უბრალოდ მოლოცვები !, (არა საეკლესიო დღესასწაულები ) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უბრალოდ მოლოცვები !, (არა საეკლესიო დღესასწაულები ) |
A.V.M |
Oct 27 2013, 11:13 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ამ თემაში დავდებთ ხოლმე მილოცვებს , ოღონდ იუზერთა იუბილეებს და საეკლესიო დღესასწაულებს არა!
დღეს კი ყველას გილოცავთ ახალი პრეზიდენტის არჩევას ! გილოცავთ უპირველესად იმას , რომ მშვიდობიანად და არჩევნების გზით მოხდა ძალაუფლების შევცლა. ღმერთმა ნურასდროს განგვაცდევინოს რევოლუციისა და არეულობის გემო ! -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
sanfol |
Dec 31 2014, 07:22 PM
პოსტი
#2
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
A.V.M
დიახ კიდევ გეტყვით, ყოველი გაჭირვებული ადამიანი სულიერად თუ ხორციელად ღმერთის დაშვებითაა და მასზე პასუხისმგებლობა ჩვენ უნდა ავიღოთ თორე რა მარტივია ღმერთი ყველას დაეხმარებოდა მაშინ ღმერთის საქმე რა არის? რათა დაეხმაროს სხვას და საშუალება მოგვცეს დავეხმაროთ ჩვენც, გაჭირვებული რო არ იყოს ვის დაეხმარებოდი? საქმეებს როგორ მოაგროვებდი? ან ვის გაუზიარებდი შენ სიყვარულს ადამიანები რომ არ არსებობდნენ? და სახარებიდანაც დავამოწმებ ამას: სახარება იოანესაგან (9, 1-38) „ჰრქუა მათ იესუ: არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რაითა გამოცხადნეს საქმე ღმრთისაი მაგას ზედა“ (მუხლი 3). ცნობისთვის ჩემნაერში სულიერ სიმდიდრეს მოკლებული ადამიანი ვიგულისხმე „და ჩემდა ჯერ-არს საქმედ საქმესა მომავლინებელისა ჩემისასა, ვიდრე დღე არსღა; მოვალს ღამე, ოდეს ვერვის ხელ-ეწიფოს საქმედ. ვიდრემდე ვარ სოფელსა შინა, ნათელი ვარ სოფლისაი“ (მუხლები 4-5). მიუხედავად მრავალი საშიშროებისა, ეს ყოველთვის უნდა აღესრულებოდეს; რამეთუ იწურება მისი ვადა; მთავრდება მისი განცხადებული მსახურების დღე, ადამიანთა შორის მისი ყოფნისა და მადლმოსილი მოღვაწეობის დრო. ასევე ახლოვდება ღამე, როცა იგი აღარ განანათლებს მსოფლიოს თავისი მოსვლით; როცა შეწყდება საქმეებიც, ყოველ შემთხვევაში - მის ხელთაგან აღსრულებულნი. სიტყვებით „ოდეს ვერვის ხელ-ეწიფოს საქმედ“ - უფალი იყენებს მოარულ გამოთქმას, რომელიც ერთნაირად ესადაგება ზეციურ სასუფეველსაც და ქვეყნიურ სამყაროსაც: თუკი დღისით არ გააკეთა თავისი საქმე, ღამით ვერავინ შესძლებს მის გაკეთებას; და ასეთი ადამიანისათვის დგება დრო, როდესაც მას არ ძალუძს საქმის გაკეთება; და ამ კანონიდან უფალი არც საკუთარ თავს არ გამორიცხავს. შემდეგ, წინასწარმეტყველურად მიუთითებს რა თავის მომავალ მოწამეობრივ ღვაწლზე, იგი დასძენს: სანამ თქვენთან ვარ, მე ვარ ნათელი ქვეყნისაო (შდრ. იოანე 1,4). მაშ, სხვა რასაქმე შეიძლება ჩემთვის მახლობელი იყოს, თუ არა ადამიანის გულის თვალთა განათლება-აღხილვა? უმჯობეს სიმბოლოს სხვას რას ვნახავ ჩემი დიდი სულიერი ღვაწლის გამოსახატავად, თუ არ კაცობრიობის დაბნელებული გონების თვალთა ახელას?! - See more at: http://www.orthodoxy.ge/tserili/diachenko/...h.TfmPCSVR.dpuf -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 11:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი