ძველი აღთქმის "წინასწარმეტყველები" და ხალხი, გთხოვთ შემოდით რა ძალიან გთხოვთ რაგდან დავიბენი და..... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძველი აღთქმის "წინასწარმეტყველები" და ხალხი, გთხოვთ შემოდით რა ძალიან გთხოვთ რაგდან დავიბენი და..... |
Zukazuka314 |
Mar 8 2015, 06:39 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 229 რეგისტრ.: 8-March 15 წევრი № 14,036 |
გამარჯობა, გთხოვთ პასუხი მინდა რელიგიური და სწორი და არა პიროვნული აზრი ანუ თქვენ როგორ გგონიათ...
რატომ ხვდებოდნენ ძველი აღთქმის ხალხი ჯოჯოხეთში როდესაც თვით ღმერთს ესაუბრებოდნენ: მოსე, ნოე, აბაამი... რომელიმე ვჯობნივართ რამით მაათთ ისინი რელიგიურად ცხოვრობდნენ, რომელი შევედრებით აბრაამს სიკეთის კეთებაში და რელიგიურ ერთგულებაში? ..... და გთხოვთ მითხარით პასუხები მინდა უფრო მორწმუნესგან და ერლიგიური ხალხისგან ან "დალინკეთ" საიტებზე განთავსებული ფაილები ან "იუთუბზე" დანადები ვიდეოები.... |
damiane80 |
Mar 12 2015, 10:59 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
sanfol
ციტატა damiane80 ცნობისმოყვარეობა ღმერთზე რატოა ცუდი? წმინდა წერილი სხვა ამბავს გვიყვება: "ეძიეთ უფალი, ვნიძლო ჰპოვოთ იგი". წმინდა წერილი საუბრობს უფლის ძიებაზე და არა მისი განგებულებებთან დაკავშირებით ჩხირკედელაობაზე. გადახედე შენს პოსტებს და მიხვდები უფლის ძიებაა ეს თუ საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილება. გარდა მაგისა, ზემოთ უკვე ვთქვი, რომ კარგია რომ კითხვები და ინტერესი არსებობს, მაგრამ უნდა გავიგოთ, რომ სულიერ ცხოვრებაში კითხვებზე პასუხს ვიღებთ ჩვენი სულიერი მდგომარეობის შესაბამისად. ამიტომ პირველ რიგში საჭიროა მოთმინება, სიმდაბლე და სულიერად გაძლიერება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღმოჩნდები 2 კაციანი სექტის დამფუძნებელი და იყავით და უკმიეთ ერთმანეთს მერე გუნდრუკი (ღმერთმა დაგიფაროთ!!!). ციტატა და შენ კიდევ დისკუსიაში არ ებმევი იმის შიშით რომ ვაიდა ღმერთი არ გაგინაწყენდეს და საჭმელი არ წაგართვას, მერე რა უნდა ვიმსჯელოთ ღმერთზე და ყველაფერზე რომ ჭეშმარიტებები დავადგინოთ არ გეწყინოს, მაგრამ ასეთ გულუბრყვილო რამეს მარტო ბავშვი თუ დაწერს ჯერ ერთი, რომ დისკუსიაში ჩაბმული ვარ და ამას ჩემი პოსტების ადასტურებს; მეორეც, საიდან მოიტანე, რომ მეშინია, ღმერთმა საჭმელი არ წამართვას , საკუთარი თავის პროექციას თუ ახდენ ეგ სხვაა ციტატა ვიმსჯელოთ ღმერთზე და ყველაფერზე რომ ჭეშმარიტებები დავადგინოთ რაც შეეხება ჭეშმარიტების დადგენას, ცოტა დაგაგვიანდა. ჭეშმარიტება დადგენილია უკვე, ჩვენ შეიძლება ის შევიმეცნოთ მხოლოდ. კიდევ ერთხელ გეუბნები (სრულიად გულწრფელად), რომ მოერიდე ზედმეტ ამბიციებს. ყველა საკუთარ თავს ვკითხოთ გვაქვს ჩვენ იმდენი სულიერი განათლება და ისეთი სულიერი მდგომარეობა, რომ ჭეშმარიტების დამდგენები ვიყოთ. ადამიანებს ჭეშმარიტება ეცხადებათ მხოლოდ სული წმინდის მოქმედებით. ასე იყო რომ ქადაგებდნენ მოციქულები და წმინდა მამები. მათში მოქმედებდა სულიწმინდა, როგორც თავად უფალი ეუბნება მოციქულებს არა თქუენ იყუნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისა, რომელი იტყოდეს თქუენ შორის . ამასვე ადასტურებს სამოციქულოც, რომელიც წმინდა წერილის ნაწილია. რაც შეეხება თვითგანმარტებებს (ისე რომ სატანადო სულიერი მდგომარეობა არ აქვს ადამიანს), ასეთ თვითგანმარტებას როგორც ზემოთ ვთქვი ადამიანი მიყავს სექტანტობამდე. ასე რომ ადამიანს ღუპავს არა ღვთის ძიება, არამედ ბრიყვული და ამბიციური ცნობისმოყვარება. ეს დაახლოებით იგივეა დამწყებმა შტანგისტმა თავიდანვე 200 კილოიანი შტანგის აწევა მოინდომოს - (შეიძლება ის შტანგა დაეცეს მკერდზე და ბაყაყივით გაჭლიტოს). ასეა სულიერი თვალსაზრისითაც: ჯერ გაძლიერდი სულიერად ქრისტიანობაში (ისე რომ ზოგიერი საკითხი დატოვე ღიად - როგორც აუწეველი შტანგა) და თუ სათანადო სულიერი მდგომარეობა გექნება, მერე შეეჭიდა ამ საკითხებს. ასე გვასწავლის ეკლესია და შეგიძლია ჰკითხო საკუთარ მოძღვარსაც. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი