ანგელოზები...., ანგელოზები და მათი ბუნება..... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ანგელოზები...., ანგელოზები და მათი ბუნება..... |
Zukazuka314 |
Mar 19 2015, 11:26 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 229 რეგისტრ.: 8-March 15 წევრი № 14,036 |
გავაკეთე ახალი თემა ანგელოზებზე.... გთხოვთ არ დაწეროთ რაიმე გარდა ანგელოზეზე და არც რაიმე გამამტყუნებელი ანგელოზებზე ან კიდე ღმერთზე.... ვისაუბროთ მხოლოდ ანგელოზებზე, რას ამბობენ წმინდა მამები და ასე შემდეგ
ერთერთ თემაზე ვნახე ასეთი რამ რომ თურმე არ აქვთ სინანული რომელზეც ვერ გავიგე რატო დავწერ ახლა იმ მონაკვეთს და თუ შეილება ცოტა განმიმარტეთ მოკლედ მაქვს ასეთი შეკითხვები 1.როგორც გავიგე ანგელოზებს არ აქვთ სინანული (რატომ ვერ გავიგე,რატომ არ არის სინანულის მიმღები?) და თუ აირჩია ანგელოზმა ცუდი გზა ვერასდროს მობრუნდება? 2.და რატო ვერ მობრუნდება მას ხომ აქვს თავისუფალი ნება? და ანურასაც უნდა იმას აკეთებს? 3.და თუ შეილება ანგელოზი კიდევ დაეცეს დღეს? 4.როგორც გავიგე, ანგელოზი მიისწრაფვის და მტკიცდება მის ნებაში და მაშინ ეშმაკი თავიდანვე ლისწრაფოდა ბოროტებისკენ ან კიდე რა იყო მიზეეი მისი დაცემის? ეს დაწერა KAIROS და იქ დაწერას აზრი არ ქონდა მარა მაინც დავწერე რადგან ძველია და არამგონია რომ უპასუხონ და აქ დავწერე არამგონია ეს მისი აზრი იყოს და ქრისტიანობის აზრია და აქ იმიტომ ვწერ ომთქვენც გეცოდინებათ განმარტება ამის შესახებ "მოდი ჯერ დამასკელს მოვუსმინოთ ვინაა ანგელოზი, იგია: "მოაზროვნე და გონისმიერი, თვითუფლებრივია, ხოლო როგორც ქმნილი, - ცვალებადი, აქვს რა უფლებამოსილება დარჩეს და წარემატოს სიკეთეში, ანდა უარესისკენ შეიცვალოს. იგი, როგორც უსხეულო, სინანულის ვერმიმღებია, მაშინ როცა ადამიანმა სხეულის უძლურების გამო ჰპოვა სინანული", აქ აშკარაა ორი რამ მაქ აქვს თავისუფლება და მას არა აქვს/ექნება სინანული; აქედან გამომდინარე თავისთავად გამოირიცხება ის, რომ ეშმაკმა შეინანოს, იდეაში რომ შეინანოს, მაშინ ეპატიება, მაგრამ არ შეინანებს, იგივე სინანულის უქონლობის გამო, უფრო კარგად ეს "რატომ" გამოჩნდება, თუკი კარგად გავიაზრებთ რაა ნეტარება და რაა ტანჯვა, ვნახოთ იგივე დამასკელი, როგორ გვინმარტავს: "პირველი განდგომილი სიკეთისგან, ბოროტებაში ჩავარდა, რადგან ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის ნაკლებობა, ისევე როგორც სიბნელე ნაკლებობაა სინათლისა." ე.ი. გამოდის რომ ეშმაკი მოაკლდა ნათელს, მაგრამ როგორ ხდება ამ ნათლისადმი მოკლება, ის ისეთივე მოკლებას განიცდის ამ ნათლისა, როგორც მაშინ, თუ იზრდება ან აკლდება? აქედან შეგვიძლია განვავითაროთ საპირისპირო კითხვაც, ანგელოზები რომლებიც ნეტარებაში არიან, ისეთივე ნეტარებაში არიან, როგორშიც კეთილი არჩევანის დროს იყვნენ თუ მეტში ( ნაკლებში რომ არა ეგ ნათელია)? ცოტათი გადავუხვევ, ორიგენეს ქონდა ასეთი მცდარი სწავლება "მოყირჭების" შესახებ, სადაც ვარაუდობდა, რომ ანგელოზთა ნაწილის დაცემა გამოიწვია ნეტარების ერთფეროვნების "მოყირჭებამ"(აქედან განავითარა მოძღვრება "ყველაზე ბოლოს ეშმაკთა სამოთხეში დაბრუნების შესახებ" რაც ასევე დაგმობილია), მაშინვე დაიგმო ეს მამათა მიერ, კერძოდ ნოსელის მიერ განვითარდა ძალიან ღრმა თეოლოგიური სწავლება ნეტარების შესახებ, სადაც მას მოყავს მაგალითი დაქანებული ფერდობისა და მასზე დაგორებული ლოდისა, ლოდი ყოველწამს სიჩქარეს უმატებს, ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ფერდობი მუდმივად დაქანებულია და ლოდი მუდმივად აჩქარებაშია; მიახლოებით ასევეა ნეტარება, სანამ ამ სიტყვას დავწერდი ანგელოზნი ნეტარების ერთ საფეხურზე იყვნენ, და როცა გავასრულე კიდევ წარემატნენ და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ არანაირი ერთფეროვანება და მოყირჭება არ შეიძლება იყოს, ამავდროულად ეს ნიშნავს სიკეთეში წარმატებას, კეთილ არჩევანში გამყარებას, ამიტომაც მიუხედავად თავისუფალი ნებისა და დაცემის იდეური შესაძლებლობისა, არ დაეცემიან, რადგან უფროდაუფრო ძლიერნი ხდებიან და უფროდაუფრო გამოცდილები და ნეტარები არიან და ასე მუდმივად; და პირიქით ხდება ეშმაკთან, ისევ დამასკელი: "გვმართებს ვიცოდეთ, რომ რაც არის ადამიანებისთვის სიკვდილი, იგივეა ანგელოზებისთვის დაცემა, რადგან დაცემის შემდეგ არ არის მათთვის სინანული, ისევე როგორც არც ადამიანებისთვის - სიკვდილის შემდეგ. " ე.ი. ეშმაკთან ის მდგომარეობაა რაც ადამიანთან სიკვდილის შემდეგ, ეშმაკი მუდმივად შორდება სიკეთეს,სინათლეს, იგი მუდმივად იძირება ბნელში და მასში მუდმივად იზრდება ამპარტავნება ანუ ესაა სწორედ ის გამყარება, რაც დავწერე, ამიტომაა რომ მიუხედავად თავისუფალი ნებისა და შენანების შესაძლებლობისა, იგი არ შეინანებს, რადგან უფროდაუფრო ბოროტდება და უფროდაუფრო იძირება ტანჯვაში..." და ამ წინადაადბებზე ჩემი ზევით დანაწერი კითხვებია... 5.აქ წერია რომ (ზევით) ადამიანმა სინდისი სხეულის უძლუების გამო იპოვა სინდისიო და ვერ გავიგე ასევე 6.და რა არის "მოყირჭება" ? და თუ შეილება მითხრათ ვინ იყო ორიგენე... მოკლედ როგორც დავასკვენი არ ესმოდა კარგად ყველაფერი... და ერთსაც მერე დავამატებ.... ღვრთისმშობელზეა კათოლიკური აზრი.... |
Zukazuka314 |
Apr 6 2015, 10:01 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 229 რეგისტრ.: 8-March 15 წევრი № 14,036 |
ციტატა ანგელოზს სინანული არ აქვს რადგან არ სცოდავს. მისი ბუნება უკვე იმდენად არის უფალთან ახლოს რომ ეშმაკი ვისგანაც ცოდვა მოდის ვერ აცდუნებს. რაც შეეხება ეშმაკს ის უფალს განუდგა და ასე იქნება (შეიცვლება თუ არა ეს არ ვიცი). კი მაგრამ ეშმაკმა ხომ შეცოდა... თუნდაც ამპართავნებით თუ ცოდვად არ ითვლება? ციტატა თავისუფალი ნება აქვს მაგრამ თუ ეშმაკზეა საუბარი მისი მთავარი პრობლემა ამპარტავენბაა, თავი უფლის თანასწორი ჰგონია რაც მას უკან მობრუნების საშვალებას არ აძლევს. მიზეზი რა იყო ამპარტავნების? ის ხომ იყო ღმერთთან და მაშინ ხომ ბოროტება არ იყო? ღმერთან "სიყვარულთან" რატომ დაიბადა ამპარტავნება? სიკეთესთან რატო გაქნდა ბოროტების ნაყოფი როდესაც ბოროტება არ არსებობდა? ციტატა შეუძლებელია, რადგან როდესაც დაეცა ანგელოზი მას სხვა ანგელოზებიც გაყვნენ ვინც ამპარტავნობდა ანუ უკვე გაყოფილია უფლის მომხრე და მისი მოწინაარმდეგე მხარეებად. თავიდან "ლუციფერიც" მომხრე იყო უბრალოდ მერე შეცდა... და რატო არ ეილება იგივე განმეროდეს? და ეშმაკი ერთია ხო? და მაშინ ის დაცემული ანგელოზები დემონები არიან ანუ უფროსი ეშმაკია მაგათი, რატომ? იმიტომ? რომ ანგელოზობისას სინათლის ანგელოზი იყო?(ანუ დიდი "ზვანიის" მქონე) ციტატა იგივე ვარტიანტია როცა მე ან შენ ვცოდავთ ჩვენი ბრალია ეშმაკის ანკესზე ვეგებით მაგრამ ცოდვით ჩვენ ვცოდავთ და არა ეშმაკი, ეშმაკი უბრალოდ საცდურს გვაძლევს. აი ზუსტად ეგ მომენტი იყო მაშინაც. ჩვენ დროში ანუ ახლა და როდესაც ხილული სამყარო შეიქმნა იყო ბოროტება და წყაროც ამ ყველაფრის ცუდის... მაგრამ მაშინ როდესაც არ იყო ბოროტება და არც ეშმაკი საიდან წარმოიშვა ის ამპარტავნება და რა იყო საცდური? ციტატა ანუ ადამი რომ დაეცა და დაემული ბუნება შეგვექმნა მას შედგომ გაგვიჩნდა სინდისი, რადგან ცოდვა რომელსაც ჩავიდენთ ჩვენ გულში სიმშვიდეს ვერ პოვებს სულის კეთილი წარმომავლობის გმაო. რატომ გაგვიჩნდა სინდისი? იმიტმ რომ დაცემამდე არ არსებობდა ცოდვა და სინანული. დაცემული ბუნება შეგვქმნა? ვინ? ადამმა? ანუ როგორც კი შეცოდა სინდისი გაუნჩნდა ხო? ციტატა ეს ღმერთს მიანდე დამიჯერე შენზე უკეთ ის განსჯის. ცუდად ვიკითხე? უნდა მეთქვა ცხონდება თუ არა ციტატა პაველ მოციქული ამბობს რომ ისინი გამართლდენენ უფლის თვალში რადგან სხვა რჯული და აღქთქმა ჰქონდათ ისინი დღევანდელ დღესაც მართლებად იწოდებიან აჰა... ანუ თუ მართალი იქნები და მოუნათლავი ცხონდები? უბრალოდ მიტო ვიკითხე რომ როგორც ვიცი მონათვლის გარეშე ვერავინ ვერ შევიდოდა სასუფეველში... და გამართლებაში რა იგულისხმება? სხვა რჯული და ათქმა თუ სწორი რჯული და სწორი აღთქმა? ციტატა "ეს უძველესი გნოსტიკურ-ქრისტიანული , და მანამდელი წარმართული დუალისტური წარმოდგენაა სამყაროს წარმოშობის შესახებ, უპირველი ზე.მამა, რომლიდანაც იშობა ქალური საწყისი და მისგან გამოდიან ეონები და ა.შ. საკმაოდ ჩახლართული სწავლებაა, წარმართულ რელიგიებში კი ქალური საწყისი ზოგჯერ გაიგებოდა პირდაპირი საწყისის ფორმით ან "რიგითი" ქალღმერთის სახით, ეკლესიაში დაგმობილია რაიმე "სქესობრივი " დაყოფა საწყისებისას, და საწყისის სრულიად სხვა სწავლება არსებობს..." ხო ეგ მეც წავიკითხე და ვერ გავიგე და მიტო ვიკთხე თუ გაიგე კაიროსის ნაწერი შეგილია გამაგებინო? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი