საქართველო 1918-1921 წლებში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველო 1918-1921 წლებში |
marine |
Sep 17 2007, 02:53 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,243 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918 - 1921 წწ.)
ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოდ (პარლამენტად) აღიარებულ იქნა საქართველოს ეროვნული საბჭო. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ ნოე ჟორდანიას ნაცვლად აირჩიეს ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე. 1918 წლის 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო - მთავრობა ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა პასუხისმგებელი იყო ეროვნული საბჭოს წინაშე. 1918 წლის ოქტომბერში საქართველოს ეროვნულ საბჭოს ეწოდა საქართველოს პარლამენტი. 1918 წლის ივნისში ცვლილებები მოხდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში. მთავრობის თავჯდომარე ნოე რამიშვილის ნაცვლად გახდა ნოე ჟორდანია, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე აკაკი ჩხენკელი შეცვალა ევგენი გეგეჭკორმა. ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი 1919 წელს საქართველოში დემოკრატიული საარჩევნო კანონის საფუძველზე ჩატარდა ქვეყნის ახალი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - დამფუძნებელი კრების - არჩევნები. დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა გაიხსნა 1919 წლის 12 მარტს. დამფუძნებელი კრების სხდომა დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე. უმარღლესმა საკანონმდებლო ორგანომ შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. დამფუძნებელმა კრებამ თავის პირველსავე სხდომაზე დაამტკიცა 1918 წლის 26 მაისს ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს წარმოადგენდნენ: სოფლებსა და მაზრებში - სოფლისა და მაზრის ერობები, ქალაქებში - ქალაქის თვითმმართველობები. ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები არჩევითი იყო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლო ორგანოს წარმოადგენდა სენატი. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 1 2015, 09:51 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,243 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა პირველი ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსების დღიდან დაწყებულა საქართველოში, ამას მოწმობს ეკლესიისა და ერის ღირსებისთვის ბოლომდე მებრძოლი კათოლიკოს-პატრიარქის ლეონიდე ოქროპირიძის ნოე ჟორდიანისადმი გაგზავნილი წერილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"... თქვენთვის უცნობი არ არის წმინდა წყლის ქართული დიდი მოთმინება და მოკრძალება. არასოდეს ამ ენით და კილოთი არ მილაპარაკია თქვენთან, მაგრამ ამქვეყნად ყველაფერს საზღვარი აქვს. უკანასკნელი საქციელით თქვენ შარაზე დასვით ქართული ეკლესიის ყოფნა-არყოფნის საკითხი და ასეთ შემთხვევაში ჩემი გაჩუმება იქნება ღალატი, ურომლისოდაც ერთ წამსაც არ მსურს სიცოცხლე. უფლებააყრილი და შეურაცხყოფილი კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე" უწმინდესი ლეონიდეს ნოე ჟორდიანიასადმი გაგზავნილი წერილი მოწმობს, თუ როგორ იბრძოდნენ კათოლიკოს-პატრიარქები საქართველოს ეკლესიის გადასარჩენად". (წერილის სრული ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ ჟურნალ "კარიბჭეში" N7, 2015, გვ. 46. მ.გ.) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th June 2024 - 03:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი