IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ძველი აღთქმის "წინასწარმეტყველები" და ხალხი, გთხოვთ შემოდით რა ძალიან გთხოვთ რაგდან დავიბენი და.....
Zukazuka314
პოსტი Mar 8 2015, 06:39 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 229
რეგისტრ.: 8-March 15
წევრი № 14,036



გამარჯობა, გთხოვთ პასუხი მინდა რელიგიური და სწორი და არა პიროვნული აზრი ანუ თქვენ როგორ გგონიათ...

რატომ ხვდებოდნენ ძველი აღთქმის ხალხი ჯოჯოხეთში როდესაც თვით ღმერთს ესაუბრებოდნენ: მოსე, ნოე, აბაამი... რომელიმე ვჯობნივართ რამით მაათთ ისინი რელიგიურად ცხოვრობდნენ, რომელი შევედრებით აბრაამს სიკეთის კეთებაში და რელიგიურ ერთგულებაში? ..... და გთხოვთ მითხარით პასუხები მინდა უფრო მორწმუნესგან და ერლიგიური ხალხისგან ან "დალინკეთ" საიტებზე განთავსებული ფაილები ან "იუთუბზე" დანადები ვიდეოები....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
Zukazuka314
პოსტი Mar 14 2015, 12:28 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 229
რეგისტრ.: 8-March 15
წევრი № 14,036



გორიცაა: მარადიულობა, თვითმყოფობა. ანუ ღმერთი არის ადამიანი, რადგან ის სულიერი არსებაა და მარადიულია თავისი ბუნებით, იგი თვით მატერიასაც აღემატება. ამიტომაა ასეთი ამპარტავნებითა და ნარცისიზმით გამსჭვალული წარმართული ცივილიზაცია, მისი ფილოსოფია და კულტურა. წარმართული რელიგია საკუთარი თავის თაყვანისცემაა აქ ღმერთებს ადამიანური თვისებები აქვთ, ყველა თავისი მანკიერებით. ელინისტური რელიგია ადამიანის თაყვანისცემაა, რომლის მრწამსია ის, რომ კაცობრიობას არ სჭირდება პიროვნული ღმერთი, რადგან თავად ადამიანები არიან ღმერთები. ძველ საბერძნეთში წარმოუდგენელია თავმდაბლობის, როგორც სათნოების აღქმა. “წყენაზე პასუხის არ გაცემა არის მდაბიო და უღირსი ადამიანის, მონის საქციელი” – ამბობს არისტოტელე. ადამიანი, რომელიც დემონმა დაარწმუნა, იმაში რომ მისი სული თავისი ბუნებით უკვდავია, ვერასოდეს შეძლებს იყოს თავმდაბალი, ვერ შეძლებს იწამოს ღმერთი, რადგან ის სრულიად არ სჭირდება, ის ხომ თავის წარმოდგენაში თავად არის ღმერთი. მოციქულთა უშუალო მოწაფეები, პირველი საუკუნეების ეკლესიის მამები, რომელთაც ჰქონდათ უშუალო შეხება წარმართულ მსოფლმხედველობასთან, ესმოდათ, რა ამ უგუნური შეცდომის საშიშროება, ოდითგანვე აფრთხილებნენ ქრისტიანებს: “სწავლება, თითქოს ადამიანის სული თავისი ბუნებით უკვდავია არის დემონის სიცრუე” (წმ. ირინეოს ლიონელი, “სამოციქულო ქადაგების მტკიცებულება”, III, 20. 1). იგივე გაფრთხილებას ვხვდებით წმ. იუსტინე მარტვილთან (“დიალოგი ტრიფონთან” 6. 1-2), თეოფილე ანტიოქიელთან (“ავტოლიკესადმი”, 2. 97), ტატიანესთან, (“წარმართთა მიმართ”, 13) და ა. შ.
“ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ ადამიანის სული უკვდავია თავისთავად და რადგან იგი არამატერიალურია ამიტომ არ დაისჯება ჩადენილი ცოდვების გამო. გამომდინარე იქიდან, რომ ის, რაც არამატერიალურია იმავდროულად უგრძნობელიცაა, და შესაბამისად ადამიანის სული აღარაფერს საჭიროებს ღმერთისგან” (წმ. იუსტინე ფილოსოფოსი, “დიალოგი ტრიფონთან”, 1).
წარმართობა ჭეშმარიტი ღმერთის უგულებელსყოფაა. ის ამბობს, რომ შექმნილი სამყარო თავადაა ღმერთი, მაგრამ ეს “ღმერთი”, ანუ ბუნება- უპიროვნო, ბრმა ძალაა, რომელიც თვითოეულ წარმართულ ღმერთზე მაღლა დგას და მას საჭიროება, ბერძნულად “ანანგი” ჰქვია. სინამდვილეში ეს ყოვლადძლიერი საჭიროება არის ადამიანური ფანტაზიის ნაყოფი, მათემატიკური საჭიროება, რომელიც საოცარი სიზუსტით მართავს სამყაროს. აი, ეს არის რაციონალიზმის ბატონობა ბუნებაზე. ეს რაციონალური საჭიროება არის კიდევაც წარმართული სამყაროს ნამდვილი უზენაესი, მაგრამ ბრმა ღმერთი. სხვა წარმართული ღმერთები ამ სამყაროს შემადგენელი ნაწილები არიან და უკვდავნი არიან, რადგან უკვდავია თავად ბუნება, რომელიც მათ არსს შეადგენს. ამდაგვარ წარმართულ აზროვნებაში ადამიანს სჯერა, რომ მისი სული თავისთავად, შემოქმედი ღმერთისგან დამოუკიდებლად არის უკვდავი, რადგან ის ნაწილია სამყაროს არსისა, რომელიც წარმართობაში უკვდავად და თვითარსად ითვლება. ასე, რომ ადამიანი თავადაა ღმერთი და ყველაფრის საზომი. მაგრამ ყველაზე უცნაური აქ ის არის, რომ თავად ღმერთებიც არ არიან თავისუფალნი, მათ რაღაც აუცილებელი, გარდაუვალი საჭიროება მართავს; უპიროვნო, ბრმა საჭიროება!
 
VIII
 
სწორედ ეს წარმართული მოსაზრება შეერია ქრისტიანულ სწავლებას სხვადასხვა მწვალებლობათა მეშვეობით. ასე მაგალითად დასავლეთში დაიწყეს ზღვარის გავლება სულსა და მატერიას შორის. ჩათვალეს რა სული თავისთავად უკვდავად, გადაწყვიტეს, რომ ადამიანის არსებობა სიკვდილის შემდეგ არის არა “ძილი ხელთა ღვთისათა”, არამედ სრულფასოვანი არსებობა ადამიანისა, რომელსაც მკვდრეთით აღდგომა ვეღარაფერს შეჰმატებს და ამიტომაც საჭიროება აღდგომის აუცილებლობისა საეჭვო გახდა. შესაბამისად, ქრისტეს აღდგომის დღესასწაული მეორე პლანზე გადადის, რამეთუ მისი მნიშვნელობა დასავლეთში გაუგებარი ხდება ისევე, როგორც გაუგებარი და მიუღებელი იყო პავლე მოციქულის ქადაგება ათინელთათვის ქრისტეს აღდგომის შესახებ.
მაგრამ წარმართული აზროვნების ზეგავლენა, ყველაზე უფრო, ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობის შესახებ სწავლებას დაეტყო. დასავლეთში რელიგიურმა მოაზროვნეებმა დაიწყეს მსჯელობა, იმის შესახებ, რომ თითქოს ღმერთი ექვემდებარება რაღაც საჭიროებას, რაციონალურ საჭიროებას. ამ საჭიროების კონტექსტში, სავსებით ლოგიკური ხდება იურიდიული კონცეფცია ღმერთის სამართლიანობის შესახებ. კერძოდ ის, რომ ღმერთს საჭიროებამ აიძულა დაესაჯა ადამიანი ურჩობისთვის. მან ვერ შეძლო პატიება რადგან ზემდგომი საჭიროება შურისძიებას მოითხოვდა. სიკეთითა და სიყვარულით აღსავსე ღმერთი ვერ გამოხატავს ამ თვისებებს, რადგან იძულებულია რომის სამართლის მიხედვით აღასრულოს მართლმსაჯულება და საკუთარი თავის, სიყვარულის წინააღმდეგ მიდის. ერთადერთი რაც მას შეუძლია ადამიანებისთვის გააკეთოს, არის ის, რომ დასაჯოს სიკვდილით საკუთარე ძე ადამიანთა მაგივრად, და ამით ეს იურიდიულად აუცილებელი საჭიროება დააკმაყოფილოს. თავად ღმერთს არ ძალუძს უშუალოდ შევიდეს კონტაქტში ისეთ მდაბიო არსებასთან, როგორიც ადამიანია. ამ თემაზე კამათი ჯერ კიდევ ავგუსტინეს დროს დაიწყო, რომელიც წერდა, რომ მოსეს ღმერთი კი არა, ანგელოზი ელაპარაკებოდაო. ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობის შესახებ სრულიად საწინააღმდეგო სწავლება იყო აღმოსავლეთში, ამის დასტურია კაპადოკიელი მამების საღვთისმეტყველო ნაშრომები, თუნდაც წმ. გრიგოლ ნოსელის “მოსეს ცხოვრება” და სხვა.
 
IX
 
ასეთი ტრიუმფალური გამარჯვებები მოიპოვა წარმართულმა აზროვნებამ სხვადასხვა მიმართულებით. და აი, ორიგენეც, როგორც ჭეშმარიტი ელინისტი მიდის იგივე დასკვნამდე: ღმერთი საჭიროების გამო გვევლინება, როგორც მსაჯული. ის იძულებულია დასაჯოს, შური იძიოს, გააგზავნოს ადამიანები ჯოჯოხეთში, რომელიც ამ მიზეზით მანვე შექმნა, რომ ჯოჯოხეთი არის სასჯელი, რომელსაც მოითხოვს სამართლიანობა. ხოლო ეს სამართლიანობა არის მოთხოვნა იმ აუცილებელი საჭიროებისა, რომელსაც ვალდებულია დაემორჩილოს ღმერთი. არსებობს უზენაესი ძალა, საჭიროება, რომელიც არ აძლევს ღმერთს უფლებას უპირობოდ უყვარდეს ადამიანი. მაგრამ ორიგენე ქრისტიანი იყო, მან კარგად იცოდა, რომ ღმერთი სავსეა სიყვარულით. მაშ, როგორღა შეიძლება იმ აზრის შეგუება, რომ მოსიყვარულე ღმერთი მარადიულად სჯის ადამიანებს ჯოჯოხეთში? თუ ღმერთი არის შემქმნელი ჯოჯოხეთისა, მაშინ ჯოჯოხეთის ტანჯვას უსათუოდ ექნება დასასრული, წინააღმდეგ შემთხვევაში ღმერთი არ ყოფილა კეთილი და მოსიყვარულე. ეს იურიდიული წარმოდგენა ღმერთის შესახებ, როგორც მასზე ზემდგომი ძალის ინსტრუმენტისა, საჭიროების ხელში, თავის ლოგიკურ გამოსავალს პოულობს სწავლებაში აპოკატასტისის შესახებ, ანუ მოსაზრებაში, რომ ჯოჯოხეთი განადგურდება და ყველა პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი უნდა ვაღიაროთ, რომ ღმერთი სასტიკია.
წარმართულ-ელინისტური აზროვნება ვერანაირად ვერ ჩასწვდა იმ აზრს, რომ ღმერთი არ არის ჯოჯოხეთის არსებობის მიზეზი, არამედ მის მიერ შექმნილი გონიერი არსებები, ადამიანები არიან მისი არსებობის მიზეზნი. ასევე ვერ მიიღო მან სწავლება ადამიანის, როგორც თავისუფალი არსების შესახებ, რადგან თუ ღმერთი თავად არ არის თავისუფალი, დამოკიდებულია გარკვეულ საჭიროებებზე, მაშინ რანაირად შეეძლო მას თავისუფლება ებოძებინა თავისი ქმნილებისთვის, რადგანაც თავისუფლება ღმერთს ამსგავსებს თავისუფალ ქმნილებებს. წარმართებისთვის წარმოუდგენელი იყო, როგორ შეეძლო ქმნილებას ეთქვა – “არა” ყოვლისშემძლე ღმერთისთვის. თუ ღმერთი მართლაც ყოვლისშემძლეა, მის ქმნილებას არ შეუძლია წინ აღუდგეს მის ნებას. შესაბამისად თუკი ღმერთმა ადამიანებს თავისი მადლი, საღმრთო ენერგიები უბოძა, ადამიანებს არ შეუძლიათ მასზე უარის თქმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ღმერთი არ არის ყოვლისშემძლე. თუკი დაუშვებთ, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა, მაშინ მისი მადლიც შეუქცევადი უნდა იყოს და ადამიანებს არ უნდა შეეძლოთ უარი თქვან მასზე. ის ადამიანები კი რომელთაც არა აქვთ იგი, არა აქვთ იმიტომ, რომ ღმერთმა არ მისცათ მათ. ხოლო მადლის დაკარგვა ანუ ჯოჯოხეთი, მარადიული სიკვდილი მთლიანად ღმერთზეა დამოკიდებული. ეს ღმერთი სჯის ადამიანებს, რომელიც მათ მადლის გარეშე ტოვებს. ამრიგად ღმერთია დასჯილთა მარადიული სიკვდილის მიზეზი. სასჯელი კი ღმერთის მოქმედების, მისი მართლმსაჯულების შედეგია. საბოლოო ჯამში ორიგენე თვლიდა, რომ იმისათვის, რათა ქრისტიანები დავრჩეთ, რომ გვწამდეს ღმერთის სახიერება, უნდა ვირწმუნოთ ჯოჯოხეთის, როგორც დროებითი დისციპლინარული სასჯელის შესახებ. რომ ის დასრულდება, მიუხედავად იმისა, რომ საღმრთო წერილი საპირისპიროს ამბობს ამის შესახებ. ასეთია ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი წარმართული ზეგავლენის მქონე აზროვნებიდან: რადგანაც ღმერთია ჯოჯოხეთის მიზეზი, ჯოჯოხეთი უნდა გაქრეს, სხვაგვარად ღმერთი ბოროტი გამოდის.
 
X
 
ორიგენეს და სხვა თეოლოგ-რაციონალისტებს არ შეეძლოთ იმის გაგება, რომ ღვთის მადლის მიღება თუ უარყოფა, მთლიანად გონიერ ქმნილებებზეა დამოკიდებული; რომ ღმერთი, როგორც მზე, ერთნაირად მოჰფენს ნათელს კეთილთაც და ბოროტთაც, ხოლო მის გონიერ ქმნილებებს აქვთ მინიჭებული თავისუფლება, რომ მიიღონ ან უარყონ მისი მადლი და წყალობა, და რომ ღმერთი თავისი სიყვარულიდან გამომდინარე არ აიძულებს ადამიანებს, რომ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მიიღონ იგი.  პირიქით, ღმერთი პატივს სცემს მათ არჩევანს. ის არ აკლებს, ამ არჩევანის გამო, თავის სიყვარულსა და წყალობას, მაგრამ თავად ადამიანთა დამოკიდებულება ღვთის უშრეტი მადლისა და სიყვარულის მიმართ განსაზღვრავს სწორედ სხვაობას სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის. ვისაც ღმერთი უყვარს განიხარებს მასთან ყოფნით, ვისაც არც ღმერთი უყვარს და არც ადამიანი, უკიდურესად უბედურია, რადგან იძულებულია იმის თანდასწრებით იცხოვროს მარადისობაში ვინც სძულს და ვისაც ვერსად დაემალება, რამეთუ ღმერთი ყველგან მყოფობს.
სამოთხე თუ ჯოჯოხეთი? – ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მივიღებთ, როგორ დავხვდებით ღმერთის სიყვარულს; სიყვარულითვე უპასუხებთ მას თუ სიძულვილით. სწორედ ეს არის ის კრიტიკული და განმსაზღვრელი სხვაობა და არჩევანიც მთლიანად ჩვენს თავისუფლებაზეა დამოკიდებული. ამ არჩევანს არ განსაზღვრავს არც მატერიალური და არც ფსიქოლოგიური ფაქტორები, უფრო მეტიც თვით ზნეობრივი მდგომარეობა ანუ ცოდვათა რაოდენობაც არ არის ამ შემთხვევაში გადამწყვეტი. მთავარია ჩვენი გულის განწყობა ანუ როგორ ვუყურებთ ამ ცოდვებს (როგორც ეს მეზვერისა და ფარისევლის იგავში ანდა ორი ჯვარცმული ავაზაკის შემთხვევაშია აღწერილი). ეს არჩევანი, ეს თავისუფლება, ეს შინაგანი დამოკიდებულება ჩვენი შემოქმედისადმი არის სწორედ დაფარული ბირთვი ჩვენი მარადიული პიროვნებისა, ჩვენი მთავარი და ყველაზე სიღრმისეული თვისება. ეს არის ის რაც ჩვენს შინაგან პორტრეტს ქმნის მარადისობაში  – ნათელს ან ბნელს, მოსიყვარულეს თუ მოძულეს.
არა, ძმებო! ჩვენდა სავალალოდ, სამოთხე ან ჯოჯოხეთი ღმერთზე არ არის დამოკიდებული. ეს რომ ღმერთზე იყოს დამოკიდებული, მაშინ არც აღარაფერი გვექნებოდა სანერვიულო, რადგან როგორღა შეგვეშინდებოდა იმისი, ვინც თავად არის სიყვარული? ეს ღმერთზე კი არა, ჩვენზეა დამოკიდებული და სწორედ ამაშია მთელი ჩვენი ტრაგედია. ღმერთის სურვილია, რომ მისი გონიერი ქმნილება, რომელიც თავის ხატად და მსგავსად შექმნა, მარადიულად თავისუფალი იყოს. ის პატივს სცემს ჩვენ თავისუფლებას და სწორედ ესაა მისი სიყვარულის გამოვლინება ჩვენდამი, რადგან არ არსებობს სიყვარული პატივისცემის გარეშე. და ჩვენ ყოველთვის თავისუფალნი ვიქნებით, ანუ ისეთები, როგორც თავად გადავწყვიტავთ და ამაოდ ვაბრალებთ ჩვენს პრობლემებს ღმერთს. ვიქნებით ისეთები, როგორც მოვისურვებთ  – მეგობრები ან მტრები ღვთისა. “ვინც შემოქმედს აყვედრის, რომ ბუნებით უცოდველები არ შეგვქმნა, ის სხვას არაფერს ამბობს ამით, გარდა იმისა, რომ უგუნური ქმნილება გონიერს ჯობიაო” (წმ. ბასილი დიდი. “Творения”. Т. II. стр 156). მრავალი ცვლილება ხდება ადამიანში მთელი ცხოვრების მანძილზე, მის ხასიათში, შეხედულებებში, განწყობებში, მაგრამ ეს ცვლილებები დროებითია. მხოლოდ ჩვენი სიღრმისეული არსი, ჩვენი შინაგანი პორტრეტია მარადიული. ამიტომაა, რომ სამოთხეც და ჯოჯოხეთიც მარადიულია და არასოდეს შეიცვლება ან დაირღვევა, ისევე როგორც არ შეიცვლება გარდაცვალების მომენტისთვის საბოლოოდ ჩამოყალიბებული ჩვენი სიღრმისეული არსი. ყველაფერი გაქრება სიკვდილის შემდეგ, მხოლოდ ჩვენი ნამდვილი სახე დარჩება ჩვენთან ერთად, როდესაც საფლავში მივიძინებთ, და ის იქნება ჩვენი ჭეშმარიტი პორტრეტი საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის ჟამს! ის მარადიულია!
 
XI
 
წმ. იოანე კიბისაღმწერელი წერს: “ჩვენს დაცემამდე, დემონები გვარწმუნებენ, რომ ღმერთი ადამიანთა გულმოწყალე მეგობარია; მაგრამ როდესაც ვცოდავთ, ამის შემდეგ გვეუბნებიან, რომ ღმერთი დაუნდობელია და არ გვაპატიებს”. აი, მზაკვრული ტყუილი ბოროტი ძალისა, რომელიც ყველანაირად ცდილობს დაგვაჯეროს, რომ ჩვენი გასაჭირის სათავე ღმერთის გუნება-განწყობაა, რომელიც ან დაგვსჯის ან შეგვინდობს. დემონის სურვილია, ჯერ ცოდვა ჩაგვადენინოს, შემდეგ კი სასოწარკვეთილებს, ყოველგვარი იმედი დაგვაკარგინოს მანკიერებიდან განთავისუფლებისა. ამიტომაც იგი ხან ულმობელად წარმოგვიდგენს ღმერთს, ხან კი ყველაფრის მპატიებლად. თვით ქრისტიანების უმრავლესობაც ამ ხაფანგშია გაბმული, ისინი ღმერთს აკისრებენ მთელ პასუხისმგებლობას ყველა ჩვენი პრობლემებისთვის. არადა ცოდვაა ის კედელი, რომელიც მსწრაფლ აღიმართება ადამიანსა და ღმერთს შორის, ის ამსხვრევს ჩვენს სულიერ მთლიანობას. ცოდვის გზა არის გეზი, რომელიც ღმერთს გვაშორებს, ის გვაბრმავებს სულიერად და გვართმევს უნარს, რომ ვიხილოთ ღვთაებრივი ნათელი. ხიფათი ღმერთისგან კი არა თავად ჩვენგან მოდის და ჩვენივე დეგრადაციას იწვევს.
 
XII
 
მაგრამ წმ. წერილი განა თავად არ საუბრობს ღვთის რისხვაზე? განა არ ვკითხულობთ ბიბლიაში, რომ იგი დაგვსჯის ან შეგვიწყალებს? ამაზე თავად საღვთო წერილი გვპასუხობს: “არა ესენი გიყვნაა შენ დატევებამან ჩემმან?… გასწავლენ შენ განდგომილებამან  შენმან და  უკეთურებამან  შენმან გამხილენ შენ, და სცან და იხილე, ვითარმედ  მწარე არს  შენდა დატევებაჲ ჩემი – იტყვის უფალი” (იერემია 2:17-19).
საღმრთო წერილი იმ ენაზეა დაწერილი, რომელიც ჩვენთვისაა გასაგები. დაცემული კაცობრიობა კი მას პირდაპირ გებულობს. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის, რომ: “გამომდინარე ჩვენი აღქმიდან, ღვთაებრივსაც ჩვენ ვარქმევთ სახელებს, რომლებსაც თავად ჩვენი გონებით ვიგონებთ” (სიტყვა 31).  “საღმთო წერილი ხშირად იყენებს განსაზღვრებებს, რომლებიც არაპირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ. ამას მხოლოდ გონიერნი სწვდებიან (წმ. ისააკ ასური, სიტყვა 4). “როდესაც ღმერთს რაიმე უხეშს, ხორციელს მიაწერენ ეს სიმბოლურადაა (სახისმეტყველებით) ნათქვამი.  ყველაფერი, რაც ღმერთზე ჩვეულებრივადაა ნათქვამი, თავის თავში დაფარულ აზრს გულისხმობს, და ჩვენთვის გასაგები ენით გვასწავლის იმას, რაც ამაღლებულია ჩვენზე” (წმ. იოანე დამასკელი “ზუსტი გარდამოცემა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა”. წიგნი 1. ნაწილი 11. “რაოდენიცა ღმრთისთვის ხორციელად ითქუმიან”.).
 
XIII
 
რაც, შეეხება იმ განსაცდელს და მწუხარებას, რომელსაც ღმერთი ადამიანებზე უშვებს და რომელსაც ხანდახან სასჯელის სახეც აქვს ხოლმე, მათი მიზანი მხოლოდ გამოსწორებაა კაცთა მიერ დაშვებული ზნეობრივი შეცდომებისა, მათი დანიშნულება ადამიანის გამოფხიზლება და სიკეთისკენ მობრუნებაა. ეგება რაღაც ამ სიცოცხლეშივე გამოასწოროს ადამიანმა, თორემ საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის შემდეგ აღარაფერი შეიცვლება ჩვენს მარადიულ პიროვნებაში. მარადისობა და უხრწნელობა უცვალებელნი არიან. მიმართულება, რომელიც კაცმა ამქვეყნად აირჩია უსასრულოდ გაგრძელდება ყოველგვარი ვექტორის შეცვლის გარეშე. “და იქნება ახალი ცა და ახალი ქვეყანა” (აპოკალიფსი) და ამ ახალ კოსმოსში აღარ იქნება არანაირი ცვლილება. ღვთის შეგონებას თითქოს სასჯელის სახე აქვს ამ ცხოვრებაში, მაგრამ თუ ჩვენ ჯოჯოხეთს ღვთის მარადიულ სასჯელად წარმოვიდგენთ, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ღმერთი უსასრულოდ დაუნდობელი და ბოროტი არსება ყოფილა. ამ საკითხს ეხება წმ. ისააკ ასური: “ის, ვინც გამოსწორებისა და გაჯანსაღების მიზნით შეაგონებს, ამას სიყვარულით აკეთებს; ის კი ვინც შურისგებას ესწრაფის, მასში არ არის სიყვარული. ღმერთი მხოლოდ სიყვარულით შეაგონებს და არა სამაგიეროს გადახდისთვის (ნუ იყოფინ ესე); პირიქით, მისი მიზანი ადამიანის, ღვთის მსგავსი არსების განკურნებაა, და ამიტომაც წყენას კი არ ინახავს და იმახსოვრებს, რათა მარადისობაში იძიოს შური, არამედ მსწრაფლ მოუვლენს აქვე განსაცდელს, საკურნებელად და დაცემისგან აღსადგენად. სიყვარულის ეს მეთოდი არის სწორედ საღმრთო სამართლიანობის გამოვლინება, რამეთუ არასოდეს გადაიხრება შურისძიების ვნებისკენ. ღმერთს ემსგავსება ყველა ის მართალი და ბრძენი აღმზრდელი, ვინც დანაშაულის ჩადენის გამო კი არ იძიებს შურს, თავისი სასჯელით, არამედ მოწაფის გამოსწორებისა და სხვათა დაფიქრებისთვის” (სიტყვა 85).
ამრიგად, ნათელია, რომ ღმერთი სჯის მანამდე, სანამ არსებობს გამოსწორების იმედი. საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის შემდეგ არ შეიძლება იყოს რაიმე საუბარი ღვთის სასჯელის შესახებ. ჯოჯოხეთი ღმერთის სასჯელი კი არა ადამიანის თვითდასჯაა. “ღმერთი კი არ არის ჯოჯოხეთის ტანჯვათა მიზეზი, არამედ თავად ჩვენ ვშობთ მას ჩვენში” (წმ. ბასილი დიდი).
 
XIV
 
შესაძლოა არ დაგვეთანხმონ და მრავალი ციტატა მოიყვანონ საღმრთო წერილიდან და წმ. მამებიდან, სადაც ღმერთზე საუბარია, როგორც უმაღლეს მსაჯულზე, რომელიც საშინელ სამსჯავროზე დააჯილდოვებს მათ, ვინც მისი მორჩილი იყო და დასჯის იმათ, ვინც ეურჩებოდა. როგორ უნდა გავიგოთ ეს სამსჯავრო, თუკი ღვთის სიტყვა არა ადამიანური, არამედ ღვთაებრივი მნიშვნელობით არის ჩასაწვდომი?
ღმერთი ჭეშმარიტებაა და ნათელი. და ღვთის სამსჯავრო სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი შეხება ნათელთან და ჭეშმარიტებასთან. საყოველთაო სამსჯავროს დღეს ყველანი განშიშვლებულნი წარვსდგებით ამ ყოვლისგანმსჭვალავი ნათელის წინაშე. “წიგნები” გადაიშლება. რა “წიგნები”? – ჩვენი გულები! ჩვენი გულები გადაიშლება ამ ყველგანშეღწევადი სინათლის მიერ, და ყველაფერი მათში დამალულ-დამარხული გამოაშკარავდება. თუკი გულში ღვთის სიყვარული იყო, ეს გული განიხარებს საღმრთო ნათელის ხილვისას. ხოლო, თუ პირიქით მასში ღვთის სიძულვილი იყო, მაშინ ასეთი ადამიანი ბუნებრივია დაიტანჯება, შეეხება რა თავისი გადახსნილი გულით ჭეშმარიტების გამჭოლ ნათელს, რომელსაც ის მთელი ცხოვრება უგულებელყოფდა და ზურგს აქცევდა.
როგორი იქნება მარადიული ხვედრი ამა თუ იმ ადამიანისა, ღმერთის გადაწყვეტილებაზე კი არ იქნება დამოკიდებული, არამედ იმაზე, თუ ვისი გული რითი იყო აღსავსე. რასაც მთელი ცხოვრება გულით ვატარებდით, სრულიად გამჭვირვალე იქნება სამსჯავროს დღეს. და თუკი მაინც ჯილდოს ან სასჯელს დავარქმევთ ამას, – ისინი ღვთისგან კი არა, არმედ სიყვარულისგან ანდა სიძულვილისგან იშვებიან, რომლებიც ბატონობდნენ ჩვენს გულებში.
სიყვარულს ნეტარება ეგების, სიძულვილს – სასოწარკვეთა, მწუხარება, ურვა, ტკივილი, გაბოროტება, შეშფოთება, დაბნეულობა, სიბნელე და სხვა შინაგანი განცდები, რომლებიც შეადგენენ კიდევაც ჯოჯოხეთს.
სინათლე ჭეშმარიტებისა, ძალა ღვთისა, მადლი მისი, რომლებიც გარდამოვლენ სამსჯავროს დღეს ადამიანებზე, ყველასათვის ერთნაირი იქნებიან, არ იქნება არანაირი სხვაობა. სხვაობა თავად ამ მადლის მიმღებთა გულებში იქნება. მზე ერთნაირად ანათებს ჯანმრთელი და სნეული თვალებისთვის. ჯანმრთელ თვალებს უხარიათ სინათლე და ამიტომაც მკაფიოდ ხედავენ მათ ირგვლივ არსებულ სილამაზეს. სნეული თვალები კი ამ დროს ტკივილს განიცდიან, იტანჯებიან და ცდილობენ დაემალონ იმავე სინათლეს, რომელსაც ესოდენი ბედნიერება მოაქვს იმათთვის, ვისაც ჯანსაღი თვალები აქვს.
მაგრამ ვაი, რომ ამ დიდ დღეს შეუძლებელი იქნება ღვთის ნათელისგან დამალვა! ეს მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრების დროს იყო შესაძლებელი. საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის ჟამს, ახალი ქმნილების  – ახალი ცისა და ქვეყანის, ახალი ადამიანის გამოჩინების ჟამს, ღმერთი ყველგან და ყველაფერში იქნება და თავისი სიყვარულითა და სინათლით ყველაფერს მოიცავს.  ღვთის სიყვარული ყოველივეს დაფარავს ღვთაებრივი ცეცხლით, რომელიც ვითარცა მდინარე გადმოედინება საღმრთო საკურთხეველიდან და მთელს სასუფეველს მორწყავს. მაგრამ ეს სიყვარულის მდინარე, მათთვის ვისაც გული ღვთისა და ადამიანის სიძულვილით ჰქონდა აღსავსე, შემწველი და მტანჯველი იქნება.
“რამეთუ ღმერთი ჩვენი ცეცხლ განმლეველ არს” (ებრ. 12, 29). ცეცხლი, რომელიც განწმენდს ოქროს და კეთილშობილი მეტალები მასში გამოწვით, ვითარცა მზე ბრწყინავენ, დარჩენილი წიდა კი შავი კვამლით ბოლავს. და ყველაფერი ეს, ერთ, – სიყვარულის ცეცხლში ხდება. მასში ზოგნი ბრწყინავენ ვითარცა მნათობნი, ზოგნი კი თიხასავით გამოიწვებიან და ქვავდებიან მხოლოდ.
სხვაობის მიზეზი კი თავად ადამიანშია და არა ღმერთში. ის ჩვენი თავისუფალი არჩევანითაა განპირობებული, რომელსაც ღმერ-თი პატივს სცემს. ღვთის სასჯავრო კი ადამიანის ჭეშმარიტი არსის გამოაშკარავება და გამომზეურებაა!
 
XV
 
წმ. მაკარი ეგვიპტელი წერს: “ისევე, როგორც სიბნელისა და ცოდვის მეუფებაა დამალული სულში საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის დღემდე, როდესაც ცოდვილთა სხე-ულები ასევე იმ სიბნელით შეიმოსება, რომელიც ახლა სულის სიღრმეშია დაფარული, ასევე მეუფება სინათლისა, ქრისტე, რომელიც ეხლა საიდუმლოდ განანათლებს სულს და სუფევს წმინდანთა გულებში, თუმცა დამალულია კაცთა თვალთაგან მკვდრეთით აღდგომის დღემდე; სხეულებსაც შემოსავს და გააბრწყინებს საუფლო ნათლით, რომელიც ჯერ კიდევ მისი ამქვეყნიური ცხოვ-რებიდან მოყოლებული დაფარული იყო ადამიანის სულში. ასე, რომ სხეულიც იმეფებს სულთან ერთად, რომელიც უკვე აღდგომამდე განისვენებს და მარადიული სინათლითაა გასხივოსნებული ცათა სასუფეველში” (ჰომილია 2).
ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი კი გვასწავლის, რომ მარადისობაში ის კი არ ჩაეთვლება დამსახურებად ადამიანს, რასაც ამქვეყნად იქმოდა, არამედ ის თუ, რამდენად მიემსგავსა მისი პიროვნება უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს. “მომავალ ცხოვრებაში ქრისტიანი იმის მიხედვით კი არ განიცდება, თუ რამდენად განეშორა ამ სოფელს ან დაარიგა თუ არა თავისი ქონება, იცავდა თუ არა მარხვას, რამდენ ხანს ილოცვიდა თუ მღვიძარებდა, ანდა რამდენ სიკეთეს აკეთებდა; არამედ იმის მიხედვით, თუ როგორია მისი მსგავსება ქრისტესთან. როგორც შვილს ადარებენ მამას, ასევე ჩვენც, წარვსდგებით რა ქრისტეს წინაშე, თავადვე წარმოვაჩენთ ჩვენს მომავალს მისი მსგავსებით თუ არამსგავსებით” (წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი. სიტყვა 2).
 
XVI
 
“ღვთაებრივი სიკეთე ყველას თანაბრად მიენიჭება, მაგრამ საღმრთო ცეცხლის ანუ ღვთის სიტყვის მიღებისას ზოგნი სანთელივით დარბილდებიან, ზოგნი კი ვითარცა თიხა, ცეცხლის შეხებისთანავე ქვავდებიან. თუ არ გვინდა ამ ცეცხლის ანუ ჭეშმარიტების მიღება, უფალი არ გვაიძულებს, არამედ მზესავით გვიგზავნის თავის სხივებს და მთელ სამყაროს ანათებს, და ის, ვისაც ამ სინათლის დანახვა სურს ხედავს კიდეც მას. ღმერთმა თავისი უქმნელი ნათლის დასანახად სულიერი თვალნი ანუ რწმენა მოგვმადლა. და ისინი, ვისაც სარწმუნოებით განათლება სურს და მოუკლებლად იღწვის ამ ასპარეზზე, ღმერთიც მეტ ცოდნას, ძალასა და მოშურნეობას აძლევს” (წმ. პეტრე დამასკელი “ფილოკალია”. ტ. 3).
 
XVII
 
საშინელი სამსჯავროს ხატზე ჩვენ ვხედავთ საყდარზე მჯდომარე უფალს, იესო ქრისტეს. მის მარჯვნივ მისი მეგობრები არიან, ნეტარი მამები და დედები, რომლებმაც მისი სიყვარულით იცხოვრეს. მარცხნივ ისინი დგანან, ვინც მთელი ცხოვრება მის სიძულვილში გალია, თუმცაღა გარეგნულად ღვთისმოშიში და სათნო იერი ჰქონდა. და იქვე, ამ ორ სამყოფელს შორის ვხედავთ ქრისტეს საყდრიდან გამომავალ ცეცხლის ნაკადს, რომელიც თითქოს ჩვენსკენ მოდის და გვიახლოვდება. რა ცეცხლის მდინარეა ეს? წამების იარაღია თუ შურისმაძიებლის რისხვაა ჩვენს თავზე მომავალი, რომელიც ღვთისგან მოედინება და მისი მტრების დასასჯელადაა მოვლენილი?
არა, არაფერი მსგავსი. ეს ის მდინარეა, რომელიც ედემიდან გამოდიოდა და მთელ სამოთხეს რწყავდა. ეს ღვთის მადლის მდინარეა, რომელიც მის მეგობრებს, წმინდანებს განანათლებს დასაბამიდან სოფლისა. ერთი სიტყვით, ეს ღვთის სიყვარულის გარდამოღვრაა მის ქმნილებაზე.
სიყვარული ცეცხლია. ეს იმან იცის, ვისაც უყვარს. ღმერთი სიყვარულია და იმავდროულად ცეცხლია. და ეს ცეცხლი დასწვავს ყველას ვისშიც არ არის ბუნება ცეცხლისა და ბრწყინვალე ნათლით აანთებს ყველა იმას, ვისშიც არის ეს ცეცხლი, თუნდაც მცირეოდენი. “რამეთუ ღმერთი ჩვენი ცეცხლ განმლეველ არს” (ებრ. 12, 29).
ღმერთი არაერთხელ ეცხადებოდა მის რჩეულებს ცეცხლის სახით: აბრაამს, მოსეს ცეცხლმოკიდებულ მაყვლოვანში, ისრაელის ერს, როდესაც მას უდაბნოში მიუძღოდა და გზას ცეცხლოვანი სვეტით უნათებდა და მაშინაც, როდესაც ცეცხლი აწვიმა სინას მთის მწვერვალს. იგი ცეცხლოვანი სახით წარსდგა ფერისცვალების დროს თაბორის მთაზე, და თქვა: “ცეცხლისა მოვედ მოფენად ქვეყანასა ზედა”(ლუკა 12, 49), ანუ სიყვარულისა, როგორც წმ. იოანე კიბისაღმწერელი ამბობს:” სიყვარული – წყაროა ცეცხლისა”.
რწმენა ასევე ცეცხლია, რომელიც ათბობს კაცის გულს. სული წმიდა მოციქულებზე ცეცხლის ენების სახით გარდამოვიდა. ქრისტე რწმენას ანთებულ სანთელს ადარებს და იოანე ნათლისმცემელიც ამბობს, რომ ქრისტე ნათელს სცემს “სულითა წმიდითა და ცეცხლითა”(მთ. 3, 11) და მისი ორი მოწაფეც იტყვის:”ანუ არა გულნი ჩვენნი განხურვებულ იყვნეს ჩვენ შორის, ვითარ იგი მეტყოდა გზასა ზედა?”(ლკ. 24, 32). ცეცხლის დამახასიათებელი თვისება სიმხურვალეა, ამიტომაც ვსაუბროთ “მხურვალე რწმენაზე”, ანდა “სარწმუნოება განატფობს”. როგორც რწმენის თვისება სიმხურვალეა, ასევე ურწმუნოების აუცილებელი თვისება გაცივებაა.
“გინდათ, რომ იცოდეთ, როგორ შეიძლება მორწმუნე და ურწმუნო ადამიანის გარჩევა? თუკი თქვენ გრძნობთ სითბოს, რომელიც მისი მზერიდან, სიტყვებიდან, საქციელიდან გამოსჭვივის,  – დარწმუნებული იყავით, რომ მის გულში რწმენა ღვივის. თუკი თქვენ სიცივეს გრძნობთ, რომელიც ადამიანის შიგნიდან მოდის, ეს ნიშნავს, რომ მას რწმენა არა აქვს, რასაც არ უნდა ამბობდეს. ის შეიძლება მუხლებზე ეცემოდეს, მორჩილად იდრეკდეს თავს, მწყაზარი ხმით წარმოსთქვამდეს ზნეობრივ სწავლებებს, მაგრამ ამ ყველაფრისაგან შესაძლოა ისეთი სიცივე იგრძნოთ, რომ მთლიანად გაიყინოს, რაღაც თქვენს შიგნით” (ფოტი კონტოგლუ).
“სამოთხე სიყვარულია ღვთისა, სადაც ყველა ნეტარებაა თავმოყრილი და ხე ცხოვრებისა აგრეთვე სიყვარულია ღვთისა” (წმ. ისააკ ასური, სიტყვა 82).
“თავს ნუ მოიტყუებთ, – ამბობს ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, – ღმერთი ცეცხლია, და როდესაც ის განკაცდა, ცეცხლი გარდამოავლინა დედამიწაზე. ამ ცეცხლს ვერავინ დაემალება, ის ყველგან აღწევს და თავისი კაცთმოყვარებითა და ჩვენდამი კეთილგანწყობის გამო, ეძიებს ადამიანებში იმ ნივთიერებას (მსგავსებას მისდამი და ჩვენს სურვილს), რომლითაც შემოვალს ჩვენში და მსწრაფლ აალდება, რათა დიად ხანძრად გადაიქცეს და ზეცამდე აამაღლოს ისინი, ვისშიც ის დაენთება. ეს ცეცხლი ჯერ განწმენდს ადამიანს ცოდვებისა და ვნებების ბიწისაგან, და შემდგომ ჩვენს საზრდელად, სასმელად, სინათლედ და სიხარულად იქცევა, რათა ჩვენც განგვანათლოს იმ ღვთაებრივი ნათლით, რომელსაც ვეზიარებით.”(სიტყვა 78).
ღმერთი მოსიყვარულე ცეცხლია, მას ყველანი თანაბრად უყვარს, კეთილიცა და ბოროტიც. მაგრამ სხვაობა იმაშია, რომ ყველა ერთნაირად როდი ღებულობს ამ სიყვარულის ცეცხლს. წმ. ბასილი დიდი გვასწავლის, რომ “ცხოვრების ხეს ცეცხლოვანი მახვილი იცავს, რომელიც ურწმუნოთათვის საშინელია და დასწვავს მათ, ხოლო მორწმუნეთათვის ადვილად მისადგომია და ნეტარ ნათელს მიანიჭებს მათ”. ეს მოსიყვარულე ცეცხლი გაანათებს იმათ ვინც სიყვარულს სიყვარულით პასუხობს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Zukazuka314   ძველი აღთქმის "წინასწარმეტყველები" და ხალხი   Mar 8 2015, 06:39 PM
G_saxva   იმიტომ რომ მაშინ ს...   Mar 9 2015, 09:22 AM
sanfol   Zukazuka314 G_saxva მეც მომისმ...   Mar 10 2015, 12:22 PM
Zukazuka314   Zukazuka314 G_saxva მეც მომისმ...   Mar 10 2015, 11:57 PM
G_saxva   sanfol რა სად მოგმისმე...   Mar 10 2015, 02:13 PM
sanfol   G_saxva მე იგავს ვგულის...   Mar 10 2015, 02:17 PM
G_saxva   sanfol საერთოდ მაცხოვ...   Mar 10 2015, 02:26 PM
sanfol   G_saxva მაგ იგავზე მთელ...   Mar 10 2015, 02:32 PM
G_saxva   sanfol საერთოდ დაკვირვ...   Mar 10 2015, 03:10 PM
sanfol   G_saxva გიორგი 2 აზრი არ...   Mar 10 2015, 03:19 PM
G_saxva   sanfol რა მოველნე აიხს...   Mar 10 2015, 03:34 PM
sanfol   G_saxva ეგ იგავი მგონი ი...   Mar 10 2015, 04:00 PM
G_saxva   sanfol მე არ მითქვამს რ...   Mar 10 2015, 04:09 PM
sanfol   G_saxva ახლა რო სამოთხე...   Mar 10 2015, 05:20 PM
G_saxva   sanfol ისევ რაღაც კაბა...   Mar 10 2015, 06:04 PM
sanfol   G_saxva გიორგი შენ ნება...   Mar 10 2015, 06:20 PM
damiane80   sanfol არასწორი წარმო...   Mar 10 2015, 09:01 PM
sanfol   damiane80 მადლობა, მაგრა...   Mar 10 2015, 09:48 PM
Zukazuka314   აუ გააგრძელეთ რა ი...   Mar 11 2015, 12:52 AM
sanfol   Zukazuka314 ხო მარა თუ იცი...   Mar 11 2015, 10:49 AM
G_saxva   Zukazuka314 არა ჯოჯოხეთში...   Mar 11 2015, 10:56 AM
sanfol   G_saxva ძალიან კარგია თ...   Mar 11 2015, 11:39 AM
G_saxva   sanfol ღმერთი სიყვარუ...   Mar 11 2015, 12:04 PM
Zukazuka314   [b]sanfol ღმერთი სიყვარ...   Mar 11 2015, 04:33 PM
sanfol   G_saxva ადამიანის შექმ...   Mar 11 2015, 12:17 PM
damiane80   Zukazuka314 sanfol ჩემო მეგობ...   Mar 11 2015, 02:01 PM
G_saxva   sanfol მეტი ვერნარიად ...   Mar 11 2015, 03:37 PM
sanfol   G_saxva არასწორად მსჯე...   Mar 11 2015, 04:45 PM
damiane80   sanfol რუსული თუ იცი??? რ...   Mar 11 2015, 05:01 PM
Zukazuka314   აი ვამბობ არა რომ ...   Mar 11 2015, 05:08 PM
sanfol   damiane80 კი მარა ქართულ...   Mar 11 2015, 05:12 PM
Zukazuka314   შეილება მართალი ხ...   Mar 11 2015, 05:14 PM
damiane80   ხო ეგ რატქმაუნდა მ...   Mar 11 2015, 05:57 PM
sanfol   Zukazuka314 მარა აქ კიდევ ...   Mar 11 2015, 05:24 PM
damiane80   რა გითხრა, გააჩნია...   Mar 11 2015, 05:35 PM
sanfol   damiane80 მითხარი წავიკ...   Mar 11 2015, 05:50 PM
damiane80   [b]damiane80 მითხარი წავი...   Mar 11 2015, 06:21 PM
G_saxva   sanfol განსაზღვრაზე მ...   Mar 11 2015, 06:03 PM
sanfol   G_saxva არ ვიცი ეტყობა ...   Mar 11 2015, 06:31 PM
Zukazuka314   არა ეგ არ არის სწო...   Mar 11 2015, 06:44 PM
sanfol   Zukazuka314 ძველ ქართულად ...   Mar 11 2015, 06:56 PM
Zukazuka314   მაგალითი ცუდია ძა...   Mar 11 2015, 07:10 PM
sanfol   Zukazuka314 ეს უბრალოდ მა...   Mar 11 2015, 07:16 PM
Zukazuka314   ცუდია რომ რუსული ა...   Mar 11 2015, 07:19 PM
sanfol   აუ ვერც მე გავიგე გ...   Mar 11 2015, 07:29 PM
Zukazuka314   აუ ვერც მე გავიგე გ...   Mar 11 2015, 07:42 PM
Zukazuka314   მართალია საჭიროა ...   Mar 11 2015, 07:36 PM
sanfol   Zukazuka314 კი ვიცი მოსმე...   Mar 11 2015, 07:39 PM
sanfol   Zukazuka314 მე რაც დავწერ...   Mar 11 2015, 07:47 PM
Zukazuka314   ერთი გთხოვთ ძალია...   Mar 11 2015, 07:55 PM
sanfol   Zukazuka314 ანტიქრისტეც ი...   Mar 11 2015, 08:04 PM
Zukazuka314   ანტიქრისტე კიარა ე...   Mar 11 2015, 08:19 PM
sanfol   Zukazuka314 ჩვენ იმაში ვარ...   Mar 11 2015, 08:30 PM
Zukazuka314   Zukazuka314 ჩვენ იმაში ვა...   Mar 11 2015, 08:59 PM
sanfol   დავუბრუნდეთ თემას:...   Mar 11 2015, 08:44 PM
Zukazuka314   დავუბრუნდეთ თემას...   Mar 11 2015, 09:17 PM
Zukazuka314   დავუბრუნდეთ თემას...   Mar 11 2015, 09:25 PM
sanfol   Zukazuka314 18 ხო ალბათ მას...   Mar 11 2015, 09:20 PM
sanfol   Zukazuka314 მართალი ხარ არ...   Mar 11 2015, 09:37 PM
Zukazuka314   ისე წმინდა მამებზე...   Mar 11 2015, 10:33 PM
sanfol   Zukazuka314 მასეც არაა აუ...   Mar 11 2015, 10:46 PM
Zukazuka314   და კიდევ რატომ გინ...   Mar 11 2015, 10:46 PM
G_saxva   sanfol მეც დაგისვამ კი...   Mar 12 2015, 09:44 AM
damiane80   sanfol წმინდა წერილი ...   Mar 12 2015, 10:59 AM
sanfol   Zukazuka314 ყველა კითხვაზ...   Mar 12 2015, 11:40 AM
sanfol   ასევე არსებობს გამ...   Mar 12 2015, 11:52 AM
G_saxva   sanfol ასე რთულია ჩემი ...   Mar 12 2015, 11:55 AM
sanfol   damiane80 :D:D:D ხო მე მეშინ...   Mar 12 2015, 12:02 PM
damiane80   მასე რომ ვფიქრობდ...   Mar 12 2015, 12:20 PM
G_saxva   sanfol საერთოდ ის ფრაზ...   Mar 12 2015, 12:23 PM
sanfol   damiane80 რამდენიმე ყოფ...   Mar 12 2015, 12:52 PM
G_saxva   sanfol sanfol ზუსტად მაგაზ...   Mar 12 2015, 01:41 PM
Zukazuka314   რატო მე უბრალოთ შე...   Mar 12 2015, 08:22 PM
Zukazuka314   ვერ გაიგეეეეე? დე...   Mar 12 2015, 08:35 PM
sanfol   G_saxva კაი იყოს დამოკი...   Mar 12 2015, 11:55 PM
sanfol   Zukazuka314 ზეციურს ვერ დ...   Mar 13 2015, 12:05 AM
G_saxva   sanfol ზუსტად ეგ არის რ...   Mar 13 2015, 09:31 AM
sanfol   G_saxva კარგი მადლობა ...   Mar 13 2015, 11:12 AM
G_saxva   sanfol დაახლოებით ეგრ...   Mar 13 2015, 11:31 AM
sanfol   G_saxva მაგ წინადადება...   Mar 13 2015, 11:45 AM
G_saxva   sanfol კარგი ამ წინადა...   Mar 13 2015, 12:39 PM
sanfol   G_saxva როგორც წმინდა ი...   Mar 13 2015, 12:59 PM
G_saxva   sanfol მაგის თქმა მინდ...   Mar 13 2015, 01:40 PM
sanfol   G_saxva მივხვდი მადლობ...   Mar 13 2015, 02:53 PM
Zukazuka314   ცეცხლის მდინარე    ...   Mar 13 2015, 09:18 PM
Zukazuka314   გორიცაა: მარადიულო...   Mar 14 2015, 12:28 AM
G_saxva   Zukazuka314 შენ თუ წაიკითხ...   Mar 14 2015, 01:09 AM
A.V.M   Zukazuka314 ემოციები და მთ...   Mar 14 2015, 01:18 AM
sanfol   საოცარი ჭეშმარიტ...   Mar 14 2015, 01:40 AM
Zukazuka314   და დასწვავს ყველას...   Mar 14 2015, 01:56 AM
A.V.M   Zukazuka314 . მოდი უფრო გავ...   Mar 14 2015, 02:25 AM
sanfol   A.V.M ყოჩაღ გურამ მაგა...   Mar 14 2015, 02:37 AM
A.V.M   როგორც ერთი შეხედ...   Mar 14 2015, 02:46 AM
A.V.M   Zukazuka314 31. თუ მე ვმოწმო...   Mar 14 2015, 03:04 AM
Zukazuka314   [b]Zukazuka314 31. თუ მე ვმოწმ...   Mar 14 2015, 06:24 PM
sanfol   A.V.M გიორგიმ მითხრა ...   Mar 14 2015, 09:49 AM
A.V.M   Zukazuka314 რა ვერ გაიგე კ...   Mar 15 2015, 01:46 AM
Zukazuka314   Zukazuka314 რა ვერ გაიგე კ...   Mar 15 2015, 02:41 PM
Zukazuka314   Zukazuka314 რა ვერ გაიგე კ...   Mar 15 2015, 02:58 PM
Zukazuka314   1ტიმოთ.2:5 „ვინაიდან ...   Mar 16 2015, 01:06 AM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 02:14 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი