იესოს ლოცვა, ჩვენი პრაქტიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იესოს ლოცვა, ჩვენი პრაქტიკა |
neo |
Jan 28 2009, 09:31 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ეს თემა რა თქმა უნდა გახსნილი იქნებოდა ამ განყოფილებაში, თუმცა ვინაიდან ამოუწურავ საკითხად მიმაჩნია და ცოტა სხვა კუთხით მაინტერესებს კიდევ ერთხელ გავხსნი...
მოკლედ, მინდა მოვისმინო თქვენი გამოცდილების შესახებ, როგორ ვლოცულობთ იესოს ლოცვას ? როდის ? რა განცდებთან არის დაკავშირებული ? მოგვეხმარა თუ არა ცოდვებთან ბრძოლაში ? რამდენად ეფექტური იარაღია ? ვინც ერთხელ მაინც ჩამომჯდარა კონკრეტულად ამ ლოცვისათვის და ულოცია თუნდაც 10-15 წუთის განმავლობაში, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულებები -------------------- www.cordesign.ge
|
marine |
Mar 29 2015, 09:09 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იესოს ლოცვა რაც შეიძლება ხშირად უნდა თქვათ, მისი წარმოთქმა ყველგან შეიძლება, ლოგინში, როცა გამოვიღვიძებთ, ძილის წინ, მგზავრობის დროს, შრომის დროს. თუ განუწყვეტლივ არა, რამდენჯერმეც რომ ვთქვათ, უკვე დიდი საქმეა, თანაც შეიძლება ამ ლოცვის კიდევ უფრო შემცირებულად თქმა;
უბრალოდ თუ ვიტყვით "უფალო შეგვიწყალე" და ამ სიტყვებს გულით ვამბობთ, ამ ლოცვამ შეიძლება ზეცა შეძრას და დარწმუნებული იყავით, ღმერთი აუცილებლად დახმარების ხელს გამოგვიწოდებს. გარდა ამისა, დიდი ძალა აქვს ლოცვას შენი სიტყვებით, თუ გულში ვლოცულობთ. როცა ვთქვათ, თეფშებს ვრეცხავთ, ან საჭესთან ვზივართ და თან ვლოცულობთ, ეს სასიკეთოდ წაგვადება მთელი დღის განმავლობაში. უფალზე მინდობა და მოკლე ლოცვების წარმოთქმა თანდათანობით გადაიზრდება ჩვევაში. ამ შემთხვევაში მე არ მაქვს მხედველობაში, უფალი რომ ამბობს გამუდმებით ილოცვიდეთო, რადგან ეს სხვა საფეხურია და მხოლოდ ერთეულთა ხვედრია. ჩვენ როგორც შევძლებთ, ისე ვილოცოთ და უფალი მას აუცილებლად შეიწირავს". /დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 09:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი