IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საქართველოს ეკლესიის წმ.სინოდის განჩინებანი, მხოლოდ აქტები
A.V.M
პოსტი Jul 22 2012, 01:12 PM
პოსტი #1


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



"2012 წლის 5 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში შედგა წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II.

იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე:

1. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ მოკლედ მიმოიხილა დღევანდელი საერთო ვითარება, ის პრობლემები, რაც მცირე ერებს ემუქრებათ გლობალიზაციის პირობებში; ხაზი გაუსვა სკოლებში მომავალი თაობის სწორად აღზრდის მნიშვნელობასა და ამ პროცესში ეკლესიისა და ოჯახის ჩართვის აუცილებლობას, ახალგაზრდების დასაქმების საკითხს და მათთვის გარკვეული პროფესიული უნარ-ჩვევების სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში დაუფლების საჭიროებას;

2. წმინდა სინოდზე აღინიშნა, რომ ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა და მისი ეს ფუნქცია დღეს, - არჩევნების წინაპერიოდში, - განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს.

ამიტომაც კატეგორიულად მიუღებელია ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში. ეკლესია არის ნეიტრალური, საყოველთაო და მისი წევრია ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი.

3. წმინდა სინოდმა იმსჯელა ბაგრატის ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებითაც და განაჩინა: ეკლესია მომხრეა ბაგრატის ტაძრის პირვანდელი სახით აღდგენისა, მაგრამ, ვინაიდან დასავლეთ მკლავის რესტავრაციასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, აუცილებელია, აქ სამუშაოები გაგრძელდეს საქართველოს საპატრიარქოს, კულტურის სამინისტროსა და იუნესკოს წარმომადგენლებთან შეთანხმებული პროექტით.

4. განხილული იყო საკითხი ახალი ტიპის პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით. წმინდა სინოდი აცხადებს: სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია, მაგრამ, რადგანაც ეს საკითხი იწვევს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი, დაშვებულ იქნას ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები.

5. სხდომაზე ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) წარდგინებით, წმინდანად შეირაცხა საინგილოში მოღვაწე, რწმენისთვის თავდადებული მღვდელი, მიხეილ-მიქაელ ყულოშვილი (1842-1918 წ.წ.). მისი ხსენების დღედ დადგინდა 5 ივლისი.

6. წმინდა სინოდმა მოისმინა მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) მოხსენება საქართველოს ეკლესიის ისტორიის პრობლემატიკასთან დაკავშირებით და განაჩინა: ვინაიდან XIX საუკუნის მეორე ნახევარში და განსაკუთრებით, XX ს-ში, - კომუნისტების მმართველობის ხანაში, მიზანმიმართულად შეიცვალა და გაყალბდა შეხედულება საქართველოს ეკლესიის საზღვრების შესახებ, მკვიდრდებოდა რა აზრი, თითქოს დასავლეთ საქართველო IV-X საუკუნეებში, ანუ 600 წლის მანძილზე, არ იყო ქართული ეკლესიის იურისდიქციაში, ამასთან, თითქოს, ჩრდილო, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში ასევე არ შედიოდა ჩვენი ზოგიერთი ისტორიული რეგიონი, დაევალოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტს, გადადგას რეალური, დროული და ქმედითი ნაბიჯები ათეისტურ პერიოდში შემუშავებული იდეოლოგიის ნაცვლად საქართველოს ეკლესიის ნამდვილი ისტორიის წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის.

ხელი შეეწყოს მეუფე ანანიას (ჯაფარიძე) მიერ წარმოდგენილი მასალების დაბეჭდვას და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობილი იმ ჭეშმარიტი აზრის განმტკიცებას, რომ "წმინდა მოციქულმა ანდრიამ იქადაგა ყოველსა ქვეყანასა საქართველოისასა," ხოლო წმინდა ნინომ "განანათლა ყოველი სავსება ყოველთა ქართველთა ნათესავისა." (დიდი სჯულის კანონი, 1974, გვ.545-546) და რომ ამას მოწმობენ უცხოური წყაროებიც.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ აზრს სრულად იზიარებს ბატონი ივანე ჯავახიშვილი. იგი წერს: "ანდრია მოციქულიც და წმიდა ნინოც საერთო ქართული ეკლესიის დამაარსებლად და მთელი ერის განმანათლებლად იყვნენ ცნობილნი, საქართველოს სხვადასხვა ნაწილების ცალკე მქადაგებლების გამოძებნის სურვილიც არ ჰქონიათ, რადგან ისინი მთლიანი და განუყოფელი საქართველოს განმტკიცებისა და აღორძინებისათვის იღვწოდნენ." (ქართველი ერის ისტორია, ტ. III, გვ.47.)

7. წმინდა სინოდზე ითქვა, რომ დღეს აფხაზებიც და ოსებიც უკვე ხშირად გამოთქვამენ აზრს, რომ საქართველოსგან გამოყოფამ საფრთხე შეუქმნა მათ არსებობას. დადგა დრო აფხაზებმაც და ოსებმაც ნათლად გააცნობიერონ, რომ სწორედ ქართველებთან კავშირშია მათი თვითმყოფადობისა და გადარჩენის გარანტია, რისი დადასტურებაცაა ჩვენთან ამ ერების მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრება.

დაადგინეს: საქართველოს ეკლესიამ შესაძლებლობისამებრ გააკეთოს ყველაფერი, რათა ხელი შეუწყოს ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის ძველი ურთიერთობის აღდგენას." - ნათქვამია დადგენილებაში.
http://primetimenews.ge


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Dec 24 2014, 09:59 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
საპატრიარქომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. საქართველოს საპატრიარქოში სინოდის მორიგი სხდომა გუშინ გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე. მდივნად დაინიშნა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე).
წმინდა სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II და ისაუბრა იმ პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც დგას მთელი მსოფლიო და, განსაკუთრებით, ჩვენი ქვეყანა.
"დიდი ყურადღება მიექცა საქართველოში არსებულ სოციალურ პრობლემებს. მათ შორის: მწოლიარე, უპატრინოდ დარჩენილი ავადმყოფების, მოხუცების, შეზღუდული შესაძლებლობების პირების, მზრუნველობას მოკლებული ბავშვების მდგომარეობას.
აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა ეპარქიებში შეძლებისდაგვარად მიმდინარეობს, თუმცა გაცილებით მეტია გასაკეთებელი.
მოისმინეს ინფორმაცია მცხეთა-თბილისის ეპარქიაში განხორციელებული სოციალური დახმარებების შესახებ.
მოხსენება გააკეთეს მღვდელმთავრებმაც: 1. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ (მარგალიტაშვილი); 2. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე); 3. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი); 4. ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა); 5. სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა (აბულაძე);
სინდომა დაადგინა: შემდგომი საქმიანობის უკეთ წარმართვისათვის ყველა ეპარქიაში შეიქმნას საბჭო, რომელსაც უხელმძღვანელებს მოძღვარი და საერო პირებთან ერთად შეიმუშავებული იქნება ახალი სოციალური პროექტები.

II. წმინდა სინოდმა იმსჯელა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ.
ეს მხარეები ისტორიულად ყოველთვის იყო და არის საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში, რასაც აღიარებს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია და, მათ შორის, რუსეთის საპატრიარქოც, თუმცა დიდად სამწუხაროა, რომ დღემდე არ გვეძლევა საშუალება აქ სრულყოფილი მღვდელმსახურების განხორციელებისა, რაც არის ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა.
ითქვა, რომ: ა) აღნიშნული ტერიტორიები განუყოფელი ნაწილია ჩვენი ქვეყნისა და ღია ჭრილობები საქართველოსი, რომელთაც დროებით ვერ აკონტროლებს ჩვენი ხელისუფლება.
ბ) ფრიად სამწუხაროა და არაკანონიერი ამ რეგიონებთან მიმართებაში რუსეთის მიერ ბოლო დროს დადებული ე.წ. ხელშეკრულებები.
გ) იმედი გამოითქვა, რომ ღვთის მოწყალებით და საერთაშორისო საზოგადოების აზრის გათვალისწინებით გადაიდგმევა რეალური ნაბიჯები, რაც შესაძლებელს გახდის ასი ათასობით დევნილის მამა-პაპისეულ სახლებში დაბრუბებას და აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენას.
III. წმინდა სინოდზე აღინიშნა, რომ:
ა) არასწორად ხდება საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება სახელწიფოს მხრიდან საპატრიარქოსათვის გამოყოფილი თანხის შესახებ, რომელიც წარმოადგენს ეკლესიისთვის მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებას.
ბ) ეს თანხა, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებს რეალურ მოთხოვნილებებს, ხმარდება მომავალი თაობის სწავლა-განათლებას და სოციალურ პროექტებს;
შეიქმნა კომისია, რომელიც იმუშავებს საქართველოს საპატრიარქოს ბიუჯეტის იმ ნაწილზე, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის სახით გამოყოფილ თანხებს.
კომისიის შემადგენლობაში არიან: 1. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); 2. ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია); 3. ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია); 4. რუსთავის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი); 5. ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი (იაკობაშვილი);
IV. წმინდა სინოდმა განიხილა ტაძრებისა და საეკლესიო ქონების რეგისტრაციის საკითხი.
ამ თემაზე სამუშაოდ შეიქმნა კომისია შემდეგი შემადგენლობით: 1. მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი); 2. ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე); 3. ხონისა და სამტრედის მიტროპოლიტი საბა(გიგიბერია);
4. ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი (იაკობაშვილი); 5. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე);
V. მოსმენილ იქნა მსოფლიო პატრიარქის,

კონსტანტინოპოლისა და ახალი რომის მთავარეპისკოპოს ბართლომეოს I წერილი საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიების შესახებ.
საკითხის შესასწავლად შეიქმნა კომისია: 1.დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია); 2.ცურტაველი მიპროპოლიტი ვახტანგი (ახვლედიანი); 3.ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი);
4.ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე); 5.გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა); 6. დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული); 7.გერმანიისა და ავსტრიის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი); 8.ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითე (ბოგვერაძე); 9.ჩრდილო-ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი) .
მღვდელმთავრებს დაევალათ, საზღვარგარეთ არსებულ მათ ეპარქიებში გაეცნონ მომქმედ საერო კანონებსა და საეკლესიო პრაქტიკას და წარმოადგინონ ინფორმაცია.
VI. წმინდა სინოდმა მოისმინა გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) მოხსენება 2014წლის სექტემბერში შამბეზში გამართული მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა შეხვედრის შესახებ.
VII. დაიგეგმა, მომავალი წლის გაზაფხულზე თბილისში ჩატარდეს საერთაშორისო კონფერენცია თემაზე ,,ქრისტინები და მუსლიმები მშვიდობისათვის", -ნათქვამია წმინდა სინოდის სხდომის ოქმში.

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/119317-sa...amoaqveyna.html


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2024 - 12:53 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი