პ ა ტ რ ი ო ტ ი ზ მ ი, “სამშობლო ჩემი იმოდენა ბუმბერაზია” |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პ ა ტ რ ი ო ტ ი ზ მ ი, “სამშობლო ჩემი იმოდენა ბუმბერაზია” |
marine |
Nov 19 2013, 01:29 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„პატრიოტიზმი (ბერძნ. πατρίς, სამშობლო) — დადებითი განწყობა საკუთარი სამშობლოს მიმართ, სამშობლოს სიყვარული.“
ჩემი სამშობლო გაგიჟებით მიყვარს... ეს მძაფრი განცდა ყველაზე მეტად მაშინ დამუფლებია, როცა სხვა ქვეყნიდან ჩამოვსულვარ და პირველ რიგში ქართული ჰაერი ჩამისუნთქავს... უსიტყვოდ, დაუფიქრებლად დავთმობდი მისთვის სიცოცხლეს... ყველა დაკარგული კუთხე-კუნჭული ისე ძალიან, ისე ძალიან მტკივა, რომ მათზე უბრალო სტატიის წაკითხვაც კი მეძნელება... ჩემი აზრით, პატრიოტიზმის განცდა ადამიანთან ერთად იბადება და გარდაცვალების მერე იმ სამყაროშიც მიყვება... თავად ქრისტესაც უზომოდ უყვარდა თავისი სამშობლო და ამით მაგალითი მოგვცა... რას ნიშნავს თქვენთვის პატრიოტიზმი და როგორ ფიქრობთ, რა დოზით გაქვთ? ვისაუბროთ ამ თემაზე... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 30 2015, 09:59 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩვენი დროის ათი მცნება
გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა ეს შეგონებანი ათი წლის ქალიშვილს - ქეთევანს დაუწერა 1924 წელს. მას შემდეგ კარგი ხანი გავიდა, მაგრამ მწერლის შეგონებებს დღემდე არ დაუკარგავს დიდი ზნეობრივი ძალა და მამულიშვილური სულისკვეთება. თქვენც გაეცანით მათ და ცხოვრების მიზნად დაისახეთ. 1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი. 2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი შენი პირადი მეგობარი. 3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი. 4. მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს. 5. მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე. ისე იცხოვრე, ვითომ ამქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი. 6. განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი, კერპი გული და ურჩი სურვილები. 7. გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა, ცუღლუტობა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავენ. 8. სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს ყველაფერი დაუჯერე. იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ, ჯერჯერობით საკუთარ ჭკუის, ჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები. 9. თავმოყვარეობა შეიძინე და შენი თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ, არ გაამაყდე. 10. ბოლოს და ბოლოს, ყოველივეს სჯობია სამი რამ: პირველი შრომა, მეორე შრომა და ისევ შრომა. ზემოთნათქვამი დაიხსომე და შეითვისე". /ჟურნალი "ლამპარი" N2, 2015, გვ. 9/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 03:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი