადაა "ჩა...   Feb 3 2015, 10:00 PM
marine   "სიტყვა "სამშვი...   Mar 1 2015, 10:46 PM
marine   "ყოველი ადამიანი ...   Mar 6 2015, 10:09 PM
MIRDAT   :blink: ეს სმაილი შენ...   Mar 7 2015, 12:42 AM
sanfol   MIRDAT მადლობა   Mar 7 2015, 02:37 PM
marine   "ადამიანის სამშვ...   Mar 22 2015, 09:47 PM
marine   "არ დათმო შენი ში...   Mar 29 2015, 09:15 PM
marine   "ამქვეყნად ერთად...   Mar 29 2015, 09:34 PM
marine   "როგორც სხეულში მ...   May 13 2015, 07:23 PM
marine   "სამშვინველი ღმე...   Jun 13 2015, 10:38 PM
marine   "სული სამშვინველ...   Jun 21 2015, 07:27 PM
marine   "სულიერი და უკვდა...   Jul 16 2015, 10:28 PM
marine   „მესამე თვალსაზრი...   Jul 17 2015, 12:28 PM
marine   "წმინდა თეოფანე დ...   Jul 19 2015, 01:13 PM
marine   "სხეულსა და სამშვ...   Jul 19 2015, 02:29 PM
marine   "სამშვინველი (სულ...   Oct 1 2015, 05:54 PM
marine   "როგორც თვალია სხ...   Nov 8 2015, 10:37 PM
marine   "სამშვინველი ადგ...   Nov 23 2015, 01:33 PM
marine   "დიოდორე წერს: სა...   Dec 21 2015, 12:23 PM
marine   "სამშვინველს უყვ...   Dec 21 2015, 06:53 PM
marine   "ადამიანის სამშვ...   Mar 11 2016, 12:20 PM
marine   "სამშვინველი სხე...   Apr 8 2016, 03:07 PM
marine   "თავისი არსით სამ...   Apr 10 2016, 02:07 PM
marine   "ქრისტიანი ადამი...   Apr 23 2016, 03:00 PM
marine   "სამშვინველი საკ...   Apr 24 2016, 06:34 PM
marine   „მაგრამ საიდან უნდ...   Apr 24 2016, 07:43 PM
marine   "ტვინის შერყევის ...   May 6 2016, 07:53 PM
marine   "ჩვენი სამშვინვე...   May 6 2016, 09:43 PM
marine   "სხეული უნდა ემორ...   May 22 2016, 01:31 PM
marine   "ადამიანის სამშვ...   Jun 2 2016, 10:45 PM
marine   "როგორც წმინდა გრ...   Jun 3 2016, 09:40 PM
marine   "სამშვინველი არ ა...   Jun 6 2016, 10:17 AM
marine   "ბიბლიურ და წმინდ...   Jun 7 2016, 05:19 PM
marine   "ცათა სასუფეველი ...   Jul 18 2016, 10:32 AM
marine   "ჩვენთვის საიდუმ...   Jul 19 2016, 10:12 AM
marine   "ქრისტიანული რწმ...   Jul 19 2016, 10:52 PM
marine   "სამშვინველი "უ...   Aug 11 2016, 08:42 PM
marine   "სული უფლით უნდა ...   Aug 21 2016, 07:58 PM
marine   "წმინდა იუსტინე ფ...   Aug 21 2016, 10:32 PM
marine   "ადამიანის სული დ...   Aug 22 2016, 10:15 AM
marine   "სამშვინველი სხე...   Aug 26 2016, 09:14 PM
marine   "სამშვინველი და ს...   Sep 11 2016, 12:23 PM
marine   "ის, რაც უკვე წმინ...   Sep 22 2016, 10:04 PM
marine   "სამშვინველს უყვ...   Oct 8 2016, 08:02 PM
marine   "მზაკვრობით დამძ...   Oct 21 2016, 11:14 AM
marine   "წმინდა გრიგოლი [...   Oct 21 2016, 09:54 PM
marine   "სული სამშვინველ...   Dec 3 2016, 09:56 PM
marine   "სხეული სამშვინვ...   Feb 26 2017, 02:48 PM
marine   "სამშვინველი ანუ ...   Mar 2 2017, 11:10 AM
marine   "ოთხი ცხოველი, რო...   Jan 13 2018, 10:12 PM
marine   "როგორც ღმერთი სა...   Jan 29 2018, 06:45 PM
marine   "თქვენი სული, თქვ...   Sep 29 2019, 08:44 PM
marine   "ღმერთისადმი სამ...   Dec 28 2019, 10:16 PM
marine   "ადამიანის სამშვ...   Jan 30 2020, 07:29 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th November 2024 - 10:09 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი