ძველი აღთქმის "წინასწარმეტყველები" და ხალხი, გთხოვთ შემოდით რა ძალიან გთხოვთ რაგდან დავიბენი და..... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძველი აღთქმის "წინასწარმეტყველები" და ხალხი, გთხოვთ შემოდით რა ძალიან გთხოვთ რაგდან დავიბენი და..... |
Zukazuka314 |
Mar 8 2015, 06:39 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 229 რეგისტრ.: 8-March 15 წევრი № 14,036 |
გამარჯობა, გთხოვთ პასუხი მინდა რელიგიური და სწორი და არა პიროვნული აზრი ანუ თქვენ როგორ გგონიათ...
რატომ ხვდებოდნენ ძველი აღთქმის ხალხი ჯოჯოხეთში როდესაც თვით ღმერთს ესაუბრებოდნენ: მოსე, ნოე, აბაამი... რომელიმე ვჯობნივართ რამით მაათთ ისინი რელიგიურად ცხოვრობდნენ, რომელი შევედრებით აბრაამს სიკეთის კეთებაში და რელიგიურ ერთგულებაში? ..... და გთხოვთ მითხარით პასუხები მინდა უფრო მორწმუნესგან და ერლიგიური ხალხისგან ან "დალინკეთ" საიტებზე განთავსებული ფაილები ან "იუთუბზე" დანადები ვიდეოები.... |
damiane80 |
Mar 11 2015, 02:01 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
Zukazuka314
sanfol ციტატა აუ გააგრძელეთ რა იმ ბიჭზე პასუხის გაცემა თორე ძალიან დავიბენი და .... რავიცი, 13 წლის ვარ ისე (ამით იმის თქმა მინდა რომ ვინმემ რაიმე ცუდი რომ თქვას (პასუხი არ მაქ) პასუხი უნდა გავიგო ტორე ცუდად ვარ .... ანუ ხომ გაიგეთ უცბად "ვტყდები" რწმენაში...) .... ჩემო მეგობარო, შენ ასაკში ვთქვათ ფიზიკოსს რომ სთხოვო, რომ კვანტური ფიზიკა აგიხსნას - შეძლებ გაიგო ყველა ნიუანსი??? მგონი ვერა. ასეა ამ შემთხვევაშიც, სულიერი ცოდნის ნაწილში. ჯერ ერთი, ღმერთის განგებულებასთან დაკავშირებით ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია, რადგან ჩვენ გვაქვს ადამიანური (შეზღუდული გონება, რომლის დაახლოებით 3-4%-ს იყენებს ადამიანი), ამიტომ ნუ გვექნება პრეტენზია იმაზე, რომ რადგან ჩვენ არ ვიცით ან არ გვესმის ესე იგი ვერ არის ყველაფერი წესრიგში. სულიერ შემეცნებაში ასეთი კანონი მოქმედებს, რომ სულკიერი შემეცნება მაქსიმალურად ეხსნება იმას, ვინც სულიერ წარმატებას მიარწევს, ამის გარეშე(მხოლოდ გონების თვალით) შეუძლებელია პასუხების გაცემა ზემოთნახსენებ რთულ კითხვებზე., უფრო მეტიც, აქ რომც მოვიყვანოთ ზოგიერთ კითხვაზე ეკლესიის ან წმინდა მამების სწავლებები - მათ ამ ეტაპზე ვერ გავიგებთ, ისევე როგორც ვერ გავიგებთ კვანტური ფიზიკის წვრილმანებს. ის საკითხები რომელსაც შენს სვამ არ არის დაკავშირებული მთავარ მიზანთან - სულის ცხონებასთან, არამედ უკავშირდება მხოლოდ ცნობისმოყვარების დაკმაყოფილებას. ეს არის ამბიცია, რომლსაც ჰქვია "მინდა ვიცოდე ღმერთის ყველა ჩანაფიქრი" - მზად ვართ კი ამისთვის? ან გვეკუთვნის კი ამის ცოდნა??. ერთი მაგალითს მოვიყვან სახარებიდან, გახსოვთ ფერისცვალების დროს, მაცხოვარმა წაიყვანა მხოლოდ სამი მოწაფე (პეტრე, იოანე და იაკობი, თუ სწორად მახსოვს) და მათ გამოუცხადა თავისი დიდება. რატომ მოიქცა ასე?? - იმიტომ რომ სხვების სულიერი მდგომარეობა არ იყო მზად, რომ ეხილათ ეს სასწაული. ასეა ამ შემთხვევაშიდაც, ადამიანის სულიერი მდგომარეობა არ არის მზად გაიგოს და მიიღოს პასუხები ყველა კითხვაზე (მით უფრო 13 წლის ასაკში) და ამის ამბიციის ქონა არის კიდეც ცოდვა. საჭიროა ცოტა მოთმინება და პირველ რიგში სულიერად წარმატება, რაც შეეხება რწმენაში დაეჭვებას, საჭიროა ამის თქმა აღსარებაში, ასევე ამ სულიერი მდგომარეობის შესახებ მონანიება და თხოვნა ღმერთისადმი, რომ არ დაბრკოლდე ამ ამბიციურობის გამო და არ ჩავარდე ურწმუნოებაში. და ბოლოს, რაც შეეხება ადამიანისათვის გაცხადებულ სასუფეველს, ერთ-ერთი რაც ეხლა მახსენდება ეს არის პავლე მოციქულის მაგალითი, რომელიც მოყოლილია კორინთელა მიმართ ეპისტოლეს მე-12 თავში, აი რას ამბობს მოციქული საკუთარ გამოცხადებვაზე (ვწერ ახალ ქართულად რომ უფრო გასაგები იყოს): ციტატა 1. სიქადული საჭიროა, მაგრამ სარგო როდია ჩემთვის; მაშ, უფლის ხილვებსა და გამოცხადებებს მივუბრუნდები. 2. ვიცი ერთი კაცი ქრისტეში, რომელიც ამ თოთხმეტი წლის წინათ (არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის) ატაცებულ იქნა მესამე ცამდე; 3. და ვიცი ამ კაცისა (მხოლოდ არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის), 4. რომ ატაცებულ იქნა სამოთხეში, სადაც ისმინა ენითუთქმელი სიტყვები, რომელთა წარმოთქმის ნებაც არა აქვს კაცს. 5. სწორედ ამნაირი კაცით ვიქადი, ჩემსას კი, აბა, რას დავიქადი, საკუთარი უძლურების გარდა? 6. ხოლო თუ ქადილს დავაპირებ, უგუნური როდი ვიქნები, რადგანაც სიმართლეს ვიტყვი, მაგრამ თავს ვიკავებ, რათა ვინმეს იმაზე მეტი არ ვაფიქრებინო, რასაც ჩემში ხედავს, ან ჩემგან ესმის. 7. თავს რომ არ გამსვლოდა გამოცხადების უჩვეულობით, ჩემდა საწამებლად მომეცა ნესტარი ხორცში, სატანის ანგელოზი, რათა დაეთრგუნა ჩემი ზვაობა. 8. სამგზის ვევედრე უფალს, მომაშორე-მეთქი. 9. მომიგო: „შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც, რადგანაც ჩემი ძალა უფრო სრულად ვლინდება უძლურებაში“. ამიტომაც მეტი ხალისით დავიქადი ჩემს უძლურებას, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში. როგორც ვხედავ სამოთხის ხილვის საშუალება მიეცა ისეთი სულიერი მდგომარეობის ადამიანს, როგორც პავლე მოციქული იყო, მაგრამ კარგად დავაკვირდეთ რის ფასად, რომ იმისათვის რომ ამპარტავნებაში არ ჩავარდნილიყო, ღმერთმა დაუშვა მასზე სატანის ანგელოზი, რომელიც სტანჯავდა და ამით შეახსენებდა თავის რეალურ სახეს. ჩვენ კიდევ გვინდა პავლე მოციქულზე მეტი ვიცოდეთ ... არის მზად ამისთვის ჩვენი სულიერი მდგომარეობა ან/და ჩვენი ცნობიერება??? ვართ იმ დონეზე მაინც (მინიმუმ) როგორც პავლე მოციქული? თუ ასეა კი ბატონო!. მგონი გასაგები უნდა იყოს რისი თქმაც მინდა... ამიტომ არ არის საჭირო ზედმეტი ამბიცია და კადნიერებით საუბარი საღვთო განგებულების შესახებ, კარგია, რომ კითხვები გაქვს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დრო - ზოგიერთ კითხვაზე პასუხს ამქვეყნადვე მივიღებთ, ზოგზე იმქვეყნად - იმიტომ რომ არ არსებობს საიდუმლო, რომელი არ გაცხადდეს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:36 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი