ძველი ქართული ხელნაწერები, კალიგრაფია, მინიატურა, დეკორი, ყდა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძველი ქართული ხელნაწერები, კალიგრაფია, მინიატურა, დეკორი, ყდა |
შაკო |
May 15 2007, 12:43 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,102 რეგისტრ.: 1-December 06 წევრი № 617 |
ვანის ოთხთავი XII-XIIIსს-ის მიჯნა -------------------- რავიცი.....რავიცი.....
|
marine |
Apr 3 2015, 08:15 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ხელისუფლებას მიმართავენ
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ. მიმართვის საფუძველი ებრაელთა ისტორიის მუზეუმის მიერ, ცენტრის საცავში არსებული ებრაულ ხელნაწერთა კოლექციის ნაწილის მუზეუმისთვის გადაცემის საკითხის დაყენება გახდა. „ბოლო დროს დ . ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმმა რამდენჯერმე დააყენა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ებრაულ ხელნაწერთა კოლექციის ერთი ნაწილის, მათ შორის უნიკალური, მსოფლიო მნიშვნელობის ლაილაშის ბიბლიის მუზეუმისთვის გადაცემის საკითხი. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის (ყოფილი ხელნაწერთა ინსტიტუტის) დაარსების მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში – სახელმწიფო თუ კერძო კოლექციებში – არსებული ხელნაწერი მემკვიდრეობის ერთ სიძველეთსაცავში თავმოყრა, შესაბამისი დაცვის პირობების შექმნა და მათი სამეცნიერო კვლევა სწორედ ამ იდეაზე დაყრდნობით, წლების განმავლობაში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდები შეივსო არა მარტო ქართულ, არამედ ბერძნულ, სომხურ, სლავურ, სპარსულ, არაბულ, თურქულ, სხვა აღმოსავლურ თუ ევროპულ და მათ შორის, ებრაულ ენებზე შესრულებული მდიდარი კულტურული და ისტორიული ღირებულების მქონე ხელნაწერი ნიმუშებით. ათწლეულების განმავლობაში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კვლევები, რის საფუძველზეც ცენტრს დამსახურებულად აქვს მოპოვებული საერთაშორისო აღიარება. ამავე დროს ცენტრში სისტემატურად ხორციელდება საგამოფენო, საგანმანათლებლო, სარესტავრაციო, სხვადასხვა სახის საზოგადოებრივი პროექტები, რომელთა მიზანია სხვადასხვაენოვანი ხელნაწერი მემკვიდრეობის დაცვა - შენახვა და პოპულარიზაცია. ნებისმიერი ექსპონატის, მით უფრო – მსოფლიო მნიშვნელობის „ ლაილაშის ბიბლიის“, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან სხვა დაწესებულებისათვის გადაცემა ქმნის სახიფათო პრეცედენტს, მთლიანად არღვევს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შექმნისა და საქმიანობის მთავარ პრინციპს, ეწინააღმდეგება კოლექციათა მთლიანობის იდეას და არ შეესაბამება საერთაშორისო სამუზეუმო პრაქტიკაში დამკვიდრებულ კოლექციათა განუყოფლობის პრინციპს. კოლექციათა ერთიანობის რღვევის ტენდენცია მომავალში დიდი პრობლემა გახდება ზოგადად ქართული სამუზეუმო სივრცისათვის. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები იმედს ვიტოვებთ , რომ არ შეექმნება საფრთხე ცენტრის უნიკალური კოლექციის ერთიანობას“, - აღნიშნულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების განცხადებაში. http://news.ge/ge/news/story/129934-khelna...ebas-mimartaven -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 01:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი