რა განსხვავებაა სულსა და სამშვინველს შორის? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა განსხვავებაა სულსა და სამშვინველს შორის? |
izo |
Sep 2 2007, 09:24 PM
პოსტი
#81
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 91 რეგისტრ.: 13-September 06 წევრი № 187 |
რა განსხვავებაა სულსა და სამშვინველს შორის? და სიკვდილის მერე სად მიდის სამშვინველი?
|
afxazi |
Dec 10 2014, 08:24 PM
პოსტი
#82
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
G_saxva
რაც შეეხება შენს კითხვას. როგორც ზემოთ იყო საუბარი, სული პირობითად (იმიტომ, რომ სული მარტივი არსებაა და არა შედგენილი) სამი ნაწილისაგან შედგება, გულისწყრობით, გულისთქმით (რაც სხეულის საშუალებით ვლინდება) და გონითი ნაწილებისაგან. ანუ ის პირველი ორია, რომელიც ცხოველურ სამშვინველთან ახლოს დგას, თუმცა განსხვაბე ისაა, რომ ადამიანში ეს ორი ნაწილი გონებით იმართება და თუ ისინი კეთილადაა წარმართული, ასე ვთქვათ, ამაღლებულ მდგომარეობაშა. ცხოველებზე კი ასე ვერ ვისაუბრებთ, რადგან მათ გონება არა აქვთ და მათი მოქმედება ინსტიქტების დონეზეა დაყვანილი. ამიტომ არ ვსაუბრობთ ცხოველის სიკვდილის შემდგომ არსებობაზე, ცხოველი სიკვდილის დროს ამთავრებს არსებობას. ადამიანური სული კი განაგრძობს არსებობას სიკვდილის შემდეგ და ცხადია, რომ მისგან რაღაც ნაწილი ვერ გამოიყოფა, თუმცა რა ფორმითაა გულისწყრომითი და გულისთქმითი ნაწილები (პირობითად) გამოვლენილი, ამაზე რთულია საუბარი, რადგან სხეული განშორებულია სულს, თუმცა ის კვლავ დაუბრუნდება მას. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 04:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი