ძველი აღთქმის "წინასწარმეტყველები" და ხალხი, გთხოვთ შემოდით რა ძალიან გთხოვთ რაგდან დავიბენი და..... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძველი აღთქმის "წინასწარმეტყველები" და ხალხი, გთხოვთ შემოდით რა ძალიან გთხოვთ რაგდან დავიბენი და..... |
Zukazuka314 |
Mar 8 2015, 06:39 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 229 რეგისტრ.: 8-March 15 წევრი № 14,036 |
გამარჯობა, გთხოვთ პასუხი მინდა რელიგიური და სწორი და არა პიროვნული აზრი ანუ თქვენ როგორ გგონიათ...
რატომ ხვდებოდნენ ძველი აღთქმის ხალხი ჯოჯოხეთში როდესაც თვით ღმერთს ესაუბრებოდნენ: მოსე, ნოე, აბაამი... რომელიმე ვჯობნივართ რამით მაათთ ისინი რელიგიურად ცხოვრობდნენ, რომელი შევედრებით აბრაამს სიკეთის კეთებაში და რელიგიურ ერთგულებაში? ..... და გთხოვთ მითხარით პასუხები მინდა უფრო მორწმუნესგან და ერლიგიური ხალხისგან ან "დალინკეთ" საიტებზე განთავსებული ფაილები ან "იუთუბზე" დანადები ვიდეოები.... |
sanfol |
Mar 10 2015, 06:20 PM
პოსტი
#2
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
G_saxva
გიორგი შენ ნებაში რო არ ერევა ღმერთი ეს გაკმაყოფილებს? ვიღაცამ იცის რა მოხდება წინასწარ და უინტერესოა მისთვის შენი ცხოვრება ქათამივით ხარ რომელსაც აჭმევენ და ბოლოს დაკლავენ, მას არჩევანი აქვს ან გაიქცეს ან დარჩეს და დაიკლას თავი, ან თავისი სიკვდილით მოკვდეს 3 არჩევანია, ადამიანში კიდევ შეიძლება რამდენიმე იყოს ბოლო რა აქვს ამ არჩევანებს ღმერთმა იცის ცხოვრებას ვგულისხმობ ოღონდ, რაღაცას გააკეთებ მაგას მოყვება რაღაცა, მერ კიდე იმას რაღაც და მოკლედ ბოლო არ უჩანს ამ ყველაფერს ყველაფერი არის განსაზღვრული, თუ ფიზიკა კარგად იცი ზუსტად დაადგენ როგორ უნდა ითამაშო რომ მოიგო ბილიარდში ყველაფერს წინასწარ თვლი და ის ხდება, ეს ადამიანურზე და წარმოიდგინე ღმერთმა რამდენი იცის, ყველა ნივთის თუ გადაწყვეტილების თვისება იცის რას რა მოყვება რითი გინდა რომ ღმერთი დააინტერესო და ბედნიერება შემატო? წარმოიდგინე ქრისტემ იუდა აირჩია და იცოდა რომ ის გასცემდა, ხო იცოდა? რატომ აირჩია? რა მიზანია აქვს ღმერთს რითი ერთობა ყველაფერი რო იცის რა სიამოვნებას ღებულობს ამ ყველაფრით ამ სამყაროთი ამ ადამიანებით ამ ანგელოზებით?? შენ რომ იცოდე რომ შენი შვილი თავს მოიკლავს არ ეტყვი გაჩერდი შვილო არ მოიკლა თავიო? შენი ნება რო არ შეილახოს ეს საკმარისია ბედნიერებისთვის შენი აზრით? როგორ გინდა ბედნიერი იყოს ღმერთი როცა წინასწარ იცის რა მოხდება? და რა არის ეს წინასწარ სადაა დასასრული? აბსოლუტურად დაუსაბამობაში ვვარდებით სადაც აბსოლუტურად ჩვენ მივდივართ მარტო წინ ღმერთი კიდე ვერაფერს აკეთებს უმოქმედობაშია ცალკე მდგომია თითქოს, მარტო ჩვენთვისაა ეს სამყარო? რითი ერთობა ღმერთი რითი იღებს სიხარულს? -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
damiane80 |
Mar 10 2015, 09:01 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
sanfol
არასწორი წარმოდგენა გაქვს ღმერთზე, როცა მის განზრახვებს ადამიანური განზომილებებით აფასებ: ციტატა რითი გინდა რომ ღმერთი დააინტერესო და ბედნიერება შემატო? ღმერთი არის სრულყოფილი სიყვარული ყველას მიმართ, მას არაფერი ემატება და არც არაფერი აკლდება. იგი არ იქნება მეტად ბედნიერი ან ნაკლებად ბედნიერი. იგი თავად არის ბედნიერება თანაც სრულყოფილი (აბსოლუტური) ციტატა რა მიზანია აქვს ღმერთს რითი ერთობა ყველაფერი რო იცის რა სიამოვნებას ღებულობს ამ ყველაფრით ამ სამყაროთი ამ ადამიანებით ამ ანგელოზებით??... რითი ერთობა ღმერთი რითი იღებს სიხარულს? შენ ფიქრობ, რომ ღმერთმა სამყარო გასართობად შექმნა??? ან სიამოვნების მისაღებად. შენ ღმერთს აფასებ ადამიანური კატეგორიებით, რაც ძალიან მძიმე შეცდომაა, გარდა ამისა, მგონი აჯობებს მეტი კრძალულება გამოვიჩინოთ. რაც შეეხება შენს მიერ დასმულ საკითხს, ეს ძალიან რთული თემაა და მოითხოვს ფრთხილ მიდგომას. პირველ რიგში, უნდა ითქვას ეკლესიურ სწავლებაში არის საკითხები, რომელიც არ არის ბოლომდე გაცხადებული ჩვენთვის. ეს ისეთი საკითხებია, რომელიც ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას უკავშირდება და არ არის აუცილებელი ცხონებისათვის. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ეკლესიის მიზანი - ეს არის ადამიანის ცხონების გზის ჩვენება და ამ გზაზე მისი ტარება. აი ამ ნაწილში კი ეკლესიას აქვს პასუხი ყველა კითხვაზე თუ რა არის საჭირო ცხონებისათვის. როგორც ვთქვი, დანარცენი სხვა საკითხებზე პასუხი არ ემსახურება ცხონების მიზანს, არამედ ემსახურება კირკიმალობას და ცნობისმყოყვარების დაკმაყოფილებას - სწორედ ამიტომაც ამ საკითხებზე ცალსახა პასუხები (დოგმატურ დონეზე) ეკლესიაში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მოსაზრებები, რომელიც გამომდინარეობს საღვთო ბუნების ანალიზიდან. ასე მაგალითად, ჩვენ ვიცით ღმერთის ყველაზე უჩვეულო და სხვა რელიგიებში არ გაგონილი განსაზღვრება, რომელიც მხოლოდ ქრისტიანობაში: ღმერთი არის სიყვარული. სხვაგან სახარება ამბობს: ციტატა „ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდშობილი მოსცა მას“ (ინ. 3,16) - See more at: http://www.orthodoxy.ge/patriarqi/epistole...h.DL3fHQb9.dpuf მაცხოვარმა ჩვენმა ეს სიყვარული დაამტკიცა საქმით, როცა ნებაყოფლობით დაიმდაბლა თავი, გარდამოხდა ზეცით, განკაცდა, ადამიანთა მიერ შეგინებული, საშინლად ნაცემი, ნაფურთხები, შეურაცხყოფილი იქმნა, ჯვარს ეცვა, დაიფლა, აღსდგა და ამაღლდა და დაცემულ ადამიანს კვლავ გაუღო სასუფევლის კარი. ეს არის ნამდვილი სიყვარული, ხოლო რასაც შენ ამბობ, რა უხარია, რითი ერთობა თავის თავში გულისხმობს ერთგვარ ეგოიზმს (რომ მე გავერთო სხვის ხარჯზე) (ნუ იყოფინ), რაც სრულიად მიუღებელია ნამდვილი სიყვარულისათვის ანუ ღმერთის თვისება არ არის და არც შეიძლება იყოს, რაც როგორც ითქვა დასტურდება ჩვენი მაცხოვრის არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმით. სამაგიეროდ სიყვარულს აქვს ერთი უცნაური თვისება (ეგოიზმის საპირისპიროდ), რომ როცა შენ გაქვს ბედნიერება გინდა ვიღაცას გაუზიარო, რომ ისიც ბედნიერი იყოს. აი ეს შეიძლება იყოს ღმერთი/სიყვარულის მიერ სამყაროს შექმნის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ის სიყვარულისა და ბედნიერების სისავსე რაც ღმერთს გააჩნია მისცეს სხვა არსებებს, რადგან ისინიც ბედნიერნი იყვნენ. მაგრამ ალბათ შენ გაგიჩნდება კითხვა - რა ბედნიერებაზეა საუბარი იუდას ან სხვა იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც ჯოჯოხეთში მოხვდნენ და საუკუნო ტანჯვაში არიან??? მათ რა ეშველებათ??? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არის, რადგან ეს არის დაფარული საიდუმლო, თუმცა გამოთქმულია აზრი (კერძო აზრი), რომ ჯოჯოხეთიც კი ღვთის განგებულების ნაწილია და საბოლოო ჯამში ისიც ემსახურება იმ მიზანს, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს უკანასკნელი აზრი არ არის ეკლესიის დოგმატური სწავლება და ეკლესია გვირცევს მოვერიდოთ ამ ჩხირკედელაობისაგან. აქ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენი კაცობრივი გონება არის შეზღუდული აქაური, მიწიერი განზომილებებით, არადა გვაქვს ამბიცია, რომ ზუსტად ვიცოდეთ რატომ შექმნა ღმერთმა სამყარო და ყველა საღმრთო ჩანაფიქრები, რაც ობიექტურად შეუძლებელია ჩვენი გონებისათვის. ამიტომ სანფოლ, ეკლესია გვირჩევს შევეგუოთ იმას, რომ არის ზოგიერთი საკითხი, რომელიც არ არის გახსნილი და გაცხადებული ეკლესიის წიაღში და კიდევ ერთხელ ვიმეორებ - არ არის გახსნილი იმიტომ, რომ არ არის საჭირო ჩვენი ცხონებისათვის (ალბათ პირიქით, შეიძლება დამღვუპელიც იყოს). დავკმაყოფილდეთ იმას, რომ გვქონდეს გარკვეული კერძო აზრი და საბოლოო ჯამში მივენდოთ ღმერთის, რომელიც სიყვარულია (და არა გართობა, ღმერთმა შეგვინდოს), უსაზღვრო და უკუდეგანო მოწყალებას და ჩვენს მიმართ გაკეთებულ თავგანწირვას და ვენდოთ მას იმაში, რაც ჩვენთვის არ არის გაცხადებული. ღმერთი სიყვარულია და უნდა გვწამდეს, რომ შესაბამისად, თითოეული ადამიანის ბედი საბოლოო ჯამში იქნება მაქსიმალურად საუკეთესო მისთვის, თუმცა ამ საუკეთესოს მიღწევისათვის შესაძლებელია ბევრი ტანჯვა/წამების გავლაც გახდეს საჭირო. აი ასე ვფიქრობ მე |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 10:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი