ღვინის ისტორია და კულტურა, ქართული და უცხოური ღვინის ნაწარმი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვინის ისტორია და კულტურა, ქართული და უცხოური ღვინის ნაწარმი |
sable |
Oct 9 2009, 01:53 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
ეს თემა ეხება ღვინის კულტურასა და მის ისტორიას!
თუ საიდან წარმოიშვა! როდის წარმოიშვა! როგორი გავრცელება ჰპოვა! რა ადგილი უკავია სხვადასხვა კულტურაში! ღვინო და ღვინის კულტურა საქართველოში! ღვინო და ღვინის კულტურა საქართველოს გარეთ! აბა იქტიურეთ იმათმა ვისაც ღვინო მოსწონს, ღვინის დალევა არ არის მარტო საქმე ღვინო უნდა იცოდე კიდეც, ყველა ასპექტში მითუმეტეს ქართველმა კაცმა! აბა კიდევ ერთხელ, ველი ცოდნის გაზიარებას მე ნალ-ნელა დავდებ მასალებს იმ თემების შესახებ რაც ზემოთ დავწერე. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
marine |
Mar 7 2015, 03:27 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვაზის სხვლა
ვაზის სხვლის ვადები - ვაზის სხვლა შეიძლება დაიწყოს შემოდგომაზე, ფოთოლცვენის შემდეგ. სხვლის წარმოება შეიძლება მთელი ზამთრის განმავლობაში და გაზაფხულზე - კვირტების გაშლამდე. სხვლა არ უნდა წარმოებდეს ძლიერ ყინვიან დღეებში, რადგან რქები მყიფეა და ადვილად ტყდება, ხოლო გადაჭრის ადგილი მეტად მგრძნობიარეა ყინვისადმი. მსხვილ სამრეწველო ვენახებში სხვლა მთელი ზამთრის განმავლობაში მიმდინარეობს, რათა მუშახელი დროზე გამოთავისუფლდეს ვენახის სხვა სამუშაოების ჩასატარებლად. თუ ასეთი პრობლემა არ არის, ვაზის სხვლა შეიძლება ჩატარდეს კვირტების დაბერვის წინ, რადგან ვაზის გვიანი სხვლა რამდენიმე დღით აგვიანებს კვირტების გამოსვლას, ეს კი ხელს უწყობს საგაზაფხულო წაყინვებისაგან ვაზის დაცვას. სხვლის ტექნიკა - სხვლის დროს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ თანამედროვე სავენახე სასხლავი მაკრატელი. მაკრატელი უნდა იყოს გალესილი, მსუბუქი და მოხერხებული. დატვირთვა სასხლავ მაკრატელზე დიდია, ამიტომ აუცილებელია სისტემატური შემოწმება ვარგისიანობაზე და მისი მოვლა (გალესვა, შეზეთვა, დარეგულირება). კარგი მაკრატელი უნდა იყოს მაღალმწარმოებლური, არ უნდა მოითხოვდეს დიდ ძალას და რქაზე ტოვებდეს სუფთა ჭრილს. მიზანშეწონილია, მსხვლელი ატარებდეს სხვლის დროს პატარა ხელის ხერხს, განსაკუთრებით ძველ ვენახებში მუშაობის დროს, ძველი გამხმარი, მრავალწლიანი ტოტების მოსაცილებლად. ეს აადვილებს მუშის შრომას და მსხვილი ტოტების მოჭრის დროს იცავს მაკრატელს გაფუჭებისგან. ძველი ნაწილების სხვლის დროს ჭრილობა უნდა გაკეთდეს სწორი კუთხით, ჭრილის ნაკლები ფართის უზრუნველსაყოფად, ჭრილობა არ უნდა იყოს ძლიერ ახლოს რქის ფუძესთან ანუ მხართან. ერთწლიანი რქები იჭრება მკაცრად, ბოლო კვირტიდან 1-3 სმ-ზე. ვაზის სხვლის მიზანია ყურძნის რეგულარული და მაღალხარისხოვანი მოსავლის მიღება. გასხვლის საშუალებით მყარდება სასურველი შეფარდება ვაზის ზრდა-განვითარებასა და მოსავლიანობას შორის. საქართველოში გავრცელებული ვაზის ფორმირების წესებიდან აღსანიშნავია: ქართული ცალმხრივი, ქართული ორმხრივი, ორმხრივი მოკლე კორდონი, ცალმხრივი კორდონი, ორსართულიანი მრავალსაკავებლიანი თავისუფალი ფორმა. სამოყვარულო მევენახეობაში გამოყენებულია ოლიხნარი, ხეივანი და სხვა. ყველა ამ ფორმას ახასიათებს ვერტიკალური სწორმდგომი შტამბი, განსხვავებით იმ ფორმებისაგან, რომლებიც გავრცელებულია ყინვასაშიშ რეგიონებში (რუსეთი, უკრაინა და სხვ.). საქართველოს მევენახეობის რაიონების აგროეკოლოგიური პირობების მრავალფეროვნება, ვაზის ჯიშის გენეტიკური პოტენციალის სხვადასხვა დოზით გამოვლინებას განაპირობებს. ამიტომ, ერთი და იგივე ჯიში შეიძლება განსხვავებულ აგროეკოლოგიურ პირობებში განსხვავებულ ფორმირებას მოითხოვდეს. წყარო: მევენახეობა - ვ. გოცირიძე ა. გოდაბრელიძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი