სახარების განმარტება, სახარების მკითხველისთვის რთულად გასაგები ადგილების განმარტება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სახარების განმარტება, სახარების მკითხველისთვის რთულად გასაგები ადგილების განმარტება |
Geocraft |
May 4 2013, 12:17 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 3-May 13 წევრი № 13,127 |
ამართლებს თუ არა, მარკოზის სახარების მე-9 თავის 38, 39 და 40 ფრაზები პროტესტანტრბს?
შეუძლიათ მათ იქადაგონ სახარება თუ არა? მარკოზის სახარება თავი 9 38. მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ და ჩვენ კი არ მოგვდევს; და ავუკრძალეთ იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვყვება. 39. ხოლო იესომ თქვა: ნუ უკრძალავთ, რადგან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულს, აგრე იოლად ვერ იტყვის ჩემს ძვირს. 40. რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა. |
sanfol |
Dec 14 2014, 09:24 PM
პოსტი
#2
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მარკოზის სახარების განმარტება თავი მესამე (თ. 3, მ. 1-5) - See more at: http://www.orthodoxy.ge/tserili/teofilaqte...h.wQNLqkdx.dpuf მოვიდეს უკუე ძმანი მისნი და დედაჲ მისი და გარეშე დგეს და მოუვლინეს მას და გამოხადოდეს. და სხდა გარემო მისა ერი მრავალი; და ვითარცა ჰრქუეს მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარე დგანან და გეძიებენ შენ, მიუგო იესუ და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი ანუ ძმანი ჩემნი? და მიმოიხილა გარემო მისა მოწაფეთა თჳსთა მსხდომარეთა და ჰრქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი! რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ ღმრთისაჲ, ესე არს ძმაჲ ჩემი დაჲ ჩემი და დედაჲ ჩემი. ძმები უფლისა შორის გამომოვიდნენ მის შესაპყრობად, როგორც შეშლილისა და ეშმაკეულის. დედა კი, როგორც ჩანს, პატივის მიღების გრძნობის კარნახით, მოვიდა მოეწყვიტა სწავლებისაგან, რათა ამით ეჩვენებინა ხალხისთვის, რომ მას, ვისითაც ასე გაოცებულნი არიან, იგი თავისუფლად განაგებს და შეუძლია მოსწყვიტოს სწავლებას. მაგრამ უფალი პასუხობს: ჩემს დედას არავითარი სარგებელი არ ექნება. იყოს ჩემი დედა, თუკი იგი თავისში ყველა სათნოებას არ გააერთიანებს. ზუსტად ასევე, ნათესაობა უსარგებლო იქნება ჩემი ძმებისთვის, იმიტომ, რომ მხოლოდ ისინი არიან ჭეშმარიტი ახლობლები ქრისტესი, ვინც ღმრთის ნებას ასრულებს. ამრიგად, ამბობს რა ამას, ის უარს კი არ ამბობს დედაზე, არამედ უჩვენებს, რომ იგი ღირსი იქნება პატივისა არა მხოლოდ შობის გამო, არამედ ყველა სხვა კეთილის საქმისა გამო: თუკი მას ეს არ ექნებოდა, პატივის ნათესაობისა სხვები დაასწრებდნენ. - See more at: http://www.orthodoxy.ge/tserili/teofilaqte...h.wQNLqkdx.dpuf თავიდანვე არ იყო ღვთისმშობელი გაცნობიერებული ვინ იყო მისი შვილი? ან მისმა ძმებმა არ იცოდნენ ეეს? რატომ გაუჩნდათ ასეთი აზრები, რომ დაემორჩილებინათ იგი? -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2024 - 05:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი