სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Zukazuka314 |
Mar 8 2015, 06:39 PM
პოსტი
#1
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 229 რეგისტრ.: 8-March 15 წევრი № 14,036 |
გამარჯობა, გთხოვთ პასუხი მინდა რელიგიური და სწორი და არა პიროვნული აზრი ანუ თქვენ როგორ გგონიათ...
რატომ ხვდებოდნენ ძველი აღთქმის ხალხი ჯოჯოხეთში როდესაც თვით ღმერთს ესაუბრებოდნენ: მოსე, ნოე, აბაამი... რომელიმე ვჯობნივართ რამით მაათთ ისინი რელიგიურად ცხოვრობდნენ, რომელი შევედრებით აბრაამს სიკეთის კეთებაში და რელიგიურ ერთგულებაში? ..... და გთხოვთ მითხარით პასუხები მინდა უფრო მორწმუნესგან და ერლიგიური ხალხისგან ან "დალინკეთ" საიტებზე განთავსებული ფაილები ან "იუთუბზე" დანადები ვიდეოები.... |
![]() ![]() |
| Zukazuka314 |
Mar 14 2015, 01:56 AM
პოსტი
#2
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 229 რეგისტრ.: 8-March 15 წევრი № 14,036 |
და დასწვავს ყველას, ვინც სიყვარულს სიძულვილით ხვდება.
სამოთხეცა და ჯოჯოხეთიც ერთი და იგივე ცეცხლოვანი მდინარეა ღვთისა, სიყვარულის მდინარე, რომელიც ყველაფერს მოიცავს და ფარავს ერთნაირი კეთილი ნებით, ყოველგვარი მიკერძოებისა და განსხვავების გარეშე. ის ცხოველმყოფელი წყარო და მარადიული ნეტარებაა მართალთათვის და მარადიული სიკვდილია ურწმონოთათვის; სამოთხე მავანისთვის ჯოჯოხეთია. ნუ გგონიათ რომ ეს ყველაფერი უცნაურია . მოსიყვარულე შვილი ბედნიერია მამის ალერსით, მაგრამ თუ მას არ უყვარს მამა, მაშინ მოსიყვარულე მამის ამბორი მისთვის ტანჯვად იქცევა. ამიტომაცაა, რომ, როდესაც ჩვენი მოძულეები სანაცვლოდ სიყვარულს გრძნობენ ჩვენგან, ეს მათთვის თავზე ცხელი ნაკვერჩხლის დაყრის ტოლფასია. “ვინც გეენიაში იტანჯება, ის სიყვარულის შოლტით იგვემება! და რაოდენ მწარეა ეს ტანჯვა სიყვარულისა! რამეთუ ეს ტანჯვა განცდაა სიყვარულის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა! მწუხარება, რომელიც სერავს გულს სიყვარულის შეურაცხყოფის გამო, ყველა შესაძლო სასჯელზე საშინელია. არავინ იფიქროს, რომ ცოდვილები ღვთის სიყვარულის გარეშე რჩებიან ჯოჯოხეთში. სიყვარული ჭეშმარიტების ხედვისაგან იბადება, და ის ჭეშმარიტების ყველა მაძიებელს ეძლევა. მაგრამ სიყვარულის მოქმედება ორგვარია: ის ტანჯვას მიანიჭებს მოუნანებელ ცოდვილთ და ახარებს ყველას, ვინც ღვთისადმი მეგობრობის ვალი პირნათლად მოიხადა. ჯოჯოხეთის ტანჯვა დაგვიანებული და უნაყოფო სინანულია, დროული სინანულის არ ქონის გამო მწარე დანანებაა ბოლოჟამს! ზეცის შვილთა სულთათვის კი სიყვარული ნეტარების მუდმივი წყაროა” (წმ. ისააკ ასური, სიტყვა 18). ღმერთი სიყვარულია. და თუ ნამდვილად გვწამს ამ ჭეშმარიტებისა, მაშინ იმასაც უნდა ვხვდებოდეთ, რომ ღმერთს არ შეუძლია სიძულვილი, დასჯა, შურისძიება. როგორც დიდი მეუდაბნოე აბბა ამმონი გვასწავლის: “სიყვარულს არ შეუძლია არავის სიძულვილი, არავის განსჯა, დაჩაგვრა, წყევლა, არც ზიზღი და წყენა. ეს ეხება, როგორც მართალთ ასევე ცოდვილთ, უცხოს და თვისტომს, უწმინდურსა და გარყვნილს. პირიქით მას სწორედ ცოდვილთა, უძლურთა და დაცემულთა სულების წყლულები უფრო ადარდებს და სტკივა, იგლოვს და განიცდის მათთვის, თანაუგრძნობს მათ ბევრად უფრო მეტად ვიდრე კეთილთა და მართალთ. ამის მაგალითი თავად ქრისტეა, რომელიც თავად პოულობდა ცოდვილსა და დაცემულს, შედიოდა მის სახლში, ჭამდა და სვამდა მასთან ერთად. გვიჩვენებდა რა, ჭეშმარიტი სიყვარულის მაგალითს, გვასწავლიდა: “იყავით სრულ, კეთილ და მოწყალე, ვითარცა მამა თქვენი ზეცათაი სრულ არს”; და როგორც ის უგზავნის წვიმას ბოროტსაც და კეთილს, მზეს კი უბრძანებს, რათა თანაბრად გაუნათოს მართალსაც და უკეთურსაც, ასევე იქცევა ის, ვისაც ჭეშმარიტად უყვარს, ვისაც თანაგრძნობა და თანალმობა აქვს და ვინც თანაბრად ლოცულობს ყველასთვის”. XVIII თუკი ვინმეს ვერ წარმოუდგენია, რამდენად შესაძლებელია, რომ ღვთის სიყვარულმა ადამიანის სული საბრალო და სავალალო მდგომარეობაში აღმოაჩინოს, უფრო მეტიც ცეცხლში ამყოფოს, დაე უძღები შვილის იგავიდან უფროსი ძმის მდგომარეობა გაიხსენოს. განა არ იყო ის მამის სახლში? განა ყველაფერი მას არ ეკუთვნოდა?განა არ იყო კმაყოფილი მამის სიყვარულით? განა მამა თავად არ სთხოვდა მოსულიყო ლხინის ტრაპეზზე და გაეზიარებინა მამის სიხარული უძღები შვილის დაბრუნების გამო? რამ გახადა ის უბედური, რა სიძულვილისა და წყენის ცეცხლი დატრიალდა მის გულში? განა ვინმემ რაიმე წაართვა მას? რატომ არ გაუხარდა დაკარგული ძმის დაბრუნება? რატომ არ აღმოაჩნდა სიყვარული მამისა და ძმისა? იქნებ, ეს საქციელი მისი შინაგანი გაბოროტების შედეგი იყო? და განა ამის გამო მას ჯოჯოხეთად არ ექცა იქ ყოფნა?სწორედ იქ სადაც საყოველთაო სიხარული და დღესასწაული იყო?განა სხვათა ლხინი მისთვის ჯოჯოხეთი არ იყო? და განა იგი სადმე სხვაგან იყო ამ დროს, სადაც წამების იარაღები ინახებოდა ან ჯალათები იმყოფებოდნენ? ნუთუ ის ისევ მამის სახლში არ ცხოვრობდა? რა განყოფდა მას ყველა მოზეიმისგან, თუ არა მისივე საკუთარი ბოღმა და შური? განა მამას ან ძმას უწინდებურად აღარ უყვარდათ იგი? მათი ეს სიყვარული ხომ არ უქვავებდა და უბოროტებდა უფრო გულს? განა სიხარული მამის სახლში, უფრო არ ამწუხრებდა მას? განა მამისადმი და ძმისადმი წყენა და სიძულვილი არ ენთო მის გულში? და განა ეს სიძულვილი უფრო არ მძაფრდებოდა მამის სიყვარულით უმცროსი ძმისადმი? აი ისიც, ჯოჯოხეთი – უარყოფა სიყვარულისა, სიყვარულის პასუხად სიძულვილი; მწუხარება გამოწვეული სხვათა სიხარულიდან; სიძულვილით აღვსებული გული, როდესაც ირგვლივ სიყვარული სუფევს. ასეთია მარადიული ხვედრი ყველა ბოროტმოქმედისა. ვერავინ დაემალება ღვთის სიყვარულს, ყოველი მათგანი სათუთი სიყვარულით უყვარს ღმერთს, ყველა დაპატიჟა მარადიულ ქორწილში, ცათა სასუფეველში, მაგრამ სამოსელი მათი ანუ გულებია მათი არაწმინდა. ღმერთი კი თავის ახალ ქმნილებაში ყველაფერი იქნება ყველასათვის, “რაითა იყოს ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა” (1 კორ. 15, 28). ეს გარემოება იქნება სწორედ მართალთა მარადიული ნეტარების, ხოლო ცოდვილთა მარადიული ტანჯვის მიზეზი, რადგან: “ამქვეყნიურ ცხოვრებაში ჩვენ დაკავშირებული ვართ მრავალრიცხოვან რეალიებთან, როგორიცაა დრო, სივრცე, ადგილსამყოფელი, ჰაერი, საკვები, სასმელი, სამოსი, მზის სინათლე, და სხვა აუცილებელი საგნები, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის ღმერთი; იმ კურთხეულ მდგომარეობაში კი რომლის მოპოვების იმედიც გვაქვს, არ გვექნება საჭიროება არცერთი ზემოთ ჩამოთვლილისა. ყოველივე ამის სანაცვლოდ ღმერთი იქნება ჩვენთვის ყველაფერი, ის გაგვინაწილებს თავის სიყვარულსა და ენერგიებს შესაბამისად თვითოეულის საჭიროებისა. საღმრთო წერილი გვაუწყებს, რომ ღმერთი მათთვის, ვინც ამის ღირსია თავად იქნება სახლიც, სამოსელიც, საზრდელიც, სასმელიც, სინათლეც, სიმდიდრეც, მეუფებაც და სხვა ყველაფერიც, რასაც სახელი გააჩნია, რათა ცხოვრება ჩვენი ნეტარი იყოს მარადისობაში” (წმ. გრიგოლ ნოსელი. “О душе и воскресении”). ასე, რომ მომავალ ცხოვრებაში ღმერთი ყველასათვის ყველაფერი იქნება, არა მხოლოდ კეთილთათვის, არამედ ბოროტთათვისაც, და არა მხოლოდ მათთვის ვისაც ქრისტე უყვარს, არამედ მათთვისაც, ვისაც ის სძულს. მაგრამ განა ეს ტანჯვა არ იქნება მისი მოძულეებისთვის, როდესაც ყველაფერს იმის მარჯვენიდან მიიღებენ, ვინც ასე სძულდათ? ეს იქნება სწორედ მათთვის ცეცხლი მარადიული და კბილთა ღრჭენა მოუკლებელი!* წარვედით ჩემგან წყეულნო, თქვენს გულებში დანთებულ სიძულვილის ცეცხლში, - იტყვის უფალი, – რამეთუ მე თქვენი სიყვარული მწყუროდა და არ მასვით, მე თქვენი ნეტარება მსურდა და თქვენ არ ისურვეთ, მე ჩემს ადამიანურ ბუნებაში ვიყავი ნებსით ჩამწყვდეული და თქვენ არ მომინახულეთ ჩემს ეკლესიაში; თქვენ თავისუფლები ხართ, და მიდიხართ იქით სადაც თქვენი ბოროტი აზრები გეძახიან, წარვედით ჩემგან, თქვენი გულების მტანჯველ სიძულვილში, რომელიც უცხოა ჩემი მოსიყვარულე გულისთვის, რომელმაც არ იცის არავის სიძულვილი. თქვენ თავისუფლები ხართ, მაშ გაემართეთ თქვენი სიძულვილის წყვდიადისაკენ, რომელიც სრულიად უცხოა მათთვისაც, ვინც ჩემთან რჩებიან. ეს სიძულვილი ეშმაკისგან მიიღეთ თქვენივე ნებით. მაგრამ სადაც არ უნდა წახვიდეთ, თქვენი ბოროტი გულების წინამძღოლობით, ჩემი სიყვარული, ვითარცა ცეცხლის მდინარე, მუდამ და ყველგან თქვენს კვალდაკვალ ივლის, რამეთუ რაც არ უნდა აირჩიონ თქვენმა გულებმა, ხართ და მუდამ იქნებით ჩემი შვილები. ამინ. ———————————————————————- * “ქვეყნის აღსასრული მის ფერისცვალებას ნიშნავს. ყველაფერი თვალის დახამხამებაში შეიცვლება და უფალი მოვალს დიდებით ღრუბელთა ზედა. საყვირის ხმა, რომელიც სულში და სინდისში გასიმება, ნათელს გახდის ყველაფერს ადამიანთა სინდისისათვის. როგორც დანიელი წინასწარმეტყველებს, მარადიული მართლმსაჯული დაბრძანდება დიდების ტახტზე და მის წინ იდინებს ცეცხლის მდინარე (დან. 7, 9-10). ეს ცეცხლი განმწმენდელი სტიქიაა, ის ცოდვებს დასწვავს. ვაი იმას, ვისთვისაც ცოდვა მისი ბუნების ნაწილი გამხდარა, მაშინ ეს ცეცხლი თავად ამ ადამიანს დასწვავს, ის მის შიგნით აენთება. ჯვრის დანახვისას ერთნი განიხარებენ, მეორენი კი სასოწარკვეთილებაში ჩავარდებიან და ძრწოლა აიტანთ მათ. ამგვარად, განიყოფიან მეყვსეულად ადამიანები. თვით კაცის სულიერი მდგომარეობა მიიყვანს კაცს მართლებთან, ზოგს კი ცოდვილებთან. ან მარჯვენით ღმრთისა, ანდა მარცხენით. რაც უფრო შეგნებულად მიისწრაფოდა ადამიანი ღმერთისკენ ამ ცხოვრებაში, მით უფრო დიდი იქნება მისი სიხარული, როდესაც გაიგებს სანატრელ ხმას: “მოვედით ჩემდა კურთხეულნო…” და პირიქით, იგივე სიტყვები შიშის ზარსა და ძრწოლის ცეცხლს აღძრავს მათში, ვინც ამქვეყნად გაურბოდა ღმერთს, ებრძოდა მას, შეურაცხყოფდა მის მიმდევრებს. უკანასკნელმა სამსჯავრომ არც მოწმეები იცის და არც განჩინება გააჩნია! ყველაფერი ადამიანთა სულებშია აღბეჭდილი, ეს წიგნები გადაიშლება უფლის წინაშე და ნათელი გახდება, რომ ყველა მანკიერების ფესვები თავად ადამიანის სულში ყოფილა, რომ მიდრეკილება ცოდვისადმი სულის სიღრმეში იმალებოდა და ტკბებოდა ცოდვით. და თუ ადამიანმა არ მოინანია ცოდვა, არ განთავისუფლდა მისგან, სამსჯავროზე ისეთივე მიდრეკილებით წარსდგება ცოდვისადმი, როგორიც მანამდე იყო. ამ მიდრეკილებასა და სურვილს კი ვეღარასოდეს დაიკმაყოფილებს და ეს იქნება სწორედ ის ტანჯვა, რომელსაც ის მარადისობაში განიცდის. ის ყველასა და ყველაფერს დაადანაშაულებს თავის ტანჯვაში და სიძულვილით იქნება მუდამ შეპყრობილი. უმწეობით გაბოროტებულთა კბილთა ღრჭენა და სიძულვილის ჩაუქორებელი ცეცხლი – აი ჯოჯოხეთი. შინაგანი დაუშრეტელი ცეცხლი – აი გეენია. და იქნება გოდება და კბილთა ღრჭენა, ასეთია მდგომარეობა ჯოჯოხეთისა” (წმ. იოანე მაქსიმოვიჩი. “უკანასკნელი სამსჯავრო”). გამომცემლობა “ორთოდოქსი”, 2011 Zukazuka314 შენ თუ წაიკითხე ჯერ ეგ თქვი. სიმარტლე გიტხრა 17 ზე ვარ და ბოლომდე არ წამიკითხია Zukazuka314 ემოციები და მთელი ამბები გვერდზე გადავდოთ . სხვისი პოლემიკა არ მაინტერესებს ახლა . დასვი ჩემო კარგო რა კითხვა გაქვს , მოკლედ და კონკრეტულად. ეგებ გიპასუხო. (ოღონდ იქამდე გვითხარი რა აღმსარებლობის ხარ, თუ მართლმადიდებელი ხარ მოძღვარი ვინაა შენი და.ა.შ. უფრო მარტივად რომ წარიმართოს ჩვენი საუბარი ). მე უკვე აღარაინი კითხვა მაქ მარა ისე ამ ფორუმზე შემხვდა თემას რომელშიც ეწერა რომ ბიბლიაში და სახარებაში მოდის წინაამღდებობებიო და ნეტავ არ წამეკითხა და თუ შეძლებ მიპასუხე "რამეთუ ვითარცა-იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე, ეგრეთ იყოს ძე კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა სამ დღე და სამ ღამე. (მათე 12.40) იესო გულსა ქუეყნისასა (ანუ სამარხში საიდანაც მკვდრეთით აღსდგა) იყო 1 ღამე პარასკევიდან შაბათ დილამდე, 1 დღე შაბათ დილიდან შაბათ საღამომდე და 1 ღამე შაბათ საღამოდან კვირა დილამდე. კვირას ქრისტე აღსდგა. ანუ 1 დღე და 2 ღამე და არა 3 დღე და 3 ღამე." რა ეს მართალია? და კიდევ ამასაც იოანე 5-31 ამათ შორის იოანე 8-14 არის განსხვავებებიო და ამიხსენი თუ შეძლებ.... და მე ეს რაგაცა დიდი "ვეფხვისტყაოსანი" სანფოლზე დავწერე... და რატო არ მოგეწონათ... ? |
Zukazuka314 ძველი აღთქმის "წინასწარმეტყველები" და ხალხი Mar 8 2015, 06:39 PM
G_saxva
იმიტომ რომ მაშინ ს... Mar 9 2015, 09:22 AM
sanfol Zukazuka314
G_saxva
მეც მომისმ... Mar 10 2015, 12:22 PM
Zukazuka314
Zukazuka314
G_saxva
მეც მომისმ... Mar 10 2015, 11:57 PM
G_saxva sanfol
რა სად მოგმისმე... Mar 10 2015, 02:13 PM
sanfol G_saxva
მე იგავს ვგულის... Mar 10 2015, 02:17 PM
G_saxva sanfol
საერთოდ მაცხოვ... Mar 10 2015, 02:26 PM
sanfol G_saxva
მაგ იგავზე მთელ... Mar 10 2015, 02:32 PM
G_saxva sanfol
საერთოდ დაკვირვ... Mar 10 2015, 03:10 PM
sanfol G_saxva
გიორგი 2 აზრი არ... Mar 10 2015, 03:19 PM
G_saxva sanfol
რა მოველნე აიხს... Mar 10 2015, 03:34 PM
sanfol G_saxva
ეგ იგავი მგონი ი... Mar 10 2015, 04:00 PM
G_saxva sanfol
მე არ მითქვამს რ... Mar 10 2015, 04:09 PM
sanfol G_saxva
ახლა რო სამოთხე... Mar 10 2015, 05:20 PM
G_saxva sanfol
ისევ რაღაც კაბა... Mar 10 2015, 06:04 PM
sanfol G_saxva
გიორგი შენ ნება... Mar 10 2015, 06:20 PM
damiane80 sanfol
არასწორი წარმო... Mar 10 2015, 09:01 PM
sanfol damiane80
მადლობა, მაგრა... Mar 10 2015, 09:48 PM
Zukazuka314 აუ გააგრძელეთ რა ი... Mar 11 2015, 12:52 AM
sanfol Zukazuka314
ხო მარა თუ იცი... Mar 11 2015, 10:49 AM
G_saxva Zukazuka314
არა ჯოჯოხეთში... Mar 11 2015, 10:56 AM
sanfol G_saxva
ძალიან კარგია თ... Mar 11 2015, 11:39 AM
G_saxva sanfol
ღმერთი სიყვარუ... Mar 11 2015, 12:04 PM
Zukazuka314
[b]sanfol
ღმერთი სიყვარ... Mar 11 2015, 04:33 PM
sanfol G_saxva
ადამიანის შექმ... Mar 11 2015, 12:17 PM
damiane80 Zukazuka314
sanfol
ჩემო მეგობ... Mar 11 2015, 02:01 PM
G_saxva sanfol
მეტი ვერნარიად ... Mar 11 2015, 03:37 PM
sanfol G_saxva
არასწორად მსჯე... Mar 11 2015, 04:45 PM
damiane80 sanfol
რუსული თუ იცი??? რ... Mar 11 2015, 05:01 PM
Zukazuka314
აი ვამბობ არა რომ ... Mar 11 2015, 05:08 PM
sanfol damiane80
კი მარა ქართულ... Mar 11 2015, 05:12 PM
Zukazuka314
შეილება მართალი ხ... Mar 11 2015, 05:14 PM
damiane80
ხო ეგ რატქმაუნდა მ... Mar 11 2015, 05:57 PM
sanfol Zukazuka314
მარა აქ კიდევ ... Mar 11 2015, 05:24 PM
damiane80
რა გითხრა, გააჩნია... Mar 11 2015, 05:35 PM
sanfol damiane80
მითხარი წავიკ... Mar 11 2015, 05:50 PM
damiane80
[b]damiane80
მითხარი წავი... Mar 11 2015, 06:21 PM
G_saxva sanfol
განსაზღვრაზე მ... Mar 11 2015, 06:03 PM
sanfol G_saxva
არ ვიცი ეტყობა ... Mar 11 2015, 06:31 PM
Zukazuka314
არა ეგ არ არის სწო... Mar 11 2015, 06:44 PM
sanfol Zukazuka314
ძველ ქართულად ... Mar 11 2015, 06:56 PM
Zukazuka314
მაგალითი ცუდია ძა... Mar 11 2015, 07:10 PM
sanfol Zukazuka314
ეს უბრალოდ მა... Mar 11 2015, 07:16 PM
Zukazuka314
ცუდია რომ რუსული ა... Mar 11 2015, 07:19 PM
sanfol
აუ ვერც მე გავიგე გ... Mar 11 2015, 07:29 PM
Zukazuka314
აუ ვერც მე გავიგე გ... Mar 11 2015, 07:42 PM
Zukazuka314
მართალია საჭიროა ... Mar 11 2015, 07:36 PM
sanfol Zukazuka314
კი ვიცი მოსმე... Mar 11 2015, 07:39 PM
sanfol Zukazuka314
მე რაც დავწერ... Mar 11 2015, 07:47 PM
Zukazuka314
ერთი გთხოვთ ძალია... Mar 11 2015, 07:55 PM
sanfol Zukazuka314
ანტიქრისტეც ი... Mar 11 2015, 08:04 PM
Zukazuka314 ანტიქრისტე კიარა ე... Mar 11 2015, 08:19 PM
sanfol Zukazuka314
ჩვენ იმაში ვარ... Mar 11 2015, 08:30 PM
Zukazuka314
Zukazuka314
ჩვენ იმაში ვა... Mar 11 2015, 08:59 PM
sanfol დავუბრუნდეთ თემას:... Mar 11 2015, 08:44 PM
Zukazuka314
დავუბრუნდეთ თემას... Mar 11 2015, 09:17 PM
Zukazuka314
დავუბრუნდეთ თემას... Mar 11 2015, 09:25 PM
sanfol Zukazuka314
18
ხო ალბათ მას... Mar 11 2015, 09:20 PM
sanfol Zukazuka314
მართალი ხარ არ... Mar 11 2015, 09:37 PM
Zukazuka314 ისე წმინდა მამებზე... Mar 11 2015, 10:33 PM
sanfol Zukazuka314
მასეც არაა აუ... Mar 11 2015, 10:46 PM
Zukazuka314 და კიდევ რატომ გინ... Mar 11 2015, 10:46 PM
G_saxva sanfol
მეც დაგისვამ კი... Mar 12 2015, 09:44 AM
damiane80 sanfol
წმინდა წერილი ... Mar 12 2015, 10:59 AM
sanfol Zukazuka314
ყველა კითხვაზ... Mar 12 2015, 11:40 AM
sanfol ასევე არსებობს გამ... Mar 12 2015, 11:52 AM
G_saxva sanfol
ასე რთულია ჩემი ... Mar 12 2015, 11:55 AM
sanfol damiane80
:D:D:D
ხო მე მეშინ... Mar 12 2015, 12:02 PM
damiane80
მასე რომ ვფიქრობდ... Mar 12 2015, 12:20 PM
G_saxva sanfol
საერთოდ ის ფრაზ... Mar 12 2015, 12:23 PM
sanfol damiane80
რამდენიმე ყოფ... Mar 12 2015, 12:52 PM
G_saxva sanfol
sanfol
ზუსტად მაგაზ... Mar 12 2015, 01:41 PM
Zukazuka314
რატო მე უბრალოთ შე... Mar 12 2015, 08:22 PM
Zukazuka314
ვერ გაიგეეეეე?
დე... Mar 12 2015, 08:35 PM
sanfol G_saxva
კაი იყოს დამოკი... Mar 12 2015, 11:55 PM
sanfol Zukazuka314
ზეციურს ვერ დ... Mar 13 2015, 12:05 AM
G_saxva sanfol
ზუსტად ეგ არის რ... Mar 13 2015, 09:31 AM
sanfol G_saxva
კარგი
მადლობა
... Mar 13 2015, 11:12 AM
G_saxva sanfol
დაახლოებით ეგრ... Mar 13 2015, 11:31 AM
sanfol G_saxva
მაგ წინადადება... Mar 13 2015, 11:45 AM
G_saxva sanfol
კარგი
ამ წინადა... Mar 13 2015, 12:39 PM
sanfol G_saxva
როგორც წმინდა ი... Mar 13 2015, 12:59 PM
G_saxva sanfol
მაგის თქმა მინდ... Mar 13 2015, 01:40 PM
sanfol G_saxva
მივხვდი მადლობ... Mar 13 2015, 02:53 PM
Zukazuka314 ცეცხლის მდინარე
... Mar 13 2015, 09:18 PM
Zukazuka314 გორიცაა: მარადიულო... Mar 14 2015, 12:28 AM
G_saxva Zukazuka314
შენ თუ წაიკითხ... Mar 14 2015, 01:09 AM
A.V.M Zukazuka314
ემოციები და მთ... Mar 14 2015, 01:18 AM
sanfol
საოცარი ჭეშმარიტ... Mar 14 2015, 01:40 AM
A.V.M Zukazuka314
.
მოდი უფრო გავ... Mar 14 2015, 02:25 AM
sanfol A.V.M
ყოჩაღ გურამ მაგა... Mar 14 2015, 02:37 AM
A.V.M
როგორც ერთი შეხედ... Mar 14 2015, 02:46 AM
A.V.M Zukazuka314
31. თუ მე ვმოწმო... Mar 14 2015, 03:04 AM
Zukazuka314
[b]Zukazuka314
31. თუ მე ვმოწმ... Mar 14 2015, 06:24 PM
sanfol A.V.M
გიორგიმ მითხრა ... Mar 14 2015, 09:49 AM
A.V.M Zukazuka314
რა ვერ გაიგე კ... Mar 15 2015, 01:46 AM
Zukazuka314
Zukazuka314
რა ვერ გაიგე კ... Mar 15 2015, 02:41 PM
Zukazuka314
Zukazuka314
რა ვერ გაიგე კ... Mar 15 2015, 02:58 PM
Zukazuka314 1ტიმოთ.2:5 „ვინაიდან ... Mar 16 2015, 01:06 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th December 2025 - 01:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი