IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> უცნაური შეკითხვა?
ქეთი =^~:~^=
პოსტი Feb 3 2015, 06:24 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 26
რეგისტრ.: 1-November 13
წევრი № 13,408



გამარჯობათ, მაინტერესებს წმინდანებს აქვთ თუ არა დაწერილი რაიმე სიზმრის შესახებ? უფრო კონკრეტულად სიზმრებზე რომელიც მეორდება. მართმადიდებლური ინტერესი მაქვს, რა ჩანაფიქრია ასეთი სიზმრებში.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
sanfol
პოსტი Feb 6 2015, 10:59 AM
პოსტი #2


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



ნაწყვეტი წიგნიდან: წმინდა გრიგოლ რომის პაპის ცხოვრება და მისი დიალოგები
წიგნი IV
თავი 48. რამდენნაირი სიზმარი არსებობს და თუ უნდა დავიჯეროთ ისინი
პეტრე: - შეიძლება იმის დაჯერება ანდა განხილვა, რაც ღამეულ ხილვებში წარმოგვიდგება?
გრიგოლი: - უნდა ვიცოდეთ, რომ ექვსი მიზეზით შემოდიან სულში სიზმრის სახენი. ზოგჯერ სიზმარი იწყება სტომაქის სისავსისგან, ზოგჯერ კი მისივე სიცარიელისგან, ხან ეშმაკის საცთურისგან, ხანაც ფიქრისა და ეშმაკის საცთურისგან ერთად, გამოცხადებისგან ან ფიქრისა და გამოცხადებისგან ერთად. პირველი და მეორე სახის სიზმრის შესახებ გამოცდილებით ვიცით, ხოლო დანარჩენი ოთხის მაგალითებს წმინდა წერილში ვნახულობთ. ხშირად სიზმარი ეშმაკის (დაფარული მტრის) საცთურისგან რომ არ ხდებოდეს, მაშინ ფრიად ბრძენი კაცი არ გვეტყოდა: "ნუცა იზმნით და ნუცა ძილითა იმისნით" (ლევიტელთა 19,26). ამ სიტყვებით ნათლად ჩანს, რომ უნდა მოვიძაგოთ სიზმრები, რომლებიც მასნობასთან არის შეერთებული. და კიდევ, სიზმრები ზოგჯერ ფიქრებისა და საცთურისგან რომ არ ხდებოდეს, არ იტყოდა დიდად ბრძენი: "მოიწიოს ჩვენება სიმრავლითა განსაცდელისაითა" (ეკლესიასტე 5,2). ზოგჯერ სიზმარი საიდუმლო გამოცხადებისგან რომ არ იბადებოდეს, მაშინ იოსები ძილში ვერ იხილავდა თავის განდიდებას ძმათა წინაშე (შესაქმ. 37) და არც ანგელოზი შთააგონებდა მარიამის დამწინდველს, წაეყვანა ყრმა (იესო) და ეგვიპტეში გაქცეულიყო (მათე 2); და კიდევ სიზმრები ზოგჯერ ფიქრისა და გამოცხადებისგან ერთად რომ არ ხდებოდეს, მაშინ წინასწარმეტყველი დანიელი, რომელიც ნაბუქოდონოსორის სიზმარს განიხილავდა, არ ჩათვლიდა, რომ ამის საფუძველი მისივე ფიქრში იყო: "გულისზრახვანი შენნი საწოლსა შენსა ზედა აღვიდეს, რაი ჯერ არს ქმნად ამათსა შემდგომად და გამოცხადებელმან საიდუმლოთამან მაუწყა მე, რომელთაი ჯერ არს ქმნაი" (დანიელი 2,29). ცოტა ქვემოთ: "შენ, მეფევ, ჰხედვედ და აჰა, ხატი ერთი დიდი და ხატი იგი, და შესახედავი მისი საშინელ მდგომარე წინაშე პირსა შენსა" (ეკლესიასტე 2,32). ამგვარად, როცა დანიელი კეთიმოკრძალებით განიხილავს სიზმარს, მის მნიშვნელობას და ხსნის, რომელი ფიქრისგან წარმოიშვა იგი, ეს ნათლად გვიჩვენებს, რომ სიზმრები ძალზე ხშირად ფიქრისა და გამოცხადებისგან ხდება. რაკი სიზმრები ასეთი სხვადასხვაგვარობით განირჩევა, აშკარაა, რომ მათი ნაკლებად უნდა გვჯეროდეს, მით უფრო, რომ ძნელია იმის შეტყობა, რომელი წყაროდან წარმოიშობა. თუმცა წმინდა კაცები საცდურსა და გამოცხადებებში ერთგვარი შინაგანი გრძნობით განასხვავებენ ხმასა და სახეს სიზმრისა; შეიტყობენ, რას აღიქვამენ კეთილი სულისგან და რას დაითმენენ ეშმაკის საცდურისაგან. თუ გონება არ იქნება ფრთხილი სიზმრების მიმართ, სულთა მაცთუნებლისგან ოცნებებში ჩავარდება: მას ჩვევად აქვს, მრავალი ჭეშმარიტება იწინასწარმეტყველოს, რომ მერე სული რაიმე სიცრუეში გახლართოს.


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th June 2024 - 05:57 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი