ანგელოზები...., ანგელოზები და მათი ბუნება..... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ანგელოზები...., ანგელოზები და მათი ბუნება..... |
Zukazuka314 |
Mar 19 2015, 11:26 PM
პოსტი
#41
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 229 რეგისტრ.: 8-March 15 წევრი № 14,036 |
გავაკეთე ახალი თემა ანგელოზებზე.... გთხოვთ არ დაწეროთ რაიმე გარდა ანგელოზეზე და არც რაიმე გამამტყუნებელი ანგელოზებზე ან კიდე ღმერთზე.... ვისაუბროთ მხოლოდ ანგელოზებზე, რას ამბობენ წმინდა მამები და ასე შემდეგ
ერთერთ თემაზე ვნახე ასეთი რამ რომ თურმე არ აქვთ სინანული რომელზეც ვერ გავიგე რატო დავწერ ახლა იმ მონაკვეთს და თუ შეილება ცოტა განმიმარტეთ მოკლედ მაქვს ასეთი შეკითხვები 1.როგორც გავიგე ანგელოზებს არ აქვთ სინანული (რატომ ვერ გავიგე,რატომ არ არის სინანულის მიმღები?) და თუ აირჩია ანგელოზმა ცუდი გზა ვერასდროს მობრუნდება? 2.და რატო ვერ მობრუნდება მას ხომ აქვს თავისუფალი ნება? და ანურასაც უნდა იმას აკეთებს? 3.და თუ შეილება ანგელოზი კიდევ დაეცეს დღეს? 4.როგორც გავიგე, ანგელოზი მიისწრაფვის და მტკიცდება მის ნებაში და მაშინ ეშმაკი თავიდანვე ლისწრაფოდა ბოროტებისკენ ან კიდე რა იყო მიზეეი მისი დაცემის? ეს დაწერა KAIROS და იქ დაწერას აზრი არ ქონდა მარა მაინც დავწერე რადგან ძველია და არამგონია რომ უპასუხონ და აქ დავწერე არამგონია ეს მისი აზრი იყოს და ქრისტიანობის აზრია და აქ იმიტომ ვწერ ომთქვენც გეცოდინებათ განმარტება ამის შესახებ "მოდი ჯერ დამასკელს მოვუსმინოთ ვინაა ანგელოზი, იგია: "მოაზროვნე და გონისმიერი, თვითუფლებრივია, ხოლო როგორც ქმნილი, - ცვალებადი, აქვს რა უფლებამოსილება დარჩეს და წარემატოს სიკეთეში, ანდა უარესისკენ შეიცვალოს. იგი, როგორც უსხეულო, სინანულის ვერმიმღებია, მაშინ როცა ადამიანმა სხეულის უძლურების გამო ჰპოვა სინანული", აქ აშკარაა ორი რამ მაქ აქვს თავისუფლება და მას არა აქვს/ექნება სინანული; აქედან გამომდინარე თავისთავად გამოირიცხება ის, რომ ეშმაკმა შეინანოს, იდეაში რომ შეინანოს, მაშინ ეპატიება, მაგრამ არ შეინანებს, იგივე სინანულის უქონლობის გამო, უფრო კარგად ეს "რატომ" გამოჩნდება, თუკი კარგად გავიაზრებთ რაა ნეტარება და რაა ტანჯვა, ვნახოთ იგივე დამასკელი, როგორ გვინმარტავს: "პირველი განდგომილი სიკეთისგან, ბოროტებაში ჩავარდა, რადგან ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის ნაკლებობა, ისევე როგორც სიბნელე ნაკლებობაა სინათლისა." ე.ი. გამოდის რომ ეშმაკი მოაკლდა ნათელს, მაგრამ როგორ ხდება ამ ნათლისადმი მოკლება, ის ისეთივე მოკლებას განიცდის ამ ნათლისა, როგორც მაშინ, თუ იზრდება ან აკლდება? აქედან შეგვიძლია განვავითაროთ საპირისპირო კითხვაც, ანგელოზები რომლებიც ნეტარებაში არიან, ისეთივე ნეტარებაში არიან, როგორშიც კეთილი არჩევანის დროს იყვნენ თუ მეტში ( ნაკლებში რომ არა ეგ ნათელია)? ცოტათი გადავუხვევ, ორიგენეს ქონდა ასეთი მცდარი სწავლება "მოყირჭების" შესახებ, სადაც ვარაუდობდა, რომ ანგელოზთა ნაწილის დაცემა გამოიწვია ნეტარების ერთფეროვნების "მოყირჭებამ"(აქედან განავითარა მოძღვრება "ყველაზე ბოლოს ეშმაკთა სამოთხეში დაბრუნების შესახებ" რაც ასევე დაგმობილია), მაშინვე დაიგმო ეს მამათა მიერ, კერძოდ ნოსელის მიერ განვითარდა ძალიან ღრმა თეოლოგიური სწავლება ნეტარების შესახებ, სადაც მას მოყავს მაგალითი დაქანებული ფერდობისა და მასზე დაგორებული ლოდისა, ლოდი ყოველწამს სიჩქარეს უმატებს, ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ფერდობი მუდმივად დაქანებულია და ლოდი მუდმივად აჩქარებაშია; მიახლოებით ასევეა ნეტარება, სანამ ამ სიტყვას დავწერდი ანგელოზნი ნეტარების ერთ საფეხურზე იყვნენ, და როცა გავასრულე კიდევ წარემატნენ და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ არანაირი ერთფეროვანება და მოყირჭება არ შეიძლება იყოს, ამავდროულად ეს ნიშნავს სიკეთეში წარმატებას, კეთილ არჩევანში გამყარებას, ამიტომაც მიუხედავად თავისუფალი ნებისა და დაცემის იდეური შესაძლებლობისა, არ დაეცემიან, რადგან უფროდაუფრო ძლიერნი ხდებიან და უფროდაუფრო გამოცდილები და ნეტარები არიან და ასე მუდმივად; და პირიქით ხდება ეშმაკთან, ისევ დამასკელი: "გვმართებს ვიცოდეთ, რომ რაც არის ადამიანებისთვის სიკვდილი, იგივეა ანგელოზებისთვის დაცემა, რადგან დაცემის შემდეგ არ არის მათთვის სინანული, ისევე როგორც არც ადამიანებისთვის - სიკვდილის შემდეგ. " ე.ი. ეშმაკთან ის მდგომარეობაა რაც ადამიანთან სიკვდილის შემდეგ, ეშმაკი მუდმივად შორდება სიკეთეს,სინათლეს, იგი მუდმივად იძირება ბნელში და მასში მუდმივად იზრდება ამპარტავნება ანუ ესაა სწორედ ის გამყარება, რაც დავწერე, ამიტომაა რომ მიუხედავად თავისუფალი ნებისა და შენანების შესაძლებლობისა, იგი არ შეინანებს, რადგან უფროდაუფრო ბოროტდება და უფროდაუფრო იძირება ტანჯვაში..." და ამ წინადაადბებზე ჩემი ზევით დანაწერი კითხვებია... 5.აქ წერია რომ (ზევით) ადამიანმა სინდისი სხეულის უძლუების გამო იპოვა სინდისიო და ვერ გავიგე ასევე 6.და რა არის "მოყირჭება" ? და თუ შეილება მითხრათ ვინ იყო ორიგენე... მოკლედ როგორც დავასკვენი არ ესმოდა კარგად ყველაფერი... და ერთსაც მერე დავამატებ.... ღვრთისმშობელზეა კათოლიკური აზრი.... |
G_saxva |
Apr 6 2015, 05:04 PM
პოსტი
#42
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
Zukazuka314
ციტატა 1.როგორც გავიგე ანგელოზებს არ აქვთ სინანული (რატომ ვერ გავიგე,რატომ არ არის სინანულის მიმღები?) და თუ აირჩია ანგელოზმა ცუდი გზა ვერასდროს მობრუნდება? ანგელოზს სინანული არ აქვს რადგან არ სცოდავს. მისი ბუნება უკვე იმდენად არის უფალთან ახლოს რომ ეშმაკი ვისგანაც ცოდვა მოდის ვერ აცდუნებს. რაც შეეხება ეშმაკს ის უფალს განუდგა და ასე იქნება (შეიცვლება თუ არა ეს არ ვიცი). ციტატა 2.და რატო ვერ მობრუნდება მას ხომ აქვს თავისუფალი ნება? და ანურასაც უნდა იმას აკეთებს? თავისუფალი ნება აქვს მაგრამ თუ ეშმაკზეა საუბარი მისი მთავარი პრობლემა ამპარტავენბაა, თავი უფლის თანასწორი ჰგონია რაც მას უკან მობრუნების საშვალებას არ აძლევს. ციტატა 3.და თუ შეილება ანგელოზი კიდევ დაეცეს დღეს? შეუძლებელია, რადგან როდესაც დაეცა ანგელოზი მას სხვა ანგელოზებიც გაყვნენ ვინც ამპარტავნობდა ანუ უკვე გაყოფილია უფლის მომხრე და მისი მოწინაარმდეგე მხარეებად. ციტატა 4.როგორც გავიგე, ანგელოზი მიისწრაფვის და მტკიცდება მის ნებაში და მაშინ ეშმაკი თავიდანვე ლისწრაფოდა ბოროტებისკენ ან კიდე რა იყო მიზეეი მისი დაცემის? მისი დაცემის მიზეზი ამპარტავნებაა, ანგელოზებს ტავისუფალი ნება ჰქონდათ (დღეს დღეობით ცოტა შეიცვალა მათი ბუნება) თავისუფალი ნებით აირჩია უფალთან დაპირსპირება თავის გატოლება და ამიტომ დაეცა. იგივე ვარტიანტია როცა მე ან შენ ვცოდავთ ჩვენი ბრალია ეშმაკის ანკესზე ვეგებით მაგრამ ცოდვით ჩვენ ვცოდავთ და არა ეშმაკი, ეშმაკი უბრალოდ საცდურს გვაძლევს. აი ზუსტად ეგ მომენტი იყო მაშინაც. ციტატა 5.აქ წერია რომ (ზევით) ადამიანმა სინდისი სხეულის უძლუების გამო იპოვა სინდისიო და ვერ გავიგე ასევე ანუ ადამი რომ დაეცა და დაემული ბუნება შეგვექმნა მას შედგომ გაგვიჩნდა სინდისი, რადგან ცოდვა რომელსაც ჩავიდენთ ჩვენ გულში სიმშვიდეს ვერ პოვებს სულის კეთილი წარმომავლობის გმაო. რატომ გაგვიჩნდა სინდისი? იმიტმ რომ დაცემამდე არ არსებობდა ცოდვა და სინანული. ციტატა 6.და რა არის "მოყირჭება" ? მოყირჭებაა მოწყენა, ყელში ამოსვლა. ციტატა ვთქვათ მოუნათლავი ადამიანი გარდაიცვალა..ღმერთი მას როგორ განსჯის? ჯოჯოხეთში წავა თუ სამოთხეში? ეს ღმერთს მიანდე დამიჯერე შენზე უკეთ ის განსჯის. ციტატა და როგორც ვიცი ძველი აღთქმის ხალხი არ მონანთულან და სასუფეველში ისე შევიდნენ წყლის და სხვა .... გარეშე და ეს როგორაა? პაველ მოციქული ამბობს რომ ისინი გამართლდენენ უფლის თვალში რადგან სხვა რჯული და აღქთქმა ჰქონდათ ისინი დღევანდელ დღესაც მართლებად იწოდებიან ციტატა რომელიღაც თემაში,არ მახსოვს გუშინწინ წავიკითხე,ადამი და ევას თემა იყო მგონი, ასეთი რამ: უბიწოდ ჩასახვა არ მიშნავსო უთესლოდ ჩასახვას, როგორც გავიგე , მაცხოვრის ჩასახვაზე არ იყო აქ საუბარი, და ხომ ვერ მეტყვით, რას ნიშნავს? (თუ არ ვცდები თვით ღვტისმშობლის ჩასახვა-დაბადებაზე იყო საუბარი) არ ვიცი რომელ თემაში რა წაიკითხე ამიტომ პასუხს ვერ გაგცემ, რადგან არ ვიიც საუბარი რაზე იყო ან ვინ რა აზრს გამოხატავდა ციტატა შეგიძლიათ მოკლედ განმარტოთ რას ნიშნავს -> ქალური საწყისის სწავლება ? თუ რათქმაუნდა მოკლედ შესაძლებელია. კაიროსის პასუხი მაგ საკითხზე "ეს უძველესი გნოსტიკურ-ქრისტიანული , და მანამდელი წარმართული დუალისტური წარმოდგენაა სამყაროს წარმოშობის შესახებ, უპირველი ზე.მამა, რომლიდანაც იშობა ქალური საწყისი და მისგან გამოდიან ეონები და ა.შ. საკმაოდ ჩახლართული სწავლებაა, წარმართულ რელიგიებში კი ქალური საწყისი ზოგჯერ გაიგებოდა პირდაპირი საწყისის ფორმით ან "რიგითი" ქალღმერთის სახით, ეკლესიაში დაგმობილია რაიმე "სქესობრივი " დაყოფა საწყისებისას, და საწყისის სრულიად სხვა სწავლება არსებობს..." -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 12:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი