ძველი აღთქმის "წინასწარმეტყველები" და ხალხი, გთხოვთ შემოდით რა ძალიან გთხოვთ რაგდან დავიბენი და..... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძველი აღთქმის "წინასწარმეტყველები" და ხალხი, გთხოვთ შემოდით რა ძალიან გთხოვთ რაგდან დავიბენი და..... |
Zukazuka314 |
Mar 8 2015, 06:39 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 229 რეგისტრ.: 8-March 15 წევრი № 14,036 |
გამარჯობა, გთხოვთ პასუხი მინდა რელიგიური და სწორი და არა პიროვნული აზრი ანუ თქვენ როგორ გგონიათ...
რატომ ხვდებოდნენ ძველი აღთქმის ხალხი ჯოჯოხეთში როდესაც თვით ღმერთს ესაუბრებოდნენ: მოსე, ნოე, აბაამი... რომელიმე ვჯობნივართ რამით მაათთ ისინი რელიგიურად ცხოვრობდნენ, რომელი შევედრებით აბრაამს სიკეთის კეთებაში და რელიგიურ ერთგულებაში? ..... და გთხოვთ მითხარით პასუხები მინდა უფრო მორწმუნესგან და ერლიგიური ხალხისგან ან "დალინკეთ" საიტებზე განთავსებული ფაილები ან "იუთუბზე" დანადები ვიდეოები.... |
sanfol |
Mar 12 2015, 11:52 AM
პოსტი
#2
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
ასევე არსებობს გამონაკლისები ძველი აღთქმის ხალხიდან 2 ღმერთთან მოხვდა ხორციელადვე
წმიდა წინასწარმეტყველ ზაქარიას წიგნში კი ამასთან დაკავშირებით შემდეგი სწერია: „და ორნი ზეთისხენი ზედაით მისსა, ერთი მარჯუენით ლამპრისა მისისა და ერთი მარცხენით და ვიკითხე... რა არიან ესენი, უფალო? და მითხრა მე: ესე ორნი ძენი პოხიერებისანი, წარდგომილ არიან უფლისა ყოველისა ქუეყანისასა“ (ზაქარია 4,3-4,14). წინასწარმეტყველი ზაქარია ამ ორ ზეთისხილის ხეში ორ წინასწარმეტყველს - ელიას და ენუქს გულისხმობს, ამას თავის „თარგმანება იოანეს გამოცხადებისაში“ (11,24) წმიდა ანდრია კრიტელიც ამტკიცებს. წმიდა წინასწარმეტყველ მალაქიას წიგნში ერთი ამ ორ მოწამეთაგან პირდაპირაა დასახელებული: „და აჰა, მე მოგივლენ თქვენ ელია თეზბიტელსა პირველ მოსვლისა დღისა უფლისაისა დიდსა და განჩინებულსა, რომელმან კუალად მოაგოს სული მამისა ძისა მიმართ და გული კაცისა მოყუსისა მიმართ. ნუ მოსრულმან, მოვსპო ქვეყანაი მყის“ (მალაქია 4,5-6). ეკლესიის დიდი მოძღვარნი, წმიდა მამები - ეფრემ ასური (იხ. მისი „სიტყვა უფლის მეორედ მოსვლისათვის“) და იოანე დამასკელი („ზუსტი გარადმოცემა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა“, წგ.IV, თ.26) გვასწავლიან, რომ ორი მოწამის სახით, რომელთა ამქვეყნად მოვლინება ჯერ-არს ქვეყნის დასასრულის წინ, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი ელია და ენუქ უნდა შევიცნოთ. სვინაქსარში (20 ივლისი) ვკითხულობთ: წინასწარმეტყველი ღმერთისა წმიდა ელია, ცეცხლოვანი ეტლით ზეცად აღტაცებული, დღესამომდე ცოცხალია და იგი ხორციელად იყო ხილული თაბორის მთაზე სამი წმიდა მოციქულის მიერ უფლის ფერისცალების ჟამს, და ამგვარადვე ხორციელად ხილული იქნება მოკვდავ ადამიანთაგან ამქვეყნად უფლის მეორედ მოსვლის წინ. თავიდან აიცილა რა ხორციელი სიკვდილი იეზაბელის მახვილისაგან, იგი ევნება ანტიქრისტეს მახვილით და უზენაესი დიდების ღირსი გახდება სამართლიანი სასყიდლის მიმგები ღმერთისაგან არა მხოლოდ როგორც წინასწარმეტყველი, არმაედ როგორც წმიდა მოწამეც“. - See more at: http://www.orthodoxy.ge/skhva/antiqriste_1...h.ApP83DRu.dpuf -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:30 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი