სამშობლოსათვის წამებული, დიმიტრი ყიფიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამშობლოსათვის წამებული, დიმიტრი ყიფიანი |
მატასი |
May 23 2007, 01:00 AM
პოსტი
#1
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
წეღან გაზეთებს ვათვალიერებდი, და კვირის პალიტრის ერთ-ერთ ნომერში წავიკითხე, რომ დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შეურაცხავთ... სამწუხაროდ არ ვიცოდი, და ვიფიქრე შეიძლება კიდევ ვინმემ არ იცოდესთქო...
და მოკლედ ამითომ გავხსენი ეს თემა "მისი მოწამეობრივი აღსასრულიდან 120 წლის შემდეგ, ამა წლის აპრილის ბოლოს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შერაცხა, უწოდა მას "სამშობლოსათვის წამებული" და მისი ხსენების დღედ 26 აპრილი დააწესა" მე პირადად ძალიან გამახარა ამ ამბავმა, და ასე გვიან რატომ გავიგე არ ვიცი.... 1886 წელს, როდესაც ეგზარქოსმა პავლემ ქართველი ერი დაწყევლა, და ამ საკითხზე ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა, დიმიტრი ყიფიანმა ეგზარხოსს ქართველებისთვის ბოდიშის მოხდა და საქართველოს დატოვება მოითხოვა.... ამის გამო, 75 წლის დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს... შემდეგ კი... გირით გაუჩეჩქვეს თავი... "ის ტვინი, რომელიც სამშობლოზე ფიქრობდა, თავზე დაანთხიეს... და იმ გულზე, რომელიც სამშობლოზე ძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს" -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
marine |
Apr 5 2015, 06:03 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
სურამისა და ხაშურის ეპარქია
წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონში ახალი პროექტი დაიწყო საქართველოს საპატრიარქოს წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფმა, ცოტა ხნის წინ საინტერესო იდეით მიმართა “PH International”-ს, რომელმაც პროექტი სახელწოდებით ,,ფოტოგრაფია ძალადობის წინააღმდეგ” დააფინანსა და ახალგაზრდებს მისცა საშუალება ხაშურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ჩართულობით საინტერესო აქტივობები განახორციელონ. აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერია ,,ხაშური ნიუსი”. პროექტის ხელმძღვანელები მარიამ რობაქიძე და მარიამ ლეშკაშელი არიან, რომლებმაც ჩვენს კითხვებს უპასუხეს. პასუხობს მარიამ რობაქიძე: მარიამ, გვიამბეთ თქვენი პროექტის შესახებ. რას ეძღვნება და როგორ შეძელით შესაბამისი სახსრების მოძიება? ამერიკულმა კომპანია “PH International-მა ” გამოაცხადა მცირე საგრანტო კონკურსი. მე და ჩემმა მეგობარმა მარიამ ლეშკაშელმა გადავწყვიტეთ ისეთი აქტუალური პრობლემა, როგორიც ძალადობაა კიდევ ერთხელ წამოგვეჭრა და მის წინააღმდეგ განსხავვებული გზებით გვებრძოლა. “PH International-მა ” ჩვენი იდეა მოიწონა დაა დააფინანსა ვინ არიან პროექტში ჩართულნი და როგორ აპირებთ მუშაობას? პროექტში ჩართული არიან მე-9 კლასის მოსწავლეები, საკმაოდ აქტიური და რაც მთავარია კრეატიული ბავშვები. მათი დახმარებით საკმაოდ საინტერესო ღონისძიებების გახორციელებას ვაპირებთ. კონკრეტულ გეგმას არ დავაანონსებ. რა არის თქვენი ძირითადი მიზანი? ჩვენი მიზანი უპირველესად პროექტის სახელიდან გამომდინარე, მიზნად ისახავს ძალადობის, როგორც დამანგრეველი შედეგების მქონე პრობლემის ხელოვნებაში (კერძოდ ფოტოგრაფიაში) ასახვას. ადრესატი უპირველესად ბენეფიციართა გულებია, ვინაოდან ,,ხელოვნება გრძნობების მანიფესტაციაა, გრძნობების ენა კი ყველას ესმის”. ამავდროულად, აქტიურად ვმუშაობთ მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების დონის ამაღლებასა და განვითარებაზე. როგორ ჩაიარა პროექტის პრეზენტაციამ? პირველი პრეზენტაცია მგონი საინტერესო იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით მთლად მიუკერძოებელი ვერ ვიქნები. მიუხედავად ხარვეზებისა, საბოლოო ჯამში კარგი გამოვიდა (თუმცა მეტ აქტიურობას ველოდით). ამავდროულად, გპირდებით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და პროექტის გახორციელების განმავლობაში უამრავი საინტერესო ღონისძიებით მოვხიბლავთ ბენეფიციარებს. პასუხობს მარიამ ლეშკაშელი: როგორია თქვენი იმედები პროექტის განხორციელების მხრივ? ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ პროექტის წარმატებით განხორციელებას, რადგან მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული და ასევე გვაქვს თანამონაწილე ადამიანების დახმარების იმედი. ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაფინანსებული პროექტი, შესაბამისი პასუხისმგებლობით განახორციელოს. რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ ძალადობის აღმოფხვრა ფოტოგრაფიის საშუალებით? როცა ავირჩიეთ პროექტის თემა და მასზე მუშაობა დავიწყეთ, სწორედ ეს იყო მიზანი, რომ ხელოვნების, კონკრეტულად კი ფოტოგრაფიის საშუალებით დავპირისპირებოდით პრობლემას. ძალადობის აღმოფხვრა არ არის მარტივი საქმე და მასზე გამარჯვებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ მის აღმოფხვრაში ჩვენი წვლილის შეტანას, სწორედ ფოტოგრაფიის -ჩვენს თაობაში ერთერთი ყველაზე პოპულარული ხელოვნების დარგის დახმარებით შევძლებდით და ამისათვის ძალასა და ენერგიას არ დავზოგავთ. რა არის თქვენი მიზანი? უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მიზანია მოვიხადოთ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი. ასევე გვინდა ჩვენს თანატოლებში გავაღვივოთ პროტესტის განცდა, რათა არ შეეგუონ ძალადობას მათ გარშემო და არ დახუჭონ თვალი მაშინ, როდესაც ხედავენ ჩაგვრას. ჩვენს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღმოფხვრასთან ერთად, მოსწავლეები დავაინტერესოთ ფოტოგრაფიით, რადგან შესაძლოა ბევრი მათგანისთვის ეს მომავალ პროფესიადაც იქცეს. რას ეტყოდით საზოგადოებას და მათ ვინც ამ პროექტში არიან ჩართულნი? მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც აქტიურად გვიდგას გვერდში და პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს ჩვენთან. ხოლო იმ ბავშვებს, ვინც უშუალოდ წარმოადგენენ პროექტის ბენეფიციარს, მოვუწოდებ მეტი აქტივობისკენ, რადგან ეს მათ და მათ მომავალს ეხება და ერთად აღვუდგეთ წინ ძალადობას, რომელმაც ჩვენს საუკუნეში მთელი დედამიწა მოიცვა. გიორგი ჩუბინიძე http://khashurinews.ge/%E1%83%AC%E1%83%9B-...83%AE%E1%83%94/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი