IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ნაწყვეტები წმინდა მამათა ცხოვრებიდან
იოანა
პოსტი Aug 18 2006, 12:45 AM
პოსტი #1


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



წმინდა მამები არა მარტო თავიანთი გამონათქვამებით, არამედ თავიანთი ცხოვრების წესით, თავიანთი საქციელით (ზოგჯერ უცნაურით smile.gif) გვმოძღვრავენ და გვასწავლიან. სწორედ ამიტომ, ურიგო არ იქნება კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და ერთმანეთს გავუზიაროთ ( მე ბევრი არ მაქვს წაკითხული წმინდა მამების ცხოვრებაზე (ეს ფაქტია და არა თავმდაბლობა და გამახარებთ თუ ბევრს დაპოსტავთsmile.gif)) წმინდა მამათა ცხოვრებიდან ის ნაწყვეტები თუ სასწაულები, რომლებიც განსაკუთრებულად გვიყვარს...

პირველი, ვისი ცხოვრებიდანაც მინდა ორი შემთხვევა დავწერო, არის ნექტარიოს პენტაპოლელი (სხვათაშორის რომელიღაც ფორუმელი, ნამდვილად არ მახსოვს რომელი, მოგვიწოდებდა მისი ცხოვრება წაგვეკითხა, ეს ფრიად სასიამოვნოა smile.gif) მისი საერო სახელი იყო ანასტასი...

პატარა ანასტასი თურმე ქაღალდის "სამღვდელო შესამოსელს შეიმოსავდა" და მეგობრებთან ერთად წირვას აყენებდა smile.gif

კონსტანტინოპოლში მყოფმა სიღარიბისაგან შეჭირვებულმა ანასტასმა შემდეგი წერილი "მისწერა" უფალს: "ქრისტე ჩემო, არც ფეხსაცმელი მაქვს, არც წინსაფარი, გთხოვ გამომიგზავნო, ხომ იცი როგორ მიყვარხარ". კონვერტზე შემდეგი მისამართი ეწერა: "უფალ იესო ქრისტეს ზეცაში"... smile.gif გზაზე ნაცნობი შეხვდა და წერილი მას გაატანა. მისამართს რომ დახედა, ცნობისმოყვარეობას ვერ გაუძლო, გახსნა და წაკითხვის შემდეგ ატირდა. პასუხი მისწერა, კონვერტში ფული ჩადო და ანასტასს გაუგზავნა... smile.gif


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
SainT_Sinner
პოსტი Apr 17 2007, 12:13 AM
პოსტი #2


Monk
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 28
რეგისტრ.: 16-April 07
წევრი № 1,667



საწოლზე მიჯაჭვული ჯანმრთელი ავადმყოფი
(ათეისტის მოქცევა წმიდა სერგი რადონეჟელის მიერ)
... რამდენი, სრულიად სხვადასხვა ადამიანი მოდის ყოველდღე ღირს მამასთან სერგი რადონეჟელთან წმიდა სამების ტაძარში! ვინ თავისი მწუხარებით, ვინ სნეულებით, ვინ სიხარულით თუ მადლიერებით - ქვეყნის ყველა კუთხიდან ჩამოდიან აქ ადამიანები.

ერთხელაც მრავალრიცხოვან მომლოცველებთან ერთად მაღალი, წარმოსადეგი კაცი მოვიდა, შუა ხნისა... იგი ღირსი მამის წმიდა ნაწილებთან - ლუსკუმასთან იდგა და არ იძვროდა, თავი ჩაეღუნა და უჩუმრად ტიროდა, არავის აქცევდა ყურადღებას.

ტაძრის დაკეტვამდე მცირე ხნით ადრე იგი მორიგე ბერთან მივიდა და სთხოვა, ტაძრის წინამძღვარ ნიკოლოზთან მსურს შეხვედრაო.

და აი, რა მოუთხრო ამ კაცმა წინამძღვარს;

ევგენი, - ასე ერქვა მას - პირველად ორ წელზე ცოტა ხნის წინ მოხვდა ლავრაში. იგი კადრის ოფიცერი იყო, პოდპოლკოვნიკი, და რამდენიმე თანამოსამსახურესთან ერთად ჩამოსულიყო ამ ქალაქში სამსახურებრივ საქმეებზე. საღამოთი ლავრაში გასეირნება და აქაურ ღირსშესანიშნაობათა დათვალიერება გადაწყვიტეს...

ტაძარში წინამძღვარმა წმიდა სერგი რადონეჟელზე მოუთხრო მათ, განსაკუთრებით კი იმ მრავალრიცხოვან სასწაულებრივ კურნებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ღირსი მამის წმიდა ნაწილებთან აღესრულებოდა. ევგენი და მისი თანამოსამსახურენი ათესიტები იყვნენ და მათ, რა თქმა უნდა, არ სჯეროდათ წინამძღვრის მონათხრობისა. „დიახ, ეს ყოველივე ძალზე ლამაზია, მაგრამ ამას ხომ არანაირი კავშირი არა აქვს ჩვენს დღევანდელ ცხოვრებასთან! როგორ შეიძლება მხოლდ ამით ცხოვრობდეს ადამიანი?!“ - დაახლოებით ასე ფიქრობდნენ ისინი...

როცა ტაძრიდან გამოდიოდნენ, ევგენი ანაზდად უკან გაბრუნდა, ლუსკუმას მიუახლოვდა, სადაც ღირსი მამის სერგი რადონეჟელის წმიდა ნაწილები ესვენა, და თავისთვის მოულოდნელად, გონებით ასე მიმართა წმიდანს: „წმიდაო სერგი, თუკი შენ მართლაც არსებობ, თუკი შენ გესმის ახლა ჩემი, ისე მოაწყვე, რომ მე ორიოდ წელი დავსნეულდე! აი, ამბობენ, რომ აქ ძალზე ბევრნი სასწაულებრივად განიკურნებიან, მე კი მინდა ავად გავხდე, ლოგინად ჩავვარდე!“

ათეისტი ევგენი ძალზე ჯანმრთელი და ძლიერი სხეულის პატრონი იყო.

სამსახურის ადგილას დაბრუნებულ ევგენის მალე სულ მიავიწყდა ეს ამბავი. ან კი რა უნდა გაგეხსენებინა? განა ცოტა უნახავს მუზეუმები თუ ღირსშესანიშნაობანი!

რამდენიმე დღის შემდეგ იგი გაცივდა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ფეხზე იტანდა ავადმყოფობას - სურდოს გარდა არანაირი სნეულება არასდროს არ მიჰკარებია მის სხეულს. ახლა კი დღითი დღე სულ უფრო ცუდად ხდებოდა... ერთი კვირის შემდეგ კაბინეტში იატაკზე დაგდებული ნახეს, გონწასული.

გონს რომ მოვიდა, თეთრი ჭერი დაინახა, შემდეგ მეუღლის შეშინებული თვალები. „რა ხდება?“ - მხოლოდ ეს გაიფიქრა.

რამდენი დღე იყო ასე, - არ ახსოვს... ყველაზე საკვირველი ის იყო, რომ ევგენი არ გრძნობდა ისეთ სასოწარკვეთას, როგორითაც მისი ცოლი იყო შეპყრობილი... როგორც შეეძლო ანუგეშებდა მეუღლეს, თან კი ფიქრობდა: „უნდა ვიბრძოლო... შეუძლებელია ეს დასასრული იყოს... რა უაზრობაა... მაგრად უნდა დავდგე!“ და, რა თქმა უნდა, სულ არ გახსენებია ის თხოვნა, რომლითაც ასე ქედმაღლურად მიმართა წმიდა სერგის.

ავადმყოფობის გამო იგი თადარიგში დაითხოვეს. წელიწადნახევარი იმკურნალა სხვადასხვა ჰოსპიტალებში, რაღა არ სცადა, მაგრამ მისი მდგომარეობა არ იცვლებოდა. იგი ლოგინად იყო ჩავარდნილი, მხოლოდ წიგნის კითხვა შეეძლო საწოლში ნახევრად წამომჯდარს და ხელების მოძრაობა. ზოგჯერ ამ ხელებს თავის სხეულს ჩააყოლებდა, უძრავად და უმწეოდ მდებარეს, და გაოცებული ფიქრობდა: „რა არის ეს?!“

ერთხელაც გაზაფხულის ადრეულ კვირა დილით ეგვენის რატომღაც კარგ ხასიათზე გაეღვიძა. თვითონაც ვერ აეხსნა, რატომ იყო ასე გახარებული, ბედნიერი. „ჭკუაზე ხომ რა გადავედიო?!“ - გაიფიქრა. გარშემო სიჩუმე სუფევდა, ფარდის ღრიჭოში მზის სხივი ჭიატობდა.

შემოვიდა მისი ცოლი. „იცი, - უჩურჩულა მან - მოდი ეკლესიაში წავალ. მეზობლის ქალმა მითხრა - დღეს აღდგომაა. ამდენი ხანია ავად ხარ, მე კი ერთხელაც არ ვყოფილვარ ეკლესიაში!“

ეგვენიმ გულგრილად უთხრა: წადი, თუკი გსურსო. წეღანდელი სიხარულის გრძნობა ახლა ამოუხსნელ სევდას შეეცვალა. მან უკვე სრულიად ცხადად შეიგრძნო, რომ აღარაფრის იმედი არ უნდა ჰქონოდა, რომ ვეღარსდროს ვერ ადგებოდა, ვერასდროს! და ევგენის სიკვდილი მოუნდა.

მეუღლე ახალი, უჩვეულო შთაბეჭდილებით დაბრუნდა ეკლესიიდან. თუკი ადრე ევგენი ამშვიდებდა მას, ახლა თვითონ იყო სანუგეშო, სასოწარკვეთილი. ცოლი სულ ლაპარაკობდა - ერთიანად გაცისკროვნებული და ფრთებშესხმული რაღაც ახალი იმედებით. ევგენის მისი ხელი ეკავა და ფიქრობდა: „აჰა, დამთავრდა ყველაფერი!“

წიგნების კითხვასაც გაანება თავი. რაც ევგენის ცოლმა ეკლესიაში დაიწყო სიარული, წიგნებიც შეიცვალა საწოლის გვერდით მდგარ მაგიდაზე. უწინდელი სამკურნალო, აღმოსავლური ვარჯიშების ამსახველი წიგნების ნაცვლად ახლა გაჩნდა სახარება, საეკლესიო კალენდრები, წმინდანთა ცხოვრებანი. მაგრამ ევგენის ხელშიც არ აუღია ეს წიგნები, რომელთა გარეკანზეც ჯვრები იყო გამოსახული. ჯვარი ხომ სიკვდილს, სასაფლაოს აგონებდა. სიკვდილის მერე რა იქნება? არც არაფერი! ცოლი სულ რაღაც ახალს უყვებოდა, სულ აღტაცებული იყო, მის საუბარში, აქამდე უჩვეულო სიტყვები გაჩნდა: „მამაო“, „პარაკლისი“, „ღამისთევის ლოცვა“... ევგენი კი უყურადღებოდ უსმენდა, შეჰყურებდა ამ საყვარელ, გატანჯულ სახეს და ფიქრობდა: „აჰა, ყველაფერი დამთავრდა!“

შაბათს საღამოთი ცოლი ეკლესიაში წავიდა. ევგენი მარტო დარჩა. იგი მაინც ძალზე მხნე, ვაჟკაცი ადამიანი იყო - არ გაბოროტებულა, არ გაღიზიანებულა ცოლის სიხარულის მიზეზით, არ ეჭვიანობდა მისი ახალი, მოულოდნელი გატაცებით - ეკლესიის გამო. ძალზე უყვარდა მეუღლე. იწვა ცარიელ ბინაში, დათრგუნული იყო თავისი მძიმე სასწარკვეთით და ატირდა. ახლა ის ხშირად ტიროდა ხოლმე, მარტოდ დაჩენის ჟამს... როცა ცოტაოდენად დამშვიდდა, მაგიდიდან წიგნი აიღო და გადაშალა. ეს იყო „ცხოვრება ღირსი მამის სერგი რადონეჟელისა, საკვირველმოქმედისა“. აი, სურათებიც: ძველი კედლები, გუმბათები, ლუსკუმა წმიდა ნაწილებით. სერგი, სერგი... „ჰო, მე ხომ ვყოფილვარ იქ!“ - გაიფიქრა ევგენიმ.

ანაზდად ხმა შემოესმა:

- ეგვენი!

ეს ალბათ ცოლს დარჩა კარი ღია და ვიღაც შემოვიდაო, - გაიფიქრა ევგენიმ.

- ევგენი, წამოდექი - შენ ჯანმრთელი ხარ!

საწოლის გვერდით უცნობი მამაკაცი იდგა, ხნიერი, თეთრწვერა, გრძელ, შავ შესამოსელში.

- წამოდექი, ევგენი!

იგი პირდაპირ თვალებში უყურებდა ევგენის და მანაც იგრძნო, თუ როგორ აღივსო მთელი მისი არსება ახალი ძალით. წამოდგა.

- ევგენი! - კვლავაც მიმართა მას ალერსიანმა ხმამ, - დღეს ზუსტად ორი წელი შესრულდა! გახსოვს?

მოხუცი უხმაუროდ მოძრაობდა. ახლა ის უკვე ოთახის ბოლოში იყო.

- ახლა შენ სრულიად ჯანმრთელი ხარ, ღმერთს ჰმადლობდე! - ეს იყო უკანასკნელი სიტყვები, რომლებიც ევგენიმ გაიგონა. იგი შემოსასვლელისკენ გაქანდა. კარები გარედან ჩაეკეტა მეუღლეს...

როცა ცოლი დაბრუნდა, ევგენი მუხლებზე დამხობილი დაინახა, მის წინ კი გადაშლილი წიგნი იდო. იფიქრა, საწოლიდან გადმოვარდაო, მივარდა, თვალებში ჩახედა და ძლივსღა იცნო - ევგენი ნათელი, არაამქვეყნიური თვალებით შემოსცქეროდა. მერე წამოდგა, გაიმართა, მოეხვია ცოლს და კვლავ მუხლებზე დაემხო მასთან ერთად გადაშლილი წიგნის წინაშე, საიდანაც მათ ღირსი მამა სერგი რადონეჟელი შემოსცქეროდა, საკვირველმოქმედი, დიდი კანდელი რუსეთის მიწა-წყლისა.

„ღირსო მამაო ჩვენო სერგი, ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის!“ - სიხარულით და თრთოლვით ჩურჩულებდნენ ისინი.

აი, ასე სასწაულებრივად მოაქცია უფალმა ჭეშმარიტ სარწმუნოებად ათეისტი ევგენი და მისი მეუღლე...

„მართლმადიდებლური სასწაულები XX საუკუნეში“, კრებული I, თბილისი, 1996 წ.



--------------------
IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
IOANA   ნაწყვეტები წმინდა მამათა ცხოვრებიდან   Aug 18 2006, 12:45 AM
IOANA   ამ თემის გახსნას ა...   Aug 18 2006, 12:33 PM
IOANA   ერთხელ წმინდა ეკატ...   Aug 18 2006, 12:49 PM
IOANA   ნაწყვეტი წმინდა გე...   Aug 18 2006, 01:55 PM
leqso   ნაწყვეტი წმინდა გ...   Aug 19 2006, 01:24 PM
nina_777   ნაწყვეტი წმინდა გ...   Apr 21 2007, 09:46 PM
qetevani22   ნაწყვეტი წმინდა გ...   Mar 19 2008, 11:58 PM
glaxa   მეც შეცდომით სხვა ...   Aug 18 2006, 03:04 PM
IOANA   მეც შეცდომით სხვა ...   Aug 18 2006, 03:33 PM
IOANA   მოიცა, მოიცა, ახლა ვ...   Aug 18 2006, 04:30 PM
mnate   ეტყობა გადმოიტან...   Aug 18 2006, 08:27 PM
IOANA   მონაზონი ინა: "მა...   Aug 21 2006, 05:19 PM
ABDALA   ხალხნო მამა პაისი ...   Oct 2 2006, 03:44 PM
Solomonia   იმის შესახებ, რომ მ...   Oct 2 2006, 06:02 PM
mr_morrison   მე აქ დავბეჭდავ ხო...   Oct 4 2006, 10:54 AM
მარიამი   სამი ნაწილია ქართ...   Oct 4 2006, 12:56 PM
mr_morrison   სამი ნაწილია ქართ...   Oct 4 2006, 04:44 PM
მარიამი   ეგ არ ვიცოდი, ეგეც ...   Oct 4 2006, 05:16 PM
Solomonia   მოწყალე მღვდლის შე...   Oct 14 2006, 08:50 PM
Solomonia   მშრომელი და მოწყალ...   Oct 19 2006, 02:09 PM
mr_morrison   წიგნი წინ არ მიდევ...   Oct 20 2006, 10:45 PM
Solomonia   წიგნი წინ არ მიდევ...   Oct 21 2006, 07:57 PM
.:თამარი:.   ერთხელ წმიდა ანტონ...   Nov 25 2006, 12:06 AM
მარიამი   ებრაულ ფოლკლორში ა...   Feb 1 2007, 12:14 AM
.:თამარი:.   მარიამი :wub: :wub: :wub:   Feb 2 2007, 05:27 PM
grdzelo   gmerti iyos sruliad saqartvelos mparveli   Feb 3 2007, 09:15 PM
.:თამარი:.   ორი სულიერი ძმა მო...   Feb 4 2007, 12:35 AM
marine   ერთხელ ამბა ანტონი...   Feb 7 2007, 04:35 PM
.:თამარი:.   მარტვირი ქრისტესმ...   Feb 7 2007, 11:55 PM
marine   ერთხელ პახუმი დიდს...   Feb 15 2007, 03:32 PM
.:თამარი:.   მშვიდობისმყოფელი ...   Feb 18 2007, 10:10 PM
SainT_Sinner   საწოლზე მიჯაჭვული ...   Apr 17 2007, 12:13 AM
ალექსანდრე   ძალიან მიყვარს წმი...   Apr 17 2007, 03:37 AM
SainT_Sinner   ალექსანდრე გაიხარ...   Apr 22 2007, 02:25 AM
marine   სქემარქიმანდრიტი ...   Apr 27 2007, 01:26 PM
თამარი   დღეს არის ღირსი არ...   May 21 2007, 12:38 PM
მარიამი   ერთ ქალაქში ცხოვრო...   May 30 2007, 11:33 PM
თამარი   ღირსი ანუბი აღმსარ...   Jun 18 2007, 12:55 PM
staywhite   http://www.youtube.com/watch?v=VBio-3uwacE წ...   Jun 7 2008, 01:11 AM
staywhite   ღირსი მამა იუსტინე...   Jun 8 2008, 11:34 AM
orthodox-georgia   წმინდა ახალმოწამე ...   Jun 8 2008, 02:54 PM
marine   "ღირსი იოანე ზედა...   Jul 17 2008, 10:38 AM
marine   "საინტერესოა, რომ...   Jan 4 2018, 10:52 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th June 2024 - 12:05 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი