ძალა მოწყალებისა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძალა მოწყალებისა... |
marine |
Mar 21 2008, 12:00 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვფიქრობ, ამ განყოფილებაში ერთი ასეთი თემა აუცილებლად უნდა იყოს, სადაც დავწერთ წმინდა მამათა, სათნო ადამიანებისა და ჩვენს შეხედულებებს მოწყალების, ქველმოქმედების შესახებ
ამჯერად ჩვენი საყვარელი პატრიარქის სიტყვებს გაგაცნოთ: საინტერესოა, რომ ძველებრაულად (ამ ენაზეა დაწერილი მათეს სახარება და ძველი აღთქმა) სიტყვა "მოწყალება" თანამედროვე გაგებასთან შედარებით გაცილებით ფართო მნიშვნელობას შეიცავს. იგი არ ნიშნავს გაჭირვებულის მხოლოდ შველას ანდა მძიმე მდგომარეობაში მყოფისათვის თანაგრძნობას. ის ასევე გულისხმობს სხვისი მდგომარეობის იმდენად ღრმად წვდომის უნარს, რომ შეგეძლოს მისი თვალებით დაინახო სამყარო, მისი გონებით გააანალიზო პრობლემები, განიცადო მისი განცდები... ეს კი სიბრალულზე მეტია. ეს არის არა მარტო თანაგრძნობა, არამედ საკუთარი თავის შეგნებული გაიგივება სხვა პიროვნებასთან იმდენად, რომ აღიქვამდე და გრძნობდე სამყაროს ისე, როგორც აღიქვამს მას ჭირში მყოფი. ეს არის ნიჭი სხვადყოფნისა. ღმერთმა მოგვმალდოს იგი. "იცხოვრე სხვისთვის, თუ გსურს ემსახურო შენს თავს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
mari90 |
Dec 10 2014, 10:06 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 85 რეგისტრ.: 19-June 14 წევრი № 13,743 |
G_saxva
ციტატა მგონი ტერმინების განმარტება უნდა წაიკითხო რა არის მაგალითად რწმენა. ამ სიტყვის არსს რომ გაიგებ მერე პატარა ლოგიკასაც დაახმარ და პასუხსაც მიიღებ. რწმენა არის როცა ფაქტის არსებობაში დარწმუნებული ხარ. მაგიტომაც გწამს. თუ ეჭვი გეპარება ფაქტის არსებობაში, ეგ რწმენა კი არა, იმედია იმისა, რომ იარსებებს. მოციქულებს არ სწამდათ რომ იესო ღმერთი იყო, მაგრამ იმედი ქონდათ, რომ ღმერთი იქნებოდა. როცა ფაქტში დარწმუნდნენ, მერე იწამეს. ისე რანაირად უნდა იწამო, თუ ფაქტის არსებობაში ეჭვი გეპარება? ეგაა იმედის ქონა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი