IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი
ნათია
პოსტი May 7 2007, 12:16 AM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



„ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად, სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი“

შეუძლებელია სუფთად ილოცო, თუკი შენი გონება შეზრდილია ამქვეყნიურ საზრუნავს, რადგან ლოცვა არის ყოველგვარ მიწიერ გულისთქმათა დატევება. შებორკილს არ ძალუძს რბენა, ასევეა ვნებით შეპყრობილი გონება, - იგი ვეღარ პოულობს ადგილს სულიერი ლოცვისათვის, ვნებითი გულისთქმები აღარ აყენებს ლოცვად.

თუკი ლოცვისას ფიქრობთ, რომ ცოდვების გამო გოდება საჭირო არ არის, - გააცნობიერეთ, რაოდენ შორს დგახართ უფალთან, მაშინ, როდესაც მოვალე ხართ მასთან იმყოფებოდეთ - ამის გააზრება გულთბილ ცრემლს გიბოძებთ.

ჭეშმარიტად ასეა: საკუთარი საზომის გაცნობიერება, საკუთარი სიგლახაკისა და უბადრუკობის განცდა, გულთბილი და ტკბილი ცრემლების წყაროდ გექცევა და წმიდა ესაიას მსგავსად თავის გაკიცხვას დაიწყებ: „...ვაი მე, დავიღუპე, რადგან თვალებმა კი მეუფე საბაოთ იხილეს!“ (ესაია 6,5). მაგრამ თუკი შენი ლოცვა არის ჭეშმარიტი და სულიერი, _ ამის მრავალ დასტურს მიიღებ; ანგელოზნი შეიკრიბებიან შენს გარშემო დანიელ წინასწარმეტყველის მსგავსად და განგანათლებენ იმ მიზეზთა შემეცნებით, თუ რა რატომ ხდება. იცოდე, რომ ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი. მაგრამ თუკი უდებებას მივეცემით და ბოროტ გულისთქმებს გავიზიარებთ, - ძალზე განვარისხებთ ანგელოზებს, რადგან მაშინ, როდესაც ისინი ჩვენთვის ამდენ სიკეთეს იქმან, _ ჩვენ საკუთარი თავისთვის არაფერს ვაკეთებთ და ამით უგულვებელვყოფთ უფლისადმი მსახურებას, ვტოვებთ უფალს და საკუთარ გულისთქმებში საუბარს ბოროტ სულებს ვუბამთ.

ილოცე მშვიდად და აუღელვებლად, იგალობე გონივრულად და კეთილგანწყობით - მაშინ ემსგავსები არწივის მართვეს, რომელიც ნელ-ნელა სიმაღლეებს იპყრობს.

ფსალმუნთა გალობა აცხრობს ვნებებს და ბორკავს ხორციელ თავშეუკავებლობას, ხოლო ლოცვა გონებას მისთვის ჩვეულ კეთილგონივრულ სიბრძნეს აზიარებს.

ლოცვა არის გონების ღირსებისთვის შესაფერისი ღვაწლი, უფრო ზუსტად კი - გონების ჭეშმარიტი გამოყენება.

ფსალმუნთა გალობა არის სიბრძნის მრავალსახეობის წარმოჩინება, ლოცვა კი - დასაბამი სულიერი ხედვისა.

სულიერი ხედვა ხელს უწყობს ლოცვას, იგი გონების აზროვნების ძალას ღვთაებრივი ხილვის ჭვრეტამდე აღამაღლებს.

თუკი უფლისგან ლოცვისა და ფსალმუნთა გალობის ნიჭი ჯერ კიდევ არ მიგიღიათ, - ითხოვეთ მუდმივად და აუცილებლად მოგეცემათ.

„...ჯერ არს მათდა მარადის ლოცვაი და რაითა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა“ (ლკ. 18,1). ნუ მოიწყენთ და ნუ მიეცემით უსასოობას იმის გამო, რომ ლოცვითი განწყობის მადლი არა გაქვთ, რადგან, თუ ითხოვთ, აუცილებლად მოგეცემათ. იგივე იგავში ნათქვამია: „დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხვენის, ამისთვის რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაითა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე... ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაი რჩეულთა მისთაი, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს.“ (ლკ. 18,5,7) ამიტომ შრომისმოყვარეობითა და მოთმინებით იდექით ლოცვად!

ნუ მოისურვებ, იმგვარად ააწყო შენი ცხოვრება, როგორც შენთვის საუკეთესოდ მოგეჩვენება, არამედ იყოს ისე, როგორც ღმერთი ინებებს. თუ ასე მოიქცევი, მადლიერი იქნები და უშფოთველ ლოცვას შეძლებ!

ვილოცოთ...


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
G_saxva
პოსტი Feb 19 2015, 03:16 PM
პოსტი #2


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



sanfol
ციტატა
მაგაზე შევთანხმდით მგონი, რომ როცა ერთად ვლოცულობთ სიყვარულს ვუზიარებთ ვერთიანდებით და ა.შ. მაგრამ როცა სხვადასხვა ადგილებში ვართ მაგ დროს? და თან გითხარი კიდევაც სხვა მრწამსის ხალხსაც აქვთ იგივე ლოცვები თქო და გამოდის სხვებთან ლოცულობ და ეს არ შეიძლება თქო და შენ პასუხი უნდა დაგებრუნებინა ბოლოს http://church.ge/index.php?s=&showtopic=16...ndpost&p=752734 და თუ არ ვლოცულობთ სხვადასხვა ადგილებში ერთად გამოდის აზრიც არ ქონია განსაზღვრულ ლოცვებს 6-ზე 9-ზე -12-ზე და ა.შ.

მოდი შევთანხმდეთ ერთ რამეზე. საერთო არაფერი აქვს წამართების ლოცვას ქრისტიანულ ლოცვასთან. აქვე განვმარტოთ მარტო სიტყვები ბუტბუტი ლოცვა არაა, ამიტომ თუ წარმართიიგივე რამეს წაიკითხავს, ეს იმას არ ნიშნავს რომ ის ქრსიტეტს ძე ღვთისას განდიდებს. ასე რომ თითქოს რაღაც უთანხმოებაში მოვდივართ და წარმათთან ლოცვის ცოდვაში ვვარდებით სისულელეა. სისულელეა იმიტომ რომ ქვეყნად 6 მილიარდამდე ადმაინია დღეში კი 24 საათი მათემატიკურად რომ დავითვალოთ წუთში 400 ათას ადმიანს უწევს ლოცვა ყველამ რო ცალცაკლე ილოცოს. აქედან 399 ათასი ადამინი უშჯულო და არამორწმუნე რომ იყო 1000 ადამინს მაინც მოუწევს დღის რომელიღაც მონაკვეთში ერთდ ლოცვა. მაშინ ყველა უშჯულოსთან ლოცვის ცოდვაში ვვარდებით. ალბათ ხვდები რამხელა სისულელეა ეს ყოველივე ამიტომ ამას მოვეშვათ. გადვიდეთ ახლა ცალკე ფიზიკურად მაგრამ ერთად სულიერად ლოცვის რაობაზე. როდესაც 20 კაცი შეიკრიბება დაინაწილებს კანონს და დღეში თითო თითოს წაიკIთხავს დღის განმავლობაში 1 ფსალმუნი სრულდება, ანუ 20 ადმიანი ერთად ლოცვის მადლშია მათთან უფალი სუფევს რადგან ღმერთი აერთიანებს მათ საქმეს - ლოცვას, რადგან ერთობლივ საქმეს უფლის სახელით არიან შეჭიდებული. ისიც ავღნიშნოთ უფლისთვის ადგილს, ანუ შენ ფიზიკურ ადგილმდებარეობას ნაკლები მნIშვნელობა აქვს, მთავარი მასთან საუბარი და ლოცვითი განწყობაა. თუ ხალხი სეიკრიბება ვილოცოთ უფალს ერთად მივმართოთ, მართალია ფიზიკურად სხვადასხვა ადგილის შეიძლებ ვიყო მაგრამ მთავარი ლოცვაა მითუმეტეს თუ უფალს ბევრი განვადიდებთ ის ჩვენთანიქნება . ერთად ლოცვას ზოგადი სახე მივცეთ განსაზღრული დროებიც დავაწესოთ რათა არ დაგვავიწყდეს და როგორც დილა საღამოს ლოცვა თავისი წესი ქოდნეს იმ განსხვავებით რომ 9 12 3 6 9 12 დღეში 7ჯერ ვილოცოთ, როგორ დავით მეფსალმუნე ბრძანებდა 7გზის დღესა შინა გაქებდი შენო.

იმედია ცოტა ნათლად მიანც გადმოვეცი ის რაც მინდოდა. კიდევ რაიმე ხომ არა გაურკვეველი?


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნათია   ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი   May 7 2007, 12:16 AM
milana   დიდი მადლობა ნათი...   Dec 20 2008, 11:37 PM
MR.NOE   ლოცვა არის გულის დ...   Dec 21 2008, 08:56 PM
სარდიონ   ამიტომაც არის სამ...   Jan 10 2009, 10:50 PM
MR.NOE   რა აღარ გახსოვს შე...   Jan 12 2009, 10:58 PM
lazare salome nino   დიდი მადლობა,უფალმ...   Dec 26 2008, 02:40 PM
mekaje   ძალიან მიყვარს ბუნ...   Jan 10 2009, 12:36 PM
marine   „ლოცვითი ღვაწლის მ...   Oct 21 2014, 11:24 AM
marine   “თუ ადამიანი ცუდად...   Nov 4 2014, 01:26 PM
marine   "წინასწარმეტყვე...   Nov 6 2014, 12:49 PM
marine   "ლოცვით, ღვთის სი...   Nov 6 2014, 02:47 PM
marine   "ტრაპეზის მზადებ...   Nov 14 2014, 10:04 PM
marine   "რასაც აკეთებთ, ი...   Nov 15 2014, 09:09 PM
marine   "საუბრის დროსაც, ...   Nov 18 2014, 07:02 PM
marine   ეს დალოცვა ძალიან ...   Dec 1 2014, 08:46 PM
marine   "მეგობრებო, მოდით...   Dec 11 2014, 06:18 PM
marine   "- ნუ შევდუგებით ლ...   Dec 11 2014, 09:59 PM
sanfol   ლოცვა ნებისმიერ ად...   Dec 12 2014, 12:58 PM
sanfol   RE: ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი   Dec 14 2014, 09:17 PM
marine   "მლოცველის თვალე...   Dec 18 2014, 10:35 PM
marine   "უნდა ილოცოთ ნამდ...   Dec 23 2014, 07:39 PM
sanfol   ძალიან გთხოვთ მიპა...   Jan 4 2015, 09:26 PM
marine   "ლოცვის მიზანი - ე...   Feb 2 2015, 08:02 PM
marine   "მეცნიერებმა ჩაა...   Feb 6 2015, 08:40 PM
marine   "ცხოვრების მთავა...   Feb 10 2015, 06:31 PM
marine   "როგორც წმინდა მა...   Feb 10 2015, 06:50 PM
sanfol   ვინმეს შეუძლია ამი...   Feb 12 2015, 10:35 AM
G_saxva   sanfol რამდენად სწორე...   Feb 12 2015, 10:51 AM
sanfol   G_saxva ღმერთს უნდა რომ ...   Feb 12 2015, 11:01 AM
G_saxva   sanfol არ ვიცი შენმა მე...   Feb 12 2015, 01:15 PM
sanfol   G_saxva საინტერესოა ეგ ...   Feb 12 2015, 01:24 PM
G_saxva   sanfol :D :D :D ეს მაგარი რა...   Feb 12 2015, 01:43 PM
sanfol   G_saxva ფსალმუნები კათ...   Feb 12 2015, 01:49 PM
G_saxva   sanfol არა მარტო მათ მუ...   Feb 12 2015, 01:56 PM
sanfol   G_saxva ბიბლიაც ადამია...   Feb 12 2015, 02:06 PM
G_saxva   sanfol ეპისტოლეები სა...   Feb 12 2015, 02:14 PM
sanfol   იესოს არ ეცალა უბრ...   Feb 12 2015, 02:35 PM
sanfol   G_saxva იმედია არ დაგავ...   Feb 13 2015, 08:53 PM
A.V.M   იმედია ამგვარ რაღ...   Feb 14 2015, 11:56 PM
sanfol   A.V.M კარგი   Feb 15 2015, 01:53 PM
marine   "მამა საბა [ახალი ...   Feb 15 2015, 08:05 PM
G_saxva   sanfol მოდი შევთანხმდ...   Feb 19 2015, 03:16 PM
sanfol   G_saxva კი მაქვს, კათოლ...   Feb 19 2015, 05:29 PM
G_saxva   არა იცი რა მომენტი...   Feb 20 2015, 10:12 AM
sanfol   G_saxva გასაგებია მადლ...   Feb 20 2015, 12:27 PM
marine   "ლოცვა ისე წარმოთ...   Feb 22 2015, 11:21 PM
marine   "ღმერთის შემეცნე...   Feb 23 2015, 08:32 PM
marine   "სუფრიდან ისე უნდ...   Mar 1 2015, 09:57 PM
marine   "წმინდა მამები ლო...   Mar 1 2015, 10:27 PM
marine   "განსაკუთრებული ...   Mar 1 2015, 11:02 PM
marine   "ყველაფერი ღვთის ...   Mar 4 2015, 07:59 PM
marine   "უფალს უნდა ვთხოვ...   Mar 5 2015, 08:52 PM
marine   "... ყველა ქრისტიან...   Mar 10 2015, 11:13 PM
betaneli giorgi   ''თუ გული ცარიელ...   Mar 11 2015, 10:06 PM
A.V.M   betaneli giorgi :thumbs: :thumbs:   Mar 14 2015, 01:32 AM
gigushka   knoV-I8vBMs   Mar 14 2015, 09:22 PM
marine   "ვერანაირი გარეგ...   Mar 16 2015, 05:28 PM
marine   "გონებრივ-გულისმ...   Mar 16 2015, 05:39 PM
marine   "ნუ შეწყვეტ ლოცვა...   Mar 18 2015, 09:59 PM
marine   "ადამიანს შეუძლი...   Mar 19 2015, 09:14 PM
marine   "კართა მიღმა რჩებ...   Mar 21 2015, 09:35 PM
marine   "ლოცვა დამღლელი შ...   Mar 21 2015, 10:10 PM
marine   "უნდა გვახსოვდეს,...   Mar 24 2015, 08:39 PM
marine   "სხეულმა იშრომოს ...   Mar 24 2015, 08:53 PM
marine   "ღმერთი, რომელმაც...   Mar 24 2015, 09:05 PM
marine   "განთიად წარდგე შ...   Mar 24 2015, 09:27 PM
marine   "უფალს ვთხოვოთ, დ...   Mar 29 2015, 09:17 PM
marine   "საუბრის დროსაც, ...   Mar 29 2015, 10:19 PM
marine   "დილის ლოცვა ადამ...   Mar 29 2015, 11:24 PM
marine   "როცა ღვთის მადლშ...   Mar 30 2015, 07:13 PM
marine   "მუდმივად ილოცე ყ...   Mar 30 2015, 07:35 PM
marine   "სამუშაოს ისე უნდ...   Mar 30 2015, 10:32 PM
marine   უეჭველად გულით უნდ...   Mar 31 2015, 10:48 PM
marine   "ადამიანმა თავი მ...   Apr 2 2015, 08:55 PM
marine   "ლოცვა არ სცილდებ...   Apr 8 2015, 03:10 PM
marine   "ნეტარი [წმ. სერაფ...   Apr 10 2015, 12:33 PM
marine   „მუდამ ილოცეთ კეთი...   Apr 10 2015, 12:47 PM
marine   “თუმცა არსებობს ზი...   Apr 12 2015, 02:12 PM
marine   "ლოცვა უფალთან ყო...   Apr 15 2015, 04:48 PM
marine   "ადამიანი ლოცვის ...   Apr 19 2015, 08:06 PM
marine   "კარგია ლოცვის დრ...   Apr 19 2015, 09:47 PM
marine   „ჩვენი ყოველი საქმ...   Apr 29 2015, 02:56 PM
marine   "მამა ექვთიმე ბერ...   May 12 2015, 03:45 PM
marine   "ლოცვა - ეს გონები...   May 12 2015, 04:32 PM
marine   "ღვთის სადიდებელ...   May 13 2015, 07:01 PM
marine   "ადამიანის ლოცვა ...   May 17 2015, 08:05 PM
marine   "თუკი ლოცვის სიტყ...   May 24 2015, 06:53 PM
marine   "ლოცვის დროს სასა...   May 24 2015, 08:18 PM
marine   "მუხლმოდრეკა ვედ...   May 25 2015, 07:15 PM
marine   "წმიდა იოანე ოქრო...   May 26 2015, 03:30 PM
marine   "სახლში სალოცავი ...   Jun 15 2015, 07:39 PM
marine   "დროს განუწყვეტლ...   Jun 17 2015, 11:17 AM
marine   "მომავალ ბერს, მა...   Jun 17 2015, 05:41 PM
marine   "ბაგეზე ლოცვით მდ...   Jun 17 2015, 09:16 PM
marine   "არ არის წამი, რომ ...   Jun 21 2015, 07:22 PM
marine   "...მოგვმადლე სარწ...   Jun 26 2015, 08:30 PM
marine   "დაუდუმებელი გალ...   Jul 8 2015, 09:52 PM
marine   "შინაგანი ლოცვა ს...   Jul 9 2015, 11:52 AM
marine   "ლოცვა არის შეხვე...   Jul 10 2015, 09:50 PM
marine   "ჩვენთვის, ადამია...   Jul 18 2015, 11:04 AM
16 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2024 - 03:32 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი