ჯვრის გარედან დაკიდება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯვრის გარედან დაკიდება |
მნათე |
Dec 4 2008, 04:31 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მაინტერესებს რატომ არის ჯვრის გარედან დაკიდება მიუღებელი?
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
sopo... |
Dec 4 2008, 09:37 PM
პოსტი
#22
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 808 რეგისტრ.: 21-August 08 წევრი № 5,502 |
მიუღებელია ჩემი აზრით და რეიზა ..
ამის შესახებ არაფერი მახსენდება წმინდა წერილიდან კონკრეტულად ჯვარის ადგილმდებარეობაზე, მაგრამ ვიცით რომ ადამიანი თუ ლოცვას ისურვებო, ღმერთთან საუბარს განმარტოვდიო, გადარაზე კარები და ისეო. ანუ რისი თქმა მინდა ის ღვთის სადიდებელი ქმედებები, როგორიცაა უშუალოდ უფალთან ურთიერთობა ლოცვა, ჯვარი, სკვნილი, ეკლესია ეს მარტო ადამიანს და უფალს შორისაა და საზოგადოების ყურადღება უნდა ვეცადოთ არ მივიქციოთ. მითუმეტეს დღევანდელი საზოგადოება გამადიდებლით დადის და ჯვრის გარეთ დანახვით მის დიდ ნაწილს თუ ყველას არა გაუჩნდება აზრი, რომ ეს მხოლოდ საზოგადოებისთვის კეთდება და არა ღვთის სიყვარულით, ჩავარდება განკითხვაში. ხოოლო რაც შეეხება ისეთ ქმედებებს რომლებსაც ასევე ღვთის სადიდდებლად ვიქმთ, როგორიცაა ქრისტიანული ცხოვრების წესი, მარხვა, სულიერი ხორციელი თავშეკავება, რომელმაც შეიძლება საზოგადოებაში განკითხვაც გამოიწვიოს, დაცინვაც და სხვა უარესი, აქ უკვე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაფარვა საზოგადოებისგან, პირიქით უფლის ერთგულება საქმით და სიტყვით, იმიტომ რომ აქ უკვე ესაა "ვინც მე უარმყოფს ხალხის წინაშე ....." და შეიძლება ჯვარცმის დროს არ გვიცხოვრია, მაგრამ ცხოვრებაში ჩვენც დაგვისვამენ კითხვას შენც გნახეთ უფალთან, ნუუკუე მისი მოწაფე ხარო.. ხოოოდა დღეს ვუპასუხებთ რომ ვართ ჯვარცმული უფლის მოწაფეები, და ვასრულებთ ცისა და ქვეყნის შემოქმედის, ჩვენი მამის ნება-სურვილს... ასე ვფიქრობ მე |
sanfol |
Dec 17 2014, 08:39 PM
პოსტი
#23
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
საინტერესოა სად გადის ზღვარი დამალვასა და უარყოფას შორის? თუ მე ვმალავ საჯაროდ არ ვაჩენ ჯვარს, არ ვამბობ მარხვაზე ვარ თქო და თუ მკითხავენ და არ ვუპასუხებ ეს დამალვაა თუ უარყოფა? მე როგორც ცოდვილი ადამიანი თავად ვვარდები ხიბლში როცა ვიძახი კი ასეა მე მართლმადიდებელიც ვარ და მარხვაზეც ვარ და საკუთარ თავში ვახდენ ამ ხიბლის გაღრმავებას იმით რომ ვარწმუნებ ჩემ თავს ვსო საკმარისია შენ ხარ აღარაა მეტი არაფერი საჭირო, ყოველთვის ვერიდები ასეთ მკაფიოდ თავის გამოჩენას რომ ხიბლში არ ჩავვარდე მითუმეტეს თანამორწმუნეებთან კამათისას, მტერთან კიბატონო უნდა თქვა მემგონი ეს ადვილად უნდა გავარჩიოთ როდის რა გვეთქმის თქვენ რას ფიქრობთ?
-------------------- მშვიდობა თქვენდა
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:24 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი