საქართველოს რელიგიური სიახლენი, ფაქტი და კომენტარი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს რელიგიური სიახლენი, ფაქტი და კომენტარი |
A.V.M |
Aug 6 2014, 12:15 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს , ვერ ვნახე თემა , რომელშიც უშუალოდ , საქართველოს რელიგიურ ცხოვრებაზე იქნებოდა მსჯელობა . ამიტომ გადავწყვიტე , თავად გამეხსნა იგი . ვნახოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები .
"სახელმწიფოს მოვუწოდებ, ნუ გვეთამაშება! ღარიბაშვილი ვერ მოგვატყუებს. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ბათუმში მეჩეთს მაინც ავაშენებთ! " - ასეთ განცხადებას ავრცელებს "ქართველ მუსლიმთა კავშირის" თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე. ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხი კვლავ აქტიურ ფაზაში შევიდა. ამჯერად, ამის მიზეზი აჭარის ხელისუფლებასა და მუფთას შორის შემდგარი შეთანხმება გახდა, რომლის მიხედვითაც, ბათუმში ახალი მეჩეთი აღარ აშენდება და მხოლოდ არსებული ორთამეჯეს მეჩეთი გაფართოვდება. რაც შეეხება, ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს - ოშკსა და იშხანს, რომელთა რეაბილიტაციის სანაცვლოდ თურქული მხარე ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებას ითხოვდა, რესტავრაცია მათ ჩაუტარდებათ, მაგრამ ყოველგვარი ნაცვალგების გარეშე. (ნაცვალგების პრინციპი გულისხმობს, რომ თურქულ მხარეს ახალი მეჩეთის სანაცვლოდ ქართული ტაძრები უნდა აღედგინა). აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, მუსლიმ თემს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ აცნობა. მისივე განცხადებით, ამ საკითხით თავად პრემიერ-მინისტრია დაინტერესებული და პროცესსაც თავად გააკონტროლებს. ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან ქართველი მუსლიმები. "Mediacity" "ქართველ მუსლიმთა კავშირის" თავმჯდომარეს ტარიელ ნაკაიძეს ესაუბრა: - რატომ არის თქვენთვის მიუღებელი ორთამეჯეს გაფართოება? - ორთამეჯე არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის სახეცვლილება დაუშვებელია. მისი გაფართოებით დაიკარგება ის ერთიანი სივრცე, რაც მეჩეთისთვისა აუცილებელია. ორთამეჯეს გაფართოების გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მხრიდან არის მცდელობა გახანგრძლივდეს ბათუმში ახალი მეჩეთის არაშენების პროცესი. - აჭარაში მცხოვრები მუსლიმებისთვის ერთი მეჩეთი საკმარისი არ არის? - მეჩეთში ლოცვების დროს ტევა არ არის და ხშირად მლოცველებს შენობის გარეთაც უწევთ დგომა. ქალაქში კი ამ დროს 19-მდე ეკლესია შენდება და თანაც ყოველგვარი სამართლებრივი და არქიტექტურული საფუძველის გარეშე. ამიტომ, გვჭირდება თუ არა, ჩვენ ახალ მეჩეთს აუცილებლად ავაშენებთ! მართლმადიდებელს რატომ არავინ უსაზღვრავს რამდენი ეკლესია უნდა აშენდეს? - ხომ არ გავიწყდებათ, რომ საქართველოს სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა არის გამოცხადებული? - ეს არ არის სწორი დამოკიდებულება - საქართველო არის რესპუბლიკა, დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ყველა რელიგიას უნდა ჰქონდეს თავისუფლება. ავტონომია ტყუილად ხომ არ აქვს აჭარას?! საქართველო თუ მართლმადიდებლური ქვეყანაა, აჭარა მაშინ მუსლიმანური კუთხეა. - რას ამბობთ, ბატონო ტარიელ, საქართველოში პირველად სწორედ აჭარიდან შემოვიდა ქრისტიანობა? - კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ არის სწორი მიდგომა და ამ საკითხზე საუბარი ცოტა სხვა მიმართულებით წაგვიყვანს. ამიტომ, უმჯობესია, ამ დამოკიდებულებით საკითხს არავინ მიუდგეს, თორემ მე გამიფრთხილებიხართ - ამას სხვა პროცესები მოყვება და იმაზე გაცილებით რთული, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. - ხომ არ მოქმედებთ თურქულ მხარესთან შეთანხმებით? - რა თქმა უნდა არა. მე ვსაუბრობ მხოლოდ ქართველი მუსულმანების სახელით. არც ერთი მუსლიმი არ არსებობს ბათუმში, რომელიც ორთამეჯეს გაფართოებას იწონებდეს. - პრემიერის გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდა სრულიად საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე. ამაზე რას იტყვით? - მუფთი არ არის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს. ჯემალ პაქსაძე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება და იგი ვერ ისაუბრებს მორწმუნეების სახელით. - გადაწყვეტილება თურქულმა მხარემაც შეცვალა და ქართული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ მეჩეთის აშენებას აღარ ითხოვს? - ჩვენი მთავარი მოთხოვნა მეჩეთის აშენებაა და სულ არ გვაინტერესებს რა მოუვათ ქართულ ძეგლებს თურქეთში. სულ რომ დაინგრეს ოშკი და იშხანი, ეს ჩვენი საქმე არაა! არ გვაინტერესებს! ჩვენი ერთადერთი საზრუნავი ქართველ მუსლიმთა რელიგიური გრძნობებია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ ბათუმში ღირსეულად ლოცვის საშუალება მიეცეთ! ჰოდა, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ბათუმში მეჩეთს მაინც ავაშენებთ! სახელმწიფოს კი მოვუწოდებ, ნუ გვეთამაშება! ღარიბაშვილი ვერ მოგავტყუებს, თითქოს მეჩეთის გაფართოებით აღნიშნულ პრობლემას მოხსნის. ასე რომ, დაანებოს თამაშს თავი, http://mediacity.ge/sazogadoeba/127-%E1%83...%83%A0%E1%83%97 ეს ნახეთ რა : ,,სულ არ გვაინტერესებს რა მოუვათ ქართულ ძეგლებს თურქეთში. სულ რომ დაინგრეს ოშკი და იშხანი, ეს ჩვენი საქმე არაა! არ გვაინტერესებს!'' -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Dec 31 2014, 07:23 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
sanfol
რა ხდება იცი ? საქართველოში არსებულ თითქმის ყველა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელთან მქონია საუბარი , კამათი , პოლემიკა თუ.ა.შ. ზოგადად , რელიგიაზე საუბარი ეს ის საკითხია , რომელზეც ნებისმიერ დროს და ნებისმიერთან ვარ თანახმა ოღონდ 2 პირობით : 1-შეგნებული და ადექვატური უნდა იყოს . 2-არ უნდა იტყუებოდეს . თუკი გვეტყვი რომ არ ხარ მართლმადიდებელი , უბრალოდ გაქვს კითხვები ამ სარწმუნოებასთან დაკავშირებით დამიჯერე არცერთი დაგრჩება უპასუხოდ . ან მეორე - მე მართლმადიდებელი ვარ , უბრალოდ მცირეწლოვანი ვარ ჯერ და ბევრ რამეს ვერ ვხვდები და იქნებ დამეხმაროთო . დამიჯერე დაგეხმარებოდით . უბრალოდ , უხერხულ მდგომარეობაში გვაგდებ . მართლა შენს მოძღვარზე და აღსარება-ზიარებაზე ხომ არ დაგიწყებთ კითხვებს . გვეუბნები სრულ აბსურდს რომელი ლოგიკითაც (მხოლოდ უკანასკნელზე ვიტყვი) ადამიანი საერთოდ არ უნდა კვდებოდეს , რადგან თუკი ის შესთხოვს ღმერთს რომ არ მომკლაო , ღმერთი ვერ შეძლებს მის მოკვლას . ახლა მხოლოდ უკანასკნელზე. ძალიან კი მეზარება ციტირებების მოტანა ამ ტიპის საუბარში , მაგრამ ფორუმზე ნაწერს ბევრი ნახულობს და იმათთვის დავწერ : ,, რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.'' ( ებრაელთა 11 .40 ) ქრისტიანის ვალია მუდამ ემზადებოდეს გარდაცვალებისთვის და ლოცულობდეს რომ სცხონდეს . დანარჩენინუკვე ღმერთის საქმეა და ვერავინ გაბედავს მას შეეწინააღმდეგოს ან ხელი შეუშალოს . ქრისტიანისთვის მთავარია სულის ცხონება , მისთვის არ აქვს მნიშვნელობა გემის კატასტროფაზე მოკვდება , წირვის დროს თუ ბოსტნის თოხნისას . მთავარია ცხონდეს . ახლა მეორე : რას სთხოვდა მამაო ლოცვისას იცი ? დარწმუნებული ხარ რომ ცოცხლად გადამარჩინეო იმას ეუბნებოდა ? ერთი წინადადება მაინც იცი რა თქვა , ღმერთს რომ პრეტენზიებს უყენებ ? მოკლედ , არ მინდა ამ ახალ წელს რაღაც სისულელეებზე ვწერო და ველოდებით შენგან ნორმალურ , ზრასრული და მოაზროვნე ადამიანის მიერ დაწერილ კითხვებს რომ გიპასუხოთ . -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th May 2024 - 12:24 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი