ძველი აღთქმის "წინასწარმეტყველები" და ხალხი, გთხოვთ შემოდით რა ძალიან გთხოვთ რაგდან დავიბენი და..... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძველი აღთქმის "წინასწარმეტყველები" და ხალხი, გთხოვთ შემოდით რა ძალიან გთხოვთ რაგდან დავიბენი და..... |
Zukazuka314 |
Mar 8 2015, 06:39 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 229 რეგისტრ.: 8-March 15 წევრი № 14,036 |
გამარჯობა, გთხოვთ პასუხი მინდა რელიგიური და სწორი და არა პიროვნული აზრი ანუ თქვენ როგორ გგონიათ...
რატომ ხვდებოდნენ ძველი აღთქმის ხალხი ჯოჯოხეთში როდესაც თვით ღმერთს ესაუბრებოდნენ: მოსე, ნოე, აბაამი... რომელიმე ვჯობნივართ რამით მაათთ ისინი რელიგიურად ცხოვრობდნენ, რომელი შევედრებით აბრაამს სიკეთის კეთებაში და რელიგიურ ერთგულებაში? ..... და გთხოვთ მითხარით პასუხები მინდა უფრო მორწმუნესგან და ერლიგიური ხალხისგან ან "დალინკეთ" საიტებზე განთავსებული ფაილები ან "იუთუბზე" დანადები ვიდეოები.... |
Zukazuka314 |
Mar 14 2015, 01:56 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 229 რეგისტრ.: 8-March 15 წევრი № 14,036 |
და დასწვავს ყველას, ვინც სიყვარულს სიძულვილით ხვდება.
სამოთხეცა და ჯოჯოხეთიც ერთი და იგივე ცეცხლოვანი მდინარეა ღვთისა, სიყვარულის მდინარე, რომელიც ყველაფერს მოიცავს და ფარავს ერთნაირი კეთილი ნებით, ყოველგვარი მიკერძოებისა და განსხვავების გარეშე. ის ცხოველმყოფელი წყარო და მარადიული ნეტარებაა მართალთათვის და მარადიული სიკვდილია ურწმონოთათვის; სამოთხე მავანისთვის ჯოჯოხეთია. ნუ გგონიათ რომ ეს ყველაფერი უცნაურია . მოსიყვარულე შვილი ბედნიერია მამის ალერსით, მაგრამ თუ მას არ უყვარს მამა, მაშინ მოსიყვარულე მამის ამბორი მისთვის ტანჯვად იქცევა. ამიტომაცაა, რომ, როდესაც ჩვენი მოძულეები სანაცვლოდ სიყვარულს გრძნობენ ჩვენგან, ეს მათთვის თავზე ცხელი ნაკვერჩხლის დაყრის ტოლფასია. “ვინც გეენიაში იტანჯება, ის სიყვარულის შოლტით იგვემება! და რაოდენ მწარეა ეს ტანჯვა სიყვარულისა! რამეთუ ეს ტანჯვა განცდაა სიყვარულის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა! მწუხარება, რომელიც სერავს გულს სიყვარულის შეურაცხყოფის გამო, ყველა შესაძლო სასჯელზე საშინელია. არავინ იფიქროს, რომ ცოდვილები ღვთის სიყვარულის გარეშე რჩებიან ჯოჯოხეთში. სიყვარული ჭეშმარიტების ხედვისაგან იბადება, და ის ჭეშმარიტების ყველა მაძიებელს ეძლევა. მაგრამ სიყვარულის მოქმედება ორგვარია: ის ტანჯვას მიანიჭებს მოუნანებელ ცოდვილთ და ახარებს ყველას, ვინც ღვთისადმი მეგობრობის ვალი პირნათლად მოიხადა. ჯოჯოხეთის ტანჯვა დაგვიანებული და უნაყოფო სინანულია, დროული სინანულის არ ქონის გამო მწარე დანანებაა ბოლოჟამს! ზეცის შვილთა სულთათვის კი სიყვარული ნეტარების მუდმივი წყაროა” (წმ. ისააკ ასური, სიტყვა 18). ღმერთი სიყვარულია. და თუ ნამდვილად გვწამს ამ ჭეშმარიტებისა, მაშინ იმასაც უნდა ვხვდებოდეთ, რომ ღმერთს არ შეუძლია სიძულვილი, დასჯა, შურისძიება. როგორც დიდი მეუდაბნოე აბბა ამმონი გვასწავლის: “სიყვარულს არ შეუძლია არავის სიძულვილი, არავის განსჯა, დაჩაგვრა, წყევლა, არც ზიზღი და წყენა. ეს ეხება, როგორც მართალთ ასევე ცოდვილთ, უცხოს და თვისტომს, უწმინდურსა და გარყვნილს. პირიქით მას სწორედ ცოდვილთა, უძლურთა და დაცემულთა სულების წყლულები უფრო ადარდებს და სტკივა, იგლოვს და განიცდის მათთვის, თანაუგრძნობს მათ ბევრად უფრო მეტად ვიდრე კეთილთა და მართალთ. ამის მაგალითი თავად ქრისტეა, რომელიც თავად პოულობდა ცოდვილსა და დაცემულს, შედიოდა მის სახლში, ჭამდა და სვამდა მასთან ერთად. გვიჩვენებდა რა, ჭეშმარიტი სიყვარულის მაგალითს, გვასწავლიდა: “იყავით სრულ, კეთილ და მოწყალე, ვითარცა მამა თქვენი ზეცათაი სრულ არს”; და როგორც ის უგზავნის წვიმას ბოროტსაც და კეთილს, მზეს კი უბრძანებს, რათა თანაბრად გაუნათოს მართალსაც და უკეთურსაც, ასევე იქცევა ის, ვისაც ჭეშმარიტად უყვარს, ვისაც თანაგრძნობა და თანალმობა აქვს და ვინც თანაბრად ლოცულობს ყველასთვის”. XVIII თუკი ვინმეს ვერ წარმოუდგენია, რამდენად შესაძლებელია, რომ ღვთის სიყვარულმა ადამიანის სული საბრალო და სავალალო მდგომარეობაში აღმოაჩინოს, უფრო მეტიც ცეცხლში ამყოფოს, დაე უძღები შვილის იგავიდან უფროსი ძმის მდგომარეობა გაიხსენოს. განა არ იყო ის მამის სახლში? განა ყველაფერი მას არ ეკუთვნოდა?განა არ იყო კმაყოფილი მამის სიყვარულით? განა მამა თავად არ სთხოვდა მოსულიყო ლხინის ტრაპეზზე და გაეზიარებინა მამის სიხარული უძღები შვილის დაბრუნების გამო? რამ გახადა ის უბედური, რა სიძულვილისა და წყენის ცეცხლი დატრიალდა მის გულში? განა ვინმემ რაიმე წაართვა მას? რატომ არ გაუხარდა დაკარგული ძმის დაბრუნება? რატომ არ აღმოაჩნდა სიყვარული მამისა და ძმისა? იქნებ, ეს საქციელი მისი შინაგანი გაბოროტების შედეგი იყო? და განა ამის გამო მას ჯოჯოხეთად არ ექცა იქ ყოფნა?სწორედ იქ სადაც საყოველთაო სიხარული და დღესასწაული იყო?განა სხვათა ლხინი მისთვის ჯოჯოხეთი არ იყო? და განა იგი სადმე სხვაგან იყო ამ დროს, სადაც წამების იარაღები ინახებოდა ან ჯალათები იმყოფებოდნენ? ნუთუ ის ისევ მამის სახლში არ ცხოვრობდა? რა განყოფდა მას ყველა მოზეიმისგან, თუ არა მისივე საკუთარი ბოღმა და შური? განა მამას ან ძმას უწინდებურად აღარ უყვარდათ იგი? მათი ეს სიყვარული ხომ არ უქვავებდა და უბოროტებდა უფრო გულს? განა სიხარული მამის სახლში, უფრო არ ამწუხრებდა მას? განა მამისადმი და ძმისადმი წყენა და სიძულვილი არ ენთო მის გულში? და განა ეს სიძულვილი უფრო არ მძაფრდებოდა მამის სიყვარულით უმცროსი ძმისადმი? აი ისიც, ჯოჯოხეთი – უარყოფა სიყვარულისა, სიყვარულის პასუხად სიძულვილი; მწუხარება გამოწვეული სხვათა სიხარულიდან; სიძულვილით აღვსებული გული, როდესაც ირგვლივ სიყვარული სუფევს. ასეთია მარადიული ხვედრი ყველა ბოროტმოქმედისა. ვერავინ დაემალება ღვთის სიყვარულს, ყოველი მათგანი სათუთი სიყვარულით უყვარს ღმერთს, ყველა დაპატიჟა მარადიულ ქორწილში, ცათა სასუფეველში, მაგრამ სამოსელი მათი ანუ გულებია მათი არაწმინდა. ღმერთი კი თავის ახალ ქმნილებაში ყველაფერი იქნება ყველასათვის, “რაითა იყოს ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა” (1 კორ. 15, 28). ეს გარემოება იქნება სწორედ მართალთა მარადიული ნეტარების, ხოლო ცოდვილთა მარადიული ტანჯვის მიზეზი, რადგან: “ამქვეყნიურ ცხოვრებაში ჩვენ დაკავშირებული ვართ მრავალრიცხოვან რეალიებთან, როგორიცაა დრო, სივრცე, ადგილსამყოფელი, ჰაერი, საკვები, სასმელი, სამოსი, მზის სინათლე, და სხვა აუცილებელი საგნები, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის ღმერთი; იმ კურთხეულ მდგომარეობაში კი რომლის მოპოვების იმედიც გვაქვს, არ გვექნება საჭიროება არცერთი ზემოთ ჩამოთვლილისა. ყოველივე ამის სანაცვლოდ ღმერთი იქნება ჩვენთვის ყველაფერი, ის გაგვინაწილებს თავის სიყვარულსა და ენერგიებს შესაბამისად თვითოეულის საჭიროებისა. საღმრთო წერილი გვაუწყებს, რომ ღმერთი მათთვის, ვინც ამის ღირსია თავად იქნება სახლიც, სამოსელიც, საზრდელიც, სასმელიც, სინათლეც, სიმდიდრეც, მეუფებაც და სხვა ყველაფერიც, რასაც სახელი გააჩნია, რათა ცხოვრება ჩვენი ნეტარი იყოს მარადისობაში” (წმ. გრიგოლ ნოსელი. “О душе и воскресении”). ასე, რომ მომავალ ცხოვრებაში ღმერთი ყველასათვის ყველაფერი იქნება, არა მხოლოდ კეთილთათვის, არამედ ბოროტთათვისაც, და არა მხოლოდ მათთვის ვისაც ქრისტე უყვარს, არამედ მათთვისაც, ვისაც ის სძულს. მაგრამ განა ეს ტანჯვა არ იქნება მისი მოძულეებისთვის, როდესაც ყველაფერს იმის მარჯვენიდან მიიღებენ, ვინც ასე სძულდათ? ეს იქნება სწორედ მათთვის ცეცხლი მარადიული და კბილთა ღრჭენა მოუკლებელი!* წარვედით ჩემგან წყეულნო, თქვენს გულებში დანთებულ სიძულვილის ცეცხლში, - იტყვის უფალი, – რამეთუ მე თქვენი სიყვარული მწყუროდა და არ მასვით, მე თქვენი ნეტარება მსურდა და თქვენ არ ისურვეთ, მე ჩემს ადამიანურ ბუნებაში ვიყავი ნებსით ჩამწყვდეული და თქვენ არ მომინახულეთ ჩემს ეკლესიაში; თქვენ თავისუფლები ხართ, და მიდიხართ იქით სადაც თქვენი ბოროტი აზრები გეძახიან, წარვედით ჩემგან, თქვენი გულების მტანჯველ სიძულვილში, რომელიც უცხოა ჩემი მოსიყვარულე გულისთვის, რომელმაც არ იცის არავის სიძულვილი. თქვენ თავისუფლები ხართ, მაშ გაემართეთ თქვენი სიძულვილის წყვდიადისაკენ, რომელიც სრულიად უცხოა მათთვისაც, ვინც ჩემთან რჩებიან. ეს სიძულვილი ეშმაკისგან მიიღეთ თქვენივე ნებით. მაგრამ სადაც არ უნდა წახვიდეთ, თქვენი ბოროტი გულების წინამძღოლობით, ჩემი სიყვარული, ვითარცა ცეცხლის მდინარე, მუდამ და ყველგან თქვენს კვალდაკვალ ივლის, რამეთუ რაც არ უნდა აირჩიონ თქვენმა გულებმა, ხართ და მუდამ იქნებით ჩემი შვილები. ამინ. ———————————————————————- * “ქვეყნის აღსასრული მის ფერისცვალებას ნიშნავს. ყველაფერი თვალის დახამხამებაში შეიცვლება და უფალი მოვალს დიდებით ღრუბელთა ზედა. საყვირის ხმა, რომელიც სულში და სინდისში გასიმება, ნათელს გახდის ყველაფერს ადამიანთა სინდისისათვის. როგორც დანიელი წინასწარმეტყველებს, მარადიული მართლმსაჯული დაბრძანდება დიდების ტახტზე და მის წინ იდინებს ცეცხლის მდინარე (დან. 7, 9-10). ეს ცეცხლი განმწმენდელი სტიქიაა, ის ცოდვებს დასწვავს. ვაი იმას, ვისთვისაც ცოდვა მისი ბუნების ნაწილი გამხდარა, მაშინ ეს ცეცხლი თავად ამ ადამიანს დასწვავს, ის მის შიგნით აენთება. ჯვრის დანახვისას ერთნი განიხარებენ, მეორენი კი სასოწარკვეთილებაში ჩავარდებიან და ძრწოლა აიტანთ მათ. ამგვარად, განიყოფიან მეყვსეულად ადამიანები. თვით კაცის სულიერი მდგომარეობა მიიყვანს კაცს მართლებთან, ზოგს კი ცოდვილებთან. ან მარჯვენით ღმრთისა, ანდა მარცხენით. რაც უფრო შეგნებულად მიისწრაფოდა ადამიანი ღმერთისკენ ამ ცხოვრებაში, მით უფრო დიდი იქნება მისი სიხარული, როდესაც გაიგებს სანატრელ ხმას: “მოვედით ჩემდა კურთხეულნო…” და პირიქით, იგივე სიტყვები შიშის ზარსა და ძრწოლის ცეცხლს აღძრავს მათში, ვინც ამქვეყნად გაურბოდა ღმერთს, ებრძოდა მას, შეურაცხყოფდა მის მიმდევრებს. უკანასკნელმა სამსჯავრომ არც მოწმეები იცის და არც განჩინება გააჩნია! ყველაფერი ადამიანთა სულებშია აღბეჭდილი, ეს წიგნები გადაიშლება უფლის წინაშე და ნათელი გახდება, რომ ყველა მანკიერების ფესვები თავად ადამიანის სულში ყოფილა, რომ მიდრეკილება ცოდვისადმი სულის სიღრმეში იმალებოდა და ტკბებოდა ცოდვით. და თუ ადამიანმა არ მოინანია ცოდვა, არ განთავისუფლდა მისგან, სამსჯავროზე ისეთივე მიდრეკილებით წარსდგება ცოდვისადმი, როგორიც მანამდე იყო. ამ მიდრეკილებასა და სურვილს კი ვეღარასოდეს დაიკმაყოფილებს და ეს იქნება სწორედ ის ტანჯვა, რომელსაც ის მარადისობაში განიცდის. ის ყველასა და ყველაფერს დაადანაშაულებს თავის ტანჯვაში და სიძულვილით იქნება მუდამ შეპყრობილი. უმწეობით გაბოროტებულთა კბილთა ღრჭენა და სიძულვილის ჩაუქორებელი ცეცხლი – აი ჯოჯოხეთი. შინაგანი დაუშრეტელი ცეცხლი – აი გეენია. და იქნება გოდება და კბილთა ღრჭენა, ასეთია მდგომარეობა ჯოჯოხეთისა” (წმ. იოანე მაქსიმოვიჩი. “უკანასკნელი სამსჯავრო”). გამომცემლობა “ორთოდოქსი”, 2011 Zukazuka314 შენ თუ წაიკითხე ჯერ ეგ თქვი. სიმარტლე გიტხრა 17 ზე ვარ და ბოლომდე არ წამიკითხია ლინკის დადებას აზრი არ ქონდა არ წაიკითხავდით და ასე უფრო თცალში სხვდება Zukazuka314 ემოციები და მთელი ამბები გვერდზე გადავდოთ . სხვისი პოლემიკა არ მაინტერესებს ახლა . დასვი ჩემო კარგო რა კითხვა გაქვს , მოკლედ და კონკრეტულად. ეგებ გიპასუხო. (ოღონდ იქამდე გვითხარი რა აღმსარებლობის ხარ, თუ მართლმადიდებელი ხარ მოძღვარი ვინაა შენი და.ა.შ. უფრო მარტივად რომ წარიმართოს ჩვენი საუბარი ). მე უკვე აღარაინი კითხვა მაქ მარა ისე ამ ფორუმზე შემხვდა თემას რომელშიც ეწერა რომ ბიბლიაში და სახარებაში მოდის წინაამღდებობებიო და ნეტავ არ წამეკითხა და თუ შეძლებ მიპასუხე "რამეთუ ვითარცა-იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე, ეგრეთ იყოს ძე კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა სამ დღე და სამ ღამე. (მათე 12.40) იესო გულსა ქუეყნისასა (ანუ სამარხში საიდანაც მკვდრეთით აღსდგა) იყო 1 ღამე პარასკევიდან შაბათ დილამდე, 1 დღე შაბათ დილიდან შაბათ საღამომდე და 1 ღამე შაბათ საღამოდან კვირა დილამდე. კვირას ქრისტე აღსდგა. ანუ 1 დღე და 2 ღამე და არა 3 დღე და 3 ღამე." რა ეს მართალია? და კიდევ ამასაც იოანე 5-31 ამათ შორის იოანე 8-14 არის განსხვავებებიო და ამიხსენი თუ შეძლებ.... და მე ეს რაგაცა დიდი "ვეფხვისტყაოსანი" სანფოლზე დავწერე... და რატო არ მოგეწონათ... ? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი