სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| orthodox-georgia |
May 20 2008, 05:17 PM
პოსტი
#1
|
![]() ---- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
ამ თემაში ვისაუბროთ საქართველოს უახლეს ისტორიაზე, ანუ დღევანდელ სიტუაციაზე. რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ვსწავლობთ თუ არა რამეს ჩვენი მდიდარი ისტორიიდან და ხომ არ ვუშვებთ ხანდახან იგივე შეცდომებს რამდენჯერმე.
-------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
![]() ![]() |
| marine |
Apr 3 2015, 01:56 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,168 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
11:15 / 03-04-2015
10 რამ, რაც თბილისში ყველას ნერვებს უშლის თბილისი ძალიან საინტერესო ქალაქია და ბუნებრივია, მას ხიბლს ის ადამიანები სძენენ, რომლებიც ამ ქალაქში ცხოვრობენ. თბილისელები ძალიან ხშირად ბრაზობენ ამა თუ იმ პრობლემაზე და ჩვენც გადავწყვიტეთ, იმ ძირითადი ათი საკითხის შესახებ დაგვეწერა, რაც თბილისელებს აღიზიანებთ. 1. ტაქსისტები. მათი მომსახურება ქალაქში ყველას სჭირდება, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც ვბრაზობთ მათზე. სწორედ ტაქსისტებს ეხებათ სოციალური ქსელის მომხმარებელთა სტატუსების უმეტესობა. ცოდვა გამხელილი სჯობს და ტასქისტები ხშირად მართლაც სცოდავენ. როგორც წესი, თუ 3 ლარზე შეგითანხმდებიან და ხუთლარიანს მიაწვდი, არ აქვთ ხურდა, რომ დაგიბრუნონ და იქამდე წუწუნებენ, სანამ მთელ თანხას არ დაუტოვებ, რადგან ძალიან, ძალიან გეჩქარება. ტაქსის მძღოლთა უმეტესობა უსმენს ისეთ რადიოს, რომელიც მხოლოდ მას ან მაქსიმუმ რადიოს წამყვანს უყვარს. ხშირია, როდესაც ტაქსისტი რაიონიდანაა ჩამოსული და არ იცის ისეთი საკვანძო ადგილები, როგორიცაა: მერვე საავადმყოფო, "დინამოს" სტადიონი და სხვა. 2. ავტობუსის კონტროლიორი. ეს ხალხი მთელ ქალაქს უშლის ნერვებს. მათ წინააღმდეგ ისე ერთიანდება ერი, რომ ასეთი ერთობა, ალბათ, მხოლოდ 9 აპრილს იყო. ავტობუსში ამოსულ კონტროლიორს, რომელიც რეალურად, მხოლოდ კანონის დაცვისაკენ მოგვიწოდებს, ყველა პირად მტრად აღიქვამს, რადგან ის ბილეთის აღებას გვთხოვს. მას ათასნაირი ხერხით ვატყუებთ, არ ვიღებთ ბილეთს და მას შემდეგ, რაც ის ჩავა ავტობუსიდან, ველოდებით ბილეთს ევროკავშირის მიმართულებით. 3. ქვეითი მოსიარულე. ეს ხალხი, როგორც წესი, მძღოლებს უშლიან ნერვებს და უჩენენ თავსატეხს. თბილისელთა უმეტესობა "ვერ ხედავს" ქვეითთა გადასასვლელ ხიდს, თუმცა კარგად ამჩნევს გზას და პირდაპირ ცდილობს მის გადაჭრას. მძღოლი კი, რომელიც გზას არ უთმობს, აუცილებლად წყევლის, ან გინების ობიექტი ხდება. ფეხით მოსიარულეთა უმეტესობამ არ იცის გზაზე გადასვლის ელემენტარული წესი და ხშირად სწორედ ისინი ქმნიან ავარიულ სიტუაციებს და ხდებიან უახლოესი ჰოსპიტალის კლიენტები. 4. დაუდევარი მძღოლები. ჩვენი მცირე გამოკითხვის შედეგებში ნერვების მომშლელთა ერთ-ერთი უპირობო ლიდერები დაუდევარი მძღოლები არიან, რომლებიც ხშირად არღვევენ საგზაო ნიშნებს ისე, რომ ქვეითის სიცოცხლეს უქმნიან საფრთხეს. იმის მიუხედავად, რომ შუქნიშანი წითელს აჩვენებს, საკმაოდ მაღალი სიჩქარით განაგრძობენ სიარულს. როგორც ჩანს, თბილისელი მძღოლების დიდმა ნაწილმა "დაამუღამა" ქუჩები, სადაც ვიდეოკონტროლი არ ხორციელდება, მათი დაუდევრობა კი მწვანეზე მიმავალ მოსიარულეს უდიდეს საფრთხეს უქმნის. კიდევ ერთი, რასაც დაუდევარი მძღოლები სცოდავენ, ტროტუარებზე სიარული და "ზებრას" დაიგნორებაა... 5. საცობები. ამას ათასობით მიზეზი აქვს, თუმცა უპირველესი მაინც წვიმაა. სწორედ ამ ბუნებრივ მოვლენას მოჰყვება ხოლმე ქალაქში კილომეტრიანი საცობები. ამის მიზეზი მძღოლებიც არიან, რომელთა უმეტესობა ცდილობს, საცობიდან რაიმე ხრიკით გამოძვრეს და ამით კიდევ უფრო დიდ საცობს ქმნიან. 6. დაუბანლობა. საინტერესოა, რომ ამ ფაქტით გაღიზიანებას ხშირად ის ადამიანები გამოხატავენ, ვინც თავადაა ამ პრობლემის წყარო. ამ პრობლემიდან პირდაპირ მოდის მეორე უფრო დიდი პრობლემა - ოფლის სუნი, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის დახურულ სივრცეში საოცარ არომატს იწვევს. ორივე ეს პრობლემა ძალიან იოლად გადასაჭრელია, მაგრამ არავინ ცდილობს მის გადაჭრას. 7. დაზიანებული გზები. დაზიანებული გზები ჩვენს ნერვებსაც აზიანებს ყოველ დილით, თუ საღამოს. მაგრამ დედაქალაქში ასე მომრავლებული ორმოები, რომელთა შეკეთებას დედაქალაქის მერია უკვე თვეებია ვერ ახერხებს, დამატებით მიზეზს ქმნის საცობისთვის... 8. ქუჩაში დაყრილი ნაგავი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი ყველას გაღიზიანებას იწვევს, მაინც არავინ ცდილობს ურნამდე მისვლას. ბევრი ამის მიზეზს იმით ხსნის, რომ ურნიდან ამოსულ ნაგვის სუნს ვერ იტანს. მავანში კი NBA-ს ვარსკვლავის, აწ გარდაცვლილი ჩემბერლენის სული რეინკარნირდება და პერიმეტრიდან ცდილობენ ნაგვის სროლას, მაგრამ როგორც წესი, აცილებენ. თუმცა ეს ხალხი დაახლოებით 10 წუთში იწყებს წუწუნს, რომ ქუჩაში ნაგავი ყრია. 9. აგრესიული მათხოვრები. როგორც წესი, მათხოვარი მოკრძალებულია და მორიდებით ითხოვს დახმარებას. თბილისელთა სამართლიან გაღიზიანებას იწვევს ქუჩაში მყოფი არცთუ ცოტა მათხოვარი, რომელიც შემწეობას აგრესიულად ითხოვს, ხოლო თუ დაგინახა, რომ ხურდა გაქვს, მაგრამ არ აძლევ, არც წყევლას ერიდებიან. 10. ნაგვის მანქანები. მახსოვს, წლების წინ, როდესაც თინა ხიდაშელი ოპოზიციაში იყო, ერთ-ერთი სატელევიზიო დებატისას მის ოპონენტს "ნაციონალური მოძრაობიდან" ეუბნებოდა, სადმე, რომელიმე ევროპულ ქვეყანაში გინახავთ, რომ ქალაქში ნაგვის მანქანები დღისით მოძრაობდნენ და ქუჩებში საცობს ქმნიდნენო? სამწუხაროა, რომ ხიდაშელს ეს დღეს აღარ აწუხებს. რასაც ვერ ვიტყვით ამ ქალაქის მაცხოვრებლებზე, რომლებსაც პიკის საათებში, თბილისის ისედაც ვიწრო ქუჩებში მხოლოდ იმის გამო უწევს შეყოვნება, რომ დასუფთავების სამსახურს ნაგავი გააქვს. როგორც წესი, ეს პროცედურა, ღამის საათებში უნდა ხდებოდეს... ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც თბილისელებს აღიზიანებთ, თუმცა აბსოლუტურად ყველა პრობლემის სათავე ჩვენ თავადვე ვართ და სწორედ ჩვენ შეგვიძლია ამის მოგვარება. მთავარია მონდომება და პრობლემის საკუთარ თავში ძიება. ლადო გოგოლაძე AMBEBI.GE http://www.ambebi.ge/sazogadoeba/127739-10...ebs-ushlis.html -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
orthodox-georgia თანამედროვე საქართველო May 20 2008, 05:17 PM
orthodox-georgia გთხოვთ ამ თემაზე გ... May 22 2008, 08:16 PM
tetnuldi კარგი თემაა!!!ძ... May 25 2008, 03:07 PM
veriko7
კარგი თემაა!!!ძ... May 25 2008, 04:07 PM
orthodox-georgia
თუ შეიძლება მიტხა... May 25 2008, 10:01 PM
- თეკლა -
თუ შეიძლება მიტხა... May 25 2008, 11:08 PM
tetnuldi
თუ შეიძლება მიტხა... May 25 2008, 11:19 PM
თათარაშვილი ერთი რამ არ უნდა და... May 25 2008, 11:17 PM
orthodox-georgia
ყველა იდეალურად ვ... May 29 2008, 11:03 PM
nino_ni
კი,მასე ვთვლი მეც.
... May 25 2008, 11:19 PM
orthodox-georgia
კი,მასე ვთვლი მეც.
... May 26 2008, 10:28 PM
თათარაშვილი
მერე და ვინ თქვა ან... May 29 2008, 11:14 PM
orthodox-georgia
...
არ არსებობს ქვე... Jun 5 2008, 01:30 PM
orthodox-georgia ..................................................... Jul 17 2008, 04:51 PM
zedela თათარაშვილი
აი ამ... Jul 18 2008, 04:28 AM
ნაინა კი ქართველები ძალი... Jul 18 2008, 06:33 AM
Ligia მე "კარგზე" დავწ... Jul 18 2008, 10:38 AM
ჯეგე Ligia
დასტურ!!! Jul 18 2008, 10:47 AM
ketino
რატო კაცო, ომისგან ... Jul 28 2008, 11:35 PM
Ligia
ვაიმე, ჩემი ტკივილ... Aug 16 2008, 05:35 PM
kato_Bato მე სერიოზულად შემე... Aug 16 2008, 05:39 PM
Ligia მე არ შემშინებია ს... Aug 16 2008, 07:58 PM
kmunebi
მე არ შემშინებია ს... Aug 17 2008, 12:30 AM
Ligia
რა თქმა უნდა... :(
ჩვე... Aug 17 2008, 07:10 PM
kmunebi
ეგრეა ეგრე
როგორც ... Aug 17 2008, 07:14 PM
Ligia
არა მარტო იეღოველ... Aug 18 2008, 03:15 PM
kmunebi მოდის ქართველი ერი... Aug 18 2008, 05:38 PM
kato_Bato kmunebi
თუ როგორც ფსალმ... Aug 18 2008, 05:40 PM
kmunebi
kmunebi
თუ როგორც ფსალმ... Aug 18 2008, 05:48 PM
Ligia
რა თქმა უნდა. უფალს... Aug 19 2008, 11:10 AM
iako ჩვემზე მოწეულმა ამ... Aug 19 2008, 12:57 PM
kmunebi ეს ყოველივე რა თქმ... Aug 19 2008, 01:15 PM
Ligia
ეს ყოველივე რა თქმ... Aug 19 2008, 03:16 PM
მართა საქართველოს ცხოვრ... Aug 19 2008, 03:19 PM
kmunebi
საქართველოს ცხოვრ... Aug 19 2008, 08:02 PM
მართა ფაქტია რომ ჩვენ ვა... Aug 22 2008, 02:47 AM
მეოცნებე მე ვფიქრობ, სიტუაც... Nov 28 2008, 09:37 PM
sable მეოცნებე
მართლა მ... Nov 30 2008, 08:05 PM
მეოცნებე
მეოცნებე
მართლა მ... Nov 30 2008, 10:14 PM
marine ამ თემაში საქართვე... Dec 18 2013, 03:50 PM
G_saxva სიმართლე ვთქვა მეზ... Dec 18 2013, 04:10 PM
marine
სიმართლე ვთქვა მე... Dec 19 2013, 10:52 AM
G_saxva marine
ეგ ხომ ეგრე იყო ყ... Dec 19 2013, 01:42 PM
marine რეგიონალიზმი პატრ... Dec 19 2013, 03:01 PM
A.V.M დასაგმობია და იმიტ... Dec 19 2013, 06:29 PM
G_saxva ისე კონკრეტულად რა... Dec 20 2013, 09:04 AM
marine
ისე კონკრეტულად რ... Dec 20 2013, 10:32 AM
marine "გვაძალებენ შესვ... Feb 12 2014, 12:50 PM
ikanosi
რა გაერთიანებები Feb 12 2014, 01:02 PM
marine
რა გაერთიანებები
... Feb 12 2014, 01:22 PM
marine "ჩვენ ვხედავთ, რა... Feb 12 2014, 01:59 PM
ikanosi
მე კი ვიცი მაგრამ შ... Feb 13 2014, 12:39 PM
marine
მე კი ვიცი მაგრამ შ... Feb 13 2014, 12:40 PM
marine "რა ხდება დღეს ქა... Feb 26 2014, 10:51 AM
marine ""საქართველო ნე... Mar 18 2014, 05:04 PM
terra
""საქართველო ნე... Mar 18 2014, 05:08 PM
marine
ვენაცვალე სულში. მ... Mar 18 2014, 05:09 PM
A.V.M terra
დიდი სურვილი მაქ... Mar 18 2014, 10:20 PM
marine "ჩვენი ხელისუფლე... Nov 1 2014, 08:39 PM
sanfol შეხედეთ რა დღეშია ... Nov 15 2014, 10:12 PM
marine მამა გაბრიელს აქვს... Nov 15 2014, 11:03 PM
sanfol
მამა გაბრიელს აქვ... Nov 16 2014, 01:31 PM
marine
თვითონ სათაურზე რ... Nov 16 2014, 02:10 PM
sanfol
კითხვა ვერ გავიგე, ... Nov 16 2014, 02:12 PM
marine
ანუ ამ იდეოლოგიის ... Nov 16 2014, 02:32 PM
sanfol
ქართული ენა ძალია... Nov 17 2014, 12:26 AM
G_saxva
:D :D :D ეს მართლა მაგა... Nov 17 2014, 09:40 AM
sanfol
:D :D :D ეს მართლა მაგა... Nov 17 2014, 12:49 PM
marine sanfol
სანდრო, როგორც ... Nov 17 2014, 01:01 PM
G_saxva sanfol
გურამიშვილის ს... Nov 17 2014, 02:47 PM
sanfol
sanfol
გურამიშვილის ს... Nov 17 2014, 04:05 PM
marine საბერძნეთში მთავრ... Nov 17 2014, 04:08 PM
G_saxva sanfol
შეგიძლია ამიხს... Nov 17 2014, 04:23 PM
sanfol G_saxva
დილით წირვაზე დ... Nov 17 2014, 06:27 PM
G_saxva sanfol
დილის წირვის მე... Nov 18 2014, 09:12 AM
sanfol G_saxva
მე დაახლოებით 3 ... Nov 18 2014, 01:56 PM
G_saxva sanfol
წარმოუდგნელია ... Nov 18 2014, 03:21 PM
sanfol
sanfol
წარმოუდგნელია ... Nov 18 2014, 04:31 PM
G_saxva sanfol
ჩემო კარგო თავა... Nov 18 2014, 04:54 PM
sanfol
sanfol
ჩემო კარგო თავა... Nov 18 2014, 05:54 PM
G_saxva sanfol
გააჩნია შენ რას ... Nov 18 2014, 05:59 PM
sanfol
sanfol
გააჩნია შენ რას... Nov 18 2014, 06:30 PM
marine "დღეს უღმერთობას ... Dec 24 2014, 01:53 PM
marine "სვანეთში, ხაიში-... Sep 15 2015, 08:35 PM
marine "- დღეს რა პრობლემ... Jan 19 2016, 09:27 PM
marine "ამჟამად ჩვენი ქვ... Oct 10 2018, 05:46 PM
marine "წესრიგი იწყება ჩ... Feb 11 2019, 07:24 PM
marine "გადაგვარების, მო... Jul 18 2019, 07:57 PM
marine "დღეს ჩვენი ქვეყა... Jul 21 2019, 07:24 PM
marine "ერი ყოფნა-არყოფნ... Aug 5 2019, 11:57 AM
marine "ეკლესიაში, ქვეყა... Aug 5 2019, 09:12 PM
marine "მსოფლიო ბანკის მ... Aug 7 2019, 08:39 PM
marine "რაც ხდება, ჩვენი ... Dec 9 2019, 09:12 PM
marine "დღევანდელი დღე ძ... Dec 14 2019, 03:42 PM
marine "ობიექტური პირობ... Dec 21 2019, 09:51 PM
marine "დღეს ქართველ ერს... Dec 22 2019, 07:48 PM
marine "თუ თითოეული ჭეშმ... Dec 22 2019, 08:12 PM
marine "21-ე საუკუნე არის ... Mar 2 2020, 03:47 PM
marine "არ მიყვარს პოლიტ... Nov 5 2020, 01:13 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th December 2025 - 09:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი