პ ა ტ რ ი ო ტ ი ზ მ ი, “სამშობლო ჩემი იმოდენა ბუმბერაზია” |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პ ა ტ რ ი ო ტ ი ზ მ ი, “სამშობლო ჩემი იმოდენა ბუმბერაზია” |
marine |
Nov 19 2013, 01:29 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„პატრიოტიზმი (ბერძნ. πατρίς, სამშობლო) — დადებითი განწყობა საკუთარი სამშობლოს მიმართ, სამშობლოს სიყვარული.“
ჩემი სამშობლო გაგიჟებით მიყვარს... ეს მძაფრი განცდა ყველაზე მეტად მაშინ დამუფლებია, როცა სხვა ქვეყნიდან ჩამოვსულვარ და პირველ რიგში ქართული ჰაერი ჩამისუნთქავს... უსიტყვოდ, დაუფიქრებლად დავთმობდი მისთვის სიცოცხლეს... ყველა დაკარგული კუთხე-კუნჭული ისე ძალიან, ისე ძალიან მტკივა, რომ მათზე უბრალო სტატიის წაკითხვაც კი მეძნელება... ჩემი აზრით, პატრიოტიზმის განცდა ადამიანთან ერთად იბადება და გარდაცვალების მერე იმ სამყაროშიც მიყვება... თავად ქრისტესაც უზომოდ უყვარდა თავისი სამშობლო და ამით მაგალითი მოგვცა... რას ნიშნავს თქვენთვის პატრიოტიზმი და როგორ ფიქრობთ, რა დოზით გაქვთ? ვისაუბროთ ამ თემაზე... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 31 2015, 02:13 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ძალიან გამიჭირდა. ორი ლექცია გადაბმულად ძლივს ჩავატარე.
აუდიტორიაში სტუდენტი იჯდა ზაქათალადან. მას არ დავასახელებ, პრობლემა რომ არ შეექმნას. თვალს ვერ ვუსწორებდი, უჩვეულოდ გულწრფელად და დაუფარავად ისაუბრა. ქართველობა და ქრისტიანობა რომ ენატრება, უნივერსიტეტშიც იმიტომ ჩააბარა. სურვილი აქვს მოინათლოს, მაგრამ იცის, რომ ,,მის" ქვეყანაში მოღალატედ გამოაცხადებენ. ამისთვისაც მზად არის, ოღონდ ჩვენი მხრიდან იგრძნოს მხარდაჭერა, დაინახოს ის, რომ ასეთ გმირებზე ჩვენი ქვეყანა ზრუნავს და ფიქრობს. გაუხარდა, ჩვენი პრეზიდენტი მარნეულში აზერბაიჯანელების დღესასწაულს რომ დაესწრო, ყურადღება და ერთი თბილი სიტყვა მასაც მოუნდა. იქ ადვილად იცხოვრებს, ქართველობაზე რომ საბოლოოდ თქვას უარი, მაგრამ ვერ უღალატებს წინაპრების ძვლებს. სხვის დასანახად დადის მეჩეთში, გულში კი ქრისტე ჰყავს. ალაზნის გამოღმა საქართველოს ვერ ვგრძნობ, როცა გაღმა ობლად დარჩენილი, შორეული იმედის მოლოდინში, ერთი შეუმჩნეველი ქართველი უფრო მეტი საქართველოა..." /მამა პეტრე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი