სოდომი არ დასჯილა მხოლოდ ჰომოსექსუალიზმისთვის, ლოტის ქმედებაზეც ვისაუბროთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სოდომი არ დასჯილა მხოლოდ ჰომოსექსუალიზმისთვის, ლოტის ქმედებაზეც ვისაუბროთ |
benediqt |
Apr 22 2014, 04:42 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 460 რეგისტრ.: 20-September 07 წევრი № 2,794 |
დღეს ჰომოსექსუალიზმის დასაგმობად და ჰომოსექსუალების სამაგალითოდ დასჯისთვის იხსენებენ სოდომის მაგალითს, თითქოს სოდომი ღმერთმა დასაჯა მხოლოდ იმიტომ რომ ამ ქალაქებში მეტად გავრცელებული იყო ჰომოსექსუალური სექსი
თუმცა ვნახოთ ბიბლიის ციტატა, თუ რისთვის დაისაჯა სოდომი: ეზეკიელ წინასწარმეტყველი 49. აჰა, ეს იყო შენი დის, სოდომის, დანაშაული: ამპარტავნობა, ღორმუცელობა და უდარდელობა მისი და მისი ასულებისა; ღარიბ-ღატაკს ხელს არ უმართავდნენ. 50. გამედიდურდნენ და სისაძაგლის კეთება დაიწყეს ჩემს წინაშე და მეც მოვიცილე ისინი, როცა დავინახე. ანუ მხოლოდ ჰომოსექსუალიზმისთვის არ დასჯილა სოდომი, მიზეზები სხვა უკეთურებანიც ყოფილა, სოციალური უსამართლობა, ამპარტავნება და ა.შ. ძველი აღთქმა დაბადება თავი მეცხრამეტე 1. შევიდა ორი ანგელოზი სოდომში საღამო ხანს, როცა სოდომის კარიბჭესთან იჯდა ლოტი. დაინახა ისინი ლოტმა, წამოუდგა მისაგებებლად და მდაბლად თაყვანისცა. 2. უთხრა: აქეთ მობრძანდით, ჩემო ბატონებო, შემოუხვიეთ თქვენი მორჩილის სახლში. ფეხს დაიბანთ, ღამეს გაათევთ, დილით კი ადრე ადგებით და თქვენს გზაზე წახვალთ. უთხრეს: არა, ქუჩაში გავათევთ ღამეს. 3. არ მოეშვა ლოტი და მათაც შეუხვიეს მის სახლში. გაუმზადა სასმელი ლოტმა, დაუცხო ხმიადები და ჭამეს. 4. ვიდრე დასაძინებლად დაწვებოდნენ, გარს შემოადგნენ სახლს ქალაქის მკვიდრნი, სოდომელი კაცები - ჭაბუკი თუ მოხუცი, მთელი ხალხი მოადგა ყოველის მხრიდან. 5. დაუძახეს ლოტს და უთხრეს: სად არიან ის კაცები, წუხელ რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა შევიცნოთ. 6. გამოვიდა მათთან ლოტი კარის ზღურბლზე და გამოიხურა კარი. 7. უთხრა: ნუ იზამთ ბოროტებას, ძმებო! 8. აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც მამაკაცი არ იციან; მათ გამოგიყვანთ და უყავით, რაც გენებოთ. ოღონდ იმ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი. 9. უთხრეს: მოშორდი აქედან! კვლავ უთხრეს: მარტოხელა კაცი მდგმურად მოსულხარ აქ და უკვე სამართალს სჯი? ახლა მათზე უარეს საქმეს დაგმართებთ. არ მოეშვნენ ამ კაცს, ლოტს და მიიჭრნენ კარის შესამტვრევად. 10. გამოიწოდეს ხელი სტუმარმა კაცებმა, შინ შეიყვანეს ლოტი და ჩაკეტეს კარი. 11. იმ კაცებს კი, სახლის შესასვლელთან რომ იდგნენ, სიბრმავე მოჰგვარეს დიდიან-პატარიანა და მათ ქანცი გაუწყდათ შესასვლელის ძებნაში. 12. უთხრეს იმ კაცებმა ლოტს: კიდევ ვინა გყავს აქ? სიძე, ვაჟები და ქალიშვილები, ყველა, ვინც კი შენიანია ამ ქალაქში, გაიყვანე ამ ადგილიდან, 13. რადგან უნდა გავანადგუროთ ეს ადგილი, რაკი დიდია მათზე სამდურავი უფლის წინაშე, და მოგვავლინა უფალმა მის გასანადგურებლად. -------------------------------------------------------- "7. უთხრა: ნუ იზამთ ბოროტებას, ძმებო!" "იმ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი" ამ ფრაზებით როგორც მივხვდი ჩანს ის, რომ ლოტი სტუმარ-მასპინძლობის წესს იცავს და ბოროტებაშიც ის იგულისხმება, რომ "ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი" -ო და არ გმობს ჰომოსექსუალიზმს ანუ არ ამბობს რომ ჰომოსექსუალიზმი ცოდვაა და ამიტომ ნუ იზამთო, არამედ "ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი"-ო -------------------- აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!! |
sanfol |
Mar 16 2015, 04:13 PM
პოსტი
#2
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
G_saxva
ციტატა არა აკრძალული აქვთ 1ზე მეტი ბავშვის ყოლა და ისიც იმხელა გადასახადია რომ უმეტესობა ან მიდის და სხვა ქვეყანში აჩენს ან საერთოდ არა. ასე რომ ამ თემას არ შეესაბამება და ტყუილად ნუ ეზებ ბნელ ოთახში კატას როდესაც იქ საერთოდ არაა ეგ ვიცი მაგრამ რას მეუბნები მთელ ჩინეთში ან ქალაქში 10 ოჯახი არაა თითო ბავშვი რო ყავდეს? თუ ისე დაამთხვია ღმერთმა რომ არ ყოფილიყო ჩვილები და ისე ამოხოცა ის ხალხი? და კიდე გიორგი მაინტერესებს დღეს თუ შეუძლია ზუსტად იგივეს გაკეთება? -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 03:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი