დედა, ვიდრე დედა გყავს, შენხარ ძლიერი... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დედა, ვიდრე დედა გყავს, შენხარ ძლიერი... |
q-e-T-i |
Mar 2 2008, 09:29 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 30-August 07 წევრი № 2,659 |
დედაშვილური სიყვარულის არსი...
საგალობელი დედებს დიდება დედას, ვინც გვაწოვებს სიმართლის ძუძუს, ვისი მხრებითაც ბევრჯერ ლელო გატანილია, ვინც უსახელოდ დაბადებულს თითო ბავშვს უძლურს სამშობლოს უზრდის რუსთაველად, ვაჟად, ილიად! მე ვლოცავ იმ ქალს, ვინც არ იცის, რა არის შიში, ვისი თვალებით გვიქარწყლდება ეჭვი ყოველი, ვინც სალოცავად საქართველო უბოძა პირმშოს, მარჯვენა მისცა აღემართა სვეტიცხოველი! დიდება დედებს, ვინც ცრემლებით მიწა აავსო, ძუძუ აწოვა მკლავდაკუნთულ სამას არაგველს, მადლობას ვუხდი დიდ წინაპრებს, შვილი სამასი სამშობლო მიწის ჭრილობებს რომ წამლად დაადეს. მადლი იმ დედებს, უკვდავება ვინც გაინაღდა, ვისი სახელიც ხალხის გულში ჩუმად სანთელობს, დიდება იმ ქალს, ვინც რწმენისთვის დაწვეს ჩირაღდნად, ვისაც საფლავში დღესაც სცივა უსაქართველოდ. მე ვლოცავ დედებს, ვინც ელოდნენ დილას ხვალინდელს, ვინც შვილის საფლავს უცხო მიწის გზებზე ეძებდნენ, ჩუმად იცრემლეს, ამ ქვეყნიდან ჩუმად წავიდნენ, ფარაჯიანის სურათები დარჩათ კედლებზე! დაიზრდებიან კვლავაც ალგეთს ლომის ბოკვრები, და თუ მოგვიხმობს საქართველოს მიწა ბებერი, სამშობლო მიწის დასახსნელად ისე მოვკვდებით, ქართველი დედის სიამაყეს როგორც შეჰფერის! მედეა კახძე აკაკი წერეთელი-დედის სიმღერა ცხრა თვეს მუცლით დატარებდი, "ვაით"გშობე,"უით"გზარდე, და რად გიკვირს ყოველ ქალზედ უფრო დედას რომ უყვარდე? ქალი მამას ქმარში გაცვლის, ცოლი ქვრივი სხვას წაჰყვება; მაგრამ დედას შვილის ტრფობა სამარეში თან ჩაჰყვება! ახლოს გული მისთვის უძგერს, შორს მყოფს ფიქრით თავს ევლება: უფიქრელად თავს შესწირავს,- დედა თვის შვილს ენაცვლება!.. მაგრამ შვილი ხშირად დედას გასცვის ხოლმე სიყვარულში!.. არ იცის,რომ მოტყუებულს სხვისი სატრფო რჩება ხელში!.. მაგრამ ნება ბუნებისა ეს არის და ასე იყოს: დედამ უნდა შვილისათვის თავის-თავი დაივიწყოს!.. რა მოგშორდი,შვილო,შემდეგ შავი ფიქრი გულს მიბურავს... ვაჰ,თუ გშია!ან გწყურია! ან გცივა და არა გხურავს! ეგებ გდიხარ ბრძოლის ველზედ, გულს გასვია მტრის ისარი და,რომ წყლული შეგიხვიოს, დედა -შენი არსად არი!.. ვაი, თუ შენს ლამაზ თვალებს ყვავი ჰკორტნის და ყორანი, და უნაგირთ უპატრონოდ დაგხვიხვინებს თავს მერანი!.. ვაჰ,თუ შენსა ხუჭუჭ თმასა ჩიტი ბუდეს შიგ უფენდეს? მაშინ დედა_შენიც ჩიტად გადაიქცეს,შენსკენ ჰფრენდეს!.. -------------------- I will sooth you if you fall
I'll be right there if you call You're my greatest love of all ________________________________________________________________ _______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________ ________________________________________________________________ __თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__ |
marine |
Mar 1 2015, 03:03 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ეს ლექსი დედის ლოცვაა მუცლადმყოფი ჩვილისთვის
იზრდები ჩემში და ჩემით ცოცხლობ, შენი ხელები,თვალთა ფერები და გეფერები, სულ გეფერები... რომ გაიზარდო მიწიდან ცამდე, წვიმიდან ზღვამდე,რომ ილაჟვარდო. გაცრეცილ მაჯას გარედან გახებ და ფეთქავს გული, ჩემი თუ შენი?...ჯერაც რამ გაგვყო, ჩემო ნანატრო. და შენც მეხები,ალბათ ფეხებით... მოდი კეთილად და როცა მოხვალ ამ მზისქვეშეთში,თვალთა ფერებით,მე მიგრძნობ მხოლოდ, შენი კანის სუნს პირველს შევიგრძნობ. მამაო ჩვენოს,ლოცვით მოვლენილს მოგეფერები, თვალთა ფერებით, ჩემი ხელებით... სანამ ინებებ და დამიძახებ, სეტყვა რომც იყოს,ქარი რომც იყოს- - იმშვიდე ჩემში,ღრუბლებზე,მზეში, არ შეგეშინდეს,ნაპირს ვიქნები.. აკვანს დაგირწევ,სითბოში,მზეში... შეგირჩევ სიზმრებს,სახელს და ფიქრებს, სულ საამაყოს,ჩემო ნანატრო... ნანი ნანატრო... შენი გულისთვის,შენი სულისთვის ღამე რომც იყოს,ქარი რომც იყოს, ხელის ცეცებით,სველი ფეხებით ცის იქეთ წავალ და ვნახავ უფალს... ეკალ-ბარდებზე,ცეცხლზე,ასფალტზე შენთვის ვივლი და შენთვის ვილოცებ... ცრემლთა დამალვით,ხმათა ცახცახით მამაო ჩვენოს ვიტყვი ათასჯერ- რომ არ დაეცე და არ ატირდე, რომ არ შეგცივდეს და არ გაცივდე, რომ არ მოგშივდეს და არ დაკნინდე, რომ არ მოტყუვდე და არ გაწბილდე... ჩემო ნანატრო, დედის ალმასო, სანამ ინებებ და დამიძახებ, იმშვიდე ჩემში,სითბოში,მზეში და როცა მოხვალ,მოდი კეთილად, რომ მერე ზღვებზე გაილაჟვარდო. /დიკა სალაყაია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი